Home Blog Page 11

უკრაინამ საზღვაო დრონის საშუალებით რუსული სამხედრო ვერტმფრენი პირველად გაანადგურა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, უკრაინამ საზღვაო დრონის საშუალებით რუსული სამხედრო ვერტმფრენი პირველად გაანადგურა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინული დრონი Magura V5 იყო და ის საბრძოლო რაკეტით იყო აღჭურვილი. რუსული სამხედრო ვერტმფრენი Mi-8 უკრაინამ შავ ზღვაში ანექსირებული ყირიმის სიახლოვეს ჩამოაგდო.

უკრაინამ ასევე ცეცხლი გაუხსნა ოკუპანტის კიდევ ერთ ვერტმფრენს, რომელიც დაზიანდა, თუმცა დისლოკაციის ადგილამდე მიფრენა შეძლო.

რა ეღირება დოლარი და ევრო 1 იანვარს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8138 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8138 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8068 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0070 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9292 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9306 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0014 ლარი შეადგინა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8138 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8138 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8138 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8068 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0070 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9292 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9306 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0014 ლარი შეადგინა.

 საქართველოს არცერთი წამით არ გადაუხვევია ევროკავშირის გზიდან, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ ახლა მშვიდად ვართ -ლაშა პაპაშვილი

საქართველოს არცერთი წამით არ გადაუხვევია ევროკავშირის გზიდან. „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ ახლა მშვიდად ვართ. სამი წლის განმავლობაში, ჩვენი ეკონომიკური ზრდა შეუწყვეტელია, არ გაჩერებულა. აბსოლუტურად ევროკავშირისკენ მივდივართ, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლაშა პაპაშვილმა BMGTV-ის გადაცემაში განაცხადა.

პაპაშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველო მიჰყავს ევროკავშირისკენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ მიჰყავს და ეს ყველგან დავაფიქსირე. პრემიერის და ბიზნესმენების შეხვედრაზე ვინმემ თქვა, რომ არ მიჰყავს ევროკავშირისკენ? მსგავსი არავის უთქვამს. არანაირი არგუმენტი არ არსებობს. ვიზალიბერალიზაცია და სხვა პლუსები ვინ მოგვიტანა, მე არ ჩამოვთვლი. უნდა შერიგდნენ ქართველები, ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში, თავისი ამომრჩევლები დააფასონ. ხალხი სანთლებს აუნთებს მათ, ვინც დააწყნარებს იმას, რაც გარეთ ხდება. შეუძლებელია, რაც გარეთ ხდება“, – განაცხადა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა.

კითხვაზე, „ევროკავშირის ლიდერები, რომლებმაც კარი უნდა გაგვიღონ, რატომ ამბობენ, რომ გადაუხვიეთ ევროკავშირის გზიდან“, პაპაშვილმა აღნიშნა: „ყველანი წამსვლელი ლიდერები არიან: შოლცი, მაკრონი…“.

კიდევ ერთ კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს, რას გააკეთებს ტრამპი, პაპაშვილმა განაცხადა:

„რატომ ასწრებთ მოვლენებს? არავინ იცის, ტრამპი რას იზამს, მაგრამ რასაც საუბრობს, აბსოლუტურად ემთხვევა იმას, რა გზასაც ჩვენ ვადგავართ – ოჯახის სიმტკიცე და მართლმადიდებლობა“.

საფრანგეთმა სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებს დაარტყა

საფრანგეთმა სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებს დაარტყა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ ავრცელებს.

„კვირას, საფრანეთის საჰაერო ძალებმა სირიის ტერიტორიაზე მდებარე ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებს დაარტყეს“, – განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, გასულ კვირას, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებს აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმაც დაარტყეს, რის შედეგადაც „ისლამური სახელმწიფოს“ ორი მებრძოლი დაიღუპა და ერთი დაშავდა.

ჩინეთის ტაივანთან გაერთიანებას ვერავინ შეაჩერებს – სი ძინპინი

ჩინეთის ტაივანთან გაერთიანებას ვერავინ შეაჩერებს, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა საახალწლო მიმართვისას განაცხადა.

