Home Blog Page 1158

“ოლიგარქმა მაგიდა ააყირავა და კანონი მეორედ შემოიტანა, რაც საქართველოს წინააღმდეგ დიდი შეთქმულების ნაწილია” – მიხეილ სააკაშვილი

ოლიგარქმა მაგიდა ააყირავა და კანონი მეორედ შემოიტანა, რაც საქართველოს წინააღმდეგ დიდი შეთქმულების ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში წერს.

როგორც ის წერილში აღნიშნავს, ქართულ საზოგადოებას ერთიანობა და შეუპოვრობა ისე სჭირდება, როგორც არასოდეს.

„ყირგიზეთშიც კანონი მეორე მცდელობით, 2 დღის წინ მიიღეს. შარშან საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, პრეზიდენტმა ჟაპაროვმა კანონი გაიწვია და წელს ხელახლა შემოიტანა. მანამდე ეს კანონი მიიღო ყაზახეთმა. მოსკოვის მთავარი ამოცანა, რაც პუტინმა პირველივე შეხვედრაზე განმიმარტა, არის პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლეთის გავლენის ამოძირკვა და ამიტომ ის, რომ ოლიგარქმა მაგიდა ააყირავა და კანონი მეორედ შემოიტანა, საქართველოს წინააღმდეგ დიდი შეთქმულების ნაწილია.

ჩვენ ახლა, როგორც არასდროს, ერთიანობა, მობილიზაცია და შეუპოვრობა გვჭირდება. ჩვენ ეს გამოგვივა!

არ გავატანინებთ და არ ავარევინებთ!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში.

“არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის სალომე ზურაბიშვილთან იკრიბება, როცა მცდელობა აქვთ, ქვეყანაში მორიგი დესტაბილიზაცია მოაწყონ”

არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის სწორედ სალომე ზურაბიშვილთან იკრიბება, როდესაც მცდელობა აქვთ, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მორიგი დესტაბილიზაცია მოაწყონ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითიც სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრას გამოეხმაურა.

თალაკვაძის თქმით, დღეს ოპოზიცია საკუთარ ქვეყანას ებრძვის.

„რადიკალურ ოპოზიციას ლიდერი არ ჰყავს, არც მომავლის დღის წესრიგი აქვს და არც გუნდი, რომელსაც შეუძლია, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და ამოცანებზე რაიმე პასუხისმგებლობა აიღოს. რა თქმა უნდა, მათი ერთ-ერთი ხაზი, რომელსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით მიმართავენ, არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილი იყოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და წამყვანი პოლიტიკური ფიგურა. ეს მოცემულობა დღეს უკვე სახეზეა. არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ამ უნიათო ოპოზიციაზე მკვეთრად აფიქსირებს თავის პოზიციას იმ საკითხებზე, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას სჭირდება. არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის სწორედ მასთან იკრიბება, როდესაც მცდელობა აქვთ, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მორიგი დესტაბილიზაცია მოაწყონ. გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კანონპროექტი არ არის ერთადერთი კანონპროექტი, რომელზეც რადიკალური ოპოზიცია დესტაბილიზაციისა და არეულობის გეგმების დაფუძნებას ცდილობს. ამიტომ რა გასაკვირია, რომ ახლაც იმავეს ეცდებიან. ჩვენ უკვე ცხადად ვხედავთ, რომ ეს ოპოზიცია აღარ არის ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური ძალის ოპოზიცია პარლამენტში. ისინი პარლამენტს გარეთ უკვე ქვეყნის ოპოზიციაში დგანან და საკუთარ ქვეყანას ებრძვიან. ეს რადიკალური ბანაკი საკუთარი ქვეყნის ოპოზიციად გადაიქცა და იყენებენ და მომავალშიც გამოიყენებენ ნებისმიერ ინიციატივას, მათ შორის ისეთს, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში შედის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“პოლონეთი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებს” – დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ პოლონეთი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებს.

პოლონეთის პრემიერის თქმით, მან ვარშავის ეს პოზიცია როგორც საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, ისე აშშ-ის ლიდერს, ჯო ბაიდენს უკვე გააცნო.

„შემიძლია, გავიმეორო, რაც მაკრონს ვუთხარი, რაზეც სხვა ლიდერებსაც ვესაუბრე, მათ შორის პრეზიდენტ ბაიდენს. პოლონეთი არ განიხილავს უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომში უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობას“, – განაცხადა ტუსკმა.

