Home Blog Page 12

 „მეგობარი აქტი“ არასწორი მიმართულების კანონპროექტია, ჩვენმა კოლეგებმა ამაზე უარი უნდა თქვან – კონგრესმენი უორენ დევიდსონი

JPG resized with https://ezgif.com/resize

„მეგობარი აქტი“ არასწორი მიმართულების კანონპროექტია, ჩვენმა კოლეგებმა ამაზე უარი უნდა თქვან, – განაცხადა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, უორენ დევიდსონმა.

„ამერიკელმა ხალხმა აქ იმისთვის არ გამოგვგზავნა, რომ ამერიკის უსაფრთხოების ფარი მსოფლიოს უფრო მეტ ნაწილზე გავაფართოვოთ. ჩვენ არ ვართ ვალდებულნი ჩავერთოთ ყველა კონფლიქტში, რომელშიც გვიწვევენ და რა თქმა უნდა, არ გვჭირდება დამატებითი კონფლიქტების ძებნა“, – აღნიშნა კონგრესმენმა.

„ჩვენ შეგვიძლია საქართველოს ხალხს წარმატება ვუსურვოთ ისე, რომ არ გავაფართოვოთ ჩვენი ვალდებულება, ვიყოთ ევროპის თავდაცვითი ძალა“, – განაცხადა უორენ დევიდსონმა.

„ვფიქრობ, ჩემი ამომრჩევლები გაკვირვებულნი არიან, რატომ ვაკეთებთ ამას იმის ნაცვლად, რაზეც წინასაარჩევნო კამპანია ვაწარმოეთ. იმედი მაქვს, ფოკუსირებას „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ საგარეო პოლიტიკაზე მოვახდენთ. მე [ამ კანონპროექტს] ვეწინააღმდეგები და ყველას მოვუწოდებ, იგივე გააკეთონ“, – დასძინა მან.

თიბისის მხარდამჭერით საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის პირველი ტური გაიმართა

თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ინიციატივით საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდა. სწორედ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდება მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც 2025 წელს საქართველოს პირველად წარადგენს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI).

ეროვნული AI ოლიმპიადის პირველ ტური 27 აპრილს გაიმართა და მასში მონაწილეობა IX-XII კლასის 100-მდე მოსწავლემ მიიღო მთელი საქართველოდან, მეორე ტურში კი საუკეთესო შედეგის მქონე 30 მონაწილე გადავა.

მეორე, ფინალური ტურის შედეგების მიხედვით კი, რომელიც  მაისის ბოლოს ჩატარდება, ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება. 4-წევრიანი ნაკრები 2-9 აგვისტოს პეკინში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.

ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და უკვე აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. IOAI უკვე გახდა მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილი.

ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი ინიციატივაა როგორც საქართველოს AI და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის, ისე ქვეყნის საერთაშორისო ტექნოლოგიურ საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის. ოლიმპიადაში მონაწილეობა ახალგაზრდების AI მიმართულებით პროფესიულ ზრდას, ცოდნის გაზიარებასა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას უწყობს ხელს. ამასთან, მონაწილეებს აძლევს შანსს, დაამყარონ ახალი კავშირები დარგის წამყვან პროფესიონალებთან საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, რომელიც ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად GAIA-მ თიბისის მხარდაჭერით შექმნა. ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს.  

თიბისი, როგორც ახალი თაობის განათლების ხელშეწყობის წამყვანი კომპანია, საოლიმპიადო კურსის, ეროვნული ოლიმპიადისა და IOAI-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მხარდამჭერია. GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მონაცემთა მეცნიერების გუნდის პროფესიონალები კურსის მენტორები არიან და მოსწავლეებს აქტიურად უჭერენ მხარს ოლიმპიადისთვის მომზადებაში.

დღეს გიორგობაა – გილოცავთ!

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს.

ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია ჩატარდება.

წმინდა საკვირველმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.

წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს – წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, სახელწოდებით – „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა.

ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

ცნობისთვის, „MEGOBARI აქტი“ გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან [დემოკრატიული პარტია], კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან [რესპუბლიკური პარტია] და კონგრესმენ მარკ უიზისთან [დემოკრატიული პარტია] ერთად. კონგრესმენების განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და სხვა საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.

6 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინება. 6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდა საკვირველმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს კი მისი ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავენ. 23 ნოემბრის აღნიშვნას ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.

6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

გან­წყო­ბის ცვა­ლე­ბა­დო­ბამ შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად გა­არ­თუ­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. შე­ი­კა­ვეთ ნე­ბის­მი­ე­რი ემო­ცია, თუნ­დაც უარ­ყო­ფი­თი და კონ­ფლიქ­ტე­ბის ალ­ბა­თო­ბა ნუ­ლამ­დე შემ­ცირ­დე­ბა.

