Home Blog Page 1070

“დადასტურდა, რომ სააკაშვილი არათუ ავად არის, არამედ უნდა, რომ ავანგარდში ჩაუდგეს პოლიტიკურ მოძრაობას” – გიორგი ვოლსკი

დადასტურდა, რომ სააკაშვილი არათუ ავად არის, არამედ უნდა, რომ ავანგარდში ჩაუდგეს პოლიტიკურ მოძრაობას, – ამის შესახებ პირველმა ვიცე სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ეს ფაქტია და ყველამ ვიხილეთ, მაგრამ ამაში არ არის საქმე. ამდენი ხანი ამ თაღლითობის პოლიტიკით, რევოლუციური პროცესების განვითარების დაუოკებელი ჟინი და სურვილი, რამაც სააკაშვილი დააწვინა ლოგინში და ამდენი ხანი სიმულაციას ახდენდა მომაკვდავი დემოკრატის, აი ამაშია საქმე, ეს არის სიბინძურე“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოდან საჩივარი გამოიტანა. შესაბამის წერილში აღნიშნულია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის.

“ივანიშვილმა გვითხრა, რომ მიზანმიმართულად შემოიტანა „რუსული კანონი“, ჩვენი ნერვებით თამაშობს” – ლევან ხაბეიშვილი

ივანიშვილმა გვითხრა, რომ მიზანმიმართულად შემოიტანა „რუსული კანონი“ და ეს უბრალოდ თამაშის ნაწილია. ჩვენი ყოველდღიურობით, ნერვებით თამაშობს, ერთობა. თურმე დაგვღლის და მერე გადაგვივლის. რეალურად კი შეშინებული, ადამიანობისგან, მორალისგან დაცლილი ცინიკოსი იდგა სცენაზე მის ტაშის მკვრელებთან ერთად, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს არც ერთი სიტყვა ხალხის კეთილდღეობაზე, დასაქმებაზე, ხელფასების მატებასა და გადასახადების შემცირებაზე.

„12 წლის თავზე, ხალხის ხარჯზე კიდევ უფრო გამდიდრებული მილიარდერი კაცი, გამილიონერებულ ჩინოვნიკებთან ერთად იდგა სცენაზე და იქიდან მიმართავდა მისივე გაღარიბებულ, სიდუხჭირეში მცხოვრებ ხალხს. იმ ადამიანებს, რომლებიც იძულებით და დაშინებით ჩამოიყვანეს აქციაზე.

არცერთი სიტყვა ხალხის კეთილდღეობაზე, ხალხის დასაქმებაზე, ხელფასების მატებაზე, გადასახადების შემცირებაზე, ხალხის ხელშეწყობაზე. არცერთი სიტყვა მოქალაქეების საჭიროებებზე.

კაცი, რომელსაც იმდენი ფული აქვს, რომ ვეღარ ითვლის, ტაშს აკვრევინებდა საზოგადოებას (რიგ შემთხვევაში ჩაწერილ ტაშს ) და პიედესტალიდან ამბობდა – კიდევ უფრო გაგაღარიბებთ, პერსპექტივას მოგიკლავთ, ევროპას ჩამოგაშორებთ, თქვენ კი ჩემი და ჩემი ჩინოვნიკების სიმდიდრით დატკბითო.

როგორი დამცინავი იყო მთელი მისი გამოსვლა, სადაც ძირითადად სიძულვილზე, დაყოფაზე, დაპირისპირებაზე საუბრობდა.

ხაზს უსვამდა, რომ გენიოსი, სტრატეგოსია და მხოლოდ მან იცის რა არის სწორი, მართალი. დაიქადნა, რომ ხელებს გადაგიგრეხთ, „დუბინკებს“, ტყვიებს დაგიშენთ და მაინც გავიტან რაც გადაწყვეტილი მაქვსო.

დასცინოდა ხალხს, ახალგაზრდებს, მსახიობებს, სპორტსმენებს, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, ჩვენს შვილებს.