ცნობისთვის, მარტში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების გაგზავნის გამორიცხვა არ შეიძლება.

გიორგი კალანდარიშვილი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

ცესკოს თავმჯდომარემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა.

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, პირადად პრეზიდენტს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს გაუზიარა ინფორმაცია ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე იქნება გამოყენებული.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩვენი მორიგი ვიზიტი უკავშირდება ცნობიერების ამაღლებას ინსტიტუციის თანამშრომლებში. ეს არის კამპანიის ნაწილი, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ინტენსიურად ახორციელებს როგორც საჯარო უწყებებისთვის, ასევე ყველა დაინტერესებული მხარისთვის, ტექნოლოგიებსა და სხვადასხვა ინოვაციასთან დაკავშირებით მართავს საინფორმაციო შეხვედრებს. მორიგ შეხვედრაზე ჩვენ პირადად პრეზიდენტს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს გავუზიარეთ ინფორმაცია იმ ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ, რომლებიც 26 ოქტომბრის და შემდგომ არჩევნებზე იქნება გამოყენებული. როგორც პრეზიდენტს, ასევე აპარატის თანამშრომლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თავად ენახათ მათი გამოყენების პრაქტიკა“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

“უკრაინის შესახებ ჩინეთის სამშვიდობო გეგმა ჯერჯერობით ყველაზე მკაფიოა” – სერგეი ლავროვი

უკრაინის შესახებ ჩინეთის სამშვიდობო გეგმა ჯერჯერობით ყველაზე მკაფიოა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩვენ გლობალური სამხრეთის ქვეყნების სხვადასხვა ინიციატივებს მივესალმებით, კერძოდ აფრიკის ქვეყნებისა და ბრაზილიის სამშვიდობო გეგმას. თავიანთი წინადადებები სხვა ქვეყნებმაც წამოაყენეს, მაგრამ არც ისე კონკრეტულად. ყველაზე მკაფიო გეგმა გასულ წელს ჩინეთმა წამოაყენა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ლავროვის განცხადებით, ჩინეთის გეგმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულისგან“ იმით განსხვავდება, რომ იგი ურთიერთდაკავშირებულ დებულებებს შეიცავს და მათი ცალკე განხილვა შეუძლებელია.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩინური დოკუმენტი იმ მიზეზების ანალიზს ემყარება, რაც ახლა ხდება და მისი ძირითადი მიზეზების აღმოფხვრის აუცილებლობას ითვალისწინებს“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ისინი გულანთებული ახალგაზრდები არიან და რადიკალური ოპოზიციის სიბინძურეზე არ წამოეგებიან -კახა კალაძე ფეხბურთელებზე

x

არცერთი სპორტსმენი და ფეხბურთელი ამ სიბინძურეზე არ წამოეგება, რადგან ისინი გულანთებული ახალგაზრდები არიან, ფიქრობენ ფეხბურთზე, რომ ღირსეულად გამოვიდნენ მოედანზე, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა კონკრეტული ოპოზიციური ძალების მხრიდან ქართველი ფეხბურთელებისგან პოლიტიკური განცხადებების გაკეთების მოთხოვნას.

თბილისის მერის თქმით, ქართველი ფეხბურთელები კონცენტრირებული არიან მხოლოდ და მხოლოდ წარმატებულ თამაშსა და გამარჯვებებზე.

