Home Blog Page 12

თიბისი კონცეპტი თეატრის „სახელოსნო 42“ გაზაფხულის სეზონის წარმდგენია

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თეატრი „სახელოსნო 42“ გაზაფხულის სეზონს მრავალფეროვანი პროგრამით და პრემიერებით აახლებს.

ლევან წულაძის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცე მაისში სცენას აცოცხლებს ძლიერი ისტორიებით, თამამი შესრულებებით და იმ ემოციებით, რომლებიც სპექტაკლის შემდეგაც გრძელდება.

თეატრის გენერალური სპონსორია თიბისი კონცეპტი და Visa.

თიბისი კონცეპტის Visa ბარათის მფლობელებისთვის მეოთხე რიგის ბილეთებზე მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

დირიჟორი | 1, 11 და 21 მაისი, 2025

1946 წელს ნიუნბერგში, ბერლინის სახელმწიფო ორკესტრის მთავარ დირიჟორს – ფურტვენგლერს ასამართლებენ. დებორა არნოლდი ცნობილი გერმანელი დირიჟორის, დოქტორ ფურტვენგლერის წარსულის გამოძიებას ცდილობს. დაკითხვის ოთახი განსხვავებული იდეოლოგიების ბრძოლის ველად იქცევა: შეიძლება თუ არა, გამიჯნო ხელოვნება და პოლიტიკა? იცხოვრო და იმუშაო მშვიდად, მას შემდეგ რაც ეშმაკს ჩამოართვი ხელი? შეუძლია მუსიკას ადამიანის სულის გათავისუფლება? რონალდ ჰარვუდის ეს დამატყვევებელი პიესა ამ და ბევრ სხვა მნიშვნელოვან შეკითხვას სვამს, თუმცა პასუხის მოსმენა მარტივი არ იქნება.

 

ცხვირი | 4, 23 და 30 მაისი, 2025

თქვენი სახელი? სტატუსი? გავლენა? და თუ ერთ დილას აღმოაჩენთ, რომ ეს ყველაფერი სხვას გადაეცა – თქვენ ვინ იქნებით? იღვიძებ და ცხვირი აღარ გაქვს. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი ის კი არ არის, რომ ის გაქრა – არამედ ის, რომ ის უკვე სხვაგანაა. შენთვის განკუთვნილ ადგილას. შენს სამუშაო მაგიდასთან. შენს ტანსაცმელში. მას შენი სახელი ჰქვია, მას შენი გავლენა აქვს და შენზე მეტად სცემენ პატივს. რა რჩება ადამიანისგან, როცა მას საკუთარი ცხვირი აღარ ეკუთვნის? რა რჩება პიროვნებისგან, როცა მისი როლი და თანამდებობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის თავად?

 

ღამის ქალაქის ჩირაღდნები: ბენზინგასამართი სადგური | 3, 8, 10, 22, 25 და 28 მაისი, 2025

როდესაც ცხოვრება უმართავი სისწრაფით მიგვაქანებს, ხშირად გვავიწყდება ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სპექტაკლი გვიამბობს ექვსი ადამიანის ისტორიას, რომლებიც ბედისწერის წყალობით „ბენზინგასამართ სადგურზე“ აღმოჩნდებიან და იძულებულნი არიან ყოველდღიური გიჟური რიტმის ფონზე სულ რამდენიმე საათით შეისვენონ. ამ ხანმოკლე პაუზაში მათ ეძლევათ შანსი, თავიდან დაინახონ ერთმანეთი

 

1921-1924 | 9, 17 და 18 მაისი, 2025

სპექტაკლში მოქმედება საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო დღეების და ბოლშევიკური რეპრესიების ფონზე ვითარდება. საქართველოს გასაბჭოებამ თაობებს წაართვა მომავალი, ოცნება, მთლიანად ცხოვრება და დიდი ხნით გამოუვალ, ტრაგიკულ მდგომარეობაში გამოკეტა.

