Home Blog Page 1157

“ივანიშვილის პარტია ებრძვის პრეზიდენტის ინსტიტუტს, რადგან ისინი ებრძვიან განსხვავებულ აზრს” – თინა ბოკუჩავა

ივანიშვილის პარტია ებრძვის პრეზიდენტის ინსტიტუტს, რადგან ისინი ებრძვიან განსხვავებულ აზრს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მთავრობის მხრიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის ლიეტუვაში ვიზიტზე უარის თქმასთან დაკავშირებით განაცხადა.

თინა ბოკუჩავას თქმით, „ქართული ოცნება“, პრეზიდენტთან ერთად, ასევე ყველა დამოუკიდებელ ინსტიტუტს ებრძვის.

„ივანიშვილის პარტია ებრძვის და დევნის ქალებს პარლამენტიდან, ეკონომიკიდან და ქვეყნიდან მათ შორის იძულებით ემიგრაციაში და ასევე ებრძვის დამოუკიდებელ ინსტიტუციებს, პრეზიდენტის ინსტიტუტს, რადგან ის ებრძვის ყველა განსხვავებულ აზრს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლიეტუვაში ვიზიტზე უარი უთხრა. პრეზიდენტმა მთავრობას ლიეტუვის რესპუბლიკაში, ქალაქ ვილნიუსში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით 2024 წლის 27 მარტს მიმართა.

როგორც მთავრობის განკარგულებით ხდება ცნობილი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტს 10-12 აპრილს გეგმავს.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, ეჭვი არ ეპარება, რომ პარიზის ოლიმპიადას რუსეთი სამიზნეში ამოიღებს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ეჭვი არ ეპარება, რომ პარიზის ოლიმპიადას რუსეთი სამიზნეში ამოიღებს. აღნიშნულის შესახებ მაკრონმა პარიზში ახალი ოლიმპიური საწყლოსნო ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე ისაუბრა.

„არანაირი ეჭვი არ მეპარება, მათ შორის ინფორმაციის კუთხით“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა რუსულ საფრთხეებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.

ემანუელ მაკრონმა გასულ თვეებში უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა რუსეთის წინააღმდეგ. ის აცხადებს, რომ მოსკოვი უნდა დამარცხდეს. საფრანგეთის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ ერთ დღეს ევროპული ჯარები უკრაინაში წავიდნენ. საფრანგეთის მთავრობამ ასევე მიიღო უფრო მკაცრი ზომები ევროპაში სავარაუდო რუსული დეზინფორმაციის მცდელობების წინააღმდეგ.

ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ტაივანში სამაშველო სამუშაოები გრძელდება, მაშველებმა 400-მდე ადამიანის უვნებლად გამოყვანა შეძლეს

ტაივანში სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მაშველებმა კუნძულის ერთ-ერთი კურორტიდან 400-მდე ადამიანის გამოყვანა შეძლეს, რომლებიც ტერიტორიის დატოვებას დამოუკიდებლად ვერ ახერხებდნენ.

ამასთან, სამაშველო ვერტმფრენმა 6 მაღაროელი გადაარჩინა, რომლებიც კლდეების ჩამონგრევის შემდეგ ნანგრევებში მოყვნენ.

ბოლო მონაცემებით, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 10-ს მიაღწია, სხვადასხვა დაზიანება კი 1 100-მდე ადამიანმა მიიღო. ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 3 აპრილს მოხდა. ტაივანის ოფიციალური უწყების ცნობით, ეს არის ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რაც კუნძულზე ბოლო 25 წლის განმავლობაში დაფიქსირდა.

პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე არასრულწლოვანი გოგონას დედას ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით თვლიდა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილის აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა და მას არ გააჩნდა არჩევანის უფლება. ბრალდებული 16 წლის შვილს ფსიქოლოგიურად აიძულებდა, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მის მიერ შერჩეულ მამაკაცზე დაქორწინებულიყო.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 3 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

“პრეზიდენტთან შეხვედრაზე ყველა ქალი იყო, მარტო მე ვიჯექი კაცი ტორტის მარწყვივით”

ერთაერთი შემთხვევა იყო ლამის ჩემს ცხოვრებაში, რომ ყველა ქალი იყო, მათ შორის, პრეზიდენტი და მარტო მე ვიჯექი ტორტის მარწყვივით კაცი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, არჩევნებსა და მის პერსპექტივაზე.

„ყველა ქალი იყო პრეზიდენტის თამადობით, ფონი იყო გადასარევი. გეგმების დასახვაზე არ გვილაპარაკია და არც სამოქმედო გეგმაზე. უბრალოდ სადილის დროს მიმოვიხილეთ, რა არის ქვეყანაში და რაღაც აზრები გავცვალეთ. ფიცი არ დაგვიდია და ხმალი არ აგვილესავს. სადილის დროს ვსაუბრობდით ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, არჩევნებზე, არჩევნების პერსპექტივაზე. აი, მე მედროშე ვიქნები და თქვენ ჩემი ამქარი ან რაღაცა ასეთი რამ არ ყოფილა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

“ოლიგარქმა მაგიდა ააყირავა და კანონი მეორედ შემოიტანა, რაც საქართველოს წინააღმდეგ დიდი შეთქმულების ნაწილია” – მიხეილ სააკაშვილი

ოლიგარქმა მაგიდა ააყირავა და კანონი მეორედ შემოიტანა, რაც საქართველოს წინააღმდეგ დიდი შეთქმულების ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში წერს.

როგორც ის წერილში აღნიშნავს, ქართულ საზოგადოებას ერთიანობა და შეუპოვრობა ისე სჭირდება, როგორც არასოდეს.

„ყირგიზეთშიც კანონი მეორე მცდელობით, 2 დღის წინ მიიღეს. შარშან საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, პრეზიდენტმა ჟაპაროვმა კანონი გაიწვია და წელს ხელახლა შემოიტანა. მანამდე ეს კანონი მიიღო ყაზახეთმა. მოსკოვის მთავარი ამოცანა, რაც პუტინმა პირველივე შეხვედრაზე განმიმარტა, არის პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლეთის გავლენის ამოძირკვა და ამიტომ ის, რომ ოლიგარქმა მაგიდა ააყირავა და კანონი მეორედ შემოიტანა, საქართველოს წინააღმდეგ დიდი შეთქმულების ნაწილია.

ჩვენ ახლა, როგორც არასდროს, ერთიანობა, მობილიზაცია და შეუპოვრობა გვჭირდება. ჩვენ ეს გამოგვივა!

არ გავატანინებთ და არ ავარევინებთ!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში.

“არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის სალომე ზურაბიშვილთან იკრიბება, როცა მცდელობა აქვთ, ქვეყანაში მორიგი დესტაბილიზაცია მოაწყონ”

არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის სწორედ სალომე ზურაბიშვილთან იკრიბება, როდესაც მცდელობა აქვთ, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მორიგი დესტაბილიზაცია მოაწყონ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითიც სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრას გამოეხმაურა.

თალაკვაძის თქმით, დღეს ოპოზიცია საკუთარ ქვეყანას ებრძვის.