მხოლოდ სიძულვილს აფრქვევდა! გამოგონილ მტრის ხატს ხატავდა. ვისაც ევროპული მომავალი გვინდა მუშტები მოგვიღერა – დაგამარცხებთ და წელში გაგტეხთო. ამასობაში, მისი მილიარდერი შვილი, დაცვის ალყაში მოქცეული, მსვლელობას იმ ახალგაზრდებთან ერთად მოუყვებოდა, ვისაც პერსპექტივა სწორედ ივანიშვილებმა და კოლექტიურმა „ივანიშვილებმა“ მოუკლეს.

მედიდურად იდგა და დარწმუნებული ვარ, დღეს საღამოს მისივე დაცვის კორდონის უკან მდგარი არცერთი ახალგაზრდის პრობლემა არ გაახსენდება. არ დააინტერესებს და ცხადია, არც არასდროს მოიკითხავს.

ივანიშვილმა დღეს გვითხრა, რომ მიზანმიმართულად შემოიტანა „რუსული კანონი“ და ეს უბრალოდ თამაშის ნაწილია. ჩვენი ყოველდღიურობით, ნერვებით თამაშობს, ერთობა. თურმე დაგვღლის და მერე გადაგვივლის, ამას ისეთი სიამოვნებით ამბობდა, რთულია არ დაეჭვდე იმის თაობაზე, რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობა დამძიმებულია.

სად იყო მის გამოსვლაში ხალხი? სიყვარული? პოზიტივი? ერთობა? ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ნეგატივი და ბოროტება აფრქვია სცენიდან? ამას იმსახურებს ჩვენი მრავალჭირნახული საქართველო? ამას იმსახურებს ილიას საქართველო? ჭირსაც წაუღია ყველა პარტია, როცა ეროვნულ, სახელმწიფოებრივ საკითხებს ეხება საქმე! ყველა ერთიანები უნდა ვიყოთ, მტკიცე და ერთმანეთის მხარდამხარ.

რეალურად შეშინებული, ადამიანობისგან, მორალისგან დაცლილი ცინიკოსი იდგა სცენაზე მის ტაშის მკვრელებთან ერთად.

ერთ მუშტად შეკრულ ქართველ ხალხს ვერავინ დააჩოქებს! წინ გამარჯვებისკენ! შინ ევროპაში! არა რუსულ კანონს! ვაჩვენოთ, რა შეუძლია სიყვარულით გაერთიანებულ საქართველოს!“ – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოსთვის წარმოუდგენლად შემაშფოთებელია ისეთი კანონმდებლობის შემოღება, რომელიც პუტინის იგივე ანტიდემოკრატიული ინსტრუმენტის მსგავსია-ამერიკელი სენატორები

საქართველოსთვის, შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტნიორისთვის, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, წარმოუდგენლად შემაშფოთებელია ისეთი კანონმდებლობის შემოღება, რომელიც პუტინის იგივე ანტიდემოკრატიული ინსტრუმენტის მსგავსია, – ამის შესახებ კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების, კონგრესმენ გერი კონოლისა და კონგრესმენ ოსტინ სკოტის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

კონგრესმენები წერენ, რომ 2012 წელს, ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა „კანონს უცხოური აგენტების შესახებ“, რომელიც ავალდებულებს ორგანიზაციებს, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას და იღებენ უცხოურ დაფინანსებას, უცხოელ აგენტებად დარეგისტრირდნენ.

„პუტინმა გამოიყენა ეს კანონი რათა მკვეთრად შეეზღუდა სიტყვის თავისუფლება, აღმოეფხვრა რუსეთის სამოქალაქო საზოგადოება და კიდევ უფრო განემტკიცა მისი, როგორც დიქტატორის სასტიკი მმართველობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კონგრესმენები საქართველოს ლიდერებს მოუწოდებენ, გაითვალისწინონ ქართველი ხალხის მოწოდება წარმატებული და შეუზღუდავი სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი სასამართლოს და მთავრობის შესახებ.