TooTsie – 14, 15 და 31 მაისი, 2025

სპექტაკლის იდეა ამავე სახელწოდების ფილმიდან მოდის, თუმცა მთავარი აქცენტი მსახიობის პროფესიისადმი სიყვარულზე და თავგანწირვაზეა. ეს არის ამბავი მსახიობის უამრავი ფიქრის, ტკივილის, გრძნობების და იმ მთავარი მისიის შესახებ, რომელიც საკუთარ თავს თავადვე განუსაზღვრა და ამ მისიის შესასრულებლად ყოველ დღე იბრძვის.

®

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

1 მაისს ქუთაისში დღისით +27 და ღამით +17 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

ოზურგეთში წვიმას ვარაუდობენ, დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც წვიმიანი დღე იქნება, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში მზიანი ამინდი იქნება. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +24, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმშიც. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მზიანია ამინდია, დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში იწვიმებს. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც იწვიმებს, +21 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც შესაძლოა იწვიმოს, დღისით +24 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სავარაუდოდ წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.

ომალოშიც მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +11, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიან ამინდს ვარაუდოებნ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით +21 გრადუსი იქნება, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ნალექიანი დღეა. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

მასკი ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი თანამდებობას ტოვეს.

ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

„მინდოდა მადლობა გადამეხადა ყველასთვის. ჩემთვის თქვენთან მუშაობა დიდი პატივი იყო. მადლობა ყველაფრისთვის“, – განაცხადა მასკმა მთავრობის სხდომაზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მილიარდერმა ბევრ რამეზე თქვა უარი და მას ძალიან არასამართლიანად ეპყრობოდნენ.

„მათ ჩემი მანქანების დაწვა მოსწონთ, რაც კარგი არ არის“, – თქვა მასკმა, იგულისხმა რა კომპანია „ტესლას“ მიერ გამოშვებული ავტომობილების წინააღმდეგ ჩადენილი ვანდალიზმის ფაქტები.

ტრამპმა აგრეთვე ხაზი გაუსვა იმას, რომ ამერიკელების უმეტესობა პატივს სცემს მასკს და მას მის გუნდში დარჩენა შესთავაზა.

პირველი მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მაისის პირველი დღე პროფესიულ სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს მოგიტანთ. მოსალოდნელია ახალი პერსპექტივა, რაც სწრაფ რეაქციას და მოქნილ აზროვნებას მოითხოვს. დილის საათებში შეიძლება მოულოდნელი წინადადება მიიღოთ ან შეხვდეთ ადამიანს, ვინც მიმდინარე საქმეებზე თქვენს შეხედულებებს სრულიად შეცვლის. კოლეგები თქვენი იდეების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს გამოავლენენ, ხოლო ხელმძღვანელობა შეიძლება თქვენს ინიციატივას გამოეხმაუროს.

კურო

ეს დღე კუროებს ცხოვრებისეული პრიორიტეტების ხელახალი შეფასების საშუალებას მოგცემთ. დილა წარსული გამოცდილების შეფასებასა და მომავალზე ფიქრში ჩაივლის. შუადღეს მოულოდნელი შეხვედრა ან ზარი გელით, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგიტანთ. საღამოს შანსი გექნებათ, რომ საკუთარი უნარებით მნიშვნელოვანი ადამიანები გააოცოთ.

ტყუპები

ტყუპებისთვის პირველი მაისი ინტელექტუალური აღმავლობისა და ახალი აღმოჩენების დღეა. ამ დღეს განსაკუთრებით მჭევრმეტყველი იქნებით და თქვენი იდეებით ყველას მოხიბლავთ. კოლეგებთან და მეგობრებთან ურთიერთობა უამრავ პოზიტიურ ემოციასა და სასარგებლო ინფორმაციას მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მოვლენა, რომელიც მოგზაურობას ან შორეულ გეგმებს უკავშირდება.

