Home Blog Page 1210

ჩვენი “აღთქმული მიწა”, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე – ირაკლი კობახიძე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ თითოეულ ქართველს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ზეიმობთ ჩვენს უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 3000 წელია, ქართველები ერთგულად შრომობდნენ, იბრძოდნენ და თავს წირავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ წვევამდელებს, რომლებმაც ამ ღირსშესანიშნავ დღეს დადეთ სამშობლოს ერთგულების ფიცი.

3000 წელია, ქართველები ერთგულად შრომობდნენ, იბრძოდნენ და თავს წირავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. იმპერიათა გზაგასაყარზე, სწორედ ამ ერთგულებამ და თავგანწირვამ შეაძლებინა ჩვენს პატარა, მაგრამ ამაყ ქვეყანას, შეენარჩუნებინა თავისუფლება და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ქედს ვიხრი თითოეული გმირის წინაშე, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობას ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირა.

106 წლის წინ, 26 მაისს აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და საფუძველი ჩაეყარა პირველ ქართულ რესპუბლიკას, რომელმაც, მართალია, მხოლოდ, 3 წელიწადი იარსება, მაგრამ დემოკრატიული მმართველობის უძვირფასესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა.

70-წლიანი საბჭოთა მმართველობის დასასრულს, 1990 წელს საქართველოში ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები, ხოლო 1991 წელს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. მას შემდეგ, საქართველო გადის ერთგვარ მოსეს გზას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, „აღთქმულ მიწამდე“ აუცილებლად მიგვიყვანს.

ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე – 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მაოცებს, რომ მიწევს, ვიღაცები დავარწმუნო, ვინაა მტერი და ვინაა მეგობარი – უნდა ამოვძირკვოთ ყველაფერი, რაც შავბნელ წარსულს ახასიათებდა – პრეზიდენტი

გამოსავლის გზა გადის იმაზე, რომ ამოვძირკვოთ ყველაფერი, რაც საბჭოეთის შავბნელ წარსულს ახასიათებდა – იზოლაცია, ომი, არარსებული მტრის ხატი, კონსპირაციები და მათი თეორიები, დაპირისპირება, რეპრესიები, ცენზურა, მოსმენა, დასმენა, ფარული ჩანაწერები, კომპრომატების კორიანტელი, მონობა, ორგულობა, ტყუილი, გაუცხოება, შიში და კონფორმიზმი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ არც ერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში და რეალური ომის პარტია მხოლოდ ერთი, რომელსაც დღეს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებშიც ვხედავთ.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ევროპელი და ამერიკელი მეგობრები ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგნენ და მხარს უჭერდნენ ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობასა და განვითარებას.

„ევროპული კავშირი თავისი არსითა და იდეით შექმნილია მშვიდობისათვის. არცერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში, არცერთი ომი არ დაწყებული ევროპის მიერ მისი დაარსებიდან. სამაგიეროდ რეალური ომის პარტია ერთია, მხოლოდ ერთი, რომელსაც დღეს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებშიც ვხედავთ, რუსული იმპერიალიზმი. ევროკავშირი კი გვევლინება, როგორც თავისუფალი ერების გაერთიანება, რომლის წიაღშიც, ჩვენ ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა, რომ მშვიდ და დაცულ გარემოში შეძლოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება და საკუთარი თავის განვითარება.

