Home Blog Page 11

როგორც მადუროს, ისევე ივანიშვილის რეჟიმები არიან “ჩინეთის კომუნისტური პარტიის”, ირანული რეჟიმისა და რუსეთის მარიონეტები – ჯო უილსონი

მადურო აქებს ივანიშვილის მცდელობას, ბოლომდე მიიყვანოს საქართველოს ტოტალიტარული შთანთქმა, ორივე რეჟიმი კომუნისტური პარტიის, ირანული რეჟიმისა და რუსეთის მარიონეტები არიან, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“მადურო აქებს ივანიშვილის მცდელობას ბოლომდე მიიყვანოს საქართველოს ტოტალიტარული შთანთქმა. როგორც მადუროს, ისევე ივანიშვილის რეჟიმები არიან “ჩინეთის კომუნისტური პარტიის”, ირანული რეჟიმისა და რუსეთის მარიონეტები”,-წერს უილსონი.

უილსონი განცხადებას თან ურთავს ნიკოლას მადუროს გამოსვლის ვიდეორგოლს, რომელშიც ის ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში “სამაგალითო, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, ქართველი ხალხის 56%-ის ხმის მიღებით”.

შვეიცარია მზადაა, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზებისთვის – მედია

შვეიცარიამ გამოაცხადა მზადყოფნა, ორგანიზება გაუწიოს შეხვედრას აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის, თუ ისინი ამას მოითხოვენ , – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნიკოლას ბიდომ შვეიცარიული გამოცემა Le Temps-ს განუცხადა.

„ბურგენსტოკში გამართული სამიტის შემდეგ, უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს რეგულარულად ვაწვდიდით ინფორმაციას ჩვენი მზადყოფნის შესახებ მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ დიპლომატიური ძალისხმევას მშვიდობის დამყარებისთვის“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

Le Temps – წერს, რომ შვეიცარიის ხელისუფლება მოლაპარაკებების ორგანიზების ინიციატივას არ აპირებს, მაგრამ მზადაა გააკეთოს ეს მხარეების თხოვნით.

აუცილებელია მეტი ზეწოლა ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან ახალი არჩევნების მოთხოვნით – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად დემონსტრანტების დაპატიმრება და წამება გრძელდება.

„45-ე დღე- დემონსტრაციები დიდ ქალაქებში და რეპრესიები: დაპატიმრებები და წამება, „ტიტუშკები“ და სამედიცინო დახმარების მიღების უფლების ჩამორთმევა. აუცილებელია მეტი ზეწოლა ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან ახალი არჩევნების მოთხოვნით“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი განცხადებით, დაკავებული აქციის მონაწილეები პატიმრობაში ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე რჩებიან და მოსამართლეები მხოლოდ მმართველი პარტიის ბრძანებებს ასრულებენ.

„საპროტესტო აქციების მონაწილე ყველა დაკავებული სასამართლოს ბოლო დღეების გადაწყვეტილებით ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე იმყოფება პატიმრობაში. მოსამართლეები მხოლოდ მმართველი პარტიის ბრძანებებს ასრულებენ!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელის დაკავებასაც ეხმაურება და ტერორად აფასებს.

„ტერორი საქართველოში. ჟურნალისტების დაპატიმრებები გრძელდება. ერთ ღამეში ორჯერ!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

შსს-ში აცხადებენ, რომ „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით არის დაკავებული

„ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს.

„ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი, გუშინ ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს, გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპაში დადის, მათხოვრობს, სხვებს აშანტაჟებს, ფულს ითხოვს, ეს უნდა შეწყდეს, მოსაბეზრებელია – რობერტ ფიცო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მოჰბეზრდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპაში სიარული, მისი „მათხოვრობა“ და „სხვების შანტაჟი“.