„რადიკალურ ოპოზიციას ლიდერი არ ჰყავს, არც მომავლის დღის წესრიგი აქვს და არც გუნდი, რომელსაც შეუძლია, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და ამოცანებზე რაიმე პასუხისმგებლობა აიღოს. რა თქმა უნდა, მათი ერთ-ერთი ხაზი, რომელსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით მიმართავენ, არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილი იყოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და წამყვანი პოლიტიკური ფიგურა. ეს მოცემულობა დღეს უკვე სახეზეა. არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ამ უნიათო ოპოზიციაზე მკვეთრად აფიქსირებს თავის პოზიციას იმ საკითხებზე, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას სჭირდება. არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის სწორედ მასთან იკრიბება, როდესაც მცდელობა აქვთ, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მორიგი დესტაბილიზაცია მოაწყონ. გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კანონპროექტი არ არის ერთადერთი კანონპროექტი, რომელზეც რადიკალური ოპოზიცია დესტაბილიზაციისა და არეულობის გეგმების დაფუძნებას ცდილობს. ამიტომ რა გასაკვირია, რომ ახლაც იმავეს ეცდებიან. ჩვენ უკვე ცხადად ვხედავთ, რომ ეს ოპოზიცია აღარ არის ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური ძალის ოპოზიცია პარლამენტში. ისინი პარლამენტს გარეთ უკვე ქვეყნის ოპოზიციაში დგანან და საკუთარ ქვეყანას ებრძვიან. ეს რადიკალური ბანაკი საკუთარი ქვეყნის ოპოზიციად გადაიქცა და იყენებენ და მომავალშიც გამოიყენებენ ნებისმიერ ინიციატივას, მათ შორის ისეთს, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში შედის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“პოლონეთი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებს” – დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ პოლონეთი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებს.

პოლონეთის პრემიერის თქმით, მან ვარშავის ეს პოზიცია როგორც საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, ისე აშშ-ის ლიდერს, ჯო ბაიდენს უკვე გააცნო.

„შემიძლია, გავიმეორო, რაც მაკრონს ვუთხარი, რაზეც სხვა ლიდერებსაც ვესაუბრე, მათ შორის პრეზიდენტ ბაიდენს. პოლონეთი არ განიხილავს უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომში უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობას“, – განაცხადა ტუსკმა.

ცნობისთვის, მარტში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების გაგზავნის გამორიცხვა არ შეიძლება.

გიორგი კალანდარიშვილი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

ცესკოს თავმჯდომარემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა.

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, პირადად პრეზიდენტს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს გაუზიარა ინფორმაცია ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე იქნება გამოყენებული.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩვენი მორიგი ვიზიტი უკავშირდება ცნობიერების ამაღლებას ინსტიტუციის თანამშრომლებში. ეს არის კამპანიის ნაწილი, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ინტენსიურად ახორციელებს როგორც საჯარო უწყებებისთვის, ასევე ყველა დაინტერესებული მხარისთვის, ტექნოლოგიებსა და სხვადასხვა ინოვაციასთან დაკავშირებით მართავს საინფორმაციო შეხვედრებს. მორიგ შეხვედრაზე ჩვენ პირადად პრეზიდენტს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს გავუზიარეთ ინფორმაცია იმ ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ, რომლებიც 26 ოქტომბრის და შემდგომ არჩევნებზე იქნება გამოყენებული. როგორც პრეზიდენტს, ასევე აპარატის თანამშრომლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თავად ენახათ მათი გამოყენების პრაქტიკა“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

“უკრაინის შესახებ ჩინეთის სამშვიდობო გეგმა ჯერჯერობით ყველაზე მკაფიოა” – სერგეი ლავროვი

უკრაინის შესახებ ჩინეთის სამშვიდობო გეგმა ჯერჯერობით ყველაზე მკაფიოა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩვენ გლობალური სამხრეთის ქვეყნების სხვადასხვა ინიციატივებს მივესალმებით, კერძოდ აფრიკის ქვეყნებისა და ბრაზილიის სამშვიდობო გეგმას. თავიანთი წინადადებები სხვა ქვეყნებმაც წამოაყენეს, მაგრამ არც ისე კონკრეტულად. ყველაზე მკაფიო გეგმა გასულ წელს ჩინეთმა წამოაყენა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ლავროვის განცხადებით, ჩინეთის გეგმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულისგან“ იმით განსხვავდება, რომ იგი ურთიერთდაკავშირებულ დებულებებს შეიცავს და მათი ცალკე განხილვა შეუძლებელია.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩინური დოკუმენტი იმ მიზეზების ანალიზს ემყარება, რაც ახლა ხდება და მისი ძირითადი მიზეზების აღმოფხვრის აუცილებლობას ითვალისწინებს“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ისინი გულანთებული ახალგაზრდები არიან და რადიკალური ოპოზიციის სიბინძურეზე არ წამოეგებიან -კახა კალაძე ფეხბურთელებზე

