Home Blog Page 11

მთავარი ამოცანა, რომელიც ხელისუფლებას აქვს, ეს არის – სიღარიბის დაძლევა, ქვეყანაში ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნა და ქვეყნის გამთლიანება – ლევან დავითაშვილი

„მიმდინარე წელს ქვეყანამ დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა უნდა შეინარჩუნოს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შედეგი არის ის, რომ ჩვენ 2024 წელს მართლაც შეგვიმცირდა სიღარიბე. მთავარი ამოცანა, რომელიც ხელისუფლებას აქვს, ეს არის – სიღარიბის დაძლევა, ქვეყანაში ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნა და, რა თქმა უნდა, ქვეყნის გამთლიანება“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში დღეს ეს ორი სტრატეგიული მიზანია გაცხადებული და დანარჩენი ამოცანები, რომლებიც მთავრობას აქვს, სწორედ არის ამ ორი დიდი მიზნის შესრულებისკენაა მიმართული.

„ვფიქრობთ, რომ ჩვენი ეკონომიკური პროგნოზები დადასტურდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდანაც. თქვენ იცით რომ, ჩვენ მისიასთან გვქონდა მჭიდრო მუშაობა ბოლო კვირის განმავლობაში და ალბათ მათ ამ სამუშაო მისიის ფარგლებში შეაფასეს როგორც დღევანდელი სტატუსი, ასევე პროგნოზები. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია როცა ეს დადასტურებულია ძალიან მაღალი დონის კომპეტენტური საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან და პარტნიორების მხრიდანაც“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.8%-ით განისაზღვრა. ეკონომიკისა დ მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკაა ერთ-ერთი მთავარი ამოცანის – სიღარიბის დაძლევის კუთხით. კერძოდ, ისტორიაში პირველად, ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 2024 წლის მონაცემების შედეგად ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი ერთნიშნა გახდა.

„ის ჯერ კიდევ ძალიან მაღალია, მაგრამ 2028 წლისთვის საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს უმუშევრობა, ასევე სიღარიბე. მნიშვნელოვანია ე.წ ჯინის ინდექსი, რომელიც ქონების გადანაწილებას, საზოგადოებაში შექმნილი დოვლათის გადანაწილებას ასახავს – აქაც გაუმჯობესება გვაქვს და ეს ინდექსიც მცირდება, მცირედით, მაგრამ, აქაც გვაქვს ზრდა. ეს იმის მაჩვენებელია რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობის ხარისხი ასევე იმატებს“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

„ქართულ ოცნებას“ არაფერი აქვს საერთო ქართულთან, ესენი არიან კოლექტიური ფარცხალაძე-რომანოვები -პაატა მანჯგალაძე

„ქართულ ოცნებას“ არაფერი აქვს საერთო ქართულთან, ესენი არიან კოლექტიური ფარცხალაძე-რომანოვები, ვინც ფულისთვის და ძალაუფლებისთვის ყიდის თავის თავს და ქვეყანას,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა.

„მათთვის პატრიოტიზმი ხალხის მოტყუების ხელოვნებაა, ქართულობა და სამშობლოს დაცვა – ღალატის გადასაფარი ნიღაბი, ქვეყნის სუვერენიტეტი კი გასაყიდი საქონელი.

ამ დროს ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა.

ჩვენი მოთხოვნა მკაფიოა: ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტპატიმრების და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება.