„ევროპაში დადის, უბრალოდ მათხოვრობს და სხვებს აშანტაჟებს, ფულს ითხოვს. ეს უბრალოდ უნდა შეწყდეს“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

რობერტ ფიცომ აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველთვის იყო სანდო პარტნიორი, როდესაც საქმე ენერგიის მიწოდებას ეხებოდა.

საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც სლოვაკეთის მთავრობის ოპოზიციის მოთხოვნით ჩატარდა, რობერტ ფიცოსგან მოითხოვდნენ განმარტებებს, მოსკოვში რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესახებ, ასევე ინფორმაციას უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტასთან დაკავშირებით სლოვაკეთის შემდგომი ნაბიჯების თაობაზე.

სლოვაკეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინიდან სლოვაკეთის ტერიტორიაზე გაზის ტრანზიტის საკითხზე არსებობდა ორი ვარიანტი, რომლებიც თითქოსდა შეთანხმებული იყო პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან. მისი თქმით, ერთ-ერთი მათგანი უნდა ყოფილიყო შეთანხმება რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის, რათა აზერბაიჯანული გაზი მიეწოდებინათ სლოვაკეთისთვის.

თუმცა, ფიცოს თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს შეთანხმება ჩაშალა. მეორე ვარიანტი იყო შეექმნათ SPP-ის შვილობილი კომპანია რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, რათა სლოვაკური გაზი უკრაინის გავლით ტრანსპორტირებულიყო სლოვაკეთში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავებს, არ შეზღუდონ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება – სახალხო დამცველის წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებულ პირებს მოინახულებენ

სახალხო დამცველის წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებული პირების სანახავად მიემართებიან – სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავებს, არ შეზღუდონ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, – ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმადვე, სახალხო დამცველი შეისწავლის სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს და მოახდენს კანონშესაბამის რეაგირებას.

“საქართველოს სახალხო დამცველი ყურადღებით ადევნებს თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ამჟამად, სახალხო დამცველის წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებული პირების სანახავად მიემართებიან. ასევე, მათ შორის, იმყოფებიან ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც ერთ-ერთი დაკავებულია განთავსებული.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავებს, არ შეზღუდონ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. სახალხო დამცველი შეისწავლის სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს და მოახდენს კანონშესაბამის რეაგირებას.

დაკავებული და დაშავებული პირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის.

ამასთან, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უფლებადარღვევის ფაქტების შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია შეგიძლიათ მოგვაწოდოთ სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზის ნომერზე – 1481”,- აღნიშნულია განცხადებაში.

12 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

დრო არ გექ­ნე­ბათ უსარ­გებ­ლო სა­უბ­რე­ბის­თვის; თქვენ უნდა კონ­ცენ­ტრირ­დეთ სა­მუ­შა­ო­ზე და დრო­უ­ლად და­ას­რუ­ლოთ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე. გარ­შე­მო მყო­ფებს თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა ან რჩე­ვა დას­ჭირ­დე­ბათ, ამი­ტომ ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ის­ვე­ნოთ. თქვე­ნი მონ­დო­მე­ბა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და­ფას­დე­ბა.

კურო

12 იან­ვარს მი­ღე­ბულ­მა სი­ახ­ლემ შე­საძ­ლოა გა­გა­ხა­როთ და გა­მო­გა­ცო­ცხლოთ, მაგ­რამ ვარ­სკვლა­ვე­ბი გირ­ჩე­ვენ არ ენ­დოთ ყვე­ლა მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას. უნდა გა­და­ა­მოწ­მოთ ფაქ­ტე­ბი, სა­ნამ მათ გა­მო­ი­ყე­ნებთ. ბევრ რა­მეს არ შე­ე­ჭი­დოთ, ჯო­ბია რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­ა­კე­თოთ და ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნოთ.

