Home Blog Page 104

აზერბაიჯანმა საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაცია „ბრიქსში“ გაწევრიანების სურვილი გამოთქვა

აზერბაიჯანმა საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაცია „ბრიქსში“ გაწევრიანების სურვილი გამოთქვა, – ამის შესახებ რუსეთში აზერბაიჯანის ელჩმა, ფოლად ბულბულოღლიმ განაცხადა.

„ბრიქსში“ გაწევრიანების მსურველთა დიდი რიგია. აზერბაიჯანმა ასეთი სურვილი მართლაც გამოთქვა. ჩვენ ვილაპარაკეთ ამაზე ჩვენს რუს კოლეგებთან, მაგრამ ესეც პროცესი და სამუშაო საკითხია“, – აღნიშნა აზერბაიჯანელმა დიპლომატმა კითხვაზე პასუხად, აქვს თუ არა ბაქოს ასოციაციაში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურად წარდგენილი განცხადება.

აღსანიშნავია, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანში ჩავა და ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართავს მოლაპარაკებებს.

„ბრიქსი“ დაარსდა 2006 წელს ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის და ჩინეთის მიერ, ხოლო სამხრეთ აფრიკა შეუერთდა 2011 წელს. 2024 წლის პირველ იანვარს ჯგუფის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია. წელს ასოციაციას რუსეთი თავმჯდომარეობს. მთავარი ღონისძიება იქნება ორგანიზაციის სამიტი ყაზანში 22-დან 24 ოქტომბრამდე.

„კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“-ს „რესპუბლიკური პარტია“ და ორგანიზაცია „აქტივისტები მომავლისთვის“ ოფიციალურად შეუერთდნენ

„კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“-ს „რესპუბლიკური პარტია“ და ორგანიზაცია „აქტივისტები მომავლისთვის“ დღეიდან ოფიციალურად შეუერთდნენ.

როგორც ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოთხი ნომრით პროფესიონალიზმსა და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ პოლიტიკას მოიტანს.

„მიხარია რომ „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით ვდგავარ აქ, ისეთ ადამიანებთან ერთად, რომელთა ბრძოლაც, უშიშრობაც ნანახი აქვს მთელ საქართველოს. მაქვს პატივი, ვიყო იმ ადამიანებთან ერთად, რომელთა იმედიც მექნება ყოველთვის, წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდეგ. მთავარი კითხვა, რომელიც დღეს ისმის საზოგადოებაში, როგორ უნდა მართოს ქვეყანა ოპოზიციამ, რომელიც მოიპოვებს უმრავლესობას 26 ოქტომბერს? ამაზე პასუხი მარტივია – პროფესიონალიზმი, ადამიანის უფლებებზე ორიენტირება და პროგრესი, რომელიც კოალიცია 4-ს სურს, მოიტანოს“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

 ,,OCCRP და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ფინანსდებიან NED-ის მიერ – ამ კანტორების გავლით ფინანსდებიან დესტრუქციული პარტიები”-ირაკლი კირცხალია

ჩვენ გუშინ გავეცანით დეტალურად საგარეოს ანგარიშს. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის ჭრილში, არანაირი საფუძველი არა მაქვს ობიექტურად, რომ ეჭვი შევიტანო იმ დასკვნაზე, რაც იქ ეწერა, იმიტომ, რომ ჩვენც პოლიტიკოსებიც, საზოგადოებაც, ყველა კარგად ხედავს, თუ როგორ იქცევიან ეს ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დღეს საქართველოში ფიგურირებენ, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტის შეკითხვას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, “დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) შესახებ.

კირცხალიას თქმით, OCCRP და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ფინანსდებიან NED-ის მიერ და საზოგადოების ჯანსაღად მოაზროვნე ნაწილი არ ენდობა მათ კვლევებს.