კურო

ნე­ბის­მი­ერ რა­მე­ზე უნდა ისა­უბ­რო უკი­დუ­რე­სი სიფრ­თხი­ლით: დი­დია რის­კი, რომ ერთი უყუ­რა­დღე­ბოდ ნათ­ქვა­მი სი­ტყვით შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნოთ ახ­ლო­ბელ ადა­მი­ანს და ის ამას არ გა­პა­ტი­ებთ.

ტყუ­პი

თუ დღის­თვის შედ­გე­ნი­ლი გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გსურთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გარ­შე­მო მყო­ფებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით ცა­რი­ე­ლი და უაზ­რო სა­უბ­რე­ბი წა­გარ­თმევთ სა­მუ­შა­ოს­თვის სა­ჭი­რო ენერ­გი­ას.

კირჩხი­ბი

არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის კომ­პლექსმა რომ არ შე­გა­წუ­ხოთ, დი­ლი­დან იმუ­შა­ვეთ თქვე­ნი თვით­შე­ფა­სე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე. გარ­შე­მო მყო­ფებს და­ა­ნახ­ვეთ, რომ შე­უც­ვლე­ლი ხართ.

ლომი

დღეს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა ქმე­დე­ბებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს გრძელ­ვა­დი­ა­ნი – და არა ხელ­საყ­რე­ლი – შე­დე­გე­ბი, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯის გულ­დას­მით და­გეგ­მვა, გა­გე­ბა და და­ფიქ­რე­ბა.

ქალ­წუ­ლი

სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის პრო­ფე­სი­უ­ლი მიზ­ნის გან­სა­ზღვრის შემ­დეგ, შე­ე­ცა­დეთ მიჰ­ყვეთ მისი მიღ­წე­ვის ტაქ­ტი­კა­სა და სტრა­ტე­გი­ას ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ. ნუ მოც­დე­ბით არაფ­რის­მომ­ცემ საქ­მე­ზე.

სას­წო­რი

არ უნდა ელო­დოთ, რომ დღეს და­წყე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბი სწრა­ფად მო­ი­ტანს შე­დეგს: დღე უფრო შე­სა­ფე­რი­სია ხარ­ვე­ზე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად, რის სა­ფუძ­ველ­ზეც შეძ­ლებთ მო­მა­ვალ­ში სა­თა­ნა­დო გან­ვი­თა­რე­ბას.

მო­რი­ე­ლი

ყვე­ლა­ზე ცუდი, რისი გა­კე­თე­ბაც შე­გიძ­ლი­ათ დღეს არის დრო­ის ფუ­ჭად გაფ­ლან­გვა, ამი­ტომ დი­ლი­დან­ვე უნდა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოთ სა­ჭი­რო – და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი – გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბის სია.

მშვილ­დო­სა­ნი

არ უნდა და­ი­წყოთ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი, ისი­ნი მა­ინც ვერ იქ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი, მაგ­რამ უკვე და­წყე­ბულ­ში შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ას­წო­როთ თქვე­ნი ან კო­ლე­გე­ბის მიერ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი.

თხის რქა

დღე, რო­დე­საც არ უნდა ეცა­დოთ ყვე­ლაფ­რის ერ­თდრო­უ­ლად მიღ­წე­ვას: უნდა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოთ პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი. და რაც მთა­ვა­რია, გა­მო­ნა­ხეთ დრო დას­ვე­ნე­ბი­სა და სა­კუ­თარ თავ­ზე ზრუნ­ვის­თვის.

მერ­წყუ­ლი

შე­უ­ზღუ­და­ვი პრო­ფე­სი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის დღეა, რომ­ლი­თაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ისარ­გებ­ლოთ; სამ­წუ­ხა­როა, რომ და­კარ­გოთ ხელ­საყ­რე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შან­სი.

თევ­ზე­ბი

ჯო­ბია უარი თქვათ ნე­ბის­მი­ერ სა­მუ­შა­ო­ზე: სა­უ­კე­თე­სო შემ­თხვე­ვა­ში წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში სა­პი­რის­პი­რო შე­დე­გე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვანს, ამი­ტომ სჯობს დას­ვე­ნე­ბას და­უთ­მოთ დღე.

წყალი დილამდე შეწყდა – ნახეთ, მისამართები და აღდგენის დრო

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, თბილისში, ქუჩების ნაწილს წყალი დილამდე შეუწყდა.

სამგორი, სერგო მელიას ქ. N 1 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 5/5/2025 20:00 დან 5/6/2025 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დოსითეოს ქუთათელის ქუჩა, რევაზ კვირკაშვილი, სერგო მელიას ქუჩებს, ემირ ბურჯანაძე.

ვაკე, ილია ჭავჭავაძის ქ. N 10 ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 5/5/2025 13:30 დან 5/6/2025 01:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ილია ჭავჭავაძის N10.

