Home Blog Page 11

სომხეთ–თურქეთის დამაკავშირებელი გიუმრი–ყარსის რკინიგზის აღდგენა, ბაქო–თბილისი–ყარსის მიმართულებას მძლავრ კონკურენციას გაუწევს – TCRC

ახლახანს სომხეთის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, თურქეთთან დამაკავშირებელი გიუმრი – ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელიც 1993 წლიდან დახურულია და უფუნქციო მდგომარეობაში იმყოფება.

2024 წლის ბოლოს ახურიკ – აკიაკას სასაზღვრო პუნქტზე, სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლებმა განიხილეს სარკინიგზო გადასასვლელის აღდგენის და საზღვრის გახსნის ტექნიკური დეტალები.

თურქეთთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთის პროექტი სომხეთის მთავრობის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივის ნაწილია, რომელიც  2023 წელს იყო წარმოდგენილი.

სომხეთის სამინისტროს ინფორმაციით, გიუმრიდან ახურიკამდე სომხური მონაკვეთის აღდგენას ერთი წელი და 32.4 მლნ დოლარის ინვესტიცია დასჭირდება.

ცალსახაა, რომ სომხეთი მნიშვნელოვნაა დაინტერესებული თურქეთთან სატრანსპორტო კავშირების აღდგენაში, რითაც სამხეთს შესაძლებლობა ეძლევა შეიძინოს მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი – სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია.

დასამალი არ არის, რომ თურქეთსაც ასევე ესაჭიროება სომხეთის გავლით სარკინიგზო კომუნიკაციების ამოქმედება. რისი დადასტურებაცაა, ჯერ კიდევ 2022 წელს თურქული მხარის მიერ  სომხეთის საზღვრის მონაკვეთზე განაღმვითი სამუშაოების დაწყება.

ამავდროულად, თურქეთის სამთავრობო წრეების განცხადებებში, მკაფიოთაა ხაზგასმული, სომხეთ – თურქეთის საზღვრის გახსნის პირობებში, თურქეთის ეკონომიკურად ჩამორჩენილი აღმოსავლეთ რეგიონების ჩიხიდან გამოყვანის და სომხეთის გავლით ცენტრალურ აზიაში ტვირთბრუნვის გაზრდის პერსპექტივების აუცილებლობის შესახებ.

თურქეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის პირობებში სომხეთს საშუალება ეძლება  დაუკავშირდეს შუა დერეფანს და ბაქო – თბილისი – ყარსის მიმართლებას გაუწიოს მძლავრი კონკურენცია.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტის განხორციელება მხოლოდ წინმსწრები  პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის შემდგომაა შესაძლებელი, თურქეთსა და სომხეთს შორის ბოლო წლებში გამართული მოლაპარაკებები ნათლად მიუთითებს მხარეების მზადყოფნაზე, მოქმედებები აქტიურ ფაზაში იქნეს გადაყვანილი.

აღსანიშნავია, რომ ბაქო – თბილისი – ყარსის, მხოლოდ საქართველოს მხარეს რუსთავი – მარაბდის 152 კმ იანი სარკინიგზო მონაკვეთის ადღგენის და ახალი მარაბდა – კარწახის 32 კმ უბნის მშენებლობას, რომელიც 2007 წელს დაიწყო და რაზეც აზერბაიჯანის მხარემ 900 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს და თითქმის 20 წლის შემდგომ დაუსრულებელ მდგომარეობაშია.

სანაცვლოდ სომხეთ – თრქეთის რკინიგზის აღდგენას ერთი წელი და მხოლოდ 32.4 მლნ დოლარი ესაჭიროება.

თურქეთ სომხეთის საზღვრის დახურვამდე სარკინიგზო  სადგური მხოლოდ ერთი ლიანდიდან მეორე ლიანდზე გადატვირთვის მარტივ ოპერციებს ასრულებდა, მოგვიანებით სადგურზე დამონტაჟდა ურიკების შემცვლელი მექანიკური დანადგარები რომლებიც, საზღვის დახურვის გამო ფაქტიურად არ იქნა გამოყენებული. სომხეთის რკინიგზის ინჟინრების გადმოცემით სადღეისოდ გაუძარცვავ და გამართულ მდგომარეობაში იმყოფება.

საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ, იმ გათვლით, რომ საზღვარი ხელახლა გაიხსნებოდა,  სომხეთის რკინიგზამ კიდევ 7-8 წელი შეინარჩუნა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა გამართულ მდგომარეობაში.

სომხეთის რკინიგზელების განცხადებით, საზღვარზე მატარებლების მიღების/გაგზავნის მინიმალური პირობების უზრუნველსაყოფად არსებული აღჭურვილობის გათვალისწინებით, ასევე რელსებისა და შპალების შეცვლის შედეგად, შეუძლებელია მოკლე  პერიოდში განახლდეს სასაზღვრო სადგურის ფუნქციონირება და აღდგეს მატარებლებლების მოძრაობა.

წარმოდგენილი ფოტოებით ნათლად ჩანს, რომ სომხეთის მხარეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა იმყოფება, ნაწილობრივ გამართულ მდგომარეობაში, მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლე ვადაში იქნება მისი ექსპლუატაციაში გაშვება შესაძლებელი.

დასკვნის სახით – სომხეთისა და  თურქეთის დამაკავშირებელი  გიუმრი  – ყარსის რკინიგზის აღდგენა, არ მოითხოვს მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებს, პოლიტიკური  გადაწყვეტილების მიღების პირობებში, აღნიშნული მონაკვეთი  ბაქო – თბილისი – ყარსის მიმართლებას მძლავრ კონკურენციას გაუწევს. 

წყარო: transcor.ge

,,Tbilis Open Air მომხდარი ინციდენტი სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა”- დავით ჩიხელიძე

 „Tbilis Open Air მომხდარი ინციდენტი სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა, ეს არის ქვეყნის მტრობა პატრიოტიზმის სახელით! ღონისძიების ერთ ერთმა მონაწილემ რუსეთის დროშას დააფსა, რაც თავის მხრივ პატრიოტიზმად და გმირობად ვერ ჩაითვალა, სამწუხაროა პუბლიკის დეგრადირების ხარისხი, რომელიც აღნიშნულ ფაქტს ოვაციით შეხვდა, ეს არის კარგი ინდიკატორი იმისა, თუ სადამდე დავეცით, საჯარო სივრცეში მოშარდვა აღტაცების ობიექტი გახდა“-წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე წერს, „ვიღაცისთვის შესაძლოა ეს პატრიოტიზმის უმაღლესი გამოვლინება იყოს, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, იდიოტი და ჭკუასუსტია ის, ვისთვისაც დროშის მსგავსი ფორმით შეურაცხყოფა გმირობა ან პატრიოტიზმია, თუ ომი გსურთ და ასეთი მაგარი ტიპები ხართ, შეგიძლიათ უკრაინაში წახვიდეთ და იქ იომოთ!“

„Tbilis Open Air მომხდარი ინციდენტი სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა, ეს არის ქვეყნის მტრობა პატრიოტიზმის სახელით! ღონისძიების ერთ ერთმა მონაწილემ რუსეთის დროშას დააფსა, რაც თავის მხრივ პატრიოტიზმად და გმირობად ვერ ჩაითვალა, სამწუხაროა პუბლიკის დეგრადირების ხარისხი, რომელიც აღნიშნულ ფაქტს ოვაციით შეხვდა, ეს არის კარგი ინდიკატორი იმისა, თუ სადამდე დავეცით, საჯარო სივრცეში მოშარდვა აღტაცების ობიექტი გახდა, აღნიშნული ზუსტად ის მომენტია, როდესაც უნდა დავსვათ კითხვა სად ვართ და სად უნდა ვიყოთ! მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, რომელმაც მომხდარი ფაქტის გამოძიების პირობა დადო.