„თუ ვინმეს მართლა არაფერი გაუკეთებია და ყველაფერი ცუდი, რაც შეიძლება იკადროს ადამიანმა, ესენი არიან რადიკალები და რადიკალების ოპოზიცია. მათ საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვთ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებასთან. პირიქით, გაიხსენეთ, ჩვენს წარმატებულ ფეხბურთელებს როგორ აგინებდნენ, როგორ ლანძღავდნენ. კვარაცხელიას არ დაუტოვეს არაფერი, იმდენი შეურაცხყოფები მიაყენეს. ამას აკეთებდნენ რადიკალები. ვითომ გახარებული არიან საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებით, გულში ყველა დაბოღმილია ამ გამარჯვებით, რადგან რადიკალები არიან. ეს მთელი ქვეყნის გამარჯვება იყო, ქვეყნის წინსვლა და ეს მათ, რა თქმა უნდა, არ უხარიათ, ისევე, როგორც არ გაუხარდათ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, მიიღო ღირსების შენარჩუნებით და ასე გაგრძელდება მომავალშიც. დარწმუნებული ვარ, თითოეულ ფეხბურთელს უგზავნიან ბევრ შეტყობინებას, შეურაცხმყოფელს, ეს მათი ხელწერაა. ისინი ვერ შეიცვლებიან, ისინი ასეთები იყვნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, უბრალოდ მაშინ მეტი შესაძლებლობები ჰქონდათ, პირდაპირ კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ. დღეს ამის რესურსი არ გააჩნიათ და რაც შეუძლიათ, ყველაფერს ბოროტულად იყენებენ და აკეთებენ. არცერთი სპორტსმენი და ფეხბურთელი ამ სიბინძურეზე არ წამოეგება, რადგან ისინი გულანთებულია ახალგაზრდები არიან, ფიქრობენ ფეხბურთზე და სხვათა შორის, საქართველოს ხელისუფლებამ, ფეხბურთის ფედერაციამ ამაში უმნიშვნელოვანესი როლი შეიტანა, რომ ფეხბურთელი, რომელიც ჩამოდის ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ, ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ღირსეულად გამოვიდეს მოედანზე და დადოს საუკეთესო შესაძლებლობები. მე მინდა, ბიჭებს წარმატებები ვუსურვო. ჩვენ წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს, კიდევ ბევრი ბრძოლა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, იქაც ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში სავალდებულო გენდერული კვოტირება გაუქმდა

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმებასთან დაკავშირებით „გირჩის“ ინიციატივა მესამე მოსმენით 85 ხმით 22-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო.

კანონპროექტის თანახმად, ყველა ის საკანონმდებლო ნორმა უქმდება, რომელიც სიების შედგენისას გენდერული კვოტის გათვალისწინებას მოითხოვს.

პირველი მოსმენა გუშინ, მეორე და მესამე მოსმენა კი დღეს გაიმართა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6834 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6834 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6834 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6840 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9139 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8912 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0227 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

AWS User Group-ის ტექ კომუნის შეხვედრა თიბისის და Space International–ის მხარდაჭერით ჩატარდა

3 აპრილს, თბილისში,  AWS User Group-ის ორგანიზებით  და თიბისის და Space International-ის მხარდაჭერით ტექ ღონისძიება გაიმართა, რომელიც ფოკუსირებული იყო მოწინავე ტექნოლოგიებზე, კერძოდ, ისეთ თემებზე, როგორიცაა პლატფორმის ინჟინერია, Gen AI და AWS Direct Connect.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას და თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოყენებას შორის კავშირის დამყარებას. თიბისი უკვე მეორედ მართავს ტექ კომუნისთვის მსგავსი ტიპის შეხვედრას.

ღონისძიების მონაწილეები სიღრმისეულად გაეცნენ უახლეს ტექნოლოგიებს და მათი გამოყენების მეთოდებს წამყვან კომპანიებში. ასევე, სხვადასხვა ტექნოლოგიურმა გადაწყვეტებმა  რა სარგებელი მოუტანა კომპანიებს, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ გასაუბრებოდნენ ამ ტექნოლოგიების მომხმარებელ ტექ პროფესიონალებს და ვორქშოპისას დაესვათ კითხვები.

გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ახალი კავშირები დაემყარებინათ წამყვან კომპანიებში მომუშავე პროფესიონალებთან.  ასევე, მიეღოთ ინფორმაცია ღრუბლოვანი ტექნოლოგიის უახლესი ტენდენციების, ინფრასტრუქტურის, როგორც კოდის და კონტეინერების ორკესტრირების შესახებ.

შეხვედრა ეთმობოდა ასევე ტექ კომუნის წევრების უნარების განვითარებასაც, მათ მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ სემინარებში, რომელიც დაეთმო AWS სერვისების უკეთ გაცნობას.
ღონისძიების 3 თემატურ ჯგუფად იყო დაყოფილი:

  • Platform Engineering, სადაც განხილული იყო პროგრამული უზრუნველყოფის სწრაფი მიწოდების პრაქტიკა და მისი სასიცოცხლო ციკლის გაუმჯობესების გზები.
  • Generative AI, სადაც შესაძლებელი იყო Generative AI-ის შესახებ სრულყოფილი ცოდნის მიღება, ასევე, მისი პოტენციური აპლიკაციებისა და ინდუსტრიაზე მისი გავლენის შესახებ ინფორმაციის მიღება.
  • AWS Direct Connect -ის სამუშაო შეხვედრა, სადაც მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავმართოთ AWS Direct Connect -ი on prem მონაცემთა ცენტრებსა და ღრუბლოვან ინფრასტრუქტურას შორის და მიიღეს გამოცდილება წამყვან სპეციალისტებთან კომუნიკაციით.