ტყუ­პი

დღეს ვარ­სკვლა­ვე­ბი გვირ­ჩე­ვენ, არ გა­მოთ­ქვათ თქვე­ნი აზრი და არ შე­ე­ცა­დოთ და­ამ­ტკი­ცოთ, რომ მარ­თა­ლი ხართ. შე­ზღუ­დეთ კონ­ტაქ­ტე­ბი და და­უ­კავ­შირ­დით მხო­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ახლო მე­გობ­რე­ბი გე­ტყვი­ან სი­ახ­ლე­ებს, რომ­ლებ­მაც შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს თქვენს მო­მა­ვალ­ზე, მო­უს­მი­ნეთ მათ. იმოქ­მე­დეთ ნელა, ნუ ჩქა­რობთ.

კირჩხი­ბი

იყა­ვით ცნო­ბის­მოყ­ვა­რე, იყა­ვით მოქ­მე­დე­ბის ცენ­ტრში, რათა არა­ფე­რი გა­მოგრჩეთ. დღეს მი­ი­ღებთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ამ­ბებს, რომ­ლე­ბიც თქვენს ცხოვ­რე­ბას შეც­ვლის. აქ­ტი­უ­რი დღეა, შეხ­ვედ­რე­ბი და­დე­ბით ემო­ცი­ებს მო­გი­ტანთ, მაგ­რამ არ და­ი­ვი­წყოთ სიფრ­თხი­ლე.

ლომი

დი­ლი­დან­ვე უნდა შე­უქ­მნათ სა­კუ­თარ თავს კარ­გი, მხი­ა­რუ­ლი გან­წყო­ბა: თქვე­ნი შეს­რუ­ლე­ბა და წარ­მა­ტე­ბა ბიზ­ნეს­ში დიდ­წი­ლად ამა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თქვენს ირ­გვლივ ვი­ღაც შე­ეც­დე­ბა შეც­დო­მა­ში შე­გიყ­ვა­ნოთ, ამი­ტომ კრი­ტი­კუ­ლად მო­ე­კი­დეთ დღეს მი­ღე­ბულ ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ას.

ქალ­წუ­ლის

არ არის შე­სა­ფე­რი­სი დღე რა­ი­მეს შე­საც­ვლე­ლად. ვარ­სკვლა­ვე­ბი ქალ­წუ­ლებს ურ­ჩე­ვენ უარი თქვან სა­მუ­შა­ოს შეც­ვლა­ზე, ახალ პრო­ექ­ტებ­სა თუ სხვა სი­ახ­ლე­ებ­ზე. თქვე­ნი იმე­დე­ბი არ გა­მარ­თლდე­ბა. თქვენს ახ­ლობ­ლებს თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბათ, მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ მათ­თან.

სას­წო­რი

დღეს უნდა იმოქ­მე­დოთ ინ­ტუ­ი­ცი­უ­რად და აირ­ჩი­ოთ მხო­ლოდ ის ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად მოგ­წონთ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში უამ­რავ შეც­დო­მას და­უშ­ვებთ და შე­დე­გიც იმედს გა­გიც­რუ­ებთ. კარ­გი იქ­ნე­ბა, 12 იან­ვა­რი გა­ა­ტა­როთ სახ­ლში, და­ას­რუ­ლოთ და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი და უბ­რა­ლოდ აღიდ­გი­ნოთ ძალა.

მო­რი­ე­ლი

ფუ­ლის და­ზოგ­ვის სა­კი­თხი დღეს პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი გახ­დე­ბა. შეც­ვა­ლეთ თქვე­ნი ბი­უ­ჯე­ტი. ზედ­მეტს ნუ და­ხარ­ჯავთ. სამ­სა­ხურ­ში არ უნდა იაქ­ტი­უ­როთ, თო­რემ ზედ­მე­ტად რთუ­ლი და მო­სა­წყე­ნი და­ვა­ლე­ბა და­გე­კის­რე­ბათ.