ეს არის ბრძოლა ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად და ამ გზაზე ვიწროპარტიული მოქმედება, უკან დახევა ასუსტებს ამ წინააღმდეგობას“, – აღნიშნავს პაატა მანჯგალაძე.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კახა კალაძე და ზაზა ფაჩულია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე არიან წარდგენილი

კახა კალაძე და ზაზა ფაჩულია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე არიან წარდგენილი.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ გადავამოწმეთ შემდეგი საკითხი, ჩვენ გვყავს ასევე ორი სპორტსმენი, რომლებსაც უმაღლეს საკლუბო ტურნირებში აქვთ მიღებული უმაღლესი ჯილდო. ეს არის კახა კალაძე, რომელსაც ორჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა და ეს არის ზაზა ფაჩულია, რომელსაც სამჯერ აქვს მოგებული უმაღლესი საკალათბურთო საკლუბო ტურნირი NBA. ორჯერ, როგორც კალათბურთელს და ერთხელ, როგორც მენეჯერს. გადავამოწმეთ და მათ არ აქვთ ანალოგიური ჯილდოები მიღებული. ვფიქრობ, დაგვიანებით, მაგრამ მათი ეს წარმატება უნდა დავაფასოთ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ანალოგიურად, კახა კალაძე და ზაზა ფაჩულიაც წარვადგინოთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. მადლობა საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთად მიღებული ამ გადაწყვეტილებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ დღესვე  განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზეა წარდგენილი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვიჩა კვარაცხელია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზეა წარდგენილი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვიჩა კვარაცხელია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზეა წარდგენილი.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, მივულოცო ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება. ეს არის უმაღლესი მწვერვალი ფეხბურთში. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანისთვის არის განსაკუთრებული სიამაყის საგანი ეს გამარჯვება, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ მოიპოვა. მთლიანად ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა, ასე აღიქვა თითოეულმა გულშემატკივარმა მისი გამარჯვება და გარდა იმისა, რომ ვულოცავთ, მადლობაც უნდა გადვაუხადოთ მას იმ გამარჯვებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანა. დარწმუნებული ვარ, ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ უმაღლესი მწვერვალების, რომლებსაც ის კიდევ ბევრჯერ დაიპყრობს. მინდა, სამომავლოდაც დიდი წარმატებები ვუსურვო.

ჩვენ გვაქვს ტრადიცია, როდესაც მაღალ მწვერვალებს იპყრობენ ჩვენი სპორტსმენები, წარვადგენთ ხოლმე მათ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე. ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოგება არის ზუსტად ის წარმატება, რაც ასეთ დაფასებას იმსახურებს. მას გასულ წელს აქვს მიღებული ნაკრებთან ერთად წარმატებისთვის ღირსების ორდენი და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის მინდა, წარვადგინოთ ის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე.

ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დამსახურებული ჯილდოა, რომელსაც ის მიიღებს სახელმწიფოსგან. ამასთან დაკავშირებით გვქონდა კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ერთხმად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. საქართველოს პრეზიდენტი მას დააჯილდოებს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. პარიზულმა კლუბმა მილანის „ინტერი“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.

2028 წლისთვის საპროგრამო ამოცანაა, რომ უმუშევრობა ჩამოსცდეს 4-პროცენტიან ნიშნულს, საშუალო ხელფასი გადასცდეს 3500 ლარს – ირაკლი კობახიძე

ჩვენ აპრილში დაგვიფიქსირდა 7,5 პროცენტი ეკონომიკური ზრდა, რაც არის კარგი, მაღალი მაჩვენებელი. ოთხი თვის საშუალო ზრდამ შეადგინა 8,8 პროცენტი და ამ თვალსაზრისით, ეკონომიკის ზრდის კუთხით, ჩვენი ქვეყანა რჩება მოწინავედ არამხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკური თვალსაზრისით განვითარება გაგრძელდება.

„2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1300 ლარიდან გაიზარდა 2217 ლარამდე, შესაბამისად, აშკარაა, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც ფიქსირდება ქვეყანაში, აისახება მოსახლეობის ფართო ფენებზეც. მთავარია, ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელოთ წინსვლა. ჩვენი ერთ-ერთი ეროვნული ამოცანა არის სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და ეკონომიკური ზრდა არის ამისთვის გადამწყვეტი, შესაბამისად, მთელი ყურადღებით უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მომავალშიც სწრაფი ეკონომიკური ზრდა.