AWS User Group-ის თიბისის და Space International-ის პარტნიორობა განპირობებულია ღირებულებებით, რომელსაც სამივე კომპანია იზიარებს. ეს არის ტექნოლოგიური წინსვლისკენ სწრაფვა და ინოვაციების მხარდაჭერა. სამივე კომპანია აქტიურად უჭერს მხარს მსგავს ღონისძიებებს, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანების სწავლასა და განვითარებას ტექნოლოგიურ სფეროში.

 

(R)

„ალტ-ინფო“ საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის პროცედურებს გადის

„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის პროცედურებს გადის.

„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ მიერ ადმინისტრაციაში შეტანილი ხელმოწერების შემოწმება დასრულდა და რეგისტრაციისთვის პროცედურები გრძელდება.

„პარტიების საარჩევნო რეგისტრაციას არეგულირებს კანონი და დარეგისტრირდება ყველა, ვინც გაივლის კანონის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს. „კონსერვატიული მოძრაობა/ ალტ-ინფოს“ ცესკოში შემოტანილი ჰქონდა 50 608 ხელმოწერა, ამ ეტაპზე დასრულებულია ხელმოწერების შემოწმება და მიღებულია შესაბამისი აქტი. ამჟამად გრძელდება პროცედურები, საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციისთვის კანონი ადგენს 10-დღიან ვადას. ყველა ეტაპის გავლის და რეგისტრაციის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებული იქნება ჩვენს ვებ-გვერდზე და იქნება საჯარო“, – აცხადებენ ცესკო-ში.

საარჩევნო რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა თავად „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ, თუმცა მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მისმა პარტიამ რეგისტრაცია უკვე გაიარა და „2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მოიპოვა“.

თიბისის მხარდაჭერით, ნატო ვაჩნაძის ფონდი პრემია “ელისოს” წარმოგიდგენთ

პრემია „ელისო”, რომელიც ქართულ კინოში გამორჩეულ ნამუშევრებს გადაეცემა, ნატო

ვაჩნაძის ფონდის პირველი პროექტია. დაჯილდოება წელს პირველად, 14 ივნისს

ლიმიტირებული ნომინაციებით გაიმართება.  „ელისოს” გენერალური მხარდამჭერია თიბისი.

ნატო ვაჩნაძის ფონდის და პრემია  “ელისოს” მთავარი პარტნიორები არიან  თეგეტა,  თეგეტა ქარსი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ასევე  სარაჯიშვილი, გალფი და სხვა.

„ნატო ვაჩნაძის ფონდი” კინემატოგრაფისტების და ოჯახის წევრების ინიციატივით 2023

წელს დაარსდა. ფონდის მთავარი მიზანი ხელოვნების და განსაკუთრებით კი

კინემატოგრაფიის განვითარების ხელშეწყობაა. ფონდის მიზნები პირდაპირ კავშირიშია

ნატო ვაჩნაძის და მისი ოჯახის მემკვიდრეობის გაგრძელებასთან, სწორედ ამიტომ

კინემატოგრაფისტთა ხელშეწყობა, ისტორიული კონტექსტის კვლევა, კინოს

პოპულარიზაცია და ქალთა გაძლიერება რჩება ფონდის უმთავრეს ღირებულებებად.

ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში პრემიის დაფუძნების იდეა ჯერ კიდევ 1981 წელს გაჩნდა.

„ელისო“ ნიკოლოზ შენგელაიას ყველაზე წარმატებული ფილმია, რომელიც დღემდე არ

კარგავს აქტუალობას – ქართული ავანგარდის დასაწყისი, რომელიც ნოვატორული

თხრობითა და მონტაჟით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ქართულ მუნჯ

ფილმებში ტენდენციურად ქალი ფიგურა ჩაგრული და მსხვერპლია, ფილმის მთავარი

პერსონაჟი ელისო კი დინების წინააღმდეგ წასული გმირია. აღსანიშნავია ისიც, რომ

ელისოს როლის შემსრულებელი, ნატო ვაჩნაძის და, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი კირა

ანდრონიკაშვილია.

