Home Blog Page 1084

,,აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს საწადელს! ივანიშვილი გაიწვევს “რუსულ კანონს” და გაიგებს თქვენ ხმას”-ბოკუჩავა

აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს საწადელს! ივანიშვილი გაიწვევს “რუსულ კანონს” და გაიგებს თქვენ ხმას, რომელიც ამბობს: “კი, ევროპას, არა რუსულ კანონს!”, – ასე მიმართა ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ.

 

მისი თქმით, “ქართული ოცნება” ევროპულ მომავალს ვერ წაგვართმევს და აღნიშნა, რომ “ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ერთიანობის ეშინია”.

 

“ჩემო ძვირფასებო, ძალიან ამაყი ვარ, რომ მე ერთ-ერთი თქვენგანი ვარ დღეს, რომ თქვენთან ერთად ვდგავარ აქ, რუსთაველზე და თქვენთან ერთად ვიცავ ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენს ევროპულ მომავალს. მე ვხედავ, რომ თქვენ აქ ხართ გამარჯვებისთვის და მხოლოდ გამარჯვებისთვის! ეს ჩანდა გუშინ, ეს ჩანს დღეს, ეს გამოჩნდება ხვალ და ყოველ დღე, სანამ ივანიშვილი არ გაიწვევს “რუსულ კანონს”! ივანიშვილმა მერამდენედ მოატყუა ქართველი ხალხი, მერამდენედ მოგატყუათ თქვენ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი თქვენგანი აქ იდგა შარშან, აქ ამბობდა: “არა რუსულ კანონს” და სწორედ თქვენი დამსახურებით გაიწვია ივანიშვილმა “რუსული კანონი”. სწორედ თქვენი დამსახურებით მიიღო საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს ძალიან დიდი მონაპოვარი, რომლის წართმევასაც ახლა ცდილობს ივანიშვილის პარტია, მაგრამ ვერ წაგვართმევენ! ვერ წაგვართმევენ ევროპულ მომავალს. იცით რატომ? იმიტომ, რომ თქვენ ხართ აქ, იმიტომ, რომ ერთიანი ვართ და ამის ეშინია ყველაზე მეტად ივანიშვილს! ივანიშვილს სწორედ ჩვენი ერთიანობის ეშინია!,” – განაცხადა ბოკუჩავამ.

,,მოვითხოვოთ, რომ გამოვიდეს პრემიერ – მინისტრი და დაგველაპარაკოს”- ლევან ცუცქირიძე

აქციის – “არა რუსულ კანონს” მონაწილეების მიერ ხელისუფლებისთვის “უცხოური გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტისგაწვევისთვის მიცემული 1 – საათიანი ვადა ამოიწურა.

აქციის ერთ-ერთმა წამყვანმა, ლევან ცუცქირიძემ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლონ.

„ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ, რომ ახლა ჩვენთან ერთად, მშვიდობიანად, წყნარად წავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან და მოვითხოვოთ, რომ გამოვიდეს პრემიერ – მინისტრი და დაგველაპარაკოს”, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ლევან ცუცქირიძის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლების შემდეგ,ისინი ხელისუფლებისგან კანონის უკან გაწვევასთან ერთად და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან დღეს, 12:00 საათიდან შეიკრიბნენ, ხოლო 19:00 საათიდან აქცია პარლამენტის წინ გაგრძელდა. კანონპროექტს მოქალაქეები მესამე დღეა აპროტესტებენ.

საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის კენჭისყრას სამდღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღოდა წინ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავთა გადაჯგუფება შეინიშნება

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავთა გადაჯგუფება შეინიშნება.

უფრო კონკრეტულად, ამ დროისთვის თავისუფლების მოედანზე შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მათ შორის სპეცდანიშნულების რაზმია განთავსებული. სპეცრაზმელები ადგილზე განთავსებულ ავტობუსებში იმყოფებიან. თავისუფლების მოედანზე დგას წყლის ჭავლის მანქანაც.

გარდა ამისა, სამართალდამცავთა მობილიზებაა მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორიაზეც.

როგორც ცნობილი ხდება, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები გამაგრებული არიან უშუალოდ პარლამენტის ეზოშიც.

,,საქართველოს სირცხვილი იქნება თუ გიგაურისა და ლომჯარიას დეკლარაციის გამო ქვეყანას რევოლუციას მოუწყობენ”- ყაველაშვილი

პრიმიტიულ, უმეცარ კითხვაზე – სად გინდა შენ, რუსეთში თუ ევროპაში? რა თქმა უნდა ყველა ჩვენგანის პასუხი ერთია, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, აქციების უკან, რომელიც რამდენიმე დღეა იმართება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ დგას, რომელშიც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხალხის დასანახად გასული ცნობილი სახეები შედიან.

