Home Blog Page 1083

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

23 მაისს ქუთაისში +31 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13. ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. 26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ამბროლაურშიც, სადაც დღეს ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +25 იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გორში დღისით +25 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მზიანი დღე. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც იწვიმებს, დღე +15 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +16, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +24 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება, შეიძლება, სასარგებლო იყოს ქვეყნისთვის – რუსეთის დუმის დეპუტატი

ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება შეიძლება სასარგებლო ნაბიჯი იყოს ქვეყნისთვის, რადგან ეს საშუალებას მისცემს ქართველ ხალხს გააცნობიეროს, რომ დასავლეთი ცდილობს მათ პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობა ჩამოართვას, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ანდრეი ლუგოვოიმ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი მტკიცებიით, საკამათო კანონის ქართული ვერსია უფრო ლოალურია უცხოელი აგენტების მიმართ, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

„თუ განათლებული ადამიანები ამას ვერ ხედავენ, მაშინ, დიდი ალბათობით, ისინი ანგლო-საქსების წაქეზებით მოქმედებენ და საბოლოო ჯამში, ეს მხოლოდ ორმაგი სტანდარტებია“, – თქვა ლუგოვოიმ.

მისი მტკიცებით, საქართველოს მოსახლეობაში რუსეთის მიმართ სიძულვილი არ არსებობს და რომ რუს ტურისტებს საქართველო იზიდავთ.

„რუსებს უყვართ ქართული სამზარეულო, ქართული ღვინო, ქართული ღირსშესანიშნაობები და გარდა ამისა, ჩვენ ერთიანი მართლმადიდებლური რელიგია გვაერთიანებს. ახლა ქართველებს შესაძლებლობა ექნებათ შეადარონ, როგორ იქცევა რუსეთი ბოლო წლებში და როგორ იქცევიან ეს არამეგობრული ქვეყნები. ვფიქრობ, ახლა ამ ქვეყნის მოქალაქეები დაინახავენ უპატივცემულო დამოკიდებულებას მათ მიმართ და მათი სუვერენიტეტის მიმართ“, – განაცხადა ლუგოვოიმ.

 ,,ერთ-ერთი მთავარი, რასაც საარჩევნოდ საზოგადოებას შევთავაზებთ, განათლების ფუნდამენტური რეფორმა იქნება” – პრემიერი

ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მთავარი ხაზი არის, რომ ბავშვს, ახალგაზრდას, ადამიანს არ აძლევ საკმარის ცოდნას და ართმევ ღირებულებებს და ამ ხაზის ერთ-ერთი შემოქმედი, გამტარებელი ამ ქვეყანაში იყო გიგი თევზაძე თავის პარტნიორებთან ერთად“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საბოლოო ჯამში, ამ პოლიტიკამ და იდეოლოგიამ სამწუხაროდ, დიდწილად შედეგი მართლაც გამოიღო.

„შეგნებულად ანგრევდნენ განათლების სისტემას ეს ადამიანები – გიგი თევზაძე, გვარამია, შაშკინი და სხვები, ვინც იდგნენ განათლების პროცესების უკან. შეგნებულად ანგრევდნენ, ეს მათი დავალება იყო. ეს არის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი ხაზი, რომ უნდა მოშალო განათლების სისტემა და სამწუხაროდ, მათი საქმიანობის ეს შედეგები პირდაპირ სტატისტიკაშია ასახული. სხვათა შორის, ცინიზმია, რომ დღეს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ი აქვეყნებს განათლების სისტემის შედეგებს, სადაც ასეთი რამ უწერია – ჩვენი სკოლის მოსწავლეების, სავარაუდოდ ბოლო კლასზეა საუბარი, 63%-მა საბაზისო უნარების ტესტიც კი ვერ ჩააბარა და ამავდროულად ეს არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამაყობს იმით, რომ კონკრეტული წარმომადგენლები, მათ შორის ახალგაზრდები აპროტესტებენ წაუკითხავ კანონს, რაც არის სამწუხარო და ძალიან მძიმე რეალობა.