დიდუბე, არჩილ კერესელიძის ქ. N 7 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 5/5/2025 13:45 დან 5/6/2025 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: კერესელიძის N5, N7.

გლდანი, მუხიანი 2, ამბროლაურის ქ. N 42 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 5/5/2025 14:00 დან 5/6/2025 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ერთობის N14.

ჩუღურეთი, ნორიოს აღმართის ქ. N 17 ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 5/5/2025 15:00 დან 5/6/2025 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მიჩურინის, კიკვიძის, პალიასტომის, ფარავნის, კაპანაძე, მამარდაშვილი, ართვინი, საქარა, ჩეჩელაშვილის მე-3 და მე-4 შესახვევს.

გლდანი, ბარალეთის ქ. N 2 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 5/5/2025 15:00 დან 5/6/2025 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ავჭალაში- ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის, ანდრონიკაშვილის 1 შესახვევი, ლიბანის, ბარალეთის, ფოცხიშვილის, მიხაკო წერეთლის და რიონის ქუჩებს.

საბურთალო, სოფ.დიღომი, ვახუშტი ბატონიშვილის ქ. N 1ა თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 5/5/2025 15:30 დან 5/6/2025 03:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სოფ. დიღომში-შეყლაშვილის, ავთანდილის, კაკაბაძის, ბარათაშვილის , ანდრონიკაშვილი, ბატონიშვილი, მაყაშვილის ქუჩებს.

გლდანი, ზაქარია მაისურაძის ქ., 1 გასასვლელი N 19 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 5/5/2025 17:00 დან 5/6/2025 05:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გლდანის მე- 5, მე-6, მე-7, მე-8 მ/რნ-ს, სოფ. ბერთუბანი, გიორგი წმინდა, სოფელ გლდანი, ტიხონოვის, ხერგიანის, წინამძღვრიშვილის, მარჯანიშვილის, მიქატაძის, გულისაშვილის, მაისურაძის, მებაღიშვილის ქუჩებს, თიანეთის გზატკეცილი, გლდანის საპატიმროს, ჰაიდერბერგცემენტს, თბილისის შემოვლითი გზას და გლდანი-ნაძალადევის შემაერთებელი გზას.

ჩუღურეთი, ჩუბინაშვილის ქ. N 10 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 5/5/2025 17:00 დან 5/6/2025 05:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ნინოშვილის N1-N15 (კენტები), N2-N20 (ლუწები), ჩუბინაშვილის N 4-N16 (ლუწები) , N1-N9 (კენტები), კიტა აბაშიძის, მაზნიაშვილის N16-22, N31-37, ჩიქობავას N2, ტურგენევის ქუჩებს.

,,არასდროს იქნება ისეთი ვითარება, როცა კიევი ან ბრიუსელი უკარნახებენ უნგრელებს, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი კანონიერი უფლება სუვერენიტეტზე”- ვიქტორ ორბანი

ზელენსკის სურს უკრაინის მიმართ მეგობრული მთავრობა უნგრეთში, მაგრამ ეს არ მოხდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

როგორც უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი იუწყება, აღნიშნულის შესახებ ორბანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინამ ბრიუსელთან შეთანხმებას მიაღწია „ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების“ შესახებ და ახლა ელოდება, რომ უნგრეთი ამას მოიწონებს.

„ზელენსკის სურს, უნგრეთში ხედავდეს უკრაინის მიმართ მეგობრულ მთავრობას. ისინი, ვინც ბრიუსელის აგენტები არიან, ასევე არიან ზელენსკის მეგობრები“, – აღნიშნა ორბანმა.

მისივე თქმით, ეს მოლოდინები არ გამართლდება.

„არასდროს იქნება ისეთი სიტუაცია, როდესაც კიევი ან ბრიუსელი უკარნახებენ უნგრელებს, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი კანონიერი უფლება სუვერენიტეტზე“, – განაცხადა ორბანმა და აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის გაკოტრებას გამოიწვევს.

ამასთან, ორბანმა უნგრელებს მოუწოდა, გამოხატონ თავიანთი აზრი უკრაინის გაწევრიანების შესახებ ხმის მიცემით.

შეგახსენებთ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ზელენსკი „უნდა შეეგუოს აზრს, რომ ყველა უნგრელს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი აზრი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების საკითხზე“.

,,ამ რეალობას რომ ვერ ხედავ, ე.ი. ან გაკლია შესაბამისი ინფორმაცია, რაც არ მგონია, ან გამიზნულად არასწორ განცხადებას აკეთებ“- გიორგი ვოლსკი

მედიასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის ელჩის მიერ გაკეთებულ მიმართვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა.

