Home Blog Page 103

 ვადაგასული გზააბნეული ტერორისტების კლუბია -რატი ბრეგაძე “კოლექტიურ ნაცმოძრაობაზე”

„კოლექტიური ნაცმოძრაობის” უმისამართოდ მიმოფანტული ანასხლეტების გაერთიანება ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ერთხელ აფეთქებული ხელყუმბარის ნაფლეთებისგან ახლის შექმნის მცდელობა, – წერს სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.

ბრეგაძე „კოლექტიურ ნაცმოძრაობას” ვადაგასულ გზააბნეულ ტერორისტების კლუბს უწოდებს.

„კოლექტიური ნაცმოძრაობის უმისამართოდ მიმოფანტული ანასხლეტების გაერთიანება ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ერთხელ აფეთქებული ხელყუმბარის ნაფლეთებისგან ახლის შექმნის მცდელობა.

ვადაგასული გზააბნეული ტერორისტების კლუბი”, – წერს რატი ბრეგაძე Facebook-ზე.

https://www.facebook.com/ratibregadze/posts/10160612537884005?ref=embed_post

მოსკოვი ადეკვატურად უპასუხებს, თუ ვარშავა უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდებას შეეცდება -რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი

მოსკოვი კონკრეტულ და ადეკვატურ პასუხს გასცემს, თუ პოლონეთი უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდებას შეეცდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპასთან ურთიერთობის მესამე დეპარტამენტის დირექტორმა, ოლეგ ტიაპკინმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„თუ ოფიციალური ვარშავა დაემორჩილება ავანტიურულ იმპულსს და გადაწყვეტს, შეეცადოს შორ მანძილზე მოქმედი გამანადგურებელი საშუალების შეჩერებას, რომელსაც ჩვენი შეიარაღებული ძალები კანონიერად იყენებს იმისთვის, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთისთვის მომდინარე საფრთხე გაანეიტრალოს, მაშინ რეაქცია იქნება ადეკვატური და საკმაოდ კონკრეტული. რუსულმა დიპლომატიამ არაერთხელ მიუთითა, თუ რა რისკებს მოიცავს დასავლეთის სახელმწიფოების პოტენციური პირდაპირი მონაწილეობა საომარ მოქმედებებში კიევის რეჟიმის მხარეს“, – განაცხადა ოლეგ ტიაპკინმა.

მისი მტკიცებით, ამ თემაზე მოლაპარაკებები არავისთან მიმდინარეობს და რუსეთის პოზიცია კარგად არის ცნობილი, როგორც ვარშავისთვის, ასევე ნატო-სთვის.

შეგახსენებთ, მანამდე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ვარშავა უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობას განიხილავს.

წამებასთან, რეკეტთან, არჩევნების გაყალბებასთან და სხვა დანაშაულთან ერთად, აგვისტოს ომი არის „ნაციონალური მოძრაობის“ უმთავრესი დანაშაული, რისთვისაც პასუხი უნდა აგოს -“ხალხის ძალა”

2008 წლის აგვისტოს ომი, ადამიანების წამებასთან და მკვლელობასთან, ბიზნესის რეკეტთან, ტელევიზიების მიტაცებასთან, არჩევნების ტოტალურ გაყალბებასთან და მრავალ სხვა სისტემურ დანაშაულთან ერთად, არის „ნაციონალური მოძრაობის“ უმთავრესი დანაშაული, რომლისთვისაც ამ პოლიტიკურმა ძალამ აუცილებლად უნდა აგოს პასუხი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც „ხალხის ძალაში“ აცხადებენ, 2008 წლის ომი არ ყოფილა სპონტანური დანაშაული, რასაც ის ფაქტი მოწმობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ამ ომს მთელი სამი წლის მანძილზე ამწიფებდა.

„ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, დაიწყო სხვადასხვა ტიპის, მათ შორის სამხედრო პროვოკაციების სერია, რაც რეგიონში ვითარებას მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ძაბავდა. 2005 წელს მიღებულ იქნა კანონი „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ“. ამ კანონის საფუძველზე, მალევე დაფუძნდა „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული“ და აღდგა გამსახურდიას ხელისუფლების მიერ ჯერ კიდევ 1991 წელს გაუქმებული ავტონომიური ოლქის საზღვრები. სააკაშვილის რეჟიმის ორგანიზებით, ჩატარდა ალტერნატიული სეპარატული არჩევნები და აირჩა რეგიონის ალტერნატიული პრეზიდენტი. ცხინვალის რეგიონში ერთმანეთის მიყოლებით იქმნებოდა „ენჯეოები“, რომლებიც სხვადასხვა ტიპის პროვოკაციულ ქმედებებს გეგმავდნენ და ახორციელებდნენ. პარალელურად, კოდორის ხეობას ეწოდა ზემო აფხაზეთი, გამოაძევეს ხეობის ადგილობრივი მცველები და კოდორში შინაგანი ჯარი და სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს. ამ ქმედებებს მოჰყვა უმწვავესი რეაგირება გაეროს უშიშროების საბჭოს მხრიდან, რომელმაც 2006 წლის 13 ოქტომბრის რეზოლუციით, სააკაშვილის რეჟიმს 1994 წლის მოსკოვის სამშვიდობო შეთანხმების უხეშ დარღვევაში დასდო ბრალი. მოგვიანებით, სააკაშვილმა კოდორის ხეობა ერთი ტყვიის გასროლის გარეშე ჩააბარა და ძვირადღირებული სამხედრო ტექნიკა და შეიარაღებაც სრულად ადგილზე დატოვა“, – აცხადებენ „ხალხის ძალაში“

ამასთან, როგორც „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 7 აგვისტოს ცხინვალის მასირებული დაბომბვა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილ მოღალატეობრივ დანაშაულთა მხოლოდ კულმინაცია იყო, რომელმაც შედეგად საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის დაკარგვა, მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, 400-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა და 30 ათასი ადამიანის დევნილობა მოიტანა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ღალატი საბოლოოდ გააფორმა, როდესაც ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერითა და ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით, 2008 წლის ომის დაწყება უპირობოდ აღიარა. ამ ყველაფრის მთავარი მიზანი ომის პროვოცირება, ტერიტორიების დათმობა, კონფლიქტის გრძელვადიანი გაყინვა და რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების თითქმის შეუძლებლად ქცევა იყო, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს პირდაპირ და უხეშად ეწინააღმდეგებოდა. ამ დანაშაულის ფონზე, კრებსით „ნაცმოძრაობას“ არა აქვს არავითარი ლეგიტიმური უფლება, ხელისუფლებაში დაბრუნების ამბიცია ჰქონდეს. ეს კარგად იციან მათმა პატრონებმა და სწორედ ამიტომაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგისთვის, ანუ მისი სხვა სახელის ქვეშ შეფუთვისთვის ცდას არ აკლებენ. უკვე წლებია, ისინი „ნაცმოძრაობას“ პატარა პარტიებად შლიან, რომ ხალხი მოატყუონ და ხელისუფლებაში მათი ერთობლიობა დააბრუნონ. სწორედ ასე გამოყვეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ წლების მანძილზე „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „დროა“ და „ახალი“. „ნაცმოძრაობის“ გასამაგრებლად შეიქმნა „ლელო“, რომელსაც უსუფაშვილის, ნაცვლიშვილის, სამადაშვილის და სხვების სახით, მაკონტროლებლები მრავლად ჩაუსვეს, აგრეთვე გახარიას პარტია, რომელიც 2021 წელს იმისათვის დაფუძნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ 43%-იანი ბარიერი ვერ გადაელახა და რიგგარეშე არჩევნებით, ხელისუფლებაში კრებსითი „ნაცმოძრაობა“ დაბრუნებულიყო. მეტიც, თავად „ნაცმოძრაობასაც“ შეუცვალეს ფორმალურად სათაური და ამ არჩევნებში ისინი „ერთიანობის“ სახელით გამოდიან. ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ „ნაცმოძრაობის“ არალეგიტიმურობას თავად მისი პატრონებიც აცნობიერებენ და აღიარებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, „ხალხის ძალაში“ აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობის“ სატელიტ პარტიებს არავითარი დამოუკიდებელი იდეოლოგია და იდენტობა არა აქვთ.