რაც რა თქმა უნდა ნეგატიურად აისახება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე და დეოკუპაციაზე, რომლისკენაც ჩვენი ქვეყანა იღწვის. ვიღაცისთვის შესაძლოა ეს პატრიოტიზმის უმაღლესი გამოვლინება იყოს, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, იდიოტი და ჭკუასუსტია ის, ვისთვისაც დროშის მსგავსი ფორმით შეურაცხყოფა გმირობა ან პატრიოტიზმია, თუ ომი გსურთ და ასეთი მაგარი ტიპები ხართ, შეგიძლიათ უკრაინაში წახვიდეთ და იქ იომოთ! ყოველი მსგავსი გამოხტომის და დაუფიქრებელი ნაბიჯის შემდეგ, საქართველოს მთავრობაზე წნეხი იზრდება, უარესდება არსებული რეალობა, რისი გამოსწორებაც დიდ ძალისხმევას და დროს მოითხოვს, დაფიქრდით ვის წისქვილზე ასხამთ წყალს და ვის თამაშს თამაშობთ!“- წერს დავით ჩიხელიძე.   

 ,,საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღეს! ამას ებრძვიან, ეს აღიზიანებთ”- მამუკა მდინარაძე

საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღეს! ამას ებრძვიან, ეს აღიზიანებთ, ეს აცლით შანსს, ჩვენი სამშობლო სხვა, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ, თუმცა საქართველო აღარავის დაემონება! – წერს პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ჩვენი სამშობლოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება და ამას ვეღარაფერი მოერევა.

„ჩვენი სამშობლოს ისტორია დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიაა, ეს ქართული გენეტიკური კოდია! მამული, ენა, სარწმუნოება – ერის მთავარ სლოგანადქცეული ტრიადა! რამდენ სიკეთეზე შეიძლება ითქვას დღეს, რომ საქართველოს არასდროს ჰქონია ამხელა ეკონომიკა, ამხელა წინსვლა კორუფციასთან ბრძოლაში, ამხელა პროგრესი ადამიანის უფლებების, სიღარიბის დაძლევის, ინფრასტრუქტურის განვითარების, სპორტის, ევროინტეგრაციის და სხვა უამრავი მიმართულებით, მაგრამ მაინც, უმთავრესზე უმთავრესი დამოუკიდებლობის მიმართულებით მიღწეული პროგრესია – საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღეს! ამას ებრძვიან, ეს აღიზიანებთ, ეს აცლით შანსს, ჩვენი სამშობლო სხვა, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ, თუმცა საქართველო აღარავის დაემონება! ჩვენი სამშობლოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება! ჩვენ ეს შევძელით და ამას ვეღარაფერი, ვერანაირი შანტაჟი, გარედან ამორალური ჩარევები და ემისრობა ვერ მოერევა! ქართული გენეტიკური კოდი უზრუნველყოფს, რომ მუდამ ვიბრძოლებთ დამოუკიდებლობის ხარისხის კიდევ უფრო ასამაღლებლად!

26 მაისი ჩვენი დღეა! მეამაყება რომ ვარ ქართველი! მეამაყება საქართველოს დამოუკიდებლობა!“ – წერს მდინარაძე.

https://www.facebook.com/v18.0/plugins/post.php?app_id=365472320512239&channel=https%3A%2F%2Fstaticxx.facebook.com%2Fx%2Fconnect%2Fxd_arbiter%2F%3Fversion%3D46%23cb%3Df81a030f07adc6461%26domain%3Dimedinews.ge%26is_canvas%3Dfalse%26origin%3Dhttps%253A%252F%252Fimedinews.ge%252Ff08c10fb1212702da%26relation%3Dparent.parent&container_width=610&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fstory.php%3Fstory_fbid%3D1281059030050389%26id%3D100044389120908%26mibextid%3DwwXIfr%26rdid%3Dj9cZRjxmFFJmBqYG%23&locale=en_US&sdk=joey

ირგვლივაც ვხედავთ ბევრ მწუხარებას და ტანჯვას: ომებს, ძალადობას, უსამართლობას, ავადმყოფობას, სიღატაკეს, პატიმრობას, დიდ ოჯახურ პრობლემებს – ჩვენი ერთადერთი იმედი, ნუგეში და სიხარული არის იმედი გადარჩენისა იესო ქრისტეში – მეუფე შიო