ჩვენ 33 წლის წინ შევუდექით ამ გზას და ამ გზაზე ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგნენ და მხარს უჭერდნენ ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობასა და განვითარებას. მხარს გვიჭერდნენ მორალურად, პოლიტიკურად, ფინანსურად და ინსტიტუციურად. მაოცებს ის ფაქტი, რომ მიწევს, ვიღაცები დავარწმუნო იმაში, თუ ვინაა მტერი და ვინაა ჩვენი მეგობარი. ხომ ვიცით, ვინ წაგვართვა ტერიტორიები, ვინ დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და ვინ იცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და არააღიარების პოლიტიკას. ხომ ვიცით, ვინ აკრძალა ქართული ენის სწავლა და ვინ აღიარა და დაიცვა ქართული ანბანი, ხომ ვიცით ვინ დაგვინგრია და ვინ აგვიშენა სკოლები? ხომ ვიცით, ვინ გვჭედავს ეკლესიის კარს და ვინ გვეხმარება ეკლესია-მონასტრების აღდგენასა და გადარჩენაში? ხომ ვიცით, ვინ დაგვიწუნა და გამოდევნა ქართული ღვინო და ვინ დააფასა და აღიარა საქართველო ღვინის სამშობლოდ? ხომ ვიცით, ვისი დახმარებით გახდა ჩვენი ჯარი თანამედროვე სტანდარტების მქონდე, ვისი დახმარებით გაძლიერდა სოფლის მეურნეობა? ვინ მოთვლის და რა დათვლის, რა დაგვიშავა მტერმა და რა გვიკეთა მეგობარმა. ამიტომაა ასახული ჩვენს კონსტიტუციაში საგარეო კურსი, ჩვენი მომავალია უალტერნატივო მომავალი’’, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

არცერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში, არცერთი ომი არ დაწყებულა ევროპის მიერ – პრეზიდენტი

არცერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში, არცერთი ომი არ დაწყებულა ევროპის მიერ – რეალური ომის პარტია ერთია: რუსული იმპერიალიზმი – მაოცებს ის ფაქტი, რომ მიწევს ვიღაცები დავარწმუნო იმ ფაქტში, ვინაა მტერი და ვინაა მეგობარი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა  დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპული კავშირი თავისი არსითა და იდეით შექმნილია მშვიდობისთვის და „ის, ვინც ამ გზას საბოტაჟს უწყობს და აზიანებს, ის ფეხქვეშ თელავს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და უსაფრთხო მომავალს, თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროს სრულყოფილ წევრად ქცევის გზას“.

„პირველ რიგში, ჩვენი ევროპული გზის გადარჩენა ამ გამოსავლის ქვაკუთხედია. დღეს, როდესაც რუსეთის აჩრდილი თავს გვადგას, ევროპასთან და ამერიკასთან პარტნიორობა და დაახლოება ჩვენი დამოუკიდებლობის, მშვიდობის შენარჩუნების, გაძლიერების ჭეშმარიტი გზაა. ის, ვინც ამ გზას საბოტაჟს უწყობს და აზიანებს, ის ფეხქვეშ თელავს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და უსაფრთხო მომავალს, თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროს სრულყოფილ წევრად ქცევის გზას. ევროპული კავშირი არის თავისუფლების სივრცე, სადაც არცერთი ქვეყანა არ გაწევრიანებულა მისი და მისი ხალხის ნების გარეშე, ეს არის გზა ღიაობის, სამართლიანობისა და განვითარების. ეს არის ადგილი, სადაც დაცულია თუნდაც ყველაზე პატარა ერი, მისი ენა, სარწმუნოება, იდენტობა და ტრადიცია. ეს არის კავშირი, სადაც დაცულია ადამიანი, ოჯახი, მისი უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, სოციალური მდგომარეობა, მისი პირადი ცხოვრება, მისი ღირსეული სიბერე, სადაც დაცულია ადამიანის ყველა უფლება.

ევროპული კავშირი თავისი არსითა და იდეით შექმნილია მშვიდობისთვის, არცერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში, არცერთი ომი არ დაწყებულა ევროპის მიერ, მიდი დაარსებიდან. სამაგიეროდ, რეალური ომის პარტია ერთია და მხოლოდ ერთი, რომელსაც დღეს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ვხედავთ – რუსული იმპერიალიზმი. ევროკავშირი კი, გვევლინება, როგორც თავისუფალი ერების გაერთიანება, რომლის წიაღში ჩვენს ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა, მშვიდ და დაცულ გარემოში შეძლოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება და საკუთარი თავის განვითარება.

