Home Blog Page 1221

სოზარ სუბარი ენტონი ბლინკენს ღია წერილით მიმართავს

პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დეპუტატი სოზარ სუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ღია წერილით მიმართავს.

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„პატივცემულ ენტონი ბლინკენს. ბატონო სახელმწიფო მდივანო, გწერთ შეშფოთებული პატარა საქართველოდან, რადგან მოვისმინე თქვენი გამოსვლა სენატში, სადაც საქართველოზე და ქართულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე“ საუბრობდით. თუმცა კი, ვიდრე ამ თემამდე მისასვლელ გზას დაადგებოდით, ბევრი ადამიანის სათქმელი გითხრათ სენატორმა ტედ კრუზმა. მთავარი მაინც ის იყო, რომ თქვენი ადმინისტრაცია მეგობრებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებაში დაადანაშაულა. უფრო მეტი სიცხადისთვის გავაკეთებ ციტირებას: „თქვენი საგარეო პოლიტიკა ეწინააღმდეგება იმას, რაც რაციონალური ამერიკული საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეებისთვის. ეს ადმინისტრაცია მუდმივად ძირს უთხრის მათ, ასუსტებს და თავს ესხმის“, – გითხრათ სენატორმა. ამ მწვავე კრიტიკიდან რამდენიმე წუთში, საქართველოს თემას შეეხეთ, შეშფოთება გამოხატეთ გამჭვირვალობის კანონის მიმართ და მას „რუსული სახელმძღვანელოდან გადმოწერილი“ უწოდეთ. რატომღაც, ამ ფრაზამ გამახსენა საქართველოში თქვენი ყოფილი ელჩი, კელი დეგნანი, რომელიც ზუსტად ანალოგიური ტერმინოლოგიით საუბრობდა და ახლა გასაგებია, საიდან იყო ინსპირირებული. ამ თემას ქვევით მივუბრუნდები, მანამდე კი, დაჟინებით მინდა, სენატორ ტედ კრუზის მიერ თქვენ მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას შევეხო. მით უმეტეს, რომ ბრალდება ძალიან სერიოზულია და თქვენ მეგობრების მიმართ ორმაგ თამაშებსა და მათზე თავდასხმებში გადანაშაულებთ. დიახ, თქვენ და მოქმედმა ადმინისტრაციამ, სამწუხაროდ, ყველაფერი გააკეთეთ, რომ სიტყვებს – „მეგობრობა“ და „სტრატეგიული პარტნიორობა“ – უარყოფითი კონოტაცია შეეძინა ჩვენს ურთიერთობაში. დიახ, თქვენ თავს გვესხმით და ჩვენ თავს ვიცავთ. თქვენ გადაწყვიტეთ, რომ იმოქმედოთ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ და აგრესიულ უმცირესობას მოსახლეობის უმრავლესობაზე ძალადობის ბიძგს აძლევთ. სამწუხაროდ, თქვენ გსურთ ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა ისე, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვს თქვენ მიერ მხარდაჭერილ „ენჯეოებსა“ თუ პოლიტიკურ პარტიებს. სწორედ მათი ხელით გსურთ ქვეყანაში მორჩილი „მმართველების“ მობრუნება, მაგრამ როდესაც იდეას, კეთილია ის თუ ბოროტი, მასების მხარდაჭერა არ აქვს, იგი ჩანასახშივე განწირულია. ამ ყველაფერთან ერთად, მსურს, თქვენი განცხადებაც გავიხსენო, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მედიაში გავრცელდა, როგორც შიდა სამსახურებრივი ბრძანება და რომელსაც თქვენი ხელმოწერა „ამშვენებს“ – თქვენ თანამშრომლებს მოუწოდეთ, თავი შეიკავონ ისეთი „პრობლემური“ ტერმინების გამოყენებისგან, როგორიცაა „დედა“, „მამა“, „ქმარი“, „ცოლი“, „ბიჭი“, „გოგო“.