ჩვენი ერთადერთი იმედი, ნუგეში და სიხარული არის იმედი გადარჩენისა იესო ქრისტეში….ტანჯვა ყოველთვის არის გამომხსნელი, მიმყვანებელი ბოროტების დაძლევასთან, ზნეობრივ და სულიერ ამაღლებასთან, თუ ადამიანი გონივრულად და მართებულად იღებს მას… ტანჯვის მიღება და მწუხარების დათმენა არის ჯვრის ზიდვა და ყოველ ჩვენგანს აქვს მოცემული მეტად თუ ნაკლებად მძიმე ჯვარი, ეს ჯვარი ჩვენ უნდა ავიღოთ და ვატაროთ… მხოლოდ ამ ჯვრიდან, მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ამას ვიღებთ და ვზიდავთ, გვეძლევა ნამდვილი და სრულყოფილი სიხარული, რომელსაც ვეძებთ და რომლისკენაც მივისწრაფვით,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ტანჯვაც და მწუხარებაც ცოდვის შედეგია.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება ბრმის კვირა, ვინაიდან წირვაზე იკითხება სახარება უფალ იესო ქრისტეს მიერ ბრმადშობილი ადამიანის განკურნების შესახებ, რომელიც გზის პირას იჯდა და მათხოვრობდა. და აი, მოციქულებმა ჰკითხეს მაცხოვარს: – რისთვის იტანჯება ეს ადამიანი, თავისი ცოდვებისთვის თუ მშობლების ცოდვების გამო? წარმოიდგინეთ, მთელი მისი ცხოვრება იყო გაუთავებელი ტანჯვა. შეუძლებელია, რომ ეს სატანჯველი მისი ცოდვების გამო ჰქონოდა, ვინაიდან დაბადებიდან ბრმა იყო და უფალმა მიუგო: „არც მას შეუცოდავს, არც მის მშობლებს, არამედ რათა მასში განცხადდეს ღვთის საქმენი“ (ინ. 9,3). უფალმა შემდეგ მოახდინა დიდი სასწაული და ამ ადამიანს მიანიჭა მხედველობა. აი, აქ ეს საქმე ღვთისა, რომელზეც უფალი ამბობს, კიდევ უფრო მეტად აღსრულდა იმით, რომ ამ ადამიანს ფიზიკურ თვალებთან ერთად აეხილა სულიერი თვალებიც. მან მადლიერებით მიიღო ეს კურნება, იწამა უფალი და თაყვანი სცა მას. ე.ი. მოხდა მისი შეხვედრა ღმერთთან და მან იხილა ისეთი რამ, რასაც მის ირგვლივ თვალხილული ადამიანები ვერ ხედავდნენ. უფლის საქმეც სწორედ ეს არის, მთავარი საქმე უფლისა, მას სურს, რომ ყველა ადამიანმა იხილოს ღმერთი და გადარჩეს.

სახარების ეს ეპიზოდი ჩვენი ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ უფალი ასევე გვასწავლის, რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ტანჯვისადმი, მწუხარებისადმი, იმიტომ რომ ამ მიწიერ ცხოვრებაში ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად იტანჯება. ეს ჩვენც განგვიცდია და ჩვენ ირგვლივაც ვხედავთ ბევრ მწუხარებას და ტანჯვას: ომებს, ძალადობას, უსამართლობას, ავადმყოფობას, სიღატაკეს, პატიმრობას, დიდ ოჯახურ პრობლემებს და ა. შ. ვინ იცის, კიდევ რისი დათმენა უწევს ყოველ ადამიანს, ამის ჩამოთვლაც ძნელია ახლა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ცხოვრებაში ჭირი და მწუხარება უფრო მეტია, ვიდრე ლხინი და კეთილდღეობა. კიდევ რბილად ვამბობ ახლა. არიან დიდი წმინდანები და დიდი მოაზროვნეები, რომლებიც პირდაპირ წერენ და ამბობენ, რომ ეს წუთისოფელი ტანჯვაა, ჩვენი ერთადერთი იმედი, ნუგეში და სიხარული არის იმედი გადარჩენისა იესო ქრისტეში. ეს ასე იყო ყოველთვის, ახლაც ასეა და მომავალშიც ასე იქნება.