მშვილ­დო­სა­ნი

უმ­ჯო­ბე­სია უარი თქვან შე­მო­თა­ვა­ზე­ბებ­ზე, თუნ­დაც ისი­ნი ძა­ლი­ან მაც­დუ­რი მო­გეჩ­ვე­ნოთ. ვი­ღაც თქვე­ნი გა­რე­მო­დან ცდი­ლობს თქვენ­ზე მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას და თქვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით სარ­გებ­ლო­ბას. 12 იან­ვა­რი კარ­გი დღეა და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად, ასე­ვე იმის გა­სა­კე­თებ­ლად, რა­საც დიდი ხა­ნია გა­და­დე­ბუ­ლი გქონ­დათ.

თხის რქა

ახალ­გაც­ნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რამ ან ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი პრობ­ლე­მა მო­გი­ტა­ნოთ, ამი­ტომ დღე მშვი­დად გა­ა­ტა­რეთ, რუ­ტი­ნუ­ლი საქ­მის კე­თე­ბით. გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეთ თქვე­ნი ნერ­ვუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა მხი­ა­რულ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით და სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ყიდ­ლე­ბით.

მერ­წყუ­ლი

შე­ი­ნა­ხეთ თქვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი თქვენ­თვის. უფ­რო­სებ­თან სა­უ­ბარ­ში თავ­შე­კა­ვე­ბა ხელს შე­უ­წყობს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და სა­მუ­შაო ად­გილ­ზე პრობ­ლე­მე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას. და­ას­რუ­ლეთ ძვე­ლი საქ­მე­ე­ბი, შე­ა­მოწ­მეთ ის, რაც უკვე გა­ა­კე­თეთ. არ და­გა­ვი­წყდეთ დას­ვე­ნე­ბა.

თევ­ზე­ბი

ნუ ენ­დო­ბით სხვე­ბის და­ნა­პი­რებს. დი­დია შან­სი, რომ ისი­ნი იმედს გა­გიც­რუ­ე­ბენ და გან­წყო­ბას გა­გი­ფუ­ჭე­ბენ. და­ეყ­რდე­ნით მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს და კონ­ცენ­ტრირ­დით თქვენს სურ­ვი­ლებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე. გა­და­ხე­დეთ ძველ გა­და­დე­ბულ და­ვა­ლე­ბებს და არ და­ი­შუ­როთ ძა­ლის­ხმე­ვა მათ და­სას­რუ­ლებ­ლად.

,,შევხვდებით თეატრში ანდროსთან ერთად“- ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი განცხადებას ავრცელებს

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი განცხადებას ავრცელებს.

„მოგესალმებით, ისევ ჩვენ, ისევ თეატრის წინ, ისევ ქუჩიდან! ჩვენ გვაიძულეს, დაგვეტოვებინა ჩვენი პროფესიული სივრცე და გამოვსულიყავით გარეთ ჩვენი მაყურებლისთვის, რომელიც 45-ე დღეა, შინ არ შესულა. ჩვენ გავჩერდით იმ უსამართლობის გამო, რომელიც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში! ჩვენ შევწყვიტეთ ჩვენი სპექტაკლები – ანდროსთვის, რომელიც უკანონოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე იმყოფება რეჟიმის ტყვეობაში სხვა ახალგაზრდებთან ერთად.

ჩვენ არ დაგვიტოვეს სხვა გზა! ჯერ პოლიტიკოსებმა წაგვართვეს პროფესია იაფფასიანი შოუებით და მერე სასამართლომ – უხეირო, უნიჭო ბუფონადებით, რომლის მომსწრენიც ვიყავით გუშინ და დღეს. ბოლო იმედი, რომ სახელმწიფო გაუფრთხილდებოდა თავის ნიჭიერ, ჯანმრთელ ახალგაზრდებს, დასრულდა! მიუხედავად იმისა, რომ გარდა ჩვენი თეატრისა, სრულიად სახელოვნებო სფერომ, მისმა 2000-მდე წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა და ხელმოწერით დაადასტურა ანდრო ჭიჭინაძის თავდებობა, სახელმწიფომ, სასამართლოს პირით გამოგვიცხადა, რომ დღეს ასეთი სფერო ამ ქვეყანაში არ არსებობს! ისინი ჩვენ ვერ გვხედავენ! მათ ჩვენი არ ესმით! აქამდე ჩვენი ავირჩიეთ პროტესტის პასიური ფორმა.