სიმართლე გითხრათ, ჩვენს ქვეყანაში ვერავინ გაიგო, რატომ შეიძლება პრობლემური ეწოდოს დედას ან მამას. უფრო მეტიც, თქვენმა ამ განცხადებამ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გაბრაზება და გაღიზიანება გამოიწვია, რადგან მძიმე მოსასმენი და მისაღებია „სტრატეგიული პარტნიორი“ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირისგან ფსევდოლიბერალური, თავსმოხვეული იდეოლოგიის წახალისება. ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს დღემდე ვერ გაუგია, რა მიზანს ემსახურებოდა თქვენი ეს განცხადება და აჯობებს, ქართული კანონის უსაფუძვლო კრიტიკის ნაცვლად, ნათლად აგვიხსნათ, თუ რომელ მხარეს დგახართ პირადად თქვენ. თუმცა, ასახსნელიც არაფერია – ყველაფერი ზედაპირზე დევს. ლგბტ პროპაგანდის ავანგარდში მყოფი უმაღლესი თანამდებობის პირისგან არაფერი მოულოდნელი აღარ არის, მაგრამ გარწმუნებთ, რომ საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში თანაბრად მიუღებელია ქართული კანონის თქვენეული კრიტიკა და თქვენი ღია ჩართულობა ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებაში. კარგად გახსოვდეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში კაცი კაცია, ხოლო ქალი – ქალი, დედას დედა ჰქვია, ხოლო მამას – მამა და ამას ვერანაირი პროპაგანდა ვერ შეცვლის. ვერაფრით ამომიხსნია, რა მოტივაცია გამოძრავებთ. არ მინდა დავიჯერო, რომ 1990-იან წლებში, სხვადასხვა სპეციალური სამსახურების სახელმძღვანელოებში გაწერილი გაიდლაინებით მოქმედებთ და არად აგდებთ კონტექსტს, დროს, მოცემულობას და განწყობებს. თუმცა კი, ყველაფერს ასეთი პირი უჩანს. ბატონო სახელმწიფო მდივანო, რადგან დაგპირდით, რომ გამჭვირვალობის კანონს ბოლოს დავუბრუნდებოდი, ეს კანონი, ჩემი ღრმა რწმენით, სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს ხელისუფლების თავდაცვა თქვენი ადმინისტრაციის გაუაზრებელი თავდასხმებისგან. ნუ დაგავიწყდებათ, რომ „სანგარში“ მყარად მჯდომ მართალ ადამიანს ბევრი რამ აძლიერებს, პირველ რიგში კი იმის განცდა, რომ უსამართლოდ ცდილობენ მის დაჩაგვრას. ამიტომ, თქვენი მუქარებიც ისეთივე ფუჭი და არაფრისმომცემია, როგორც რევოლუციების მცდელობა ხალხის მხარდაჭერის გარეშე“, – აღნიშნავს სოზარ სუბარი.

მენტალური ჯანმრთელობის დაფარვის გამოყენების მზარდი ტენდენცია – თიბისი დაზღვევა

2022 წელს “თიბისი დაზღვევა” პირველი კომპანია იყო საქართველოში, რომელმაც ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს მენტალური ჯანმრთელობის დაფარვა დაამატა. დღეისთვის ამ დაფარვით სარგებლობა ჯანმრთელობის დაზღვევის ყველა მომხმარებელს შეუძლია, რაც 600-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს. პროდუქტის მოხმარება ყოველ წელს იზრდება. დაფარვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2024 წლის დასაწყისში 3-ჯერ მეტმა დაზღვეულმა ისარგებლა. ეს იმაზე მიუთითებს, საზოგადოებაში იზრდება ცნობიერება მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე და ნელ-ნელა ნორმალიზდება მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარი.

მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობას დიდი ყურადღება ექცევა დამსაქმებლებშიც, რადგან თანამშრომლების ფსიქიკური კეთილდღეობა პირდაპირ კავშირშია კომპანიის წარმატებასთან. მენტალური ჯანმრთელობის საკითხებმა, როგორიცაა სტრესი, შფოთვა, დეპრესია, შეიძლება შეამციროს თანამშრომლების კონცენტრირების, გადაწყვეტილების მიღებისა და ამოცანების ეფექტურად შესრულების უნარი. კომპანიებს, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებენ თანამშრომელთა მენტალურ ჯანმრთელობას, როგორც წესი, აქვთ დასაქმებულების გადინების დაბალი მაჩვენებელი, ხოლო მათი კმაყოფილების დონე და შრომის შედეგები – მაღალი. თანამშრომლები, რომლებიც გრძნობენ მხარდაჭერას კომპანიის მხრიდან, უფრო მოტივირებულები და ლოიალურები არიან.

თიბისი დაზღვევის მენტალური ჯანმრთელობის დაფარვის დადებით შედეგებს, ლიკა ზუროშვილი, “ეპამის” HR მენეჯერი, გვიზიარებს: „მენტალური ჯანმრთელობა არის საკითხი, რომელსაც ჩვენ, როგორც კომპანია დიდ ყურადღებას ვუთმობთ. მოხარულები ვიყავით, როდესაც შევიტყვეთ, რომ საქართველოში შესაძლებელი გახდა ამ ტიპის დაფარვის შეთავაზება ჩვენი თანამშრომლებისთვის. აქტიურად გავავრცელეთ ინფორმაცია ჩვენს თანამშრომლებში და დადებითი გამოხმაურება მივიღეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ხმამაღლა საუბარი და მენტალურ ჯანმრთელობაზე ყოველდღიურად ისევე, როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. გვიხარია, რომ “თიბისი დაზღვევა” ამ საკითხს ასეთ ყურადღებას უთმობს.”