ჩვენ გვაქვს მკაფიო ამოცანები. 2028 წლისთვის საპროგრამო ამოცანაა, რომ უმუშევრობა ჩამოსცდეს 4-პროცენტიან ნიშნულს, საშუალო ხელფასი გადასცდეს 3500 ლარს, ვფიქრობთ, რომ არსებული ტემპებით, მიზნები არის შესრულებადი, დანარჩენი თავიდან ბოლომდე ჩვენზეა დამოკიდებული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“შეურაცხყოფილი ელენა ზელენსკაია”-Junge Welt

„ამ დღეებში უკრაინაში ამერიკელი მწერალი ქალის სოფი კლარკის ნაწარმოებების ექვსტომეულის პირველი ტომი გამოიცა, მაგრამ როგორც კი სტამბიდან მაღაზიებში გასაყიდად შეიტანეს, მთელი ტირაჟი გაყიდვიდან ამოიღეს, დანარჩენი ტომების დაბეჭდვის კონტრაქტი კი გააუქმეს“, – ნათქვამია გერმანული გაზეთის „იუნგე ველტის“ (Junge Welt) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „შეურაცხყოფილი ელენა ზელენსკაია“ (ავტორი – მანფრედ მარუდა).

„ალბათ, იკითხავთ – რატომ? მიზეზი ძალიან მარტივია: სოფი კლარკის ერთ-ერთ თხზულებაში მოხსენიებულია ლიტერატურული გმირი ელენა ზელენსკაია, რომელსაც უკრაინიდან წასვლა სურს, დასავლეთში გათხოვების მიზნით, ფულიანი ქმრის საპოვნელად“, – აღნიშნულია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

იცნობთ სოფი კლარკს? თუ არ იცნობთ, გაგაცნობთ: ამერიკელი მწერალი ქალბატონი, ცხოვრობს კალიფორნიაში, სახელი გაითქვა სასიყვარულო რომანების წერით „ჭკვიანი ქალების“ შესახებ, რომლებსაც სერიალებივით წერს და წიგნის ბაზარზე ყიდის. მაგრამ თუ უკრაინის წიგნის მაღაზიებში ვინმეს მისი რომანების შეძენა მოესურვება, ამის შესაძლებლობა უკვე აღარ ექნება. საქმე იმაშია, რომ ხარკოვის გამომცემლობაში სოფი კლარკის რომანების ექვსი ტომის სახით გამოცემის უფლება იყიდეს, გადათარგმნეს ექვსივე ტომი და პირველი უკვე დაბეჭდეს… და სწორედ ამ დროს „ზემოთ“ გადაწყვიტეს – წიგნი არ უნდა გაიყიდოსო და ტირაჟი გაყიდვიდან ამოიღეს. დანარჩენი ტომების გამოცემაზე კონტრაქტები გაუქმდა.

რა არის ამ ყველაფრის მიზეზი?

გამომცემლობის განცხადებით, წიგნები გაყიდვიდან ამოღებულია იმის გამო, რომ მათში რუსეთი „შელამაზებული, რომანტიზებული“ სახით არის წარმოდგენილი და ბოდიში მოუხადა მკითხველებს სოფი კლარკის რომანების თარგმნისა და გამოცემისათვის. რით გამოიხატა რუსეთის რომანტიზება-შელამაზება, საკმაოდ გაურკვეველია: შესაძლოა, იმით, რომ „რუსული მაფია“ სხვა ქვეყნების მაფიებზე უფრო მეტად არ არის ურჩხულად წარმოცენილი, ან იმით, რომ ერთ-ერთი პერსონაჟის თქმით, უკრაინა გერმანიას გრიგორი რასპუტინმა ჩააბარა ბრესტის ზავის შედეგად. რა თქმა უნდა, რასპუტინთან დაკავშირებით ყველაფერი ავტორის მიერ არის გამოგონილი, რადგან ყველას კარგად მოეხსენება, უზნეო მღვდელი 1917 წელს იქნა მოკლული, ხოლო „იმპერიალისტური“ ბრესტ-ლიტოვსკის ზავი გერმანიის იმპერიასა და საბჭოთა (ბოლშევიკურ) რუსეთს შორის 1918 წლის მარტში დაიდო.