„საქართველოს რესპუბლიკისთვის, შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტნიორისთვის, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, წარმოუდგენლად შემაშფოთებელია ისეთი კანონმდებლობის შემოღება, რომელიც პუტინის იგივე ანტიდემოკრატიული ინსტრუმენტის მსგავსია. ვაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მოვუწოდებთ ლიდერებს, გაითვალისწინონ მათი მოწოდებები წარმატებული და შეუზღუდავი სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი სასამართლოს და მთავრობის შესახებ, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას და პასუხისმგებლობას აკისრებს მათ, ვინც კორუფციაში მონაწილეობს. სამწუხაროდ, ვლადიმერ პუტინის კანონის მსგავსი „უცხოური აგენტების კანონი“ საქართველოს ამ გზიდან აშორებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პარლამენტთან დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართება

30 აპრილს, საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

აქციები 12:00 და 19:00 საათზე არის დაგეგმილი.

„საქართველოს მთავრობა 30 აპრილს “რუსული კანონის” მეორე მოსმენით მიღებას აპირებს. ვაგრძელებთ წინააღმდეგობას და ვიკრიბებით პარლამენტთან: დილას 12:00 საათზე და საღამოს 19:00 საათზე“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 30 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ერთობლივ მარშს გამართავენ.

დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს განიხილავენ.

არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს “პარაშას”, მაგას დაგანახებთ -გივი თარგამაძე

მართლა იფიქრეთ, ამ ქვეყანას პუტინს ჩააბარებთ მაგ ჩაიდანის ბელადობით? მთელი დარჩენილი ჩმორული ცხოვრების მანძილზე ინანებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ვისაც ჯავაჰარლალ ნერუს სიბრძნით გინდათ დასავლეთის იმპერიალიზმთან ბრძოლა, გააჯვით ბრაზილიაში. არა და არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს „პარაშას“, მაგას დაგანახებთ, ვინც თქვენს წინაშე რომელიმე მონაკვეთზე ოდნავ მაინც დაიხიოს, ის იყოს ინდირა განდი.

მართლა იფიქრეთ, ამ ქვეყანას პუტინს ჩააბარებთ მაგ ჩაიდნის ბელადობით? მთელი დარჩენილი ჩმორული ცხოვრების მანძილზე ინანებთ, იმუქრები, შე ჩუსტო? OK. შევბეროთ, არ მოვიწყენთ“, – წერს თარგამაძე.

https://www.facebook.com/givi.targamadze.90/posts/pfbid03NxFWBt7cBufVNPhhK6x8v51gr79jStCoGxRw3SmLXrywU4sEK2hPAzWtsLHHZ6Zl

დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ.

ცნობისთვის, კანონპროექტით გათვალისწინებულია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მოწესრიგება.

30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ, რაც საშუალებას გაძლევთ, ნებისმიერ საქმეში თავი გამოიჩინოთ. ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და გარისკვისთვის. მოერიდეთ კრიტიკულ შენიშვნებს და აგრესიას. გახსოვდეთ, რომ შეცდომებს თავადაც უშვებთ, ამიტომ სხვები შეცდომების გამო არ უნდა დატუქსოთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა, რომ საკუთარ თავსა და ემოციურ მდგომარეობაზე იზრუნოთ. ეცადეთ, ცოტა ხნით განმარტოვდეთ, რათა საკუთარ აზრებსა და გრძნობებში გაერკვეთ. ამის შემდეგ შესაძლოა, უახლოეს გეგმებში მცირე ცვლილებები შეიტანოთ. ნუ მოახდენთ თანამოსაუბრეზე ზეწოლას – ეცადეთ, კომპრომისი მოძებნოთ.

ტყუპები

ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობაა. გამოიყენეთ თქვენი ბუნებრივი ხიბლი და გონიერება ადამიანებთან დასაკავშირებლად, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, საკუთარ პრინციპებს არ უღალატოთ. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის. ადამიანი, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, შეიძლება თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდეს.

კირჩხიბი

ამ დღეს ფინანსური და პრაქტიკული საკითხების მოგვარება ყველაზე მნიშვნელოვანია. მოძებნეთ გზები თქვენი მატერიალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად და იმპულსურ ხარჯებს მოერიდეთ. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა დროა, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ. სუფთა ჰაერზე სეირნობა ან სპორტდარბაზში ვარჯიში სასურველი ფორმის მიღწევაში დაგეხმარებათ.