„რაც შეეხება იმ სრულიად სიცრუეზე, სრულიად სიყალბეზე აგებულ ვითომ გამოძიებას, შემთხვევით ამ OCCRP-ს NED-ი ხომ არ აფინანსებს და დარწმუნებული იყავით, რომ ასეა, შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ OCCRP-ის პარტნიორია საქართველოში, შემთხვევით ისიც NED-დან ხომ არ ფინანსდება და დარწმუნებული იყავით, რომ ეს ასეა და შეგიძლიათ ესეც გადაამოწმოთ და როგორ შეიძლება ვენდოთ, როდესაც NED-დან, მათი დედა დონორისგან მოდის, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან გამტარები, მაგრამ საქართველოში ყველამ კარგად ვიცით ეს არის კოლექტიური გიგაურები, როგორ შეიძლება საზოგადოების ჯანსაღად მოაზროვნე ნაწილი ენდოს მათ კვლევებს. კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, ერთი გავიარეთ, რომ NED-ია ამ ყველაფრის ცენტრალიზებული დამფინანსებელი, გავიხსენოთ ISFED-ი, რა იკადრეს, რომ თვე ნახევარი საზოგადოება როგორ შეიყვანეს შეცდომაში 2022 წელს, გავიხსენოთ “კანვასი”, ყველამ ნახეთ კადრები, გავიხსენოთ ბოლოს ახლა „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით, როდესაც აბსოლუტურ უმრავლესობას აქ მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა ჩამოეხსნა ნიღაბი და რეალურად საზოგადოებამ გაიგო სიმართლე, რომ თურმე ეს სამოქალაქო საზოგადოება და სექტორი კი არა, რეალურად ეს არის კანტორები, რომლის გავლითაც ფინანსდებიან ჩვეულებრივი პარტიები, დესტრუქციული პარტიები, რომელიც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანაყოფები, რომელსაც ახლა ვხედავთ, რომ ერთიანდებიან ერთი ქოლგის ქვეშ“, – განაცხადა კირცხალიამ.

მანვე აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აქვთ პირდაპირი კავშირი რუსეთის საჯარო რეესტრთან და კირცხალიამ აქვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ აქვს მათთან.

„პირდაპირ NED-ი აფინანსებს იმ ორგანიზაციას, რომელიც ჩვენმა ოპოზიციონერებმა დაიხვიეს, ასე ვთქვათ ხელზე, რომ როგორ საერთაშორისო ორგანიზაციააო OCCRP, გავიგე ერთი და იგივე დონორი ჰყავთ მათაც და აქ კოლექტიურ გიგაურსაც. ამათმაც გააკეთეს განცხადება, რომ რაღაცა ინფორმაცია მიაწოდეს, გიგაურმა რა ინფორმაცია უნდა მოგაწოდოს და პირდაპირო რუსეთის საჯარო რეესტრიდან ამოვიღეთო, ახლა საზოგადოებას ვეკითხები – ესე იგი პირდაპირი წვდომა აქვთ რუსეთის საჯარო რეესტრთან და ასე შემდეგ? კი ბატონო ღმერთმა შეარგოთ. ჩვენ არ გვაქვს წვდომა რუსეთის საჯარო რეესტრთან და კი იცით, რომ არც დიპლომატიური ურთიერთობა არა გვაქვს, მაგრამ რა გასაკვირია, რომ ასეთი სიცრუის კამპანია ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიმართ შედიოდეს მათ ინტერესში, როდესაც ჩამოვთვალეთ ის უამრავი დესტრუქციული ქმედება, რომელიც ამ ორგანიზაციიდან ჩამოიშალა საქართველოში. ამას კითხვებიც არ აქვს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე, გაკეთდა განცხადება, არანაირი საფუძველი არ აქვს, ნებისმიერი ის დოკუმენტი, რომელიც ოპოზიციას ხელში უჭირავს, ნებისმიერს შემიძლია ამოვუბეჭდო და დავაკავებინო ხელში, უბრალოდ ჩვენ ამას არ ვკადრულობთ და არც ვიკადრებთ არასდროს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეს ორგანიზაცია არის ის ორგანიზაცია, რომელიც აფინანსებს OCCRP-საც და კოლექტიურ გიგაურებსაც“, – აღნიშნა კირცხალიამ.

,,OCCRP-ის „ჟურნალისტურ გამოძიებაში“ ბიძინა ივანიშვილისთვის ჩირქის მოცხებაზე იყო საუბარი, ამას აჰყვა ე.წ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა”- არჩილ გორდულაძე

კონკრეტული დონორი ორგანიზაციების მიერ, ამ ქვეყანაში ხორციელდება გარკვეული პირების, გარკვეული ორგანიზაციების დაფინანსება, რაც კატეგორიულად მიუღებელია, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ.