“დაფარვის დამატებისთანავე მივიღეთ დადებითი გამოხმაურება, რასაც შემდგომ უკვე მოჰყვა დიდი მოთხოვნაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებისთვის ყურადღების იქცევა ნორმალიზდეს და ხალხი არ ხედავდეს ამაში რაიმე განსაკუთრებულს. მენტალურ ჯანმრთელობაზეც ისევე უნდა ვზრუნავდეთ, როგორც ფიზიკურზე. პროდუქტზე როგორც მოთხოვნა, ისევე მისი მოხმარებაც ყოველ წელს იზრდება და, იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება. ჩვენი კომპანია სხვადასხვა გზებით ცდილობს მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობისთვის ხაზის გასმას. გარდა მენტალური ჯანმრთელობის დაზღვევისა, გვაქვს აქტივობები ამ თემის გარშემო ცნობიერების ასამაღლებლად, მაგალითად, კამპანია “დასამალი არაფერია”, რომელიც საზოგადოებას შეახსენებს, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ხმამაღლა საუბარი მოსულა.”  – სერგო საყვარელიძე, “თიბისი დაზღვევის” სამედიცინო დაზღვევის დირექტორი.

მენტალური ჯანმრთელობის დაზღვევის ფარგლებში დაზღვეულს შეუძლია თერაპიულ სესიებზე ისარგებლოს თანაგადახდით “თიბისი დაზღვევის” პროვაიდერ ცენტრებში – კამარაში, მენტალ ჰაბში ან დიალოგში. ეს მომსახურება ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტშია ინტეგრირებული.

R

ქვეყანა ვისაც უყვარს და ქართული დემოკრატიის მომავლის სწამს, მას ვერ დააშანტაჟებენ, სანქციებზე საუბარი უხერხული და ღიმილის მომგვრელია – რატი იონათამიშვილი

შანტაჟის ფორმით საუბრებს ჩვენზე ვერანაირი გავლენა ვერ ექნება, – ამის შესახებ პარლამეტნის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, სანქციებზე საუბარი უხერხული და ღიმილის მომგვრელია.

„ქვეყანა ვისაც უყვარს და ქართული დემოკრატიის მომავლის სწამს, მას ვერ დააშანტაჟებენ და ვერ შეაშინებენ მსგავსი უსაფუძვლო საუბრებით. ჩვენ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებით ვიღებთ გადაწყვეტილებებს. მათი მხრიდან ამ სანქციებზე საუბარი ძალიან უხერხულია და ღიმილის მომგვრელია. ასევე, უსამართლო და უსაფუძვლოცაა. ამ შინაარსის საუბრებს, რასაც პირდაპირ შანტაჟის ფორმა აქვს, ცხადია, ჩვენზე ვერანაირი გავლენა ვერ ექნება“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა: „შეშფოთებულები ვართ საქართველოში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონით, ძალიან სერიოზულად ვუყურებთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ამის საპასუხოდ და ველოდები, რომ მივიღებთ ზომებს“.

ქართული ოცნება“ აღარ ჰქვია ამ პარტიას, უნდა დავარქვათ „რუსული კოშმარი“ – პაატა მანჯგალაძე

პირველად ვნახე თავისი პოლიტიკური აღსასრულისთვის ასე ჩქარობდეს პოლიტიკური პარტია – „ქართული ოცნება“ აღარ ჰქვია ამ პარტიას, უნდა დავარქვათ „რუსული კოშმარი“, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” წილი ნაყარი და არჩევანი გაკეთებული აქვს”.

“ვეტოს დაძლევით “ქართული ოცნების” “სიამაყეს” რას შეეხება – პირველად ვნახე თავისი პოლიტიკური აღსასრულისთვის ასე ჩქარობდეს პოლიტიკური პარტია. ვნახეთ, სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომ ეს არის რუსული სახელმძღვანელოდან პირდაპირ გადმოტანილი კანონი და ამას მოჰყვება ძალიან მძიმე შედეგები მათთვის, ვინც ამ კანონს მიიღებს და არა საქართველოსთვის. “ქართულ ოცნებას” მივმართავ და მის პროპაგანდისტებს – კიდევ ვინ უნდა თქვას, რომ ეს კანონი რუსულია და ამაზე დისკუსია დავასრულოთ. ბაიდენის განცხადება გინდათ? შეიძლება იყოს ბაიდენის განცხადებაც. უბრალოდ, თქვენთან [„ქართულ ოცნებასთან“] საუბარს აზრი არ აქვს. წილი ნაყარი აქვს “ქართულ ოცნებას” და არჩევანი გაკეთებული აქვს.