დღეს კი, ვასო აბაშიძის სახელობის ,,ახალი თეატრის” დასი და მე მისი სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი მოვითხოვთ, ამავე თატრის მსახიობის – ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატების მიერ გასაჩივრებული გუშინდელი გადაწყვეტილების გადახედვას და მის გამოშვებას არაუგვიანეს ამა წლის 20 იავრამდე.

იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე ჯერ კიდევ ვერ წარმოადგინეს და არც არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც მის სისხლის სამართლის დანაშაულს დაადასტურებს. ჩვენი მოთხოვნის არგათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენ პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე და ნახავთ, რეალურად რა ძალა აქვს ხელოვნებას! გპირდებით, თქვენ ვერასოდეს ნახავთ მორჩილ თეატრს! თქვენ უკვე ნახეთ გაჩერებული თეატრი! მაგრამ ჯერ არ გინახავთ თავისი ერთი რიგითი ჯარისკაცისთვის მებრძოლი თეატრი!

თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრებს! შევხვდებით თეატრში ანდროსთან ერთად“, – ნათქვამია განცხადებაში.

,,ვერასოდეს ნახავენ მორჩილ თეატრს”-დავით დოიაშვილი

მოვითხოვთ ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა პოლიტპატიმრების ადვოკატების მიერ გასაჩივრებული გუშინდელი გადაწყვეტილების გადახედვას და მათ გამოშვებას, არაუგვიანეს ამა წლის 20 იანვრისა – ჩვენი მოთხოვნის არგათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენ პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე, ნახავთ, რეალურად თუ რა ძალა აქვს ხელოვნებას, – ამის შესახებ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა, დასის წევრებთან ერთად თეატრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვერასოდეს ნახავენ მორჩილ თეატრს.

როგორც დოიაშვილმა აღნიშნა, თუ მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ, ისინი აჩვენებენ, “ერთი, რიგითი ჯარისკაცისთვის” ბრძოლას.

„ჩვენ გვაიძულეს დაგვეტოვებინა ჩვენი პროფესიული სივრცე და გამოვსულიყავით გარეთ ჩვენი მაყურებლისათვის, რომელიც 45-ე დღეა შინ არ შესულა.

ჩვენ გავჩერდით იმ უსამართლობის გამო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენ შევწყვიტეთ სპექტაკლები ანდროსთვის, რომელიც უკანონოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება, ასევე სხვა პატიმრებიც. არ დაგვიტოვეს სხვა გზა, ჯერ პოლიტიკოსებმა წაგვართვეს პროფესია, იაფფასიანი შოუებით, მერე სასამართლომ უხეირო, უნიჭო ქმედებებით, რომლის მომსწრენიც ვიყავით გუშინ და დღესაც მოხდა უბედურება. ბოლო იმედი, რომ სახელმწიფო გაუფრთხილდებოდა ნიჭიერ, ჯანმრთელ ახალგაზრდებს დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ გარდა ჩვენი თეატრისა, სრულიად სახელოვნებო სფერომ და მისმა 2000-მდე წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა და ხელმოწერით დაადასტურა ანდრო ჭიჭინაძისთვის თავდებობაში ჩადგომა, სახელმწიფომ სასამართლოს პირით გამოგვიცხადა, რომ დღეს ასეთი სფერო საქართველოში არ არსებობს, ისინი ჩვენ ვერ გვხედავენ, მათთვის არ ვარსებობთ. აქამდე ჩვენ პროტესტის პასიური ფორმა ავირჩიეთ, დღეს კი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი და მე, მისი სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი მოვითხოვთ, ამავე თეატრის მსახიობის – ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა პოლიტპატიმრების, ადვოკატების მიერ გასაჩივრებული გუშინდელი გადაწყვეტილების გადახედავს და მათ გამოშვებას, არაუგვიანეს ამა წლის 20 იანვრისა.

იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე ვერ წარმოადგინეს და არც არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც მათ სისხლის სამართლის დანაშაულს დაადასტურებს. ჩვენი მოთხოვნის არ გათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენ პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე, ნახავთ რეალურად თუ რა ძალა აქვს ხელოვნებას. გპირდებით, თქვენ ვერასოდეს ნახავთ მორჩილ თეატრს, თქვენ უკვე ნახეთ გაჩერებული თეატრი, მაგრამ არ გინახავთ თეატრი, რომელიც ერთი რიგითი ჯარისკაცისთვის მებრძოლია, ჩვენ ვიქნებით ეს თეატრი.

თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და სხვა პოლიტპატიმრებს”,- განაცხადა დავით დოიაშვილმა.

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან. ისინი მსვლელობით პარლამენტთან წავლენ, სადაც სხვა მომიტინგეებს შეურთდებიან. აქციის მონაწილეები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სიტყვით გამოდიან და იმ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობენ, რაც საქართველოში თავად მათ და სხვა მოქალაქეებს აქვთ.

პროტესტის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები, მათ შორის, ბანერები წარწერით: „სოციალური სამართლიანობა შეუძლებელია ოლიგარქიაში”; „საქართველოში ყოველი მე-6 ბავშვი შიმშილობს”.

კიდევ ერთი მსვლელობა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძრა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

,,ამერიკის აგენტობა შესაშური საქმე გახდა”- ვატო შაქარიშვილი

ისე მოხდა, რომ ამერიკის აგენტობა შესაშური საქმე გახდა და თითქოს ამისთვის ტაში უნდა დაუკრას საზოგადოებამ, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა.

მისივე თქმით, მთავარი ამბავი არის პრინციპი, შენი საქმიანობა რას ემსახურება.

„ისე მოხდა, რომ ამერიკის აგენტობა შესაშური საქმე გახდა და თითქოს ამისთვის ტაში უნდა დაუკრას საზოგადოებამ. მე, ჩემი მეგობრები და ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ ვხედავთ განსხვავებას იმაში, ადამიანი, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი იქნება ამერიკის აგენტი, რუსეთის აგენტი თუ ბურკინა ფასოს აგენტი. ამაში არ არის განსხვავება, აქ არის წყალგამყოფი ის, ემსახურები საკუთარი ქვეყნის ინტერესებს თუ ემსახურები სხვის ინტერესებს. რა მნიშვნელობა აქვს, ეს რუსეთია, ჩრდილოეთია, დასავლეთია თუ სამხრეთია. ამაში ხომ არ არის განსხვავება.

მთავარი ამბავი არის პრინციპი, შენი საქმიანობა რას ემსახურება, ამ პოლიტიკური ჯგუფების, რომლებიც დღეს ხან 5 ნომერს დაიჭერენ, ხან დროშას გამოიცვლიან, ხან „ენჯეოში“ გადადიან, ხან მედიაში გადადიან. ეს ქსელი ემსახურება სხვის ინტერესებს ხომ?“, – აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.

საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრები მმართველი გუნდის ინიციატივას იწონებენ, თუმცა ამბობენ რომ ეს საკმარისი არ არის. საზოგადოებრივი მოძრაობა საჩივარს ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების წინააღმდეგ ამზადებს, რომელსაც პროკურატურაში შეიტანენ.

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, ასევე მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვავე პირი პატიმრობაში რჩება

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, ასევე მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვავე პირი პატიმრობაში რჩება.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

აღნიშნულს დაკავებულების მხარდასაჭერად სასამართლოს ეზოში შეკრებილი საზოგადოებას უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.