ყაველაშვილმა ისაუბრა საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებზეც და მოუწოდა მათ დრო დაუთმონ პრემიერ-მინისტრის დღეს გამართულ ბრიფინგს, სადაც ის დეტალურად საუბრობს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

„განა ფეხბურთელებს თავიანთი პოზიცია არ უნდა ჰქონდეთ პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებზე, ამას არავინ ამბობს – საქართველო მათი ქვეყანაა და დიახ, ყველა მოვლენაზე თავიანთი აზრი უნდა გააჩნდეთ. უბრალოდ რჩევის სახით ვეტყვი, დღეს ბრიფინგი ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სხვათა შორის ნაკრების დიდი გულშემატკივარია და დეტალებში განმარტა, თუ რა პროცესებთან გვაქვს დღეს საქმე. ექნებათ ბიჭებს იმის საშუალება, რომ ოცი წუთი გამოყონ და მოუსმინონ რას საუბრობს პრემიერ-მინისტრი გამჭვირვალობის საკითხთან დაკავშირებით. სხვათა შორისს ისინი ევროპაში თამაშობენ და დიახ, ჩვენ გავკვალეთ გზა, რომ მათ დღეს ევროპაში ეთამაშათ. ამ ბიჭებსაც უწევთ გამოწვევების გადალახვა, თქვენ რა გგონიათ, რომ ყველა კეთილად არის განწყობილი მათ მიმართ?

ამ პრიმიტიულ, უმეცარ კითხვაზე – სად გინდა შენ, რუსეთში თუ ევროპაში? რა თქმა უნდა ყველა ჩვენგანის პასუხი ერთია.

მინდა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დგანან აქციაზე ვუთხრა, იმ ადამიანების უკან, რომლებიც მათ აქციებში ჩართვისკენ მოუწოდებენ, დგას ეკა გიგაური, რომლის ორგანიზაციას გამჭვირვალობა ჰქვია და რომელმაც დღეს გააზიარა პოსტი, სადაც წერია, რომ 83 კუბო უნდა წარმოადგინონ პარლამენტარებისთვის და ჩვენ ამ კუბოში უნდა შევწვეთ. არის მოწოდებები, რომ მოღალატეებს გაგვანადგურებენ და რატომ უნდა გაგვანადგურონ? ჩვენს სახელმწიფოს რომ ვიცავთ და მათი ორგანიზაციების გამჭვირვალობას რომ მოვითხოვთ? იმისთვის, რომ გვინდა საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება ნახოს ის დეკლარაცია, სადაც ასახული იქნება თუ საიდან ფინანსდებიან.

საქართველოს სირცხვილი იქნება თუ გიგაურისა და ლომჯარიას დეკლარაციის გამო ჩვენს ქვეყანას რევოლუციას მოუწყობენ. სულის ამოხდით ემუქრებოდა საქართველოს გივი თარგამაძე, რომელიც აქციაზე გამოჩნდა და პოლიციელებს ამუნათებს. შოთა უტიაშვილი, ბაჩო ახალაია, გვარამია, მელია და მთლიანად „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“. ეს ხალხი გვამუნათებს დღეს ჩვენ. ეს ადამიანები დგანან ამ აქციების უკან. ამიტომაც გვსურს, ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ველიდან გაქრობა და გასამართლება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

,,საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციოს გაფრთხილებებს,”- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციონ გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, და, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს პროგრესზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროქტი უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირისკენ გზაზე.

“ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით, რომ ამ კანონპროექტს, თუ ის ძალაში შევა, სტიგმატიზაცია შეუძლია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს რიგითი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის მუშაობენ. ასევე, შეუძლია მედია ორგანიზაციების სტიგმატიზაცია, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ, რათა საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდონ ინფორმაციას.

ვფიქრობთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალიზმი, მედია ორგანიზაციები ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია, საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციონ გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, და, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს პროგრესზე,” – განაცხადა პატელმა.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ერთსაათიანი ვადა მისცეს პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად, გაიწვიოს რუსული კანონი:

„ვსვამ კითხვას, არის თუ არა ჩვენი მოთხოვნა დღეს, რომ დღესვე გატანილ იქნას ეს კანონი უკან? დღესვე! გააკეთონ პოლიტიკური განცხადება დღესვე, როგორც მაშინ, 1 წლის წინ, როცა ახალგაზრდების ჩამოვარდნილ თმებზე საუბრობდნენ. გაიტანეთ ეს რუსული კანონი, გააკეთეთ განცხადება. ვისაც გონება შეგრჩათ, გონება არ არის მარტო კალკულატორი და შემოსავლების თვლა. გონება არის ის, რაც მომავალს ხედავს და წარსულს აფასებს და აწმყოს ადეკვატურად უყურებს. ჩვენ ველოდებით ერთი საათის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ განცხადებას, რომ ისინი ხედავენ ქართველი ხალხის პოლიტიკურ ნებას და ბრუნდებიან საკონსტიტუციო სივრცეში, რადგან გასულები არიან უკვე“, – განაცხადა აქციის წამყვანმა, რატი ამაღლობელმა.

ლაშა ბუღაძემ და აქციის მონაწილეებმა „პოსტივის“ გადამღებ ჯგუფს აქციის დატოვება მოსთხოვეს

საქართველოს პარლამენტთან, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, აქციის მონაწილეებმა „პოსტივის“ გადამღებ ჯგუფს აქციის დატოვება მოსთხოვეს.

თავდაპირველად, ამასთან დაკავშირებით განცხადება ლაშა ბუღაძემ გააკეთა, რის შემდეგაც „პოსტივის“ გადამღები ჯგუფის მისამართით აქციის მონაწილეებისგან გაისმა შეძახილები – წადი, წადი.

„აქ, ჩვენს სცენასთან აღმოჩნდა რუსული ტყუილების გამავრცელებელი „პოსტივი“. შევძახოთ – წადი, წადი. გავუკეთოთ მათ დერეფანი, კორიდორი გავუკეთოთ პროპაგანდისტებს“, – განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

,,ხეზე დავკიდებთ. კადაფივით მოუწევს”- კოტე ყუბანეიშვილი ბიძინა ივანიშვილზე

გაა***ს დროზე რა, სანამ კიდე კაი ხასიათზე ვართ, თორემ მაგას ხეზე დავკიდებთ, თავის ბაობაბზე, – ასე უპასუხა საპროტესტო აქციაზე მყოფმა მწერალმა კოტე ყუბანეიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რას ეტყოდა ბიძინა ივანიშვილს.

ყუბანეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს კადაფივით მოუწევს, ისევე როგორც მამუკა მდინარაძეს.

„გაა***ს დროზე რა, სანამ კიდევ კაი ხასიათზე ვართ, თორემ მაგას ხეზე დავკიდებთ, თავის ბაობაბზე, ეს არ არის მხატვრულად ნათქვამი, კადაფივით მოუწევს, ვერ გაასწრებს აქედან, ვერანაირი ავტო ის ვერ უშველის, ვერანაირი დრონი, ეს ხალხის მოთმინება არ ამოიყვანოს ყელიდან. მე, რა თქმა უნდა, პირადად არაფერს ვპირდები, ისტორია გაასამართლებს, ისევე როგორც მდინარაძეს. ხომ ყველაფერს წარმოიდგენდა, მაგრამ ელისაშვილი თუ მოსდებდა? – განაცხადა ყუბანეიშვილმა

,,გუშინდელ აქციაზე არავითარი დარბევა მომხდარა”- კობახიძე

ირაკლი კობახიძე – გუშინდელ აქციაზე არ მომხდარა არავითარი დარბევა, დარბევა იყო 2011 წლის 26 მაისს, როდესაც რამდენიმე ცხედარი განათავსეს ჯიხურების თავზე

გუშინდელ აქციაზე არ მომხდარა არავითარი დარბევა, დარბევა როდის იყო იცით? – 2011 წლის 26 მაისს, როდესაც რამდენიმე ცხედარი განათავსეს ჯიხურების თავზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გუშინდელ აქციაზე იყო სამი სამწუხარო ინციდენტი, ხუთი ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო და დაზიანებებზე დეტალური ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ.

„შეკრების დაშლა საზოგადოდ მოხდა უმაღლესი ევროპული სტანდარტებით, იყო სამი სამწუხარო ინციდენტი, როდესაც ალბათ, პოლიციელებს უმტყუნა ნერვებმა, მაგრამ რაც შეეხება დაზიანებებს, ხუთი ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო და დაზიანებებზე დეტალური ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ, რაც ეფუძნება ექიმების მიერ შედგენილ დასკვნებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,გერმანიის ელჩმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია”- კობახიძე

გერმანიის ელჩმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, თითქოს გერმანიაში სამივე შეხვედრაზე ჩვენს დელეგაციას უთხრეს, რომ კანონი ცუდია და არ უნდა მივიღოთ. „ლელოსთან“ ერთად დადის ხოლმე და შეიძლება, იქ მიიღო ეს ინფორმაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ჯობდა, ელჩს გადაემოწმებინა არასწორად გავრცელებული ინფორმაცია.

„ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე დაისვა კითხვები, რომლებსაც პასუხი გავეცით. პრეზიდენტს რეაგირებაც არ ჰქონია. უბრალოდ კითხვა დასვა, მიიღო პასუხი და არ გაგვიგრძელებია საუბარი, შემდეგ გადავედით ორმხრივ ურთიერთობებზე. რაც შეეხება ბუნდესტაგის პრეზიდენტს, მან დასვა კითხვები. თქვა, რომ ბუნდესტაგში მის კოლეგებს ჰქონდათ შეშფოთება ამ კანონთან დაკავშირებით, რომ არ იყო შესაბამისობაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან, პრინციპებთან და ა.შ. ამის შემდეგ მე გავუზიარე ჩემი არგუმენტები, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ გაგრძელდება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით. წარმოიდგინეთ, ჩადიხართ გერმანიაში პარლამენტის თავმჯდომარესთან. მილიონი საკითხი აქვთ ჩვენს კოლეგებს სხვა ქვეყნებში. ვერც პარლამენტის თავმჯდომარე, ვერც კანცლერი მით უმეტეს, კანონს ვერ წაიკითხავს. ქართულ კანონს ვერ წაიკითხავს. მას მიაწოდეს ინფორმაცია და მან ამის საფუძველზე დასვა კითხვა.

რაც შეეხება კანცლერს, მან განაცხადა, ამას ვადასტურებ. რაც იყო არასწორად გავრცელებული ელჩის მხრიდან, ჯობდა, გადაემოწმებინა, მათ შორის ჩემთან, რადგან არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. „ლელოსთან“ ერთად დადის ხოლმე საარჩევნო აგიტაციის ფარგლებში და შეიძლება, იქ მიიღო ეს ინფორმაცია, არ ვიცი. კანცლერმა ნამდვილად ბრძანა, რომ მისი აზრით, კანონი ევროკავშირის პრინციპებთან არ იყო შესაბამისობაში. რაც არ მომხდარა ორ დანარჩენ შეხვედრაზე, ეს თქვა ნამდვილად გერმანიის კანცლერმა. რაზეც ერთი არგუმენტი მე ვუთხარი, რომ თვითონ ევროკომისიამ მოიწონა და ა.შ. მან მიპასუხა, რომ მას თვითონ ევროკომისიის და ფრანგული კანონიც არ მოსწონს. არ მოსწონს გასაგებია, მაგრამ ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ მიიღო და რჩება ევროკავშირის წევრ ქვეყნად. არავის გაუკრიტიკებია საფრანგეთი ამისთვის. ანუ გასაგებია, რომ ეს არგუმენტი არ არის.

რაც შეეხება შინაარსს. შოლცს განვუმარტე, რომ ეს კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, ეს არის ყოველწლიური დეკლარაციები. ამასთან დაკავშირებით გვქონდა გარკვეული გაცვლა მოსაზრებების. შემდეგ იყო საერთო შეხვედრა დელეგაციასთან ერთად, სადაც კიდევ ერთხელ წარვადგინე არგუმენტები. იქ საერთოდ არ ყოფილა დისკუსია. არსებობდა წინასწარ გამზადებული ტექსტი, რაც ასევე გავრცელებული პრაქტიკაა, ვერავის გაამტყუნებ ამისთვის და ბუნებრივია, ეს ტექსტი წაკითხული იქნა ამ ბრიფინგზე. ამიტომ ვამბობ, საჯარო დისკუსია არის მნიშვნელოვანი. არ არის სწორი, როდესაც ცალმხრივად ხდება განცხადებების გავრცელება, მით უმეტეს, როცა ეს განცხადებები არ შეიცავს არგუმენტებს. ეს დაახლოებით იგივეა, როცა ალეკო ელისაშვილი გვერდიდან მიეპარა ერთ-ერთ დეპუტატს და დაარტყა. გვერდიდან მიპარვა არ არის სწორი. ვინმეს თუ არგუმენტები აქვს და აქვს საკუთარი პოზიცია წინ უნდა დაგიდგეს და შემოვიდეს შენთან ღია დისკუსიაში. ანუ ელისაშვილივით არ შეიძლება მოქცევა. ამიტომ ჩვენ ყველას ვთავაზობთ, რომ ერთად დავსხდეთ. ელჩები არიან აქ წარმოდგენილი. თუ არსებობს არგუმენტები ამ კანონის წინააღმდეგ, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ეს ყველაფერი ღია დისკუსიის რეჟიმში. იმედია, ელჩები ამ შეთავაზებას დათანხმდებიან. თვითონ გერმანიის ელჩი გაჰყვა ბოლნისში „ლელოს“ ლიდერებს, როცა მათ ჰქონდათ პარტიული ვიზიტი. ცუდი შემთხვევაა. მე არ მინდა, ისეთი გადახვევა გავაკეთო, მაგრამ, რა თქმა უნდა, არასწორია, პირველ რიგში, როცა თან ხაზარაძის სახლი გაქვს ნაქირავები და მერე თან დაჰყვები ხაზარაძეს ბოლნისში პოლიტიკური კამპანიის ფარგლებში. ეს უბრალოდ არასწორია. შესაბამისად, მე არ მიკვირს, რომ ერთ-ერთი რადიკალური პარტიის ერთ-ერთი სახე ჰყავდათ მათ დაქირავებული თარჯიმნად“, – განაცხადა პრემიერმა.