როგორც გორდულაძემ განმარტა, „დემოკრატიის ეროვნული ფონდი” (NED) აფინანსებს “ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტს” (OCCRP) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, რომლებმაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისა და მისი ოჯახის ქონების შესახებ ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს.

მისივე თქმით, გარკვეული ლოგიკური ჯაჭვი ეწყობა, რომ კონკრეტული მხრიდან ფინანსები ხმარდება მმართველი გუნდის ლიდერების „გაშავებას“ და ქვეყნის ინტერესების დაზიანებას.

„ჩვენ ვნახეთ, რომ მაგალითად, NED-ის მიერ ფინანსდება ის ე.წ. ჟურნალისტური გამოძიება, სადაც პირდაპირ ბიძინა ივანიშვილისთვის ჩირქის მოცხებაზე იყო საუბარი, თითქოს მან რუსეთის ფედერაციაში რაიმე ახალი ქონება შეიძინა, არადა, რეალობა არის, რომ 1998 წლის მერე ეს ადამიანი და მისი ოჯახის წევრები რუსეთის ფედერაციაში ნამყოფებიც კი არ არიან. ამ ყველაფერს აჰყვა პირველ რიგში TI ე.წ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და მისი ხელმძღვანელი, კაპიტანი გიგაური და ვხედავთ, რომ ამ ორივე ორგანიზაციის დამფინანსებელი არის NED-ი. შესაბამისად, გარკვეული ლოგიკური ჯაჭვიც ეწყობა იმაზე, რომ კონკრეტულად, ერთი მხარიდან ხდება დაფინანსებები და მერე ეს ყველაფერი მიმართულია როგორც ჩვენი ლიდერების „გაშავებაზე“, ისე ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ინტერესების პირდაპირ დაზიანებაზე, რაც კატეგორიულად მიუღებელია“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

მისი განცხადებით, საქართველოში დესტაბილიზაციისკენ მიმართულ დაფინანსებას ყველამ თავი უნდა დაანებოს, ვინაიდან ხელისუფლება არავის მისცემს საშუალებას, რაიმე ფორმით შეეცადონ ქვეყანაში არეულობის შემოტანას ან „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას.

„ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ და ყველას მივმართოთ, რომ დაანებონ თავი ჩვენს ქვეყანაში თანხების ჩასხმას, რომელიც პირდაპირ მიმართული იქნება დესტაბილიზაციისკენ. ხელები და რაც მთავარია თანხები შორს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკისგან. არავის მივცემთ საშუალებას, რომ რაიმე ფორმით შეეცადონ ამ ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას, მათ შორის, თუნდაც დესტაბილიზაციის შემოტანას. „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლა სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი მნიშვნელობით საომარი მოქმედებების განვითარება“, – განაცხადა გორდულაძემ.

,,კოალიცია ცვლილებისთვის“ 26 ოქტომბრის გამარჯვების სიმბოლო უნდა გახდეს ”- ნიკა მელია

მიგვაჩნია, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ 26 ოქტომბრის გამარჯვების სიმბოლო უნდა გახდეს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ქართველ ხალხს პოზიტიური ცვლილებების მოლოდინი აქვს და ამისთვის მზად არის.