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის 1 მაისი შინაგანი გარდაქმნებისა და ღირებულებების გადაფასების დღეა. დღის პირველ ნახევარში მოულოდნელი შემოსავალი ან მოგებიანი წინადადება გელით. ინტუიცია განსაკუთრებით გამძაფრდება და რთულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. შუადღის შემდეგ ყურადღება ოჯახურ საკითხებზე და ახლობლებთან ურთიერთობაზე უნდა გადაიტანოთ. საღამო ემოციურად დატვირთული იქნება და საკუთარ გრძნობებსა და განცდებს ახალი თვალით დაგანახვებთ.

ლომი

დილას პარტნიორთან ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სასიამოვნო სიურპრიზი გელით. ამ დღეს საპირისპირო სქესის ადამიანებისთვის განსაკუთრებით მომხიბვლელი და მიმზიდველი იქნებით. მოსალოდნელია საზოგადოებრივ აქტივობასთან დაკავშირებული მოვლენები ან კოლექტიურ პროექტებში მონაწილეობა. შუადღის შემდეგ შეიძლება საინტერესო შეთავაზება მიიღოთ, რომელიც თქვენს შემოქმედებით ინტერესებს ეხება.

ქალწული

ქალწულებისთვის 1-ელი მაისი პროფესიული მიღწევებისა და პრაქტიკული საქმიანობის დღეა. დილა, სავარაუდოდ, პროფესიული საკითხების გადაჭრით ან ორგანიზაციული საქმეების მოგვარებით დაიწყება. თქვენი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება კოლეგებისა და ხელმძღვანელობის მოწონებას დაიმსახურებს. გირჩევთ შუადღის შემდეგ მთელი ყურადღება ჯანმრთელობასა და თვითგანვითარებაზე გადაიტანოთ.

სასწორი

ეს დღე სასწორებს შინაგან ჰარმონიას და შემოქმედებით შთაგონებას მოუტანს. ამ დღეს გარშემომყოფთა ემოციების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე ხართ და კონფლიქტურ სიტუაციებში კომპრომისის მოძებნას ახერხებთ.
დღის მეორე ნახევარში საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა ან საუბარი თვალსაწიერს გაგიფართოებთ და ახალ იდეებს გაგიჩენთ. საღამოს შესაძლოა სახლის გაფორმება ან მყუდრო ატმოსფეროს შექმნა მოგინდეთ.

მორიელი

ამ დღეს შეიძლება რთული საკითხების გადაჭრა მოგიწიოთ ან გარკვეული გამოწვევების პირისპირ აღმოჩნდეთ. საღამო ემოციურად დატვირთული იქნება — შეძლებთ საკუთარ შიშებს ახალი თვალით შეხედოთ, რაც პიროვნულ განვითარებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეიძლება მოულოდნელი სიახლე ან შეთავაზება მიიღოთ, რომელიც შორეულ გზას ან სწავლებას უკავშირდება. თქვენი ცნობისმოყვარეობა და თავისუფლებისკენ სწრაფვა რეალურ ქმედებებში აისახება — იქნება ეს უცხო ენების სწავლა თუ საერთაშორისო კონტაქტებზე მუშაობა. საღამო განსაკუთრებით ხელსაყრელია თანამოაზრეებთან შეხვედრისა და სამომავლო გეგმებზე საუბრისთვის.

თხის რქა

თხის რქებისთვის 1-ელი მაისი კარიერული მიღწევებისა და სოციალური აქტიურობის დღეა. დილა, სავარაუდოდ, პროფესიული საკითხების გადაჭრით ან სტრატეგიული გეგმების ჩამოყალიბებით დაიწყება.
თქვენი ორგანიზატორული უნარები კოლეგებისა და ხელმძღვანელობის მხრიდან აღიარებას დაიმსახურებს. საღამო იდეალურია გრძელვადიანი გეგმების დასახვისა და მომავლის ანალიზისთვის. იზრუნეთ საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე და საჭიროების შემთხვევაში, ექიმთან ვიზიტი დაგეგმეთ.