ან იქნებ შესაძლოა, „ზემოთ“ გაღიზიანება „მის უბრწყინვალესობის“ „შეურაცხყოფამ“ გამოიწვია? სოფი კლარკის ერთ-ერთ რომანში არის ლიტერატურული გმირი ელენა ზელენსკაია, რომელსაც უკრაინიდან დასავლეთში წასვლა უნდა პირადი ოჯახური ბედნიერების საძებნელად. მისი აზრით, უკრაინელი მამაკაცები უხეშები არიან და, შესაბამისად, უკრაინელი ქალები ასეთ ცხოვრებას ქვეყნიდან გაქცევით თავს არიდებენ.

საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ რადგან უკრაინის პირველი ლედი ელენა ზელენსკაიაა, არანაირად არ შეიძლება ისეთი ვარაუდი, რომ მის ლიტერატურულ სეხნიას უკრაინიდან ემიგრაცია სურდეს. კაცმა რომ თქვას, ეს მართლაც გადაჭარბებაა – იმიტომ, რომ ელენა ზელენსკაია უცხოეთში  საემიგრაციოდ კი არა, მხოლოდ თავისი ქმრის შავი ანგარიშებით სარგებლობისთვის დადის.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო

ის, რაც თურმე შვედეთისთვის შესაძლებელია და დასაშვებია, არ შეიძლება საქართველოში განხორციელდეს -გივი მიქანაძე

„შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენლების გუშინდელ განცხადებაში ცალსახად იკვეთება ორმაგი სტანდარტი,“ – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„პირველ ივნისს ისინი აცხადებდნენ საქართველოში „ფარას“ ანალოგიური კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით, რომ ეს არის უკუსვლა და ანტიდემოკრატიული კანონი და მეორე დღეს, უკვე ორ ივნისს, ისინი აცხადებდნენ იმის თაობაზე, რომ საკუთარი ქვეყანა უნდა დაიცვან ანტიდემოკრატიული პროცესებისგან და გარე ჩარევების შესაძლებლობისგან, რაც რა თქმა უნდა ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ მათ აქვთ ორმაგი სტანდარტებით მიდგომა. ის, რაც თურმე შვედეთისთვის შესაძლებელია და დასაშვებია, არ შეიძლება საქართველოში განხორციელდეს“, – აცხადებს მიქანაძე.

შვედეთის მთავრობა აპირებს შეიმუშაოს წესები, რომლითაც ანტიდემოკრატიული მიზნების მქონე საქმიანობის უცხოური დაფინანსება აიკრძალება.

იტალიისა და საქართველოს მთავრობას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე შეთანხმება შედგა

რომში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს პოლიციის ატაშემ, ვლადიმერ ბორცვაძემ იტალიის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში – მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული საკითხის მნიშვნელობას, რაც იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ქართული მართვის მოწმობები გამოცდის ჩაბარების გარეშე გადაცვალონ იტალიურ მართვის მოწმობაში.

„შეხვედრაზე მხარეებმა შეთანხმების შინაარსობრივი მხარე განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ შესაბამისი პროცედურების ოპერატიულად დასრულების შემდგომ შესაძლებელი იქნება შეთანხმების ხელმოწერა.

აღსანიშნავია, რომ იტალიურმა მხარემ თანამშრომლობის სრული მზაობა გამოთქვა.

საგულისხმოა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის მრავალი წელია მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკების პროცესი ზემოხსნებუოი შეთანხმების გაფორმების მიზნით.