ლომი

თუ შესაძლებელია, ამ დღეს მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც ძალების აღდგენაში გეხმარებათ. შესაძლოა, გარკვეულ საკითხებზე აზრი მკვეთრად შეგეცვალოთ. ბევრი ლომი ახალი ცოდნის მიღებას ან პროფესიულ განვითარებას გადაწყვეტს, რაც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. გულწრფელობამ შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ, ამიტომ გირჩევთ, საკუთარი გეგმები არავის გაუმხილოთ.

ქალწული

გირჩევთ, მთელი ყურადღება ურთიერთობებზე გადაიტანოთ. საყვარელი ადამიანების პრობლემებით დაინტერესდით, თანაგრძნობა გამოიჩინეთ და დახმარება შესთავაზეთ. ამ დღეს დებატებში ჯობს მოჩვენებით დაეთანხმოთ, ვიდრე ქანცის გაწყვეტამდე იკამათოთ.

სასწორი

ამ დღეს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. მაქსიმალური შედეგის მისაღწევად სამუშაო სივრცე თქვენთვის მოსახერხებლად უნდა მოაწყოთ და მკაფიო მიზნები დაისახოთ. თუ მარტოხელა ხართ, შეიძლება მონათესავე სულს შეხვდეთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა საკუთარი უნარების გამოვლენისა და ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც კმაყოფილებას მოგიტანთ. შეგიძლიათ თამამად გარისკოთ და ნუ იფიქრებთ იმაზე, ვინ რას იტყვის. ეცადეთ, ცხოვრებისგან მეტისმეტად ბევრი არ მოითხოვოთ და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს პრიორიტეტი სახლი და ოჯახია. ეცადეთ, ახლობელი ადამიანების საჭიროებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ერთ, კონკრეტულ საქმეში იღბალს მეტისმეტად ენდობით და მან შეიძლება, გადამწყვეტ მომენტში გიღალატოთ. გახსოვდეთ, რომ წარმატების მისაღწევად მხოლოდ ბედის იმედად არ უნდა იყოთ და თავადაც უნდა იმოქმედოთ.

თხის რქა

ამ დღეს ურთიერთობა მთავარია. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების წყალობით, ადამიანების დარწმუნების უნარი იზრდება, რაც საშუალებას გაძლევთ, თქვენი აზრები გაავრცელოთ და მოწონება დაიმსახუროთ. საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბარი კარგად ჩაივლის და შეთანხმებით დასრულდება.

მერწყული

ეცადეთ, შემოსავლის ალტერნატიული წყაროები ან შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობები იპოვოთ. ამ დღეს ყველაზე მეტად იმპულსურ გადაწყვეტილებებს უნდა მოერიდოთ და სანდო ადამიანების რჩევა გაითვალისწინოთ. აკონტროლეთ ფინანსური ხარჯები და ეცადეთ, ფული მხოლოდ აუცილებელ ნივთებში დახარჯოთ.

თევზები

ეცადეთ, ეს დღე მაქსიმალურად აქტიურად გაატაროთ. კოლეგების დახმარებაზე უარს ნუ იტყვით – ამ დღეს გუნდური მუშაობა ბევრად წარმატებული და ნაყოფიერია, ვიდრე ინდივიდუალური.

ყველაფერი, რაც ილაპარაკა, სისუსტემ ალაპარაკა, ხალხი შუა სიტყვაში შემოეცალა და რუსთაველი ჩააბნელა, რომ არ გვენახა-ნიკა მელია ივანიშვილის განცხადებებზე

ყველაფერი, რაც ილაპარაკა, სისუსტემ ალაპარაკა, ხალხი შუა სიტყვაში შემოეცალა და რუსთაველი ჩააბნელა, რომ არ გვენახა – იმარჯვებს ის ვისაც სჯერა, იმარჯვებს ის ვინც იბრძვის, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება „ქართული ოცნების“ სახალხო შეკრებაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას.

„ყველაფერი, რაც ილაპარაკა, სისუსტემ ალაპარაკა.

ხალხი შუა სიტყვაში შემოეცალა და რუსთაველი ჩააბნელა, რომ არ გვენახა.