იმის გამო, რომ არასდროს არავის უნდოდა გაჭირვების გადატანა, ტანჯვა და მწუხარება, გაჩნდა ბევრი რელიგიური, ფილოსოფიური თუ სხვა სახის მოძღვრება, რომლებიც ცდილობენ, ახსნან, თუ რა არის ტანჯვა, რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მასთან. ყველა ეს სწავლება უარს ამბობს ტანჯვის მიღებაზე, უარყოფენ მას და ყოველგვარი საშუალებით ცდილობენ, გაექცნენ ტანჯვას და ადამიანი გაათავისუფლონ მისგან. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ გამოსდით და ერთადერთი მოძღვრება, რელიგიურიც, თუ გნებავთ, დავარქვათ ფილოსოფიურიც, რომელიც არ უარყოფს ტანჯვას, ეს არის ჩვენი ქრისტიანული სწავლება. თვით უფალი იესო ქრისტე გვასწავლის, რა არის ტანჯვა, მწუხარებათა დათმენა, რისთვის არის მწუხარება მოვლენილი ამ ცხოვრებაში და როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მისდამი.

რა თქმა უნდა, ტანჯვაც და მწუხარებაც ცოდვის შედეგია, ბოროტების შედეგია, დაცემის შედეგია, მაგრამ დღევანდელი სახარებიდან ვხედავთ, რომ მხოლოდ ცოდვის გამო როდი ეძლევა ადამიანს სატანჯველი, რადგან ეს ბრმადშობილი იტანჯებოდა იმისთვის, რომ მასში გაცხადებულიყო ღვთის საქმეები. ე.ი. ტანჯვას და მწუხარებას აქვს დიდი მიზანი და რადგან მიზანი აქვს ე.ი. აზრიც აქვს. ვიმეორებ, მხოლოდ ქრისტიანობა ხედავს ამ აზრს და კანონზომიერებას. თვით უფალიც, ძე ღმერთიც იტანჯა და მის ტანჯვას ჰქონდა დიადი მიზანი; ეს არის კაცობრიობის გამოხსნა.

ამდენად, ტანჯვა ყოველთვის არის გამომხსნელი, მიმყვანებელი ბოროტების დაძლევასთან, ზნეობრივ და სულიერ ამაღლებასთან, თუ ადამიანი გონივრულად და მართებულად იღებს მას. მართალია, ზოგიერთი მწუხარებისა და ტანჯვისგან სასოწარკვეთილებაშიც ვარდება და იღუპება კიდეც, მაგრამ ეს ემართებათ ისეთ ადამიანებს, რომლებიც უარყოფენ ტანჯვას, არ აინტერესებთ მისი აზრი, არც უნდათ, გაიგონ და ამიტომ იღუპებიან. მაგრამ ჩვენ, ქრისტიანებმა, ვიცით, რომ ტანჯვას და მწუხარებას ყოველთვის მივყავართ გამოხსნამდე. ვიმეორებ, ბოროტების დაძლევამდე და სულიერი და ზნეობრივი ამაღლებისკენ მიმყვანებელი გზა არის ყოველთვის ქრისტეს ვიწრო გზა. ეს არის ჯვრის ზიდვის გზა. ამრიგად, ტანჯვის მიღება და მწუხარების დათმენა არის ჯვრის ზიდვა და ყოველ ჩვენგანს აქვს მოცემული მეტად თუ ნაკლებად მძიმე ჯვარი, ეს ჯვარი ჩვენ უნდა ავიღოთ და ვატაროთ.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, მხოლოდ ამ ჯვრიდან, მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ამას ვიღებთ და ვზიდავთ, გვეძლევა ნამდვილი და სრულყოფილი სიხარული, რომელსაც ვეძებთ და რომლისკენაც მივისწრაფვით ჩვენ ყველა.

ამიტომ არის, რომ ბევრი წმინდა მამა, მათ შორის, წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ გული არ უნდა გავიტეხოთ, როდესაც ჩვენ ან სხვას

შეგვხვდება რაიმე გასაჭირი ან უბედურება, არამედ თუ ყველაფერს დავითმენთ ღვთისადმი მადლიერებით, სიმამაცით, მაშინ ყოველგვარი უბედურება და განსაცდელი სასიკეთოდ დასრულდება ჩვენთვის. ამას კი აუცილებლად მოჰყვება მრავალი სიკეთე და ნუგეში. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული შესანიშნავ სიტყვებს: „ჩვენი მცირედი ჭირი შეიქმს ჩვენთვის უსაზომო დიდებას, როცა ხილულს კი არ მივაპყრობთ მზერას, არამედ უხილავს. რადგან, ხილული წარმავალია, უხილავი კი წარუვალი“ (2 კორ. 4:17-18).