ამასთან, საქართველოს მსგავსი შეთანხმება უკვე აქვს გაფორმებული ესპანეთთან, საბერძნეთთან და ირლანდიასთან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

“რუსეთმა და უკრაინამ ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკება ვერ შეძლეს, მაგრამ ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ” -BBC

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBCვებ-საიტზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთმა და უკრაინამ ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკება ვერ შეძლეს, მაგრამ ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ“ (ავტორები – იაროსლავ ლუკივი და ვიტალი შევჩენკო – კორესპონდენტები). პუბლიკაციაში გადმოცემულია სტამბოლში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკების მეორე რაუნდის შედეგები, რომლებიც გარღვევად ვერ ჩაითვლება, მაგრამ მთლად ნეგატიურადაც ვერ შეფასდება.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების მეორე რაუნდი სტამბოლის ჩირაგანის სასახლეში ჩატარდა, რომელიც მე-19 საუკუნეშია აშენებული. შენობა ადრე თურქეთის (ოსმალეთის) სულთნების რეზიდენციას წარმოადგენდა, ახლა კი ფეშენებელურ სასტუმროდაა გადაქცეული.

 როგორც ცნობილია, პირველი რაუნდი სტამბოლის დოლმაბახჩეს სასახლეში გაიმართა,  ადგილის შეცვლის მიზეზი არავის განუმარტავს, მაგრამ, როგორც ჟურნალისტები ამბობენ, ჩირაგანის სასახლე მასმედიის წარმომადგენლებისათვის უფრო მოხერხებულ ადგილს წარმოადგენს – იქ არ არის ისეთი ხალხმრავლობა, როგორც დოლმაბახჩეში, რომლის ქუჩა ბოსფორის სრუტის ნაპირზე მდებარეობს და ამიტომ იქ უამრავი ტურისტი დადის.

დელეგაციების შეხვედრა, წინა რაუნდისაგან განსხვავებით ორჯერ ნაკლების დროის განმავლობაში გრძელდებოდა და ერთ საათში დასრულდა.

უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა, წინა რაუნდის მსგავსად,  ისევ უარყო „ცეცხლის უსიტყვოდ შეწყვეტის“ იდეა, რომელიც კიევისა და მისი ევროპელი მოკავშირეების საკვანძო მოთხოვნას წარმოადგენს, თუმცა მხარეებმა ივალდებულეს, რომ ერთმანეთს დაუბრუნებენ საომარი მოქმედებების დროს დაღუპულ-გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეთა ცხედრებს (სულ 12 ათასს). მათში ასევე შედის ყველა ავადმყოფი და მძიმედ დაჭრილი 25 წლამდე ასაკის ჯარისკაცი.

რუსეთის დელეგაციის განცხადებით, უკრაინას შესთავაზეს ორი ან სამდღიანი ზავის დადება „ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე“, თუმცა რუსებს რაიმე დამატებითი დეტალები არ გაუმჟღავნებია.

ბუნებრივია, მოლაპარაკების დროს რაიმე სავარაუდო „გარღვევაზე“ მოლოდინი საერთოდ არ იყო, რადგანაც ორივე მხარის პოზიცია 2022 წლის თებერვლის ბოლოს დაწყებული ომის დასრულების საკითხზე „ერთმანეთისაგან ისე განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა“.

ამჟამად მოსკოვი აკონტროლებს უკრაინის სახელმწიფო ტერიტორიის 20%-ს, ყირიმის ნახევარკუნძულის ჩათვლით, რომლის ანექსია კრემლმა ჯერ კიდევ 2014 წელს განახორციელა.

შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ ბრიფინგზე გამოსვლისას უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმაროვმა განაცხადა, რომ კიევი დაბეჯითებით ითხოვს „ცეცხლის სრულ და უსიტყვოდ შეწყვეტას“, მინიმუმ 30 დღით მაინც (ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში), „რათა რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ადამიანთა ხოცვა-ჟლეტა“. მისი თქმით, მოლაპარაკებამდე რამდენიმე დღის წინ უკრაინამ რუსეთს გადასცა სამშვიდობო მემორანდუმის ტექსტი, რუსეთმა კი მსგავსი დოკუმენტი მხოლოდ უშუალოდ მოლაპარაკების დროს წარადგინა. შესაბამისად, უკრაინულ მხარეს მის გასაცნობად დრო დაჭირდება.