კიდევ ერთი შედეგი არის ის, რომ 81 ქვეყანაში გავედით 63-ე ადგილზე წაკითხულის გააზრებაში. რა თქმა უნდა, ეს არის 90-იანი წლების შედეგიც, მაშინ პირველად მოიშალა განათლების სისტემა, მაგრამ ამ პრობლემებს დამატებითი პრობლემები მიაყოლეს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სწორედ ეს იყო ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ხაზი – მთავარი არის ის, რომ სათანადო ცოდნა არ უნდა მისცე. ისტორიას აღარ ასწავლიდნენ ბავშვებს, რეალურად ეს ხდებოდა გიგი თევზაძის და მისი მეგობრების იდეოლოგია და თან ღირებულებებს აცლი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის განცხადებასაც გამოეხმაურა.

„ის პირდაპირ ამაზე საუბრობდა, რომ ღირებულებები არ უნდა გქონდეს, არ უნდა აფასებდე მთავარ ინსტიტუტებს, რაზეც დგას შენი იდენტობა, როგორიც ჩვენს შემთხვევაში პირველ რიგში არის მართლმადიდებელი ეკლესია. ეს არის ფსევდოლიბერალიზმი. გიგი თევზაძე და მიხაილ როთი არიან ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, ეს არის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ხაზი, რომლის მთავარი ამოცანაა, ბავშვს, ახალგაზრდას, ადამიანს არ მისცე საკმარისი ცოდნა და ამასთან ერთად გამოაცალო ღირებულებები. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ამას და ერთ-ერთი მთავარი რეფორმა, რაც საარჩევნოდ საზოგადოებისთვის იქნება შეთავაზებული, იქნება სწორედ განათლების ფუნდამენტური რეფორმა. ეს უნდა შეეხებოდეს როგორც ზოგად განათლებას, ისე უმაღლეს განათლებას და მეცნიერებას“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არსებული ხელისუფლების პირობებშიც ვერ გაკეთდა საკმარისი.

,,ვიღაცებს უნდათ აქ მღვრიე წყალი, მაიდანი, მეორე ფრონტი, რაც ჩვენ არ გვინდა – ეს არის შეუთანხმებლობის მთავარი მიზეზი”- ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვერ ვთანხმდებით საკვანძო თემაზე, ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა და ვიღაცებს უნდათ მღვრიე წყალი ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ დაიჭირონ თევზი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებას უნდა გამჭვირვალობა, ოპონენტებს კი არა, რაც კანონის შესახებ დისკუსიის ხელოვნურად დახურვის ერთადერთი მთავარი მიზეზია.

„ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ვენეციის კომისიის დასკვნაში. საბოლოო ჯამში, არგუმენტი რომ არ ჰქონდათ და ვენეციის კომისიას ვერაფერი დააწერინეს, ბოლოს დააწერინეს, გამჭვირვალობა არ ვარგაო, ანუ ასეთ აბსურდში შევიდა ვენეციის კომისია. მთავარი დასკვნა რაც დაწერა, ანუ რატომაც მოითხოვა კანონმდებლობის არმიღება, არის ის, რომ NGO-ების გამჭვირვალობა არ ვარგაო. აქ გამოჩნდა სინამდვილეში, თუ რა არის დისკუსიის დახურვის მიზეზი – ჩვენ ვერ ვთანხმდებით საკვანძო თემაზე, ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა და ვიღაცებს უნდათ მღვრიე წყალი ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ დაიჭირონ თევზი და ეს თევზი რაში გამოიხატა უკრაინის მაგალითზე, ძალიან კარგად ვნახეთ. ჩვენ არ გვინდა, დავტოვოთ მღვრიე წყალი ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ძალიან მძიმე შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს „ქართულმა მაიდანმა“ ჩვენი ქვეყანა, ეს არის ჩვეულებრივად ქვეყნის „უკრაინიზაცია“. ამაზე ვერ ვთანხმდებით. ვიღაცებს უნდათ აქ მღვრიე წყალი, ჩვენ არ გვინდა, ვიღაცებს უნდათ აქ „მაიდანი“, ჩვენ არ გვინდა მაიდანი. ვიღაცებს უნდათ მეორე ფრონტი, ჩვენ არ გვინდა მეორე ფრონტი. ეს არის შეუთანხმებლობის მთავარი მიზეზი. ამიტომ არ არის აქ სივრცე დისკუსიისთვის, მთავარი საკითხია შეუთანხმებლობის საგანი. ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა და ვენეციის კომისიას პირდაპირ ათქმევინეს, გამჭვირვალობა არ ვარგაო. აქ დეტალებზე კი არ არის საუბარი, რომ ეს ასე დაგეწერათ და ა.შ. მთავარ თემაზეა საუბარი – მათი პოზიციაა, რომ გამჭვირვალობა არ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ამ ქვეყანაში, იმისათვის რომ ვიღაცამ მერე მღვრიე წყალში თევზი დაიჭიროს და ჩვენ ეს არ გვინდა. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ქვეყნის ინტერესებს, უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ წყალი არ აიმღვრეს ამ ქვეყანაში, ანუ არ მოხდეს ამ ქვეყნის „უკრაინიზაცია“ და NGO-ების გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, რომელიც ამის საშუალებას მოგვცემს. ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის, გვაქვს უმარტივესი არგუმენტი და ჩვენი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ გამჭვირვალობა არის კარგი. მეორე მხარეს კი არის „არგუმენტი“, თეზისი, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვენეციის კომისიამ უარი თქვა პროფესიულ ღირსებაზე. როცა კანონში საუბარია იმაზე, რომ გამჭვირვალობისთვის მიიღება დოკუმენტი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ გამჭვირვალობას თავისთავად არ აქვს კონკრეტული მიზნები და რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი რაც არაერთხელ ითქვა, არის სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის და უსაფრთხოების დაცვა“, – განაცხადა პრემიერმა.