ნატო ვაჩნაძის ფონდის წევრები ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები არიან, მათ

შორის, ნინო კირთაძე, რეზო კიკნაძე, ქეთევან შავგულიძე, გურამ ღონღაძე და ნატალია

ჯუღელი. საერთო გადაწყვეტილებით შეირჩევა ქართველი და საერთაშორისო

კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური, რომელიც პრემია ელისოს ნომინანტებსა და

გამარჯვებულებს გამოავლენს.

„მიხარია რომ წელს, ნატო ვაჩნაძის 120 წლის აღსანიშნავად ასეთი ღონისძიების ჩატარებას

მოვახერხებთ. გურჯაანში ნატო ვაჩნაძის დაბადების დღეზე წლებია სახალხო

დღესასწაულს აღნიშნავენ და სწორედ ამ დღესასწაულს გვინდა შევმატოთ კინო

მნიშვნელობა, რომელიც ამ დღის აღნიშვნის საწყისი იყო და ბოლო დროს თითქოს გაქრა.

წლევანდელი წელი უფრო პრეზენტაციაა იმისა, თუ როგორი იქნება პრემია „ელისო”

მომავალში. თუმცა დღევანდელ დღეს, რამდენიმე პროფესიონალის ხელშეწყობაც კი

მნიშვნელოვანი ნაბიჯია”, – ნატალია ჯუღელი, ნატო ვაჩნაძის ფონდის ერთ-ერთი

დამაარსებელი.

წელს პრემია „ელისო” სამ ნომინაციაში გაიცემა: საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო

მსახიობი და საუკეთესო ოპერატორი. თითოეული გამარჯვებული 5000 ლარით

დაჯილდოვდება. კონკურსის პირობების მიხედვით, განიხილება 2023 წელს გადაღებული

სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები.
ღია კონკურსი 12 აპრილს გამოცხადდება და პირველ მაისს დასრულდება.

ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმთან პარტნიორობით სამომავლოდ დაგეგმილია სხვადასხვა

ღონისძიების ჩატარება, მათ შორის, ვორკშოფები, ლექციები და რეზიდენციები, ასევე

კინოჩვენებების მოწყობა, უცხოელი პროფესიონალების ჩამოყვანა და ა.შ.

(R)

“პრეზიდენტი ქვეყნის განვითარებას პირდაპირ ეწინააღმდეგება” – კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილზე

როგორ შეიძლება პრეზიდენტად მოვიხსენიოთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო, დღესაც იგივე განწყობაა, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს იღებს.

მისივე განმარტებით, არავის მიეცემა საშალება, რომ ქვეყანა უკან დახიოს და წარსულში დააბრუნოს.

„პრეზიდენტი ქვეყნის განვითარებას პირდაპირ ეწინააღმდეგება. როგორ შეიძლება პრეზიდენტად მოვიხსენიოთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო, დღესაც იგივე განწყობაა. ესენი არიან  რადიკალები, ქვეყნის მტრები, მათ სამშობლო არ გააჩნიათ. უბრალოდ ეუბნებიან რა უნდა გაკეთდეს, რა ილაპარაკონ. ქვეყნის არც ერთ მტერს არ მიეცემა იმის საშუალება, რომ საქართველო დახიოს უკან. ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ, ვიფიქროთ, იმაზე, რომ ჩვენი ტრადიციებით, ღირებულებებით გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორ შეიძლება პრეზიდენტად მოვიხსენიოთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო, დღესაც იგივე განწყობაა, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს იღებს.

მისივე განმარტებით, არავის მიეცემა საშალება, რომ ქვეყანა უკან დახიოს და წარსულში დააბრუნოს.

„პრეზიდენტი ქვეყნის განვითარებას პირდაპირ ეწინააღმდეგება. როგორ შეიძლება პრეზიდენტად მოვიხსენიოთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო, დღესაც იგივე განწყობაა. ესენი არიან  რადიკალები, ქვეყნის მტრები, მათ სამშობლო არ გააჩნიათ. უბრალოდ ეუბნებიან რა უნდა გაკეთდეს, რა ილაპარაკონ. ქვეყნის არც ერთ მტერს არ მიეცემა იმის საშუალება, რომ საქართველო დახიოს უკან. ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ, ვიფიქროთ, იმაზე, რომ ჩვენი ტრადიციებით, ღირებულებებით გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი“, – განაცხადა კახა კალაძემ.