გარე ჩარევით აქ რევოლუციას ვერავინ დაუშვებს და ვერც მოაწყობს და ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რასაც ეს კანონი ემსახურება, არის სწორედ ასეთი პროცესების თავიდან აცილება ”- პრემიერი

უხეში მცდელობები, ჩაერიონ ჩვენს სუვერენიტეტში, მოითხოვონ აქ რევოლუცია და ა.შ. არის კიდევ ერთი მკაფიო დასტური იმისა, თუ რატომ არის საჭირო საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტარების მხრიდან რევოლუციაზე მოწოდებებს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, გარე ჩარევით საქართველოში რევოლუციას ვერავინ მოაწყობს და ამას არ დაუშვებს ხელისუფლება.

„თუ ვინმეს რევოლუცია მოუნდება ამ ქვეყანაში, თქვენ გახსოვთ, 2012 წელს პრაქტიკულად რევოლუციური არჩევნები ჩატარდა და ქართველი ხალხის მიერ შეიცვალა ხელისუფლება, მაგრამ რა თქმა უნდა, ვერავის გარე ჩარევით ვერავინ აქ რევოლუციას ვერ დაუშვებს და ვერც მოაწყობს. თუმცა ამისთვის ნაბიჯებიც არის გადასადგმელი და ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რასაც ეს კანონი ემსახურება, არის სწორედ ასეთი პროცესების თავიდან აცილება. ეს შესაბამისი ძალებისთვისაც დამზღვევია. შეიძლება, ვიღაცას ჰქონდეს ცდუნება, რომ საქართველოში სცადოს ვითარების არევა, მაგრამ გამჭვირვალე თუ იქნება უცხოური გავლენა, ამ შემთხვევაში ეს ცდუნება შემცირდება და ძალიან ბევრი თვალსაზრისით დადებით როლს შეასრულებს ეს კანონი,”- განაცხადა პრემიერმა.

,,დარწმუნებული ვარ, რომ იმ ყურადღებას მივიღებთ, რომელიც საჭიროა” – პრეზიდენტი

დარწმუნებული ვარ, რომ იმ ყურადღებას მივიღებთ, რომელიც საჭიროა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე

ზურაბიშივლმა France24-თან ინტერვიუში განაცხადა.

მან ისაუბრა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე, კერძოდ ევროპული საბჭოს სხდომაზე და კომენტარი გააკეთა იმაზე, რომ საქართველოს საკითხი სამიტის ფორმალურ დღის წესრიგში არ არის.

“კომუნიკაცია მაქვს ზოგიერთ ლიდერთან და ვფიქრობ, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აქ ვითარება დაძაბულია და ყურადღებას იმსახურებს. ნათელია, რომ უმთავრესი პრიორიტეტი არ ვართ და ეს ძალიან კარგი ნიშანია, არ მინდა, რომ საქართველო უმთავრეს პრიორიტეტში იყოს, ამას სულ სხვა მნიშვნელობა ექნებოდა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იმ ყურადღებას მივიღებთ, რომელიც საჭიროა, რათა არჩევნებამდე მივიდეთ და ევროპულ მომავალზე კონსოლიდაცია მოვახდინოთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.