„ერთმანეთთან ღიად მეგობრობას და ერთ „ფანჩატურში“ ჯდომას ისინი არასოდეს ერიდებოდნენ და არც იმას მალავენ, რომ პარლამენტში აუცილებლად კოალიციას შეკრავენ, როგორც ეს „ნაცმოძრაობამ“ და გახარიამ რამდენიმე მუნიციპალიტეტში გააკეთეს. როდესაც არაფერი განგასხვავებს და მაინც ცალკე პარტიებად რეგისტრირდები, აშკარაა, რომ ამ ყველაფრის ერთადერთი მიზანი „ნაცმოძრაობის“ არალეგიტიმურობისთვის ხელოვნური საფარველის შექმნაა. იმ პირობებში, რომ „ნაცმოძრაობის“ არალეგიტიმურობას მათი პატრონებიც აღიარებენ, ხელისუფლების მხრიდან მისი სამართლებრივი ლეგიტიმაციის არგაუქმება ყოველგვარ ლოგიკას იქნებოდა მოკლებული. აქედან გამომდინარე, არჩევნების შემდეგ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები აუცილებლად უნდა აღიძრას და კრებსითმა „ნაცმოძრაობამ“ ყველა დანაშაულისთვის კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი. იმ პოლიტიკური ძალის ადგილი, რომელმაც საქართველოს ომი მოუტანა და რომელიც ჩვენს ქვეყანას ახლაც ომისკენ ექაჩება, ქართულ პოლიტიკაში არ შეიძლება იყოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ესპანეთში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის გამო, ათასამდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთით, პორტუგალიის საზღვრის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის გამო, ათასამდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ხანძარმა 200 ჰექტარი ფართობი მოიცვა. რამდენიმე საათით ჩაკეტილი იყო ცენტრალური მაგისტრალი. ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში რამდენიმე სახანძრო ბრიგადა და ავიაციაა ჩართული.

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერიცვალებას აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში ღვთისმსახურება ჩატარდება. ტრადიციულად ტაძრებში ხილს აკურთხებენ. ეს დღე თევზით ხსნილია.

მართლმადიდებლებისთვის ფერიცვალება 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია. ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.

წმინდა სახარების მიხედვით, წამებამდე რამდენიმე ხნით ადრე მაცხოვარმა თავისი სამი მოწაფე – პეტრე, იაკობი და იოანე თაბორის მთაზე აიყვანა. მაცხოვარი მოწაფეებთან ერთად მაღალ მთაზე განმარტოვდა და ლოცვა დაიწყო. დაღლილ მოციქულებს მიეძინათ. როცა გამოიღვიძეს, დაინახეს, რომ მათ მოძღვარს, იესო ქრისტეს ფერი ეცვალა: სახე მზესავით უბრწყინავდა, სამოსელი კი თოვლივით თეთრი ჰქონდა. მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი იესოსთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს თავს ელვარე ღრუბელი დაადგა და ხმა ჩაესმათ: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მოციქულები, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა.

თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღმრთაებრივი დიდება – ღვთაებრივი, შეუქმნელი, მარადიული, ნათელი, უფრო ბრწყინვალე და წმიდა ვიდრე მზის სხივები, ნათელი, რომელიც მათ სულებს საოცარი სიხარულით, ზეციური სიმშვიდითა და ნეტარებით ავსებდა. მოწაფეთა წინაშე გაცხადდა მარადიული სიცოცხლის საიდუმლო, ანუ ის სიცოცხლის საიდუმლო, რომელიც მარადიულადაა გაცისკროვნებული ღმრთაებრივი ნათლით, და ამგვარ გაცხადებას წმიდა დიონისე არეოპაგელმა „დროული მარადისობა“ უწოდა.

იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაული აღესრულება: აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას (19 იანვარს), მდინარე იორდანეს უკუქცევა და ყოველ 19 აგვისტოს, ფერიცვალების ღამეს, თაბორის მთა ღრუბლით იფარება.

ტროპარი:
მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცამ ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.

კონდაკი:
მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალ-ედვა მოწაფეთა შენთა, დიდებაჲ შენი უჩუენე. რათა რაჟამს იხილონ ჯუარცმაჲ შენი, გულისხმა ჰყონ, ვითარმედ ვნებაჲ იგი ნებსით არს და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალებაჲ მამისა.

19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ბევრი სერიოზული საუბარი გელით. მნიშვნელოვანია, რომ ამ საუბრების დროს სიმშვიდე და ობიექტურობა შეინარჩუნოთ. ემოციებით სავსე ხართ და გარშემო მყოფებიც თითქოს განგებ თქვენს გაღიზიანებას ცდილობენ.
ზოგჯერ თქვენი კრიტიკული შენიშვნები უადგილოა, ამიტომ აჯობებს, რომ თქვენი აზრები თქვენთვის შეინახოთ. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარში ძველ, დაუსრულებელ საქმეებს დაუბრუნდეთ – ამ პერიოდში სასურველ შედეგს სწრაფად მიაღწევთ.

კურო

ამ დღეს ისეთი ადამიანების დარწმუნებასაც კი შეძლებთ, რომლებსაც ყოველთვის და ყველაფერში ეჭვი შეაქვთ. თანამშრომლობის შეთავაზება მომავალში მნიშვნელოვან შემოსავალს გპირდებათ, მაგრამ მანამდე მუშაობის დაწყება მოგიწევთ. დაფიქრდით ამისთვის მზად ხართ თუ არა. გარშემო მყოფებთან ჰარმონიული ურთიერთობა გაქვთ. გაჩნდება ახალი იდეები და გეგმები, რომლებიც მალე განხორციელდება.

ტყუპები

ნებისმიერ რთულ დავალებას სიამოვნებით თანხმდებით, რადგან ეს უსიამოვნო ფიქრებისგან გათავისუფლების საუკეთესო გზაა. ახალ ცოდნას სწრაფად ითვისებთ და ცხოვრებაში მის გამოყენებასაც ახერხებთ. ბევრი ტყუპები დღეს შეიძენს გამოცდილებას, რომელიც ბევრჯერ გამოადგება.

კირჩხიბი

თქვენი მონდომება და შეუპოვრობა თითქმის უიმედო საქმეებშიც კი წარმატებას მოგიტანთ. მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებებს ვერ ამჩნევთ და სასურველი შედეგის მისაღწევად უკან არ იხევთ.
წარმოსახვის შესაშური უნარი გაქვთ. თავში ისეთი იდეები მოგდით, როგორსაც სხვა ვერავინ მოიფიქრებდა.
ადამიანი, რომელიც ოდესღაც, რთულ ვითარებაში არ მიატოვეთ, მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევთ.

ლომი

ამ დღეს ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება გიჭირთ. თქვენი უახლოეს ადამიანებსაც კი არ ესმით და თქვენს ყველაზე უწყინარ სიტყვებშიც ქვეტექსტებს ეძებენ. თუ გამოსავალი არ მონახეთ, კინკლაობას შეიძლება ხანგრძლივი კონფლიქტი მოჰყვეს. ეცადეთ, უადგილო ხუმრობებისა და ირონიული შენიშვნებისგან თავი შეიკავოთ.
დღის მეორე ნახევარი იღბლიან დამთხვევებს და სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ.

ქალწული

ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დღეა. ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის მშვიდად და კონსტრუქციულად განხილვას შეძლებთ. არ არის გამორიცხული, რომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღოთ, რომელიც თქვენს პროფესიულ ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს და უკეთესობისკენ შეცვლის.
მალე საშუალება გექნებათ, რომ ადრე დაწყებული რთული პროექტის დასრულებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგათ.