თქვეს, რომ ევროპულ პერსპექტივაზე; ამერიკაში უვიზო მიმოსვლაზე; იმ სიკეთეებზე, რაც საქართველოს მოქალაქეს ელოდება, უფრო პრინციპულად მიგვაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ რაც გვინდა, ის გავაკეთოთ, რომ იქნებ დავრჩეთ ხელისუფლებაში რუსეთთან ერთად.

სწორედ დაგარქვათ ხალხმა სახელი – ეს რუსულიდან შთაგონებული კი არაა, ესაა რუსული ღალატი. დღეის შემდეგ “ქართული ოცნება” უნდა ჩამოვაყალიბოთ “რუსულ კოშმარად”. “ქართული ოცნება” აღარ ჰქვია ამ პარტიას, უნდა დავარქვათ “რუსული კოშმარი”,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

სტრასბურგის სასამართლოში საქმე „სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ“ ჩვენი სახელმწიფოს სრული გამარჯვებით დასრულდა – რატი ბრეგაძე

სტრასბურგის სასამართლოში საქმე „სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ“ ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

„სტრასბურგის სასამართლოში საქმე „სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ“ ჩვენი სახელმწიფოს სრული გამარჯვებით დასრულდა!

დეტალებს საზოგადოებას მალე შევატყობინებთ“, – წერს რატი ბრეგაძე.

ირაკლი შოთაძე საჭიროებს სერიოზულ მკურნალობას – გია აბაშიძე

რომელ დეპოლარიზაციაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა მარგინალი რადიკალები არა თუ უსამშობლოები არიან, არამედ არაადამიანები, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, გენერალური პროკურორის თანამდებობიდან ირაკლი შოთაძის გადადგომის გამო ოპოზიციის წარმომადგენლების რეაქციებს.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, რადიკალებმა კარგად იციან, რომ ირაკლი შოთაძე სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს, თუმცა, ისინი მაინც სპეკულირებენ, ვინაიდან მათი მორალი და ზნეობა ფსკერზეა.

“რომელ დეპოლარიზაციაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა მარგინალი რადიკალები არა თუ უსამშობლოები არიან, არამედ არაადამიანები. მათთვის მთავარია ბოღმის ნთხევა, უბინძურესი პოლიტიკანური სპეკულაციები და რევანშიზმი.
გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საჭიროებს სერიოზულ მკურნალობას, მისმა საახლობლომ და კოლეგებმა ეს იციან, ისევე როგორც მყრალი ნაცსექტის აქტიურმა სპიკერებმა, თუმცა ამ უკანასკნელთა მორალი, ზნეობა დიდი ხანია ფსკერის ფსკერზეა.
ნაცჭაობი 26 ოქტომბერს უნდა დაშრეს!
ჯანმრთელობას და მხნეობას ვუსურვებ ირაკლი შოთაძეს! შეეწიოს უფალი!” – წერს გია აბაშიძე.

სამეგრელოს პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ
კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ
მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1958 წელს დაბადებული მ.ჯ. დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შვილს – 1994 წელს დაბადებულ ლ.ჯ.-ს
სანადირო თოფიდან გასროლით სახისა და ზურგის არეში დაზიანებები მიაყენა.
დაჭრილი ლ.ჯ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო
დაწესებულებებში გადაიყვანა.

“ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული პოლიციამ ცხელ
კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე
მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქუთაისში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალში ყაჩაღობის მცდელობა იყო – ნიღბიანი მამაკაცი შენობაში შევიდა და თანხას ითხოვდა

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში ყაჩაღობის მცდელობა იყო. არსებული ინფორმაციით, ნიღბიანი მამაკაცი შენობაში შევიდა და თანხას ითხოვდა.

როგორც ადგილზე აცხადებენ, ნიღბიანმა დაცვის თანამშრომელი დაინახა და გაიქცა. მან თანხის წაღება ვერ მოახერხა.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ფილიალში მუშაობა შეჩერებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით.

თუ რამე უნდოდათ, მათ შორის ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, ფრენები, შეეძლოთ შარშან გაეკეთებინათ, სამხედრო დახმარება კი, ყველაზე მეტად ვისაც სჭირდება, იმას გაუწიონ – სოზარ სუბარი აშშ-ზე

27 მაისს იქნება კომიტეტი, 28-ში კი პლენარული სხდომა, სადაც ვეტო იქნება დაძლეული და ეს მოხდება მარტივად და სამართლიანად, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სუბარი, ასევე, გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებას “შედეგები მოჰყვება” და განაცხადა, რომ აშშ-დან არანაირ ზომებს არ ელოდებიან.