,,ბოლომდე უნდა იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობა”- პრემიერი

ჩვენ გვჭირდება ნამდვილი, ჭეშმარიტი, კლასიკური ლიბერალური ღირებულებები ამ ქვეყანაში, რაც გულისხმობს თავისუფლების სათანადოდ გააზრებას, ეს არის ილია ჭავჭავაძის ლიბერალიზმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, გვჭირდება კლასიკური, ტრადიციული ღირებულებები ჩვენს ქვეყანაში.

„ფსევდოლიბერალიზმის მთავარი ხაზი რა არის – არ აძლევ სათანადო ცოდნას, ართმევ ღირებულებებს. ჩვენ გვჭირდება სისტემა, სადაც აძლევ სათანადო ცოდნას და ასევე ათვიცნობიერებ ღირებულებებში სტუდენტს, ახალგაზრდას. ეს არის მთავარი ამოცანა. არ ვიცი მასშტაბი რა იქნება, მაგრამ მსგავსი იქნება აქაც წინააღმდეგობა, რაც ვიხილეთ იგივე გამჭვირვალობასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ამაზე დგას ის სიმახინჯე, რასაც ჰქვია ფსევდოლიბერალიზმი ჩვენს ქვეყანაში. საბედნიეროდ, ფსევდოლიბერალური იდეოლოგია არ არის წარმატებული საქართველოში, საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ მიყვება ამ იდეოლოგიას, თუმცა ტენდენციები არის, რა თქმა უნდა, ძალიან საშიში. ჩვენ გვჭირდება ნამდვილი, ჭეშმარიტი, კლასიკური ლიბერალური ღირებულებები ამ ქვეყანაში, რაც გულისხმობს თავისუფლების სათანადოდ გააზრებას, ეს არის ილია ჭავჭავაძის ლიბერალიზმი და არა იმ ადამიანების, ვისზეც გვქონდა ახლა საუბარი. ჩვენ გვჭირდება კლასიკური, ტრადიციული ღირებულებები ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება იმის გააზრება, რომ უნდა იყოს ბოლომდე დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობა, მათ შორის, უნდა იყოს დაცული, რა თქმა უნდა, მართლმადიდებელი ეკლესია, ქრისტიანული ღირებულებები ჩვენს ქვეყანაში. თუ ჩვენთან ქრისტიანული კულტურა მოიშალა, საქართველოს ევროპულობიდან საერთოდ არაფერი დარჩება. ამიტომ, ამაზე მაქსიმალური ზრუნვა გვმართებს.