ძვირფასო ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. ღმერთმა გვაღირსოს ამ უხილავ, წარუვალ და მარადიულ დიდებას თავისი მადლითა და კაცთმოყვარებით, რამეთუ მას მხოლოდღა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ“,- აღნიშნა მეუფე შიომ.

დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება მიმდინარეობს – სამხედრო ფიცს თავისუფლების მოედნის გარდა, წვევამდელები ქვეყნის მასშტაბით კიდევ ხუთ ისტორიულ ადგილას დადებენ

თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღის მთავარი ღონისძიებისთვის მზადება გრძელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავისუფლების მოედანზე დღეს გენერალური რეპეტიცია გაიმართა.

„რეპეტიციის მიმდინარეობას საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

სამხედროების საზეიმო ღონისძიებისთვის მზადებას თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი ხელმძღვანელობდა. ადგილზე იმყოფებოდნენ თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობის ხელმძღვანელები, რომლებმაც რეჟისორთან ერთად საბოლოო დეტალები შეაჯამეს.

თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის გარდა, რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა, რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში დადებენ და თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. თავისუფლების მოედნის გარდა, წვევამდელები ქვეყნის მასშტაბით ფიცს კიდევ ხუთ ისტორიულ ადგილას დადებენ.

26 მაისს, ტრადიციულად, მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ექნება. გამოფენები თბილისში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, ხონში, ამბროლაურში, ბათუმში, თელავში, ახალქალაქში, მარნეულში, სენაკში, სამტრედიაში, ბაღდათში, ჩხოროწყუში, აბაშასა და მარტვილში გაიმართება.

თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების და საზეიმო ღონისძიების დასასრულს საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის სარდლობის საფრენი აპარატები გადაიფრენენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პროკურატურამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018-2019 წლებში ბრალდებულმა შეიძინა და შენახვის უფლებით დაირეგისტრირა სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან სამი ცეცხლსასროლი იარაღი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა სხვადასხვა პირებზე. მათ შორის ერთ-ერთი ცეცხლსასროლი იარაღით 2025 წლის 14 მარტს ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს ლევან ჯანგველაძე და მძიმედ დაჭრეს მისი მძღოლი.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 24 მაისს დააკავეს და მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღება) სამი ეპიზოდი წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით.

ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გელა უძილაურია დაკავებული, რომელსაც ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ნიგერიის, ბანგლადეშის, ⁠ირანის, თურქეთის და რუსეთის – ჯამში 6 მოქალაქე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებული პირები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ისინი ბოროტად სარგებლობდნენ თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ვადებით და ქვეყანაში წლების მანძილზე იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

„დაკავებულებმა არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე.

გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ამ დროისთვის დაკავებული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში შემდგომში მათი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, დამზადების, გასაღების, გასაღების მომზადებისა და მცდელობის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ტ.შ., 1998 წელს დაბადებული ა.კ. და წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1992 წელს დაბადებული გ.წ. დააკავეს.

„დანაშაულები 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად და ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები „მეთადონი“, „მდმა“ და ფსიქოტროპული ნივთიერებები გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე 18-260-ე ტერცია, 19-260-ე ტერცია, მუხლებით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაკისტანში ქვიშის ქარიშხალს რვა ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის პენჯაბის პროვინციაში ქვიშის ქარიშხალს რვა ადამიანი ემსხვერპლა, 45 კი დაშავდა. სტიქიის შედეგად დაინგრა და დაზიანდა რამდენიმე სახლი, წაიქცა ხეები და დაზიანდა მზის ენერგიის პანელები.

ქვიშის ქარიშხალს წინ უძღოდა ჰაერის მაღალი ტემპერატურა.

პაკისტანის მეტეოროლოგიურმა დეპარტამენტმა ქვიშის ქარიშხლისა და ძლიერი წვიმის შესახებ მოსახლეობა ცოტა ხნით ადრე გააფრთხილა.

რუსეთის იერიშებს უკრაინაში მსხვერპლი მოჰყვა

გასულ ღამეს რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი იერიშების შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.