მართალია, სამშვიდობო მემორანდუმის რუსული ტექსტი ღიად არ გამოქვეყნებულა, მაგრამ როგორც რუსული მასმედია იუწყება, მოსკოვის მიერ შემუშავებული დოკუმენტის პროექტის ტექსტში რამდენიმე საკვანძო საკითხია წარმოჩენილი, მათ შორის – უკრაინის ჯარების გაყვანას იმ ოთხი ოლქის ტერიტორიიდან, რომელიც რუსეთის ჯარების მიერ ნაწილობრივ არის ოკუპირებული (ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები); უკრაინამ უნდა მოახდინოს თავისი არმიის დემობილიზაცია; ოფიციალურად უნდა განაცხადოს უარი სამხედრო ალიანსებში (მათ შორის ნატოში) გაწევრიანებაზე და რუსული ენა, უკრაინულთან ერთად, ქვეყნის ოფიციალურ ენად უნდა დადგინდეს. კრემლი ასევე ითხოვს საერთაშორისო სანქციების მოხსნას.

შეხვედრის დროს უკრაინამ რუსეთს გადასცა იმ ასობით ბავშვის სია, რომელიც ომის დაწყების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში იქნენ გაყვანილნი და ახლა ისინი თავიანთ უკრაინულ ოჯახებს უნდა დაუბრუნდნენ. კიევი ასევე ითხოვს ქვეყნის მეთაურების – ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის ერთმანეთთან სამიტს, თუმცა ამ წინადადების რეალიზების ალბათობა ძალიან მცირეა.

რუსეთი უარყოფს ცეცხლის უსიტყვო შეწყვეტას და მის ნაცვლად უპირატესობას ანიჭებს ლაპარაკს „მტკიცე მშვიდობაზე“. კრემლი იმეორებს ადრინდელ ხისტ მოთხოვნებს, რომლებიც, კიევისა და მისი დასავლელი მოკავშირეების შეფასებით, უკრაინის ფაქტიური კაპიტულაციის გამოცხადებას ნიშნავს.

ვოლოდიმირ ზელენსკი იმ დროს, როცა სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება მიმდინარეობდა, თვითონ ვილნიუსში (ლიეტუვა) იმყოფებოდა. მისი განცხადებით, რადგან რუსეთის მხრიდან არანაირი სიგნალები არ არის ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე, ამიტომ უკრაინას საკუთარი თავდაცვის განმტკიცებაზე ზრუნვა მოუწევს. სხვათა შორის, ჯერჯერობით უცნობია, ისაუბრეს თუ არა მოლაპარაკების დროს უკრაინის მიერ 30 მაისს განხორციელებული შეტევის თაობაზე, რომელიც უკრაინული დრონების მიერ რუსეთის სამხედრო აეროდრომების  დაბომბვაში გამოიხატა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

3 ივნისს ქუთაისში დღისით +23 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექს ვარაუდობენ.

ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში იწვიმებს. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიანი დღეა სოხუმშიც. +21 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც წვიმას ვარაუდობენ, დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი 8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში იწვიმებს. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც წვიმა იქნება. +20 იქნება დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 4 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც იწვიმებს, დღისით +22 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 4 გრადუსი იქნება.

ომალოში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +13, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ნალექიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. დღის განმავლობაში იწვიმებს.

თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება

3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მეგობრების ან ნათესავების სტუმრობა საშუალებას მოგცემთ, კარგად გაერთოთ. დღის მეორე ნახევარში ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან მოსალოდნელია ახლობელ ადამიანთან კონფლიქტი. გირჩევთ, ეს დღე ოჯახს და შვილებს დაუთმოთ. ინტიმური ურთიერთობების სფეროში წარმატება გელით.