„კოალიცია „ცვლილებებისთვის“ სრული სვლით აგრძელებს სვლას 26 ოქტომბრის არჩევნებამდე, სადაც ქართველი ხალხის ნება პოზიტიურად უნდა აისახოს ქვეყნის მომავალზე. ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. ვთქვით, რომ ყველა ქალაქში, ყველა რაიონსა და რეგიონში სულ უფრო და უფრო მეტი ვიქნებით. გვიხარია, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, სულ უფრო მეტი თანამებრძოლი, თანამოაზრე, გულშემატკივარი და გუნდის წევრი ჰყავს კოალიცია „ცვლილებებისთვის“ 4 ნომერს, რომელიც გვჯერა, გახდება მიმდინარე წელს სიმბოლო, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ შეძლებს მანკიერი წრის გარღვევას და საქართველოში ახალი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას. ძალა არის მრავალფეროვნებაში. მრავალფეროვანია კოალიცია „ცვლილებებისთვის“ 4 ნომერი და მიგვაჩნია, რომ დღევანდელი დღეც ამის დასტური იქნება. კოალიცია „ცვლილებებისთვის“ 4 ნომერს სურს ხალხის ნება აისახებოდეს პოლიტიკაზე და არა მახინჯი პოლიტიკა ქართველ ხალხზე. ხალხს აქვს პოზიტიური ცვლილებებისთვის მოლოდინი. ხალხი ამისთვის მზად არის. ჩვენ სიმრავლით, სიმტკიცით, რწმენით 26 ოქტომბერს დავუბრუნებთ სახელმწიფოს ქართველ ხალხს. 26 ოქტომბრიდან დაიწყება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ამ სახელმწიფოს განვითარება, მრავალფეროვან ძალთა შორის აქტიური თანამშრომლობით, სადაც მოქალაქეს ექნება განცდა, რომ ის არის ამ სახელმწიფოს ბატონ-პატრონი“, – განაცხადა მელიამ.

NED-ი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფონდი, რომელიც საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებაში ეხმარებოდა – თეონა აქუბარდია

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში და შეფასებები – ქვეყნის დიპლომატიური უწყება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული “დემოკრატიის ეროვნული ფონდის” საქმიანობით დაინტერესდა და ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პირდაპირ მიუთითებს, რომ ფონდი დიდი ხანია დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობითა და სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით. ანგარიშში მოყვანილია კონკრეტული მაგალითებიც. უწყება აღნიშნავს, რომ 2024 წლის მაისში NED-მა მხარდაჭერა გამოუცხადა და წაახალისა საპროტესტო აქციები საქართველოში, უცხოური აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ.

ანგარიშს შეფასებები მოჰყვა თბილისში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში NED-ის მნიშვნელოვან წვლილზე საუბრობენ.

“პირველად ხდება, რომ ჩინეთი საქართველოში უპირისპირდება აშშ-ს, რომელიც არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და პირველად ხდება, რომ “ქართული ოცნება” ამ გლობალურ დაპირისპირებაში იკავებს ჩინეთის მხარეს, რაც დამღუპველია საქართველოს გაცხადებული ეროვნული ინტერესებისთვის. ეს ყველაფერი არის “ქართული ოცნების” არასწორი პოლიტიკის შედეგად. აშშ საქართველოს დემოკრატიის გაძლიერების გზაზე მნიშვნელოვან მხარდაჭერას წლების მანძილზე უწევდა და NED-ი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფონდი, რომელიც საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებაში ეხმარებოდა,” – აცხადებს “რეფორმების ჯგუფის” წევრი თეონა აქუბარდია.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები წლების განმავლობაში ეხმარებოდნენ საქართველოს დემოკრატიისა და სხვა დარგების განვითარებაში.

“საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომლებიც წლების განმავლობაში ეხმარებოდნენ საქართველოში დემოკრატიის განვითარებას, სხვადასხვა დარგის განვითარებას. ეს არის უმნიშვნელოვანესი წვლილი მათი მხრიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ასე გაგრძელდება 26 ოქტომბრის შემდეგაც.” – აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

,,შეგვიძლია ვთქვათ, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ თავის საქმეს აკეთებს” – ირაკლი შატაკიშვილი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი იმ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ საუბრობს, რომლის თანახმადაც „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) აფინანსებს სხვადასხვა ორგანიზაციებს, „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტს“ (OCCRP) და „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, რომელთა სახელით ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის „რუსულ ქონებაზე“ ყალბი სტატია გამოქვეყნდა.

როგორც შატაკიშვილი აღნიშნავს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ თავის საქმეს აკეთებს.

„ბოლო დღეების განმავლობაში, მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციისა და ასევე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ოფიციალური უწყებების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის ანალიზის ერთობლიობით შეგვიძლია დავასკვნათ რამდენიმე ფაქტი და ნათლად ვთქვათ, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ რეალურად თავის საქმეს აკეთებს, გააკეთებს და ეს ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია“, – აღნიშნავს შატაკიშვილი.