მერწყული

ამ დღეს განსაკუთრებით კრეატიული და იდეებით სავსე იქნებით. თქვენი გამჭრიახობა და წინდახედულობა საშუალებას მოგცემთ, რომ სიტუაცია მთლიანობაში დაინახოთ და პრობლემა მარტივად გადაჭრათ. დილას მოსალოდნელია ახალი ამბავი, რომელიც კოლექტიურ ან საზოგადოებრივ პროექტებს უკავშირდება. საღამო ხელსაყრელია თანამოაზრეებთან ურთიერთობისთვის.

თევზები

ამ დღეს განსაკუთრებით მგრძნობიარე იქნებით სამყაროს მიმართ და ნამდვილი ხელოვნების ნიმუშების შექმნას შეძლებთ. დილით მოსალოდნელია მოვლენა, რომელიც მედიას ან კრეატიულ პროექტებს უკავშირდება. საღამო შთაგონებით იქნება სავსე — ხელსაყრელი დროა ახალი პროექტების დასაწყებად.

წყალი 30 საათით შეწყდება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

„1 მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქუჩა N60-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოების ფარგლებში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაგისტრალური მილსადენის მოძველებული და ამორტიზებული მონაკვეთი შეიცვლება და ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მოეწყობა.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოებს 1 მაისს ღამის საათებში დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 1 მაისს, ღამის 00:30 საათიდან 2 მაისის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ჩუღურეთის რაიონში:

წინამძღვრიშვილის ქ. N1-73 (კენტებს) N 2-90 (ლუწებს), ჯავახიშვილის ქ. N1-63 (კენტებს), N 2-80 (ლუწებს), აღმაშენებლის გამზირი N 1-83 (კენტებს), N2-86 (ლუწებს), დოდო აბაშიძის, რომის, კიევის, ზაქარია ქურდიანის, ზაქარია ქურდიანის 1,2,3 ჩიხები, ტოლსტოის, გოგიბერიძის, ტყვიავის, ტყვიავის შესახვევს, ჩიქობავას N1-15 (კენტებს), N2-12 (ლუწებს), გორკის N 1-11 (კენტებს), N 2-24 (ლუწებს), ციმაკურიძის, ნინო ჩხეიძის, თოიძის N 25-39 (კენტებს), N 30-54 (ლუწებს), თოიძის შესახვევს, კუმისი N 1,3,2,4, ელენე ახვლედიანის ხევს (ახლანდელი თამარ სხირტლაძე), სანთლის შესახვევს, სულიაშვილის (ახლანდელი გურამ საღარაძე), დოქის შესახვევს, ჭოროხის (ახლანდელი ანზორ ერქომაიშვილი), წმინდა ნიკოლოზი N 2,4,1,3,5, სუნდუკიანს (ახლანდელი თამაზ გამყრელიძე), სუნდუკიანის შესახვევს (ახლანდელი კუკური ჭოხონელიძე), კოლაუ ნადირაძის, დიმიტრი უზნაძის N 1-65 (კენტებს), N 2-14 (ლუწებს), მარჯანიშვილის N 5 (გამომცემლობა), ხეთაგუროვის, დიდხევის დაღმართს, ზაარბრიუკენის მოედანს, ჯავახიშვილის მოედანს, კოტე და სოსო წერეთლების (ყოფილი კოლხეთის), კიტა აბაშიძის N 1,3,2,4, მაზნიაშვილის N 1-33 (კენტებს), N 2-18 (ლუწებს) ქუჩებს. მთაწმინდის რაიონი, ზვიად გამსახურდიას სანაპიროს (მარჯვენა სანაპირო); ხიდის; იტალიას; გიორგი ათონელის N 1-29 (კენტებს), N 2-20 (ლუწებს); ვახტანგ ორბელიანის ქ. შესახვევით; ფურცელაძის N 26-36 (ლუწებს), N23-31 (კენტებს); ვლადიმერ ვეკუას ქუჩებს. კრწანისის რაიონი, მტკვრის; გოგჩას; ნიკო სულხანიშვილის; ბარათაშვილის ქ. N 2-14 (ლუწებს); N 1-21 (კენტებს);, ჯოვანი სკუდიერის; დაჩი უჯარმელის; იოანე შავთელის; იოანე შავთელის დაღმართი, შესახვევი; ვერცხლის ქუჩას, ჩიხებით და შესახვევებით; შოთა ნიშნიანიძის ქუჩა, შესახვევით; ზურაბ დოიჯაშვილის; ილია და ნინო ნაკაშიძეების ქუჩა, შესახვევებით; კახი კავსაძის; იეთიმ გურჯის; ალექსანდრე ჩიკვაიძის; ალექსანდრე დიუმას; პუშკინის ქ. N 19-25 (კენტებს); კალისტრატე ცინცაძის, ოქრომჭედლების ქუჩას, შესახვევით; კოტე აფხაზის N 25-55 (კენტებს), N 16-44 (ლუწებს); ჩახრუხაძის ქუჩას შესახვევებით; შოთა ყავლაშვილის; ერეკლე II მოედანს, ერეკლე II ქუჩას შესახვევის და ჩიხებს; ანტ.კათალიკოსის ქ. N 26-36 (ლუწებს), N 15-19 (კენტებს); ტყავის 1 და 2 ჩიხებს; სიონის; შარდენის; რკინის რიგის; ბამბის რიგის; ანთიმოზ ივერიელის გასასვლელს; გია გულუას; საბატონოს ქუჩას ჩიხებით; ცოლიკაურის ქუჩას შესახვევებით; დიდი ხეივნის ქუჩას შესახვევებით; ბადაგის ქუჩას ჩიხებით; ირაკლი ჟორდანიას ქუჩას შესახვევებით; დიმიტრი გულიას ქუჩას ჩიხებით; უსახელაურის, გიორგი ნიკოლაძის; გორგასლის ქ. N 81-115 (კენტებს); N 30-42 (ლუწებს); გორგასლის მე-3 ჩიხის; გიორგი გურამიშვილის ქ. N 8-12 (ლუწებს); შალვა დავითაშვილის და ვლადიმერ წითლანაძის ქუჩებს, ასი ათასი მოწამის სანაპიროს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აშშ-სა და უკრაინას შორის წიაღისეულის შეთანხმების შესახებ ბოლო მომენტში უთანხმოება წარმოიშვა