შეუძლებელია ტრადიციების პატივისცემა და ფსევდოლიბერალიზმი ერთმანეთთან დააბალანსო. თუ სადმეა შეუძლებელია ბალანსი, სწორედ არის ეს ორი მოვლენა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

საქმეზე ყურადღების კონცენტრირება და დაწყებულის დასრულება გიჭირთ, რაც ძალიან გაღელვებთ და გაღიზიანებთ. მზად იყავით კრიტიკის მოსასმენად და ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, გახსოვდეთ, რომ წვრილმანებს ყურადღება უნდა მიაქციოთ და არაფერი გამოგეპაროთ. ნუ ენდობით ადამიანს, რომელიც თქვენი ნდობის მოპოვებას ძალიან დაჟინებით ცდილობს.

კურო

წარმატების მიღწევა ყოველთვის ადვილი არ არის. შესაძლოა, გარისკვა და რთული არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ. ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ, რადგან დახმარება ძალიან დააგვიანებს. მოერიდეთ პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას – ამ დღეს გრძნობებში გარკვევა გიჭირთ.

ტყუპები

ამ დღეს თქვენი იდეებით შეიძლება გავლენიანი ადამიანები დაინტერესდნენ. შედეგად, ისეთ მხარდაჭერას მიიღებთ, როგორზეც ვერც იოცნებებდით. ახლობელ ადამიანებთან ერთად მნიშვნელოვან საკითხს განიხილავთ და ყველასთვის მისაღებ გამოსავალს იპოვით. ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. მოგებიანი გარიგებების დადებას კომერციისგან შორს მდგარი ტყუპებიც კი შეძლებენ.

კირჩხიბი

წინააღმდეგობრივი დღეა. იმაზე მეტი საქმე გექნებათ, ვიდრე ელოდით და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათი დასრულება შეძლოთ. ადამიანებმა, რომლებიც დახმარებას დაგპირდნენ, შეიძლება რთულ დროს პრობლემებთან მარტო დაგტოვონ. თუმცა, მათ არ ადანაშაულებთ, რადგან ხვდებით, რომ სხვაგვარად შეუძლებელი იყო. ფინანსურ საკითხებში ეცადეთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები აუცილებლად დანაკარგებს გამოიწვევს.

ლომი

ამ დღეს შანსი გაქვთ, რომ კონფლიქტები მოაგვაროთ და თავი დააღწიოთ იმას, რაც წინსვლაში ხელს გიშლით. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას – თუ ამას გააკეთებთ, უმნიშვნელო საკითხებზე ნერვიულობა და უსარგებლო საუბრებზე დროის დაკარგვა აღარ მოგიწევთ. შეიძლება მოულოდნელი ფინანსური შემოსავალი მიიღოთ.

ქალწული

ნაკლებად ნაყოფიერი, მაგრამ სასიამოვნო დღეა. გარშემო მყოფებთან საერთო ენის პოვნას და შეთანხმებას ადვილად ახერხებთ. შეიძლება ახალი თანამოაზრეები აღმოაჩინოთ და გრძელვადიან თანამშრომლობაზეც შეთანხმდეთ, მაგრამ მზად იყავით, რომ მოგვიანებით მისი პირობები გადაიხედება. ამ დღეს თუ არ იზარმაცებთ ძველი შეცდომების გამოსწორებას შეძლებთ.

სასწორი

თუ სხვების აზრს ანგარიშს არ გაუწევთ, ამას შეიძლება სერიოზული პრობლემები მოჰყვეს. შეეცადეთ, თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობები შეინარჩუნოთ. მოერიდეთ დაპირებების გაცემას და ახალი ვალდებულებების აღებას. განსაკუთრებით თუ ეს ფულს ეხება. გახსოვდეთ, ამ დღეს ფინანსურ საკითხებში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ნივთის შეძენამდე ან გარიგების დადებამდე ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონეთ და თუ საჭიროა, რჩევა გამოცდილ ადამიანებს სთხოვეთ.

მორიელი

თუ გრძნობთ, რომ რაღაც ისე არ ხდება, როგორც თქვენ გსურთ, ეცადეთ, გეგმები სწრაფად შეცვალოთ, რათა გარემოებები თქვენს სასარგებლოდ შემოაბრუნოთ. მოსალოდნელია უთანხმოება კოლეგებთან და უფროსებთან. მზად იყავით იმისთვის, რომ საკუთარი პოზიციის დაცვა რთული იქნება. მოგვიანებით სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. სავარაუდოდ, შემოსავლის ახალი წყაროს პოვნის შანსი გაჩნდება. საღამოს სასიამოვნო ამბებს უნდა ელოდოთ.