„ტაივანის სრუტის ორივე მხარეს მყოფი ხალხი ერთ ოჯახს წარმოადგენს. ჩვენს ოჯახურ კავშირებს ვერავინ გაწყვეტს და ეროვნული გაერთიანების ისტორიულ ტენდენციას ვერავინ შეაჩერებს“, – განაცხადა სი ძინპინმა.

ამასთან, მისი თქმით, 2025 წელს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით ჩინეთი უფრო პროაქტიურ პოლიტიკას განახორციელებს.

„ამჟამინდელი ეკონომიკური აქტივობა ახალი გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ შეგვიძლია ჩვენი შრომისმოყვარეობით წარმატებას მივაღწიოთ. როგორც ყოველთვის, ჩვენ ქარსა და წვიმაში ვიზრდებით და რთულ დროში უფრო ძლიერები ვხდებით“, – აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.

ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ახალ წელს ულოცავს

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ახალ წელს ულოცავს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ოფიციალურ მილოცვაში საქართველოს მთავრობის მეთაურს ბედნიერ და წარმატებულ ახალ წელს უსურვებს.

„გილოცავთ საუკეთესო სურვილებით და გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ ახალ წელს“, – აღნიშნულია მარკ რუტეს მისალოც წერილში.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის დამატებით ვადას აძლევს

ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის დამატებით ვადას აძლევს. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო პროგრამებში ჩართული კლინიკების უდიდესმა ნაწილმა საერთაშორისო აკრედიტაცია უკვე მოიპოვა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დაწესებულების გარკვეული ნაწილი ვერ ახერხებს ვალდებულებების ვადებში სრულად შესრულებას, მოქალაქეებისთვის გადაუდებელ სამედიცინო სერვისზე ხელმისაწვდომობის უწყვეტობის მიზნით, მათ საშეღავათო პერიოდი მიეცათ.

„მიმდინარე წელს, დღის წესრიგში იყო დაყენებული ამოცანა, რომ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2024 წლის ბოლომდე, უნდა მოეპოვებინათ საერთაშორისო აკრედიტაცია. სამედიცინო დაწესებულებების უდიდესმა ნაწილმა, თავი გაართვა ამ გამოწვევას და მათ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა. თუმცა რჩება გარკვეული ნაწილი კლინიკებისა, რომელთაც ეს პროცესი ჯერ არ დაუსრულებია და ამ მოთხოვნებს უახლოესი თვეების განმავლობაში დაკმაყოფილებას. შესაბამისად, სამინისტრომ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება და კლინიკებს მიეცემათ საშეღავათო პერიოდი, იმისათვის, რომ ერთის მხრივ, სამედიცინო მომსახურების ხარისხი იყოს სათანადოდ უზრუნველყოფილი და მეორეს მხრივ, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, გეოგრაფიული ან პროფილური ხელმისაწვდომობა არ გახდეს პრობლემა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

თბილისის „საახალწლო სოფელი“ 14 იანვრამდე იფუნქციონირებს

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში მოწყობილი „საახალწლო სოფელი“ 14 იანვრამდე იფუნქციონირებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით, საახალწლო დღეები 14 იანვრამდე გაგრძელდება და „საახალწლო სოფელში“ მისულ სტუმრებს ბევრი საინტერესო ღონისძიება დახვდებათ.