აშშ-სა და უკრაინას შორის წიაღისეულის შეთანხმების შესახებ ბოლო მომენტში უთანხმოება წარმოიშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, როდესაც უკრაინის ვიცე-პრემიერი, იულია სვირიდენკო აშშ-ში მიფრინავდა, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სკოტ ბესენტის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ის „მზად უნდა იყოს ყველა შეთანხმების ხელმოსაწერად ან სახლში დასაბრუნებლად“.

როგორც გამოცემას უკრაინის ორმა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, ვაშინგტონს სურს როგორც ჩარჩო შეთანხმების, ასევე საინვესტიციო ფონდის შესახებ შეთანხმების ერთდროული ხელმოწერა, რომელიც წიაღისეულის მოპოვებიდან მიღებულ შემოსავლებს განკარგავს.

უკრაინულმა მხარემ კი გამოცემას განუმარტა, რომ აშშ-ის ინფორმაცია არაზუსტია და კიევს არ შეუძლია ორივე დოკუმენტის ხელმოწერა ოთხშაბათს, რადგან საინვესტიციო ფონდის შესახებ შეთანხმება ხელმოწერამდე უნდა იყოს რატიფიცირებული უკრაინის უმაღლესი რადას მიერ.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ კიევი მზადაა, ხელი მოაწეროს ყველა შეთანხმებას, რომელიც საჭიროა აშშ-სთან ეკონომიკური პარტნიორობის დასამყარებლად, დაწყებული ჩარჩო შეთანხმებით.

დენის შმიგალმა ასევე დაადასტურა მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ წიაღისეულის შესახებ შეთანხმება, შესაძლოა, უახლოეს დღეებში გაფორმდეს და რომ უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი იულია სვირიდენკო ამასთან დაკავშირებით უკვე გაემგზავრა ვაშინგტონში.