მშვილდოსანი

მშვენიერი დღეა მოკავშირეების პოვნისა და მათთან ძალების გაერთიანებისთვის. შეგიძლიათ საერთო გეგმებისა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება დაიწყოთ. მიუხედავად იმისა, რომ უდავო ლიდერი ხართ, გირჩევთ, სხვების მოსაზრებებიც გაითვალისწინოთ. პოზიტიური ემოციების წყურვილი დაუფიქრებელი მოქმედებისკენ გიბიძგებთ, რომელსაც მალე ინანებთ. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი ხარჯებისგან და ეცადეთ, ფულის დაგროვება დაიწყოთ.

თხის რქა

მშვიდი და სასიამოვნო დღეა. მიმდინარე საქმეებს სწრაფად გაუმკლავდებით და საშუალება გექნებათ, ურთიერთობა დაამყაროთ ადამიანთან, რომელიც დიდი ხანია გაინტერესებთ. ამით საინტერესო ურთიერთობა დაიწყება. შეიძლება გარკვეული პრობლემები წარმოიშვას, რომელთა მოგვარებაში ძველი ნაცნობები დაგეხმარებიან.

მერწყული

სირთულეებით სავსე, დაძაბული დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ არ დანებდეთ, თუნდაც მოვლენები თქვენთვის წამგებიანი სცენარით განვითარდეს. მიზანს აუცილებლად მიაღწევთ, მაგრამ ისე სწრაფად არა, როგორც გსურთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ადამიანებთან, რომლებიც თქვენი ნდობის მოპოვებას ცდილობენ. ამ ადამიანებმა შეიძლება გამოიყენონ და გიღალატონ.

თევზები

ამ დღეს შეიძლება დიდ წარმატებას მიაღწიოთ. მთავარია, გამძლეობა და თავდაჯერება გამოიჩინოთ. აკეთეთ ის, რასაც საჭიროდ ჩათვლით და გარშემო მყოფთა აზრს ყურადღებას ნუ აქცევთ. ეცადეთ კრიტიკას მშვიდად მოეკიდოთ და შენიშვნებმა არ გაგანაწყენოთ. ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. ამ სფეროში ინტუიცია არ გიღალატებთ – ყველაზე სარისკო გადაწყვეტილებებიც კი წარმატებული იქნება.

გაუმჭვირვალობამ აცდუნა როგორც ორგანიზაცია, ასევე დონორი – პრემიერი

გაუმჭვირვალობამ აცდუნა როგორც ორგანიზაცია, ასევე დონორი, რომ გაეყალბებინათ პარალელური დათვლის შედეგები, თუმცა, როგორც კი საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გავხადეთ ინფორმაცია დონორების, მათ შორის USIAD-ისა და NDI-ის თაობაზე, მაშინვე მოუწიათ უკან დახევა და საბოლოო ჯამში პარალელური დათვლის მთავარი დანიშნულება რაც იყო, რიგგარეშე არჩევნების გამოწვევა, ეს ვეღარ მოხერხდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე როცა აქცენტი არ კეთდებოდა, ამ პირობებში თავისუფლად გააყალბეს პარალელური დათვლის შედეგები.

„იმ პირობებში, როცა არათუ გამჭვირვალე არ იყო, არამედ აქცენტიც კი არ კეთდებოდა გამჭვირვალობაზე, მოხდა რა – USIAD აფინანსებდა პარალელური დათვლის პროცესს და კონკრეტულად NDI-ის მიერ დაფინანსებული თანამშრომელი ითვლიდა პარალელურად საარჩევნო შედეგებს. NDI და USIAD იყო პირდაპირ ჩართული. იმ პირობებში, როდესაც არც გამჭვირვალე იყო ეს დაფინანსება, არც არავინ აკეთებდა აქცენტს გამჭვირვალობის აუცილებლობაზე, ძალიან მარტივად გააყალბეს პარალელური დათვლის შედეგები, შესაბამისად, გაუმჭვირვალობამ შექმნა ცდუნება, რომ ასეთი რამ გაკეთებულიყო. გაუმჭვირვალობამ შეასრულა სწორედ ეს როლი, რომ დაზღვევა ვერ მოხდა. მას შემდეგ რაც, ჩვენ გამჭვირვალე გავხადეთ ინფორმაცია, ანუ საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია დონორებთან დაკავშირებით, ამან ნახეთ, რამხელა შედეგი გამოიღო – საბოლოო ჯამში ეს გაყალბება იყო განკუთვნილი, რათა ჩატარებულიყო რიგგარეშე არჩევნები და სწორედ გამჭვირვალობით, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებით, მოვახერხეთ ის, რომ პარალელური დათვლის გაყალბება ვეღარ გახდა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მიზეზი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, გამჭვირვალობამ ძალიან დიდი, საკვანძო როლი შეასრულა, რომ გაყალბებული პარალელური დათვლის წყალობით მათ ვერ მოახერხეს რიგგარეშე არჩევნების გამოწვევა ქვეყანაში.