უკრაინის მთავრობის წარმომადგენლების ინფორმაციით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ადამიანები დრონებს თავს მეტროსადგურებში აფარებდნენ. დაზიანდა შენობები, გაჩნდა ხანძრები.

უკრაინის მხრიდან დრონების თავდასხმის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროშიც განაცხადეს. ინფორმაცია დაშავებულებს შორის არ გავრცელებულა, თუმცა მოსკოვის აეროპორტებში ფრენები ხანმოკლე პერიოდით შეწყდა.

წინა ღამეს რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინაში სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა.

დღეს ამაღლებაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს.

დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღსრულდება. ამაღლება აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს აღინიშნება.

როგორც წმიდა სახარება გვაუწყებს, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.

იოანე ოქროპირის სიტყვით, იგი მოწაფეებს ასწავლიდა „სასუფევლის საიდუმლოებებს“, რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო. აღდგომიდან მე-40 დღეს კი გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწაფეები ერთ სახლში შეიკრიბნენ. აქ მათ მაცხოვარი გამოეცხადათ, რომელმაც შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, არ გაშორებოდნენ იერუსალიმს. საუბრობდა რა მოწაფეებთან, ქრისტემ გამოიყვანა ისინი ბეთანიის მიმართულებით, ელეონის მთაზე, შემდეგ ხელები ცისკენ აღაპყრო და აკურთხა. შეკრებილნი. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა. ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, ეჩვენა მათ ორი კაცი, თეთრად მოსილნი რომელთაც უთხრეს: „კაცნო, გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად. ესე იესო რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად“ (საქ. მოც. 1, 11), მოწაფეები სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში, სულიწმიდის მომლოდინენი, განუწყვეტლივ ლოცვაში იყვნენ, ადიდებდნენ და მადლობდნენ ღმერთს. მაცხოვრის ამაღლების მნიშვნელობა რამდენიმე კუთხით შეიძლება განვიხილოთ. პირველი – მოვლენის ონტოლოგიური მხარეა: ძე ღვთისამ მიიღო ადამიანური ბუნება, რომელიც ზეცად აამაღლა და საღმრთო დიდებას აზიარა. იოანე ოქროპირის თქმით, უფლის ამაღლებამ ადამიანი ანგელოზს მიამსგავსა, ადამიანი შეერთო უხორცოთა დასს, იგი მიწისთვისაც კი უღირსი – ზეცაში დამკვიდრდა.

კაცთა ბუნება, რომლისაგანაც ქერუბიმები სამოთხეს იცავნდნენ, თვით ქერუბინებზე აღმატებული გახდა. იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებით მოხდა ცისა და მიწის შეერთება, ზეციურისა და მიწიერის შერიგება. ამაღლებით რეალურად განცხადდა ძველი აღთქმისეული წინასწარმეტყველება: „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისაითა“ (ფს. 46, 5); ამაღლების შემდგომ, პავლე მოციქულის თქმით, „ჩუენი მოქალაქეობაი ცათა შინ არს“ (ფილ. 3, 20). უფლის ამაღლებას აქვს ესქატოლოგიური მნიშვნელობაც, რადგან სწორედ ამაღლება იყო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დასასრული, ხოლო მისი მეორედ მოსვლა კაცობრიობის მიწიერი მყოფობის დასასრული იქნება. ამაღლებას ზნეობრივი მნიშნვნელობაც გააჩნია. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ მიწას, არამედ ზეცასაც ვეკუთვნით, რომ ჩვენ ვეკუთვნით დროსაც და მარადისობასაც, მატერიასაც და სულსაც და მიწიერი ცხოვრების დროს ჩვენ უნდა ავმაღლდეთ ყოველივე მიწიერზე და მდაბალზე. სარწმუნოების სიმბოლოში (მრწამსში) ვკითხულობთ: „და ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღვთისა და მამისა“. რას ნიშნავს ეს სიტყვები? ღმერთი ხომ დროისა და სივრცის მიღმიერია? როგორ უნდა გავიგოთ ეს ანთროპომორფისტული მეტაფორა? როდესაც იმპერატორი თანამმართველს ირჩევდა, ან მისი ვაჟი სრულწლოვანი ხდებოდა – მაშინ განსაკუთრებული რიტუალი – ინტრონიზაცია ტარდებოდა. სასახლის დარბაზში ორ ტახტს დგამდნენ. ერთზე ჯდებოდა იმპერატორი, მეორეზე, მარჯვენა მხარეს თანამმართველი. მარჯვნივ ჯდომა იმპერატორის მსგავს ღირსებასა და ძალაუფლებას ნიშნავდა. ამდენად, აღნიშნული სიტყვები მამა ღმერთისა და ძე ღმერთის თანაბარ ძალაუფლებაზე მიუთითებს. ეს სახე-სიმბოლო კიდევ უფრო წარმოაჩენს ამაღლების აქსიოლოგიურ მნიშვნელობას: ღმერთკაცის სახით მთელ კაცობრიობას დაუსრულებელი სულიერი აღმასვლის შესაძლებლობა მიეცა. ქრისტე გაშლილი, მაკურთხეველი ხელებით ამაღლდა ზეცად. ელეონის მთასთან მდგარი მოწაფეები პირველ ქრისტიანულ ეკლესიას წარმოადგენდნენ. სიყვარულითა და იმედით აღსავსე ეს ეპიზოდი არის ნიშანი და აღთქმა იმისა, რომ კურთხევა ღვთისა მუდამ ჰგიებს ეკლესიაში.