ჩვენ 33 წლის წინ შევუდექით ამ გზას და ამ გზაზე ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგნენ და მხარს უჭერდნენ ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობასა და განვითარებას. მხარს გვიჭერდნენ მორალურად, პოლიტიკურად, ფინანსურად და ინსტიტუციურად. დღეს მაოცებს ის ფაქტი, რომ მიწევს ვიღაცები დავარწმუნო იმ ფაქტში, ვინაა მტერი და ვინაა მეგობარი; ხომ ვიცით ვინ წაგვართვა ტერიტორიები, ვინ დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობადა ვინ იცავს ჩვენს სუვერენიტეტს და არაღიარების პოლიტიკას; ხომ ვიცით ვინ აკრძალა ქართული ენის სწავლა და ვინ აღიარა და დაიცვა ქართული ანბანი; ხომ ვიცით ვინ დაგვინგრია და ვინ აგვიშენა სკოლები; ხომ ვიცით ვინ გვიჭედავს ეკლესიის კარს და ვინ გვეხმარება ჩვენი ეკლესია-მონასტრების აღდგენასა და გადარჩენაში; ხომ ვიცით ვინ დაგვიწუნა და გამოდევნა ქართული ღვინო და ვინ დააფასა და აღიარა საქართველო ღვინის სამშობლოდ; ხომ ვიცით ვისი დახმარებით გახდა ჩვენი ჯარი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი; ვისი დახმარებით გაძლიერდა სოფლის მეურნეობა და კიდევ, ვინ მოთვლის და რა დათვლის, რა დაგვიშავა მტერმა და რა გაგვიკეთა მეგობარმა. ამიტომ არის, რომ ჩვენს კონსტიტუციაში ასახული საგარეო კურსი ჩვენი უალტერნატივო მომავალია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველო და მისი დამოუკიდებლობა დღესაც ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა დღეს ქართული საზოგადოება ბევრად უფრო გამოცდილია, ვიდრე დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში იყო-პრემიერი

საქართველო და მისი დამოუკიდებლობა დღესაც ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, დღეს ქართული საზოგადოება ბევრად უფრო გამოცდილია, ვიდრე დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დგას და მის ეროვნულ ინტერესებს იცავს.

„გასული 34 წლის მანძილზე, საქართველომ მრავალი განსაცდელი გამოიარა. გამოვიარეთ სამი ომი 90-იანი წლების დასაწყისში. 2004-2012 წლებში გამოვიარეთ ფაქტობრივი დამოუკიდებლობის დაკარგვა, ავტორიტარიზმი, აგენტურის მმართველობა და მეოთხე ომი. საზოგადოების გამოუცდელობა და პოლიტიკოსების ღალატი ჩვენს ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტის დროებით დაკარგვად დაუჯდა. 2012 წლიდან დღემდე, გამოვიარეთ საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შერყევის არაერთი მცდელობა, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში.

საქართველო და მისი დამოუკიდებლობა დღესაც ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, დღეს ქართული საზოგადოება ბევრად უფრო გამოცდილია, ვიდრე დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში იყო, ხოლო ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დგას და მის ეროვნულ ინტერესებს იცავს.

სწორედ ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების ერთიანობამ და გონივრულმა ნაბიჯებმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ეგზისტენციური საფრთხეების და მრავალმხრივი ღალატის, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად, გასული 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში მშვიდობა შეგვენარჩუნებინა“, – განაცხადა პრემიერმა.

ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას ბრძოლითვე უნდა შენარჩუნება – საკუთარი ქვეყნისადმი მტრობას არც დღეს იშურებს საზოგადოების გარკვეული ნაწილი და საქართველოს სხვა ქვეყანაზე დამოკიდებულებისთვის იბრძვის – დიმიტრი ხუნდაძე

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. დიმიტრი ხუნდაძე საზოგადოებას 26 მაისს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას ბრძოლითვე უნდა შენარჩუნება.

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! უკვე სამ ათეულ წელზე მეტია ქართველი ხალხი ზეიმით აღვნიშნავთ ჩვენი სისხლითა და ბრძოლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას. ამ მონაპოვარს შენარჩუნება უნდა. საუკუნის წინანდელი მხოლოდ სამწლიანი დამოუკიდებლობის ოკუპაცია ისევ ქართველების ხელშეწყობის შედეგი იყო.