,,ჩინეთთან ვსაუბრობთ, მაგრამ ქარხნები მთელ ჩინეთში იხურება, რადგან ჩვენ მათ პროდუქციას არ ვიღებთ”- დონალდ ტრამპი

ჩვენ ჩინეთთან ვსაუბრობთ, მაგრამ ქარხნები მთელ ჩინეთში იხურება, რადგან ჩვენ მათ პროდუქციას არ ვიღებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ს არ სურს ჩინეთის პროდუქტი, ვიდრე პეკინი ვაშინგტონის მიმართ სამართლიანი არ იქნება.

„ეს მოიცავს ინტელექტუალურ საკუთრებას და სხვა საკითხებს. არსებობს ბევრი რამ, რაც უბრალოდ ყიდვა-გაყიდვას სცილდება. ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება. მინდა, რომ ჩინეთმა კარგად იმუშაოს. მინდა, რომ ყველა ქვეყანამ კარგად იმუშაოს, მაგრამ ისინი სამართლიანად უნდა მოგვექცნენ. ჩინეთი ამჟამად ძალიან ცუდადაა აშშ-სთან სავაჭრო ომში. ახლახან ვნახე რამდენიმე მოხსენება და არ მინდა, რომ ეს ჩინეთს დაემართოს – პრეზიდენტი ძალიან მომწონს. პრეზიდენტო სი, არ მინდა, რომ ეს მოხდეს. სინამდვილეში, ამის გაგონებაზე გული დამწყდა. მაგრამ ჩინეთში ისინი აბსოლუტურად დაზარალდნენ. ისინი აგზავნიან გემებს, მსოფლიოში უდიდეს გემებს, რომლებსაც ტვირთი გადააქვთ, როგორიც აქამდე არავის უნახავს. ესენი არიან მსოფლიოში ყველაზე დიდი გემები, მსოფლიოში ყველაზე დიდი სატვირთო გემები. ისინი მოდიან და წყნარ ოკეანეში უკან ბრუნდებიან, რადგან მათ საქონელი არ სურთ. 145 პროცენტიანი ტარიფის გამო. მაგრამ გარკვეულ მომენტში, იმედი მაქვს, რომ ჩინეთთან შეთანხმებას დავდებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

,,ახლა სიტუაცია უფრო რთულია, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს იყო”- ვლადიმერ პუტინი

ადრე თუ გვიან რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობები აუცილებლად აღდგება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ახლა სიტუაცია უფრო რთულია, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს იყო.

ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, ევროპაში ბევრი ადამიანია, ვინც რუსეთის პოზიციას იზიარებს, მაგრამ მათგან ცოტა თუ გამოთქვამს საკუთარ აზრს.

„ზოგი დუმს, ზოგი ძალიან მოკრძალებულად აცხადებს რაღაცას, რათა განსაკუთრებით არ მოუსმინონ. ევროკავშირში ცოტა ადამიანია, ვისაც ოფიციალური ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ აქვს საკუთარი თვალსაზრისის გამოხატვის გაბედულება, არა მხოლოდ გამოხატვის, არამედ იმის ჩვენების, რომ მათ ეს აქვთ – ეს საკუთარი თვალსაზრისი“, – თქვა ვლადიმერ პუტინმა.

ისრაელის მხრიდან სირიაზე თავდასხმა პროვოკაციაა, თურქეთი ყველა საშუალებით სირიის გვერდით იქნება – ერდოღანი

ისრაელის თავდასხმები სირიის ტერიტორიაზე ამ ქვეყანაში ახალი ადმინისტრაციის დროს დაწყებული დადებითი კლიმატის ძირის გამოთხრის მცდელობაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ღაზის სექტორის და ლიბანის შემდეგ, ახლა ისრაელმა ცეცხლის სირიაში გავრცელება და იქაც სისხლისღვრა გადაწყვიტა.