კურო

წონასწორობის, კოსმოსური ენერგიის მიღებისა და წარსულის შეფასების დღეა. სამსახურსა და სახლში სტაბილურობა აღდგება. ვარსკვლავები გირჩევენ, რეალობა ფხიზლად შეაფასოთ და ილუზორულ პროექტებზე დრო არ დაკარგოთ. ეცადეთ, საკუთარ მოგებაზე მეტი იფიქროთ, ვიდრე საკუთარი პრინციპების დაცვაზე. მოთოკეთ დომინირების სურვილი. გამორიცხული არ არის, რომ საკუთარი საქმიანობის მიმართ ინტერესი დაკარგოთ და ყველა წამოწყებით იმედგაცრუებული დარჩეთ. გირჩევთ, საკუთარი გეგმების განხორციელებაში ახალი ადამიანები მიიზიდოთ.

ტყუპები

საშიში, სტრესებით სავსე დღეა. მოსალოდნელია შემოქმედებითი პოტენციალის შემცირება. საგულდაგულოდ შედგენილი გეგმა შეიძლება, ვიღაცის არასწორი რჩევების ან იდეების გამო ჩაგეშალოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ უსიამოვნებები სადღაც თქვენს სიახლოვესაა, ამიტომ ეცადეთ, დაუფიქრებელი განცხადებები და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება თავიდან აიცილოთ. ინტიმური ურთიერთობების სფეროში მოსალოდნელია არასტაბილურობა. ახალი ამბის გამო შეიძლება, მეგობრებისთვის დახმარების თხოვნა მოგიწიოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს იზრდება ეჭვები და გაუცხოება გარშემო მყოფთა მიმართ. გეჩვენებათ, რომ ყველა თქვენს პირად ცხოვრებაში ჩარევას ცდილობს და თავისუფლად მოქმედებას გიზღუდავენ. ოჯახის ნებისმიერ წევრში და ახლობელ ადამიანებშიც კი მტერს ხედავთ, ამიტომ გირჩევთ, მთელი დღე მარტოობაში გაატაროთ.

ლომი

ამ დღეს ბევრ ლომს შეიძლება პოპულარობის, ელიტური გართობისა და მხიარულების სურვილი გაუჩნდეს. მეგობრების ან ნათესავების სტუმრობა საშუალებას მოგცემთ, გაერთოთ და საკუთარი ნიჭი გამოავლინოთ. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობის და ფეხით გასეირნებისთვის. ეცადეთ, საღამო ოჯახურ საქმეებს და შვილებს დაუთმოთ. პირად ურთიერთობაში კმაყოფილება გელით.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის. წინა დღეების კონფლიქტური ფონი შემცირდება და ჰარმონიული განწყობა დაგეუფლებათ. დროა, მუშაობისა და დასვენების გეგმები შეადგინოთ. გირჩევთ, მნიშვნელოვანი საქმეები საღამოსთვის დაგეგმოთ. მეგობრების სტუმრობა ან მოულოდნელი სიურპრიზი საშუალებას მოგცემთ, ოდნავ განიტვირთოთ და დაისვენოთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა. ქალებს ქმრის ან ახლო მეგობრისგან სასიამოვნო სიურპრიზი ელით. ისინი მეგობრებისა და ოჯახის წევრების ყურადღების ცენტრში მოექცევიან. ვარსკვლავებს გირჩევენ, სასიყვარულო საქმეებმა ძალიან არ გაგიტაცოთ. უმჯობესია, მოლოდინის პოზიცია დაიკავოთ.

მორიელი

ამ დღეს მგრძნობიარე ნერვული სისტემის მქონე, გაუწონასწორებელი ადამიანები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. ეცადეთ ყველაფერში ზომიერება დაიცვათ და ემოციები აკონტროლოთ. ამ დღეს რადიკალურ მოქმედებებს უნდა ერიდოთ. თუ ამ დღეს მოგზაურობას შემოგთავაზებენ, არ დათანხმდეთ – გზაში მოსალოდნელია უსიამოვნო თავგადასავლები.