საკუთარი ქვეყნისადმი მტრობას არც დღეს იშურებს საზოგადოების გარკვეული ნაწილი. შესაძლოა, დღეს დაკარგული დამოუკიდებლობა საბედისწერო აღმოჩნდეს საქართველოსთვის – ქვეყანა ფიზიკურად განადგურდეს. სამწუხაროა, რომ რუსთაველზე, სადაც ჩვენი ახალგაზრდები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ, დღეს საზოგადოების მცირე ნაწილი საქართველოს სხვა ქვეყანაზე დამოკიდებულებისთვის იბრძვის. დღეს ოკუპაციას აღარ სჭირდება რუსის ნიჩაბი, ამის გაკეთება საკუთარი ხელით სურთ მავანთ, ისევ სხვა ქვეყნის ინტერესებისთვის.

ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას ბრძოლითვე უნდა შენარჩუნება და სწორედ ამ ბრძოლას გავდივართ დღეს საქართველოს სრული სუვერენიტეტისთვის. ეს ბრძოლა მძიმეა, მაგრამ – ღირსეული. საუკუნეებია მოგვაქვს საქართველოს თავისუფლება და ეს გამტკიცებული უნდა გადავცეთ მომავალ თაობას! გილოცავთ ყველა ქართველს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე ჩვენია! ეს არის ის, რაც გვეამაყება და გვაერთიანებს!“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

საქართველომ თავად უნდა აირჩიოს თავისი გზა – ევროპის გზა არის კანონის, დემოკრატიისა და საერთო კეთილდღეობის დაპირების გზა, დიალოგისა და სანდო და თავაზიანი პარტნიორობის ფარგლებში – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით წერილს უგზავნის.

მაკრონი ქართველ ხალხს და პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ საქართველომ თავად უნდა აირჩიოს თავისი გზა.

ემანუელ მაკრონის თქმით, ევროპის გზა არის კანონის, დემოკრატიისა და საერთო კეთილდღეობის დაპირების გზა, დიალოგისა და სანდო და თავაზიანი პარტნიორობის ფარგლებში.

„ქალბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო სალომე,

საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მოხარული ვარ, გულწრფელად მოგილოცოთ ქართველ ხალხს და ასევე თქვენ.

იმ დროს, როცა რუსეთმა დააბრუნა ომი ევროპის კონტინენტზე, მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ, მისი დამოუკიდებლობის აღდგენის აღნიშვნის ამ ესოდენ სიმბოლურ დღეს.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების არჩევით, ევროპულმა საბჭომ ცალსახად უპასუხა ქართველი ხალხის მისწრაფებებს.

საქართველომ თავად უნდა აირჩიოს თავისი გზა.

ევროპის გზა არის კანონის, დემოკრატიისა და საერთო კეთილდღეობის დაპირების გზა, დიალოგისა და სანდო და თავაზიანი პარტნიორობის ფარგლებში.

საფრანგეთი იმდენად მტკიცედ გააგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას, რამდენადაც ის განაგრძობს ამ გზაზე სვლას.

გთხოვთ, მიიღოთ, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი და მოკრძალებული პატივისცემის დასტური” , – წერია მაკრონის წერილში.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა – ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – წინ, საქართველო!

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.

“ვულოცავთ საქართველოს 26 მაისს – დამოუკიდებლობის დღეს! დამოუკიდებლობის აღდგენის აღნიშვნასთან ერთად, საქართველო პატივს მიაგებს მათ ხსოვნასა და თავდადებას, ვინც ამ დღისთვის იღვწოდა. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. წინ, საქართველო!”, – წერია ინფორმაციაში.

ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა

ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.

მარიელ ბაუზერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„აშშ-ის დედაქალაქის ვაშინგტონის მერი მარიელ ბაუზერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა“, – წერს ზალკალიანი სოციალურ ქსელში.

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია და მისი მომავალი ევროპაშია – ჩეხეთის ელჩი

საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ კუბერნატი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ძვირფასო ქართველო კოლეგებო და მეგობრებო, დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ! საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია და მისი მომავალი ევროპაშია!“, – აღნიშნავს ელჩი.