„ისრაელის მხრიდან ეს პროვოკაციაა და მიუღებელია. ჩვენ სხვადასხვა ფორმით გამოვხატავთ ჩვენს რეაქციას ნებისმიერ მცდელობაზე, რომელიც ჩვენს მეზობელ სირიას არასტაბილურობის ახალ ჭაობში ჩაითრევს. ჩვენი საზრუნავი რეგიონში მეტი კონფლიქტი კი არა, მეტი მშვიდობა და სიმშვიდეა“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანას სირიასთან 900-კილომეტრიანი საზღვარი აქვს და მომავალ პროცესში ყველა საშუალებით თურქეთი სირიის გვერდით იქნება.

,,უკრაინასა და აშშ-ს შორის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმება ხელმოწერილი იქნება 24 საათის განმავლობაში”- უკრაინის პრემიერი

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინასა და აშშ-ს შორის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმება ხელმოწერილი იქნება 24 საათის განმავლობაში.

„დიახ, დღეს იულია სვირიდენკო, პირველი ვიცე-პრემიერ-მინისტრი, ვაშინგტონში გაემგზავრება. ჩვენ უკვე საბოლოო დეტალებს ვაზუსტებთ ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან“, – აღნიშნა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.

შმიგალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის სტრატეგიული შეთანხმება პარტნიორული საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ – „თანასწორუფლებიანი, კარგი საერთაშორისო შეთანხმება ერთობლივ ინვესტიციებზე და უკრაინის განვითარებასა და აღდგენაზე“.

„როგორ კი ყველა საბოლოო დეტალი დამუშავდება, უახლოეს მომავალში – იმედი მაქვს, უკვე უახლოეს 24 საათში – შეთანხმება ხელმოწერილი იქნება და ჩვენ პირველ ნაბიჯს გადავდგამთ. შემდეგ ამ შეთანხმებას მოჰყვება კიდევ ორი ტექნიკური, აღმასრულებელი შეთანხმების ხელმოწერა – უშუალოდ ფონდის შექმნისა და მისი დაფინანსებისა და შევსების შესახებ“, – განაცხადა მან.

,,ბორჯომის ბაზრობის“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს შემოსავლების სამსახური საქონელს ჩამოაწერს

„ბორჯომის ბაზრობის“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს შემოსავლების სამსახური საქონელს ჩამოაწერს, შედეგად ანულირდება საგადასახადო ვალდებულებები.

“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მზადაა, 2025 წლის 30 აპრილს ქ. თბილისში, სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მეწარმეების მიერ, შემოსავლების სამსახურის გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან განცხადებით (დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა) მომართვის შემთხვევაში, მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე 10 სამუშაო დღის ვადაში ჩამოაწეროს ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერით, დაზარალებულ პირებს განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოეშვებათ”, – წერია განცხადებაში.

ტრამპის მიერ დაწესებული სანქციების გამო, შესაძლოა, ჯორჯ კლუნის მეუღლეს აშშ-ში შესვლა აეკრძალოს

დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული სანქციების გამო, შესაძლოა, მომავალში ჯორჯ კლუნის მეუღლეს ამალ კლუნის შტატებში შესვლა აეკრძალოს – ინფორმაციას Fox News Financial Times დაყრდნობით ავრცელებს.

ბრიტანელი იურისტი ამალ კლუნი ჩართულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმეში, რომელიც ღაზაში ომის დანაშაულის საქმეზე ისრაელის პრემიერ-მინისტრის და თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ მიმდინარეობს. კლუნის მიმართ შეზღუდვების საფუძველი შესაძლოა გახდეს ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც ითვალისწინებს “მნიშვნელოვან შედეგებს” სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. მნიშვნელოვან შედეგებში კი იგულისხმება ქონების და აქტივების დაბლოკვა, ასევე, შტატებში შესვლის აკრძალვა.

ტრამპს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ამერიკის და ისრაელის წინააღმდეგ არალეგიტიმური და უსაფუძვლო ქმედებები განახორციელა.

Financial Times-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსალოდნელი სანქციების შესახებ საქმეში მონაწილე იურისტები უკვე გააფრთხილა, მათ შორისაა, ამალ კლუნიც.