„პარალელური დათვლა სწორედ რომ საჩვენო არგუმენტია ანუ გაუმჭვირვალობამ აცდუნა როგორც ორგანიზაცია, ასევე დონორი, რომ გაეყალბებინათ პარალელური დათვლის შედეგები, თუმცა, როგორც კი საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გავხადეთ ინფორმაცია დონორების თაობაზე, მათ შორის USIAD-ისა და NDI-ის თაობაზე, მაშინვე მოუწიათ უკან დახევა. საბოლოო ჯამში პარალელური დათვლის მთავარი დანიშნულება რაც იყო, რიგგარეშე არჩევნების გამოწვევა, ეს ვეღარ მოხერხდა. გამჭვირვალობამ იქაც თავისი ძალიან სერიოზული როლი შეასრულა. თუ მომავალში წინდაწინ იქნება გამჭვირვალე ყველაფერი, რა თქმა უნდა, თავიდანვე იქნება დაზღვეული ასეთი არასწორი პრაქტიკა როგორიც არის პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება, რევოლუციის მოწყობის მცდელობა და ა.შ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამჭვირვალობა ბევრ რამეს დააზღვევს, გაუჭირდებათ, ღიად უცხოური დაფინანსებით გააგრძელონ მაგალითად ეკლესიაზე თავდასხმა, ან აწარმოონ ლგბტ პროპაგანდა, ამიტომ ეშინიათ გამჭვირვალობის – ირაკლი კობახიძე

გამჭვირვალობა ბევრ რამეს დააზღვევს, გაუჭირდებათ, ღიად უცხოური დაფინანსებით გააგრძელონ მაგალითად ეკლესიაზე თავდასხმა, ან აწარმოონ ლგბტ პროპაგანდა და ა.შ. ამიტომ ეშინიათ ვიღაცებს გამჭვირვალობის, რომ მოუწევთ კონკრეტულ არასწორ პრაქტიკაზე უარის თქმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება” განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გამჭვირვალობის კანონი ხელს შეუწყობს იმას, რომ თვისებრივად გაიზრდება დონორების პასუხისმგებლობის საკითხი.

„მათ შორის იქ უამრავი ფაქტი ამოვარდება. საზოგადოება გაიგებს, ვინ აფინანსებდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოძრაობას „სირცხვილია”, ან ისეთ ორგანიზაციებს, როგორიც არის მაგალითად „წერტილი”, „ტალღა” და ა.შ რომლებიც ღიად თავს ესხმიან მართლმადიდებელ ეკლესიას, პირდაპირ ეწევიან პროპაგანდას მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, ეწევიან ნარკოტიკების პროპაგანდას, ათას მანკიერებაში არიან ჩართული, პირდაპირ ჩართული არიან რადიკალიზმის გაღვივებაში. როდესაც საზოგადოება ამ ყველაფერს ნახავს, როცა საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახდება ინფორმაცია იმის შესახებ, ვინ აღვივებს ამ ქვეყანაში პოლარიზაციას, ვინ ესხმის თავს მართლმადიდებელ ეკლესიას, ვინ ეწევა ლგბტ პროპაგანდას და ა.შ, ეს გამჭვირვალობა ხომ ბევრ რამეს დააზღვევს, ხომ გაუჭირდებათ, ღიად უცხოური დაფინანსებით გააგრძელონ მაგალითად ეკლესიაზე თავდასხმა, ან აწარმოონ ლგბტ პროპაგანდა და ა.შ. რა თქმა უნდა, ამაზე უკან დაიხევენ. ამიტომ ეშინიათ ვიღაცებს გამჭვირვალობის, რომ მოუწევთ კონკრეტულ არასწორ პრაქტიკაზე უარის თქმა”, – აღნიშნა პრემიერმა.