გულთბილად ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გერმანია მტკიცედ დგას მათ მხარეს, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოს ერთგულია – გერმანიის ელჩი

x

გულთბილად ვულოცავ საქართველოს დღევანდელ დამოუკიდებლობის დღეს, – ამის შესახებ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.

„1918 წლის 26 მაისს ქართველმა ხალხმა აირჩია დამოუკიდებლობა და დემოკრატია ისტორიული აქტით. მაშინ, ისევე, როგორც ახლა გერმანია მტკიცედ დგას მათ მხარეს, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოს ერთგულია“, – წერს პეტერ ფიშერი.

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის არჩევნების წინ მარინ ლე პენთან დებატები სურს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ივნისის ევროპარლამენტის არჩევნების წინ ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერთან, მარინ ლე პენთან დებატები სურს. მაკრონის თქმით, ამ არჩევნებზე საფრანგეთის ბედი წყდება.

გამოკითხვების თანახმად, ლე პენის ევროსკეპტიკური პარტია „ეროვნული გაერთიანება“ გამოკითხვაში მაკრონის ცენტრისტულ პარტიას თითქმის ხმების ორჯერ მეტი რაოდენობით უსწრებს.

„ძვირფასო თანამემამულეებო, გამოფხიზლდით, ყურადღებით შეხედეთ, ვინ არიან ისინი. მე სურს დებატები ქალბატონ ლე პენთან. ბურთი მის მოედანზეა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა გამოცემა Le Parisien-თან ინტერვიუში.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას მალევე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა თავად მარინ ლე პენი. მისი თქმით, ის თანახმაა დებატებზე, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ მაკრონი თანახმა იქნება გადადგეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს ივნისის არჩევნებში მისი პარტიის დამარცხების შემთხვევაში.

ემანუელ მაკრონმა მარინ ლე პენი ორ საპრეზიდენტო არჩევნებში, 2017 და 2022 წელს დაამარცხა, თუმცა მას შემდეგ ლე პენის რეიტინგი გაიზარდა. ემანუელ მაკრონი პრეზიდენტის პოსტზე მესამე ვადით ვეღარ იყრის კენჭს. ევროპარლამენტის მოახლოებულ არჩევნებს პარტიების პოპულარობის საზომად განიხილავენ.

IRI-ის ორგანიზებით კაჭრეთში ოპოზიციის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გაიმართა, მიიღეს მითითებები და დაზუსტდა ერთობლივი სია, რომლითაც არჩევნებში პოლიტიკურად იასპარეზებენ – თამთა მეგრელიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, IRI-ის ორგანიზებით კაჭრეთის ამბასადორში ოპოზიციის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გაიმართა, სადაც საუბარი ერთიანი სიების ფორმირებას შეეხებოდა.

მეგრელიშილის თქმით, ოპოზიციურმა სპექტრმა შენიშვნა მიიღო, რომ დიდი ფულის სანაცვლოდ მათ სახელმწიფოს აყირავება ვერ მოახერხეს და მიიღეს კონკრეტული მითითებები შემდგომში სამოქმედოდ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ორგანიზებით 24 მაისს კაჭრეთის ამბასადორში ოპოზიციის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გაიმართა. საუბარი მიმდინარე მოვლენებთან ერთად ერთიანი სიის ფორმირებას შეეხებოდა. ოპოზიციამ, მორიგი დავალება მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისაგან, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია დავალების შინაარს საგულდაგულოდ ინახავს ყველაფერი მათ ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებში აუცილებლად გამომჟღავნდება.

მინაწერი: ოპოზიციურმა სპექტრმა შენიშვნა მიიღო, რომ დიდი ფულის სანაცვლოდ მათ სახელმწიფოს აყირავება ვერ მოახერხეს; მიიღეს კონკრეტული მითითებები შემდგომში სამოქმედოდ;

დაზუსტდა ერთობლივი სია რომლითაც ისინი 26 ოქტომბერს არჩევნებში პოლიტიკურად იასპარეზებენ.“-წერს თამთა მეგრელიშვილი.