შატაკიშვილი საუბრობს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რუსეთში არსებული ქონების შესახებ NED-ის და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ მომზადებულ ცრუ ინფორმაციაზე და აცხადებს, რომ ეს სწორედ იმ დეზინფორმაციული და ფეიკ კამპანიის ნაწილია, რომელსაც ადგილი ჰქონდა „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით.

„აქცენტი მინდა გავაკეთო სწორედ NED-ის და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ერთობლივად მომზადებულ ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობილ სტატიებზე, რომელიც მიზანმიმართულად არის ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალი პოზიტიური რეიტინგის მქონე, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც სწორედ იმ დეზინფორმაციული და ფეიკ კამპანიის ნაწილია, რომელსაც ადგილი ჰქონდა „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით.

აქვე, მინდა ხაზი გავუსვა და ვთქვა, რომ გამჭვირვალობა არის ის მიზანი, რომელიც ჩვენ პოლიტიკურ გუნდს ამოძრავებს და ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რომ დავაზღვიოთ ყველა რისკი, გავატაროთ ყველა პრევენციული ღონისძიება იმისათვის, რომ ნებისმიერ აქტორს, ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელსაც საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია, მათი დონორი ორგანიზაციები იყოს გამჭვირვალე, დეკლარირებული, დარეგისტრირებული და მათ შორის, ჩვენ, პოლიტიკოსებს ამხელა ძალისხმევა აღარ გვჭირდებოდეს იმისათვის, რომ განვუმარტოთ საზოგადოებას, თუ ვინ ვის მხარეს დგას და ვინ რას აფინანსებს“-განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ვრცელი ანგარიში დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) საქმიანობაზე. ანგარიშში მიმოხილულია, თუ როგორ მოქმედებს ეს ორგანიზაცია ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების შესაბამისად. სტატიაში საუბარია საქართველოზეც და ნათქვამია, რომ NED-მა საქართველოში დააფინანსა 3 არასამთავრობო ორგანიზაცია, რათა გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ მოეწყოთ აქციები დედაქალაქში.

,,თუ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დავსხდებით, უკრაინა განადგურდება” – ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, თუ კიევი და მოსკოვი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან, იქნება ესკალაცია, რომელიც უკრაინის განადგურებით დასრულდება.

„ჩვენ უნდა დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და განვიხილოთ საკითხები, მაგრამ თუ მოხდება ის, რაც კურსკში, იქნება ესკალაცია, რომელიც უკრაინის განადგურებით დასრულდება “, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს იქიდან, სადაც სტამბოლში დასრულდა.

„მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავასრულოთ ეს ბრძოლა – არც უკრაინელ ხალხს სჭირდება, არც რუსებს და არც ბელარუსებს. ჩვენ უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, საკითხავია, საიდან უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები. სწორია, რომ დაიწყოს იქიდან, სადაც სტამბოლში დასრულდა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი მტკიცებით, კიევმა კურსკის ოლქზე თავდასხმისთვის დაქირავებული მებრძოლების ძლიერი ძალები ჩამოაყალიბა.

„კურსკის ოქლზე თავდასხმაში არაპროფესიონალები არ მონაწილეობდნენ. ისინი, ძირითადად, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ომი გამოვლილი აქვთ. დაქირავებულები, პოლონელები და ასე შემდეგ – ჩამოყალიბდა ძალიან ძლიერი ძალები“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

დენის დარტყმის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა – ტრაგედია ქობულეთში

ქობულეთში დენის დარტყმის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა. შემთხვევა სოფელ ხუცუბანში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა გულისხმობს. 

რადიკალი გიჟი სოციალისტი კამალა ჰარისი უფრო ადვილი დასამარცხებელია, ვიდრე ჯო ბაიდენი – დონალდ ტრამპი

რადიკალი გიჟი სოციალისტი კამალა ჰარისი უფრო ადვილი დასამარცხებელია, ვიდრე ჯო ბაიდენი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ქვეყნის ეკონომიკას პრობლემები აქვს და კამალა ჰარისის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ვითარება გაუარესდება.

პენსილვანიის შტატი მნიშვნელოვან როლს ასრულებს აშშ-ის საარჩევნო კამპანიაში. დღეს აშშ-ის კიდევ ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი პენსილვანიაში ავტობუსის ტურს მოაწყობს დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობის დაწყებამდე.