ამ ქვეყანაში სიმართლე და ტყუილი ერთმანეთში ვეღარასოდეს აირევა, ღირსება და დამოუკიდებლობა შინაარსისგან ვერ დაიცლება და ცარიელ სიტყვებად არ იქცევა…

იმარჯვებს ის ვისაც სჯერა, იმარჯვებს ის ვინც იბრძვის”, – წერს ნიკა მელია

 ბიძინა ივანიშვილმა დღეს ღიად აღიარა, რომ მისი პარტიისთვის ევროკავშირი არის “გლობალური ომის პარტია”-მამუკა ხაზარაძე

ბიძინა ივანიშვილმა დღეს ღიად აღიარა, რომ მისი პარტიისთვის ევროკავშირი არის “გლობალური ომის პარტია“, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში სახალხო-საყოველთაო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით წერს.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა „პუტინის “რაშისტული” ნარატივი“ გაიმეორა.

„ბიძინა ივანიშვილმა დღეს ღიად აღიარა, რომ ის ემსახურება რუსეთს და მისი პარტიისთვის ევროკავშირი არის “გლობალური ომის პარტია”. ამით გაიმეორა პუტინის “რაშისტული” ნარატივი.

დღეს ბიძინა ივანიშვილის მთავარი გზავნილი იყო – არა, განვითარებას, არა, მომავალს არა, ევროპას – კი, რუსეთს და მის პერსონალურ პუტინიზაციას.

ბიძინა, შენი რუსული ოცნება საქართველოში ვერასდროს ახდება. არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში!“, – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

 არჩევნების შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობა” მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან 2 ათწლეულის მანძილზე ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა-ივანიშვილი

საქართველოს ბედი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ამ წლების განმავლობაში ჩვენ დავაგროვეთ საკმარისი რესურსი, რომ სუვერენიტეტის სრულად განმტკიცება დავიწყოთ. სწორედ ამას ემსახურება კანონიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. არჩევნების შემდეგ კი, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოვუტანოთ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, რომელსაც ის 9-წლიანი სისხლიანი მმართველობისა და 12 წლიანი „მაოხრებელი გზირობისთვის“ იმსახურებს – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობა” მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან 2 ათწლეულის მანძილზე ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა.

„საქართველოს ბედი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ამ წლების განმავლობაში ჩვენ დავაგროვეთ საკმარისი რესურსი, რომ სუვერენიტეტის სრულად განმტკიცება დავიწყოთ. სწორედ ამას ემსახურება კანონიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. არჩევნების შემდეგ კი, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობას” გამოვუტანოთ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, რომელსაც ის 9-წლიანი სისხლიანი მმართველობისა და 12 წლიანი „მაოხრებელი გზირობისთვის“ იმსახურებს. არჩევნების შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობა” მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან 2 ათწლეულის მანძილზე ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ურეიტინგო “ნაციონალებისა” და “ენჯეოების” ხელით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია -ბიძინა ივანიშვილი

დღეს საქართველოს მართავს ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის ფასი. შესაბამისად, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა დღევანდელ საქართველოში შეუძლებელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიფხიზლე უნდა დავკარგოთ და საქართველოს სუვერენიტეტისთვის გრძელვადიანი გარანტიის შექმნაზე არ უნდა ვიზრუნოთ.