x

არცერთი სპორტსმენი და ფეხბურთელი ამ სიბინძურეზე არ წამოეგება, რადგან ისინი გულანთებული ახალგაზრდები არიან, ფიქრობენ ფეხბურთზე, რომ ღირსეულად გამოვიდნენ მოედანზე, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა კონკრეტული ოპოზიციური ძალების მხრიდან ქართველი ფეხბურთელებისგან პოლიტიკური განცხადებების გაკეთების მოთხოვნას.

თბილისის მერის თქმით, ქართველი ფეხბურთელები კონცენტრირებული არიან მხოლოდ და მხოლოდ წარმატებულ თამაშსა და გამარჯვებებზე.

„თუ ვინმეს მართლა არაფერი გაუკეთებია და ყველაფერი ცუდი, რაც შეიძლება იკადროს ადამიანმა, ესენი არიან რადიკალები და რადიკალების ოპოზიცია. მათ საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვთ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებასთან. პირიქით, გაიხსენეთ, ჩვენს წარმატებულ ფეხბურთელებს როგორ აგინებდნენ, როგორ ლანძღავდნენ. კვარაცხელიას არ დაუტოვეს არაფერი, იმდენი შეურაცხყოფები მიაყენეს. ამას აკეთებდნენ რადიკალები. ვითომ გახარებული არიან საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებით, გულში ყველა დაბოღმილია ამ გამარჯვებით, რადგან რადიკალები არიან. ეს მთელი ქვეყნის გამარჯვება იყო, ქვეყნის წინსვლა და ეს მათ, რა თქმა უნდა, არ უხარიათ, ისევე, როგორც არ გაუხარდათ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, მიიღო ღირსების შენარჩუნებით და ასე გაგრძელდება მომავალშიც. დარწმუნებული ვარ, თითოეულ ფეხბურთელს უგზავნიან ბევრ შეტყობინებას, შეურაცხმყოფელს, ეს მათი ხელწერაა. ისინი ვერ შეიცვლებიან, ისინი ასეთები იყვნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, უბრალოდ მაშინ მეტი შესაძლებლობები ჰქონდათ, პირდაპირ კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ. დღეს ამის რესურსი არ გააჩნიათ და რაც შეუძლიათ, ყველაფერს ბოროტულად იყენებენ და აკეთებენ. არცერთი სპორტსმენი და ფეხბურთელი ამ სიბინძურეზე არ წამოეგება, რადგან ისინი გულანთებულია ახალგაზრდები არიან, ფიქრობენ ფეხბურთზე და სხვათა შორის, საქართველოს ხელისუფლებამ, ფეხბურთის ფედერაციამ ამაში უმნიშვნელოვანესი როლი შეიტანა, რომ ფეხბურთელი, რომელიც ჩამოდის ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ, ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ღირსეულად გამოვიდეს მოედანზე და დადოს საუკეთესო შესაძლებლობები. მე მინდა, ბიჭებს წარმატებები ვუსურვო. ჩვენ წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს, კიდევ ბევრი ბრძოლა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, იქაც ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში სავალდებულო გენდერული კვოტირება გაუქმდა

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმებასთან დაკავშირებით „გირჩის“ ინიციატივა მესამე მოსმენით 85 ხმით 22-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო.

კანონპროექტის თანახმად, ყველა ის საკანონმდებლო ნორმა უქმდება, რომელიც სიების შედგენისას გენდერული კვოტის გათვალისწინებას მოითხოვს.

პირველი მოსმენა გუშინ, მეორე და მესამე მოსმენა კი დღეს გაიმართა.