“არაფერ ზომებს არ ველოდებით. თუ რამე დადებითი გადაწყვეტილება უნდოდათ, ეს შეეძლოთ შარშან გაეკეთებინათ, მათ შორის ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, ფრენები, რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ამ წუთას ყველაზე მეტად ვისაც სჭირდება სამხედრო დახმარება, კარგი იქნება, იმას გაუწიონ”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კითხვას, ელოდება თუ არა მმართველი უმრავლესობა სანქციებს, სუბარმა უარყოფითად უპასუხა.

“არანაირ სანქციებს არ ველოდებით და ვერანაირი სანქციებით ვერ დაგვაშინებენ, როდესაც ქვეყნის ბედზეა საუბარი. საქართველო უნდა გადავარჩინოთ. მშვიდობა უნდა შევინარჩუნოთ. ესაა მთავარი. მშვიდობის გარეშე არც ევროკავშირი იქნება, არც სახელმწიფო გვექნება და აღარც სიცოცხლე. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ საქართველო, სახელმწიფო და არ დავუშვებთ საქართველოს უკრაინიზაციას. არ დავუშვებთ იმას, რაც ხდება ბევრ უკრაინულ ქალაქში”,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაშეუძლიათმოსწავლეებს hi app-ის დახმარებით

ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები.

გიზიარებთ მარტივ ფუნქციებს, რომლებიც მოსწავლეებს თიბისის hi app-ში დახვდებათ:

  • გადარიცხვა სხვასთან და საკუთარ ანგარიშებს შორის
  • 5გბ ინტერნეტის 1 ლარად ჩართვა
  • მობილური ბალანსის შევსება
  • ბანკომატიდან თანხის QR კოდით განაღდება
  • მათზე მორგებული შეთავაზებების ნახვა.

hi app-ით სარგებლობა უფასოა და ხელმისაწვდომია 18 წლამდე მოზარდებისთვის, რომლებსაც აქვთ თიბისის მოსწავლის ბარათი.

აპის გასააქტიურებლად რამდენიმე გზა არსებობს:

  • მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ თიბისის მოსწავლის ბარათი, მაგრამ არ არიან მობაილბანკის მომხმარებელი, შეუძლიათ გადმოწერონ hi app და გაიარონ რეგისტრაცია პირადი ნომრით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, კანონიერ წარმომადგენელს თიბისისგან გაეგზავნება თანხმობის ფორმა SMS-ის სახით, კანონიერი წარმომადგენლის დასტურის შემდეგ, მოსწავლე მიიღებს hi app-ში შესასვლელ მონაცემებს.
  • თუ მოსწავლე არ არის თიბისის მომხმარებელი, ბარათის შეკვეთის დროს უნდა მიუთითოს, რომ hi app-ის გააქტიურება სურს და მიჰყვეს ინსტრუქციას.
  • იმ შემთხვევაში კი თუ მოსწავლეს აქვს თიბისის მოსწავლის ბარათი და არის მობაილბანკის მომხმარებელი, მაშინ უბრალოდ უნდა გადმოწეროს hi app და შევიდეს აპლიკაციაში საკუთარი მონაცემებით.

თუ ჯერ კიდევ არ გაქვს hi app-ი, გადმოწერე და გაიაქტიურე: https://tbchiapp.onelink.me/kgD3/zhd4a9u8

R

კანონმდებლობის მიხედვით, საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატები ერთი თვის ვადაში უნდა შეარჩიოს

გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად დაუყოვნებლივ იწყებს ერთთვიან კონსულტაციებს აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან.

“პროკურატურის შესახებ“ კანონის თანახმად, კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის არანაკლებ სამ კანდიდატს შეარჩევს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი და არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.

ამის შემდეგ პროცესი პარლამენტში გრძელდება. საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით პარლამენტს წარუდგენს.

პარლამენტი გენერალურ პროკურორს, 6 წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.

გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა. შოთაძის განცხადებით, მან ურთულესი გადაწყვეტილება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღო.

მარტვილში მამის მიერ შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შსს ინფორმაციას ავრცელებს

სამეგრელოს პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.

შსს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1958 წელს დაბადებული მ.ჯ. დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შვილს – 1994 წელს დაბადებულ ლ.ჯ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სახისა და ზურგის არეში დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი ლ.ჯ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.