„მიკერძოებული განცხადებაა. არ შეიძლება, ასეთი განცხადების გაკეთება რაღაც ტრენდებზე დაყრდნობით. არავინ არავის სარედაქციო პოლიტიკაში არ ერევა და მედიას სრული საშუალება აქვს, დასვას ის შეკითხვა, რომელიც მას აინტერესებს. ამ რეალობას რომ ვერ ხედავ, ე.ი. ან გაკლია შესაბამისი ინფორმაცია, რაც არ მგონია, ან გამიზნულად არასწორ განცხადებას აკეთებ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეზე, დიდი ბრიტანეთის საელჩომ ელჩის მიმართვა გაავრცელა. ვიდეო ცრუ ნარატივებს შეიცავს. ბრიტანეთის ელჩი შეშფოთებას გამოთქვამს ფაქტებზე, რომელიც რეალობას არ ასახავს.

,,სჭირდებათ ჩინეთი, კარგი სახელმწიფოა, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი, კომუნისტურ სახელმწიფოს ეძახიან”- ვლადიმერ ბოჟაძე

სჭირდებათ ჩინეთი, კარგი სახელმწიფოა, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი, კომუნისტურ სახელმწიფოს ეძახიან, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ დოიაშვილზე საუბრისას.

მისივე თქმით, აღნიშნულიდანაც ჩანს მათი დამოკიდებულება და თუ რამდენად მნიშვნელოვანია და ღირებული სახელმწიფოს ინტერესები.

„მინდა დოისაც და ყველას წარმატებები ვუსურვო. ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

რეჟისორმა დავით დოიაშვილმა „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ჩინეთში დასის შესარჩევად კასტინგი ჰქონდა და ბეიჯინგში სპექტაკლი უნდა დადგას.

სალომე ზურაბიშცილი აცხადებს, რომ 26 მაისთან დაკავშირებით „წინააღმდეგობის მოძრაობამ“ უცხოელი მეგობრები მოიწვია

დისტანციური შეხვედრა გაიმართა „წინააღმდეგობის პლატფორმის“ და ჩვენი მეგობრების, რომლებიც არიან გაერთიანებული საქართველოს მეგობართა ჯგუფში, მათ წარვუდგინეთ ახალი პლატფორმა, მისი მიზნების, მოქმედების და მუშაობის მთავარი წესები, ასევე ის ჯგუფები, რომლებიც შეიქმნა და უშუალოდ მათთან კავშირზე იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, დისტანციურ შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპარლამენტარები, ევროპის ქვეყნების ეროვნული პარლამენტების წარმომადგენლები, ასევე აშშ-ს კონგრესისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

„შეხვედრაზე ითქვა, რომ „წინააღმდეგობის პლატფორმა“ დაფუძნებულია ქართულ ქარტიაზე და ჩვენ ერთობლივი მიზანია ახალი არჩევნები, პატიმრების გათავისუფლება. ეს პლატფორმა უკვე სხვებთან ერთადაც მუშაობს. დღეს გვქონდა საშუალება, რომ პროტესტის ორგანიზაციებთან, არასამთავრობოებთან, კულტურის ორგანიზაციებთან ერთად ვგეგმავთ 26 მაისს და ასევე მოვიწვიეთ ჩვენი მეგობრები ამ დღეს, რომ ქართველ ხალსთან ერთად ამით გამოხატონ თავისი სოლიდარობა. ჩვენ ასევე აღვწერეთ დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა. განვიხილეთ ბოლო გადაწყვეტილებები, რომელსაც „ქართული ოცნება“ ასაღებს ბრიტანულად. ეს ყველაფერი არის ფორმა, რომლითაც ასაღებენ რუსულ კანონებს. ეს არის რეპრესიის გაგრძელება და ამას სჭირდება მეტი რეაგირება ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან. ამ დისტანციურ შეხვედრას ესწრებოდა ჯო უილსონის სტაფერი, რომელმაც მოგვახსენა ბოლო მოვლენები და ასევე იყო საუბარი „მეგობარი აქტის“ დღეს განხილვაზე. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და ამას გავაგრძელებთ“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოში თეა წულუკიანის გამოკითხვას ითხოვენ

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოში თეა წულუკიანის გამოკითხვას ითხოვენ.

როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „შესაბამისი წერილი წულუკიანის სახელზე ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატებმა არალეგიტიმურ პარლამენტში უკვე შეიტანეს“.

„მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თეა წულუკიანს ე.წ საგამოძიებო კომისიის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვაზე იბარებენ, რის გამოც მათ მიმართ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ადვოკატების განცხადებით, თეა წულუკიანსა და ე.წ. კომისიის წევრებს სასამართლოსთვის განმარტების მიცემა მოუწევთ ყველა იმ განცხადებასა თუ ქმედებაზე, რომელსაც ე.წ. საგამოძიებო კომისიის მუშაობისას ჰქონდა ადგილი. თეა წულუკიანს პასუხისთვის სამი დღე აქვს“, – აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.