ნათქვამი გვქონდა, რომ აახალწლო სოფელი“ 7 იანვრის ჩათვლის იფუნქციონირებდა, თუმცა შემოვიდა ბევრი წერილი თხოვნით, გახანგრძლივდეს საახალწლო დღეები. მივიღეთ გადაწყვეტილება და „საახალწლო სოფელი“ 14 იანვრამდე იფუნქციონირებს. „საახალწლო სოფლის“ ტრადიცია 2017 წლიდან დავამკვიდრეთ, შევქმენით შესაბამისი სივრცე, რომელიც ყოველწლიურად უფრო მასშტაბური ხდება. წელს განსაკუთრებით ლამაზია ჩვენი „საახალწლო სოფელი“. უამრავი ადამიანი სტუმრობს, როგორც თბილისელები, ისე დედაქალაქის სტუმრები, ტურისტები. გვაქვს მრავალფეროვანი პროგრამა, მოქმედებს დიდი ყინულის მოედანი. ამ მასშტაბის ყინულის მოედანი არასდროს მოწყობილა. მიხარია, რომ ულამაზესად არის მორთული ჩვენი „საახალწლო სოფელი“. 14 იანვრამდე ყველას ექნება შესაძლებლობა, მოვიდეს შვილებით, შვილიშვილებით, გაერთოს, იხილოს წარმოდგენები, სხვადასხვა ღონისძიებები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა მოსახლეობას შობა-ახალი წელი მიულოცა და ყველაფერი საუკეთესო უსურვა.

 რეჟიმისთვის ახალი წელი არ არსებობს, ამ წუთებშიც ათეულობით საჯარო მოხელეს სამსახურიდან ათავისუფლებენ – ნათია მეზვრიშვილი

რეჟიმისთვის ახალი წელი არ არსებობს, ამ წუთებშიც ათეულობით საჯარო მოხელეს სამსახურიდან ათავისუფლებენ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისი შეფასებით, ახლოა დრო, ბიზნესი გვერდით დაუდგეს საჯარო მოხელეებს და პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, მათი აღდგენა მოითხოვოს.

„ოცნებამ“ ამ მხრივაც რეკორდი მოხსნა. არასოდეს ყოფილა განსხვავებული აზრის (მითუმეტეს, კონსტიტუციის დაცვის) გამო, მოხელეების მიმართ ამ მასშტაბის რეპრესიები. რეალურად ფეხში ისვრიან იმიტომ, რომ სახელმწიფოს აცლიან ხერხემალს. რაც მეტს გაუშვებენ, უფრო სწრაფად ჩამოიშლებიან. ახლა არის დრო, ბიზნესი გვერდით დაუდგეს მოხელეებს და პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, მოვითხოვოთ მათი აღდგენა. ივანიშვილი ეცდება ყველა სიბნელე ახალი წლის დღეებში ააკეთოს. ამიტომ, ფხიზლად უნდა ვიყოთ“, – წერს მეზვრიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“.

ილონ მასკს სუსტი ევროპა სურს – გერმანიის ვიცე-კანცლერი

JPG edited with https://ezgif.com/resize

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელს და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალ თანახელმძღვანელს, ილონ მასკს ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერით სუსტი ევროპის ხილვა სურს, – განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა.

ჰაბეკის თქმით, რომელიც „მწვანეთა“ პარტიიდან გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე ერთ-ერთი პრეტენდენტია, მასკი ასეთ განცხადებებს უგუნურობის გამო არ აკეთებს.

„ეს ლოგიკური და სისტემატურია. მასკი აძლიერებს მათ, ვინც ევროპას ასუსტებს. სუსტი ევროპა მათ ინტერესშია, ვისთვისაც რეგულაცია მათი ხელისუფლების შეზღუდვაა“, – აღნიშნა ჰაბეკმა.

ცნობისთვის, გუშინ გერმანიის მთავრობამ მასკი პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მისამართით გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებების გამო ქვეყნის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა.

სიცრუეა, თითქოს ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში არ იმოძრავებს – თბილისის მერია

სიცრუეა, თითქოს ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში არ იმოძრავებს, – იტყობინება თბილისის მერია.

“გაცნობებთ, რომ არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ახალი წლის ღამეს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო განრიგი არ გახანგრძლივდება. როგორც ყოველთვის, ახალი წლის ღამეს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს. გახანგრძლივებული რეჟიმი შეეხება, როგორც მეტროპოლიტენს, ისე ავტობუსებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს 1-ელი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება. რაც შეეხება შობის ღამეს, მეტროპოლიტენით მგზავრთა მომსახურება 6 იანვრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება 7 იანვრის 03:00 საათამდე და მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.