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
დღეს შეიძლება თავი ენერგიულად იგრძნოთ, თუმცა სიფრთხილეა საჭირო ურთიერთობებში – ემოციები მარტივად შეიძლება გაცხელდეს. თავი შეიკავეთ მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
ფინანსურ საკითხებთან მიმართებით კარგი დღეა დაგეგმვისთვის. თუ მუშაობთ ხანგრძლივ პროექტზე, წინსვლას იგრძნობთ. სასურველია მეტი დრო დაუთმოთ შინაურებს.

ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
კომუნიკაციის დღეა – კარგი დროა ახალი კონტაქტებისთვის, საქმიანი ან პირადი შეხვედრებისთვის. შესაძლოა, მოულოდნელად მიიღოთ საინტერესო ინფორმაცია.

კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
შინაგანი ემოციები აქტიურდება. ოჯახურ საკითხებში გაგებით მიდგომა მოგიწევთ. მუშაობა რიტმში გქონდეთ, ნუ გადაიღლით თავს ზედმეტად.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
თქვენი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს. კარგი დღეა სცენაზე გამოსვლისთვის ან თქვენი იდეების გაზიარებისთვის. მნიშვნელოვანია თავმდაბლობა წარმატების პარალელურად.

ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
პირად სივრცეს დიდი მნიშვნელობა ექნება. შეგიძლიათ გარკვეული დრო საკუთარ თავზე ფოკუსირდეთ. პროფესიულად მოსალოდნელია კონკრეტული საკითხების დასრულება.

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
ურთიერთობები დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. კარგი დღეა კომპრომისებისთვის. შემოქმედებითად კი შესანიშნავი შესაძლებლობებია.

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
თქვენი ინტუიცია გაძლიერებულია. სასურველია მოუსმინოთ შინაგან ხმას, განსაკუთრებით ფინანსურ ან ემოციურ გადაწყვეტილებებში. მოულოდნელი ახალი ამბავი მოსალოდნელია.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
მოგზაურობის, სწავლის ან გეგმების შედგენის სურვილი გექნებათ. კარგი დღეა პერსპექტივების განსაზღვრისთვის. მოერიდეთ ზედმეტ მოლოდინებს.

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
მოთმინება დღეს თქვენი მთავარი იარაღია. სამუშაო საკითხებში შეიძლება დაინახოთ პროგრესი, თუმცა აუცილებელია დეტალებისადმი ყურადღება. შინაგანი სტაბილურობა მნიშვნელოვანია.

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
შესაძლოა, მოულოდნელად წამოიჭრას ძველი თემა ან ადამიანი წარსულიდან. გახსოვდეთ, რომ წონასწორობის შენარჩუნება დღეს დაგეხმარებათ სწორ გადაწყვეტილებებში.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)ემოციური მგრძნობელობა ამაღლებულია. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მუსიკის ან მედიტაციისთვის. ეცადეთ, არ გადააჭარბოთ ოცნებაში ცხოვრებას.