,,ერთადერთი, რაც უნდა გასაჯაროვდეს, არის ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია – შემოსავლები და ხარჯები, რასაც პოლიტიკური პარტიები უკვე აკეთებენ და ეს არასოდეს გამხდარა მათი საქმიანობის შეფერხების მიზეზი”- პრემიერი

ერთადერთი, რაც უნდა გასაჯაროვდეს, ეს არის ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია – შემოსავლები და ხარჯები, მეტი არაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამას პოლიტიკური პარტიები უკვე აკეთებენ და ეს ყველაფერი არასოდეს გამხდარა მათი საქმიანობის შეფერხების მიზეზი. მისივე განცხადებით, თუ გამჭვირვალობა აქამდე დაბრკოლებას არ უქმნიდა პოლიტიკურ პარტიებს, გაუგებარია, რატომ შეუქმნის დაბრკოლებას NGO-ებს.

„ერთადერთი, რაც უნდა გასაჯაროვდეს, ეს არის ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია – შემოსავლები და ხარჯები, მეტი არაფერი, რასაც პოლიტიკური პარტიები უკვე აკეთებენ და არასოდეს ეს არ გამხდარა არც პარტიების საქმიანობის შეფერხების მიზეზი, არც მითუმეტეს მათი დახურვის მიზეზი და ა.შ. ანუ ასეთი ტიპის აბსურდულ საკითხებზე გვიწევს მსჯელობა. დღემდე, წლების განმავლობაში, პარტიები აქვეყნებენ მთლიანად, ბევრად უფრო დეტალურად, ვიდრე მოეთხოვებათ არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარ შემოსავლებს და გასავლებს და პარტიების საქმიანობის შეფერხების თემა არასოდეს დამდგარა დღის წესრიგში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრად უფრო გამჭვირვალეა პარტიების საქმიანობა, ვიდრე ამას ითვალისწინებს ახალი კანონი. ისინი ამტკიცებენ, რომ ამ ყველაფერმა, გამჭვირვალობამ, შეიძლება დაბრკოლება შეუქმნას ორგანიზაციის საქმიანობას. პარტიებს თუ არ უქმნიდა აქამდე, NGO-ებს რატომ შეუქმნის,“- აღნიშნა პრემიერმა.

კობა კობალაძე აშშ-ს ეროვნული გვარდიის უფროსს, გენერალ დანიელ ჰოკანსონს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია “TAPS”-ის („Tragedy Assistance Program for Survivors” – ტრაგედიის დახმარების პროგრამა მარჩენალდაკარგულთათვის”) სათაო ოფისში, აშშ-ს ეროვნული გვარდიის უფროსს, ოთხვარსკვლავიან გენერალ დანიელ ჰოკანსონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაცნობითი შეხვედრა, TAPS”-ის 30- ე ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა და მას TAPS-ის უკრაინის ოფისის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. როგორც გენერალმა დანიელ ჰოკანსონმა შეხვედრაზე განაცხადა, დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრების მხარდაჭერა და მათზე ზრუნვა, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისივე თქმით, აშშ-სა და საქართველოს ეროვნულ გვარდიას, ერთმანეთთან,წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს და ამერიკა, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერასა და თანადგომას.

„შეხვედრაზე, კობა კობალაძემ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის როლს ქვეყნის განვითარებაში.მან მადლიერება გამოხატა იმ ჰუმანიტარული პროექტების, თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობისთვის, რასაც ამერიკა, დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, ჩვენს ქვეყანაში ახორციელებს.