„დღევანდელი საქართველო არ არის არც შევარდნაძის დროინდელი საქართველო და არც იანუკოვიჩის უკრაინა. დღეს საქართველოს მართავს ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის ფასი. შესაბამისად, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა დღევანდელ საქართველოში შეუძლებელია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიფხიზლე უნდა დავკარგოთ და საქართველოს სუვერენიტეტისთვის გრძელვადიანი გარანტიის შექმნაზე არ უნდა ვიზრუნოთ. სწორედ საქართველოს სუვერენიტეტის გამყარებას ემსახურება ქართული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. შეიძლება დაისვას კითხვა – რატომ გაიწვია გუნდმა კანონი შარშან და რატომ ვიღებთ მას წელს? შარშან კანონის გაწვევას ორი მთავარი ობიექტური მიზეზი ჰქონდა: პირველი, შარშან შეძლეს და საზოგადოების დიდი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს. შესაბამისად, ჩვენი ვალი იყო, თუნდაც, მოტყუებული თანამოქალაქეების შფოთვა გაგვეთვალისწინებინა; მეორე, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მდგრადობას, რასაც კანონის არგაწვევის შემთხვევაში, შარშან სირთულეები შეიძლებოდა შექმნოდა. წელს ვითარება რადიკალურად განსხვავებულია. „ნაციონალებმა“ და მათმა პატრონებმა ხალხი ვეღარ მოატყუეს და დღეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ენჯეოების“ გამჭვირვალობას მყარად უჭერს მხარს. გარდა ამისა, დღეს გვაქვს სრული რესურსი, გამჭვირვალობის შესახებ კანონი სახელმწიფოს მდგრადობისთვის ზიანის მიყენების გარეშე მივიღოთ და ქვეყანა წინ წავიყვანოთ. სწორ დროს სწორი სვლის გაკეთება პოლიტიკის მთავარი ხელოვნებაა. ჩემი პოლიტიკური წარსული მაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ როგორც პოლიტიკურ ლიდერს, ამგვარი სვლების გათვლა კარგად შემიძლია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, რომელიც მანამდე გაგრძელდება, ვიდრე წარმატების იმედს ბოლომდე არ დაკარგავენ -ბიძინა ივანიშვილი

სასამართლოში დღემდე ითხოვენ ეგრეთწოდებულ ვეტინგს, ანუ უცხოური მმართველობის შემოღებას, რომელმაც რეპრესიები უნდა ჩაატაროს და სასამართლო სისტემა აგენტურით უნდა დააკომპლექტოს. მსგავს მიზანს ემსახურებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებული მოთხოვნებიც, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა სამართლიანად არ გაითვალისწინა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, რომელიც მანამდე გაგრძელდება, ვიდრე წარმატების იმედს ბოლომდე არ დაკარგავენ.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, როდესაც ისეთ მოთხოვნებს აყენებენ, რომლებზეც წინასწარ იციან, რომ ხელისუფლება მათ არ გაითვალისწინებს, ამ მოთხოვნების ერთადერთი მიზანი ხელისუფლებისთვის ხელოვნური უხერხულობის შექმნაა. ასეთ პირობებში, ცხადია, რომ იგივე ძალები, რომლებიც ორი და ოთხი წლის წინ რევოლუციებს გვიწყობდნენ, შემოდგომაზე ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ახალი ძალით შეუტევდნენ და ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ.

„შეგახსენებთ, თუ როგორი გამალებით ცდილობდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოს შერყევას. სასამართლოში დღემდე ითხოვენ ეგრეთწოდებულ ვეტინგს, ანუ უცხოური მმართველობის შემოღებას, რომელმაც რეპრესიები უნდა ჩაატაროს და სასამართლო სისტემა აგენტურით უნდა დააკომპლექტოს. მსგავს მიზანს ემსახურებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებული მოთხოვნებიც, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა  სამართლიანად არ გაითვალისწინა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დამოუკიდებელი საერთაშორისო კვლევის თანახმად, ქართული სასამართლო სამართლიანობისა და ეფექტიანობის კრიტერიუმებით ევროკავშირის არაერთი წევრი ქვეყნის სასამართლოსაც კი უსწრებს, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ასახელებენ ვერცერთ საქმეს, რომელიც სასამართლომ პოლიტიკური ხელისუფლების ზეწოლით ან, ზოგადად, უსამართლოდ გადაწყვიტა, გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, რომელიც იქამდე გაგრძელდება, ვიდრე წარმატების იმედს ბოლომდე არ დაკარგავენ.

როდესაც ისეთ მოთხოვნებს აყენებენ, რომლებზეც წინასწარ იციან, რომ ხელისუფლება მათ არ გაითვალისწინებს, ცხადია, რომ ამ მოთხოვნების ერთადერთი მიზანი ხელისუფლებისთვის ხელოვნური უხერხულობის შექმნაა. ასეთ პირობებში, ცხადია, რომ იგივე ძალები, რომლებიც ორი და ოთხი წლის წინ რევოლუციებს გვიწყობდნენ, შემოდგომაზე ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ახალი ძალით შეუტევდნენ და ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ. ენერგიას, რომელიც შემოდგომისთვის უნდა დაეგროვებინათ, ახლა ისინი ქუჩაში ნაადრევად ანიავებენ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.