„გუშინდელ გამოსვლაში კამალა გახდა სრული კომუნისტი. მოუსმინეთ მას? მას ჩვენი ქვეყნის განადგურება სურს. კატასტროფული ინფლაციის გამოწვევის შემდეგ ამხანაგმა კამალამ გამოაცხადა, რომ სურს სოციალისტური ფასების კონტროლის დაწესება. ამას აქამდე არასდროს უმუშავია. ეს არის მადუროს გეგმა, ვენესუელა. მადუროს გეგმა, ისევე როგორც ძველი საბჭოთა კავშირის. მათ სცადეს ეს. როგორ განვითარდა სიტუაცია საბჭოთა კავშირში? Ვენესუელა გახდა რუსეთის უფრო პატარა ვერსია. ჩვენ ვერ დავუშვებთ ამ გიჟ სოციალისტს. ის აპირებს, ჩვენი ქვეყანა დაანგრიოს და ჩვენს ეკონომიკას უფრო მეტად დაანგრევს, ვიდრე დანგრეულია. დამსხვრეული ეკონომიკა გვაქვს. მიწოდების ჯაჭვები გაქრა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

NED-ი აფინანსებს „საგამოძიებო“ მედია OCCRP-ს, ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, რომელთა სახელით ყალბი სტატია გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის „რუსულ ქონებაზე“

„დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) აფინანსებს „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტს“ (OCCRP) და „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, რომელთა სახელით ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის „რუსულ ქონებაზე“ ყალბი სტატია გამოქვეყნდა. ინფორმაცია ამის თაობაზე, თავად ორგანიზაციების ვებგვერდებზეა განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ NED-ის საქმიანობასთან დაკავშირებით, ვრცელი სტატია გამოაქვეყნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც საუბარია, თუ რას წარმოადგენს და რეალურად რა საქმიანობას ეწევა აღნიშნული ორგანიზაცია.

ჩინეთის საგარეო უწყების სტატიაში ნათქვამია, რომ NED-ი მოქმედებს, როგორც აშშ-ის ხელისუფლების „თეთრი ხელთათმანები“, ის დიდი ხანია, დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანით და იდეოლოგიური ინფილტრაციით.

ამავე სტატიაში, NED-ის საქმიანობასთან დაკავშირებით, მოყვანილია ამერიკელი ავტორების სტატიებიც. მაგალითად, 2021 წლის სექტემბერში რეპორტიორმა სტივენ კინზერმა გამოაქვეყნა სტატიები, სადაც ნათქვამია, რომ NED-ი თანამშრომლობს CIA-სა და USAID-თან, რათა მხარი დაუჭიროს ამბოხებულებს სხვა ქვეყნებში, იმ რეჟიმების დასამხობად, რომლებიც აშშ-ს არ მოსწონს. ავტორი აცხადებს, რომ „NED-ის მისიაა, დაამხოს არამეგობრული უცხო ქვეყნების მთავრობები და ხელისუფლებაში მოიყვანოს რეჟიმები, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება ამერიკის ინტერესებს“.

ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელს ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში ჩავა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ისრაელში ბლინკენი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება.

ბლინკენის ვიზიტი იმ ფონზე მოხდება, როდესაც კატარში, აშშ-ს, კატარისა და აგვიპტეს შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები განახლდა.

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის მოლაპარაკებების ჯგუფმა გამოთქვა “ფრთხილი ოპტიმიზმი” შეთანხმების მიღწევის კუთხით შესაძლო პროგრესთან დაკავშირებით.

„ჰამასის“ სპიკერმა ჯიჰად ტაჰამ განუცხადა ტელეკომპანია Al Jazeera-ს შაბათს, რომ ისრაელმა დაამატა პირობები ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში და დაადანაშაულა ნეთანიაჰუ მათ გამოყენებაში მცდელობის შეფერხებისთვის. ჰამასის“ პრესსპიკერმა, სამუ აბუ ზუჰრიმ კი განაცხადა, რომ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა მალე მოხდება, „ილუზიას“ წარმოადგენს. მისივე თქმით, ისრაელი შეთანხმების მიღწევის შანსებს ხელს უშლის და მის ძალისხმევას მხარს ვაშინგტონი უჭერს