სამსახურის დირექტორმა, ისაუბრა იმ პროგრამებზეც, რომელთაც სამსახური, ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ახორციელებს. მან, მადლობა გადაუხადა ქალბატონ ბონი ქეროლს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ TAPS-თან თანამშრომლობამ და გამოცდილების გაზიარებამ, ახალ, უფრო მჭიდრო და ქმედით ეტაპზე გადაიყვანა დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახებზე ზრუნვა. აღსანიშნავია, რომ გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს, 2002 წელს მინიჭებული აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში – ჯორჯიის შტატის საპატიო გვარდიელის წოდება.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა თავდაცვის ატაშე აშშ-სა და კანადაში, პოლკოვნიკი რობერტ არღვლიანი.

ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს განაგრძობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი, არაფერი აქვთ სათქმელი და დოკუმენტი სავსეა აბსურდული ჩანაწერებით და ტყუილებით – კობახიძე

წავიკითხე გამოგზავნილი დოკუმენტი და როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება”, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დოკუმენტში უამრავი აბსურდული ჩანაწერი და ტყუილია.

„უბრალოდ, უხერხულობას ვგრძნობდი, როგორც იურისტი, როდესაც ამ დოკუმენტს ვკითხულობდი, იმდენად უსუსური იყო ის სახე, რომელიც აჩვენა ვენეციის კომისიამ ამ დოკუმენტით. არაფერი აქვთ სათქმელი და უბრალოდ არის სავსე აბსურდული ჩანაწერებით და მათ შორის ტყუილებით. უამრავი სიცრუე გხვდებათ თქვენ ვენეციის კომისიის დოკუმენტში და ამ სიცრუესთან ერთად არის სრულიად აბსურდული სამართლებრივი მსჯელობა ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, მაგრამ საზოგადოება უყურებს საბოლოო ჯამში არა იმას, თუ რა თქვა ვენეციის კომისიამ, არამედ უყურებს იმას, თუ სად არის სიმართლე და ეს არის ერთ-ერთი სერიოზული მიღწევა, რაც ჩვენ გვაქვს ამ 2-3 წლის განმავლობაში. ამიტომ ვამბობთ ხოლმე მათ შორის ხშირად, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის სუვერენული, როგორც არასდროს. ამაში მათ შორის იგულისხმება ის, რომ საზოგადოება უფრო მეტად აფასებს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. ანუ დამოუკიდებლობის ფასი დღეს უფრო მეტად აქვს გააზრებული ქართულ საზოგადოებას დღეს, ვიდრე ჰქონდა თუნდაც 3-4 წლის წინ”, – აღნიშნა პრემიერმა.

როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი, არაფერი აქვთ სათქმელი და დოკუმენტი სავსეა აბსურდული ჩანაწერებით და ტყუილებით – კობახიძე

წავიკითხე გამოგზავნილი დოკუმენტი და როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება”, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დოკუმენტში უამრავი აბსურდული ჩანაწერი და ტყუილია.

„უბრალოდ, უხერხულობას ვგრძნობდი, როგორც იურისტი, როდესაც ამ დოკუმენტს ვკითხულობდი, იმდენად უსუსური იყო ის სახე, რომელიც აჩვენა ვენეციის კომისიამ ამ დოკუმენტით. არაფერი აქვთ სათქმელი და უბრალოდ არის სავსე აბსურდული ჩანაწერებით და მათ შორის ტყუილებით. უამრავი სიცრუე გხვდებათ თქვენ ვენეციის კომისიის დოკუმენტში და ამ სიცრუესთან ერთად არის სრულიად აბსურდული სამართლებრივი მსჯელობა ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, მაგრამ საზოგადოება უყურებს საბოლოო ჯამში არა იმას, თუ რა თქვა ვენეციის კომისიამ, არამედ უყურებს იმას, თუ სად არის სიმართლე და ეს არის ერთ-ერთი სერიოზული მიღწევა, რაც ჩვენ გვაქვს ამ 2-3 წლის განმავლობაში. ამიტომ ვამბობთ ხოლმე მათ შორის ხშირად, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის სუვერენული, როგორც არასდროს. ამაში მათ შორის იგულისხმება ის, რომ საზოგადოება უფრო მეტად აფასებს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. ანუ დამოუკიდებლობის ფასი დღეს უფრო მეტად აქვს გააზრებული ქართულ საზოგადოებას დღეს, ვიდრე ჰქონდა თუნდაც 3-4 წლის წინ”, – აღნიშნა პრემიერმა.