მშვილდოსანი

სტრესებით სავსე დღეა. ემოციური არასტაბილურობა, უხეშობა ან მოსალოდნელი დანაკარგის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება შეიძლება, უარყოფითად აისახოს მუშაობის შედეგებზე და საყვარელ ადამიანთან სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს. ამიტომ ეცადეთ, უპასუხისმგებლო განცხადებებისგან თავი შეიკავოთ.

თხის რქა

ამ დღეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოთ რადიკალური გადაწყვეტილებები – გახსოვდეთ, რომ თქვენი ნებისმიერი ქმედება შეიძლება თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდეს. პირად საქმეებში სირთულეები გელით – ეჭვიანი ბუნების გამო შეიძლება, პარტნიორთან ურთიერთობა გაიფუჭოთ. თავი დაანებეთ ზოგადსაკაცობრიო პრობლემებზე ფიქრს და უახლოესი გარემოცვით შემოიფარგლეთ.

მერწყული

ეს დღე სულიერი, შემოქმედებითი და სექსუალური შესაძლებლობების ზრდას განასახიერებს. ეცადეთ, დაგროვილი გამოცდილება გააანალიზოთ. გეგმების შედგენის, სოციალური და შემოქმედებითი კონტაქტებისთვის ხელსაყრელი პერიოდია. ამ დღეს სხვების მოსაზრებებს ნაკლები უნდა უსმინოთ, რათა ფინანსური და მორალური ზარალი აირიდოთ. ახალი ნაცნობობა ხანგრძლივ მეგობრობაში გადაიზრდება და შეიძლება, კარიერული წინსვლის ან ძლიერი ოჯახის შექმნის საფუძველი გახდეს.

თევზები

შემოქმედებითი პოტენციალის ზრდის დღეა. ექსტრავაგანტურობის მოყვარულები ყველაზე გაბედული იდეების განხორციელებას შეძლებენ. სავარაუდოდ, ახალი იდეები თქვენს მსოფლმხედველობაზე ძლიერ გავლენას მოახდენს. თევზების ემოციურ მდგომარეობას საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებული რომანტიკული საღამო მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის მემორანდუმის სრული ტექსტი გამოქვეყნდა

გამოქვეყნდა უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის მემორანდუმის სრული ტექსტი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

ძირითადი დებულებები:

  • ყირიმის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საერთაშორისო-სამართლებრივი აღიარება;
  • უკრაინის ნეიტრალიტეტის გამოცხადება, მისი უარი სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებაზე;
  • უკრაინაში სხვა სახელმწიფოების სამხედრო საქმიანობის აკრძალვა;
  • უკრაინის უბირთვო სტატუსი;
  • უკრაინის შეიარაღებული ძალების მაქსიმალური რაოდენობის დადგენა;
  • რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნა;
  • რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფა, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობაზე შეზღუდვების მოხსნა, ნაციზმის გმირულად გამოცხადების აკრძალვა;
  • უკრაინასთან დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების ეტაპობრივი აღდგენა;
  • საბრძოლო მოქმედებებით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით პრეტენზიებზე ურთიერთუარი;
  • ოჯახების გაერთიანებასთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა.

ცეცხლის შეწყვეტის ორი ვარიანტი:

ვარიანტი 1:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანა უკრაინის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

ვარიანტი 2:

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილების აკრძალვა; მობილიზაციის შეწყვეტა და დემობილიზაციის დაწყება;
  • მესამე ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლობის გამორიცხვა;
  • კიევისთვის უცხოური სამხედრო დახმარების შეწყვეტა;
  • კიევის უარი რუსეთის წინააღმდეგ დივერსიულ მოქმედებებზე;
  • პოლიტპატიმრების ურთიერთამნისტია და დაკავებული სამოქალაქო პირების გათავისუფლება;
  • უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმება;
  • არჩევნები უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან არაუგვიანეს ასი დღისა.