სასწორი

ამ დღეს ბევრი ახალი იდეა გაჩნდება, მაგრამ საეჭვოა მათი განხორციელებით ის შედეგი მიიღოთ, როგორზეც ფიქრობთ. ამიტომ გირჩევთ სანამ მოქმედებას დაიწყებთ, გეგმა კრიტიკულად შეაფასოთ და მასში სუსტი წერტილები იპოვოთ. შეიძლება ზოგი გეგმის სამომავლოდ გადადება მოგიწიოთ. დღის მეორე ნახევარში სასურველია გარემოს შეცვლა, გასეირნება ან ახალი ადგილის მონახულება.

მორიელი

დღის დასაწყისში მცირე ნერვიულობა გელით. ეს საკმაოდ დაძაბული პერიოდია, ამიტომ გირჩევთ, მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ. მოგვიანებით, პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაიზრდება და მიხვდებით, დაწყებული საქმეები როგორ დაასრულოთ.
გამორიცხული არ არის მოულოდნელი შეხვედრები ადამიანებთან, რომლებზეც ბევრი რამ გსმენიათ.
გირჩევთ, სხვების აზრს ნაკლებად ენდოთ, მომავალში ეს იმედგაცრუებისგან გიხსნით. დღის ბოლოს სასიამოვნო სიურპრიზები და მცირე საჩუქრები გელით.

მშვილდოსანი

ეცადეთ, ვარსკვლავების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენოთ. ამ დღეს მოგებიანი გარიგებები და მოულოდნელი შემოსავალი გელით. ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება და მათი მოხიბვლის ნიჭი ძალიან გამოგადგებათ. გარშემო მყოფები მზად არიან, თქვენი ნებისმიერი თხოვნა დააკმაყოფილონ და ამას ოსტატურად იყენებთ. სავარაუდოდ, ახალი ურთიერთობები სწრაფად განვითარდება და ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს მოგიტანთ.

თხის რქა

ეცადეთ დღის პირველი ნახევარი რაც შეიძლება ნაყოფიერად გამოიყენოთ. ეს დრო ხელსაყრელია მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების პოვნისა და რთული პრობლემების გადაჭრისთვის. მოგვიანებით ყურადღების კონცენტრირება და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა გაგიჭირდებათ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა ახალი გეგმები გაჩნდეს, რომელთა განხორციელებას დიდი ენთუზიაზმით შეუდგებით.

მერწყული

ეცადეთ, ბევრი არ ილაპარაკოთ. ამ დღეს საჭირო სიტყვების პოვნას და საჭირო ტონის შერჩევას ვერ ახერხებთ, ამიტომ უწყინარი გამონათქვამიც კი შეიძლება ვინმეს შეურაცხმყოფელი მოეჩვენოს.
ასევე უკეთესია, ხანგრძლივ კამათს თავი აარიდოთ. უბრალოდ, ცოტა უნდა დაელოდოთ, სანამ გარშემომყოფები თავად დარწმუნდებიან, რომ მართალი ხართ. ხელსაყრელი დღეა გრძელვადიანი მომავლის დაგეგმვისთვის.

თევზები

ურთიერთობისთვის ხელსაყრელლი დღეა. გირჩევთ ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი საკითხებიც კი არაფორმალურ გარემოში განიხილოთ – ეს გაცილებით გააადვილებს შეთანხმების მიღწევას.
მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა და შეხვედრები ადამიანებთან, რომლებზეც ბევრი კარგი რამ გსმენიათ. თუ გსურთ ადამიანებზე შთაბეჭდილება მოახდინოთ, ბუნებრივად და მშვიდად უნდა მოიქცეთ. ინფორმაცია, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, შეიძლება მალე ძალიან გამოგადგეთ.

ვლადიმერ პუტინი სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ბაქოში ჩავიდა, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებებს გამართავს.

რუსული მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებებისას განხილული იქნება ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის ურთიერთობების განვითარების საკითხები, ასევე აქტუალური საერთაშორისო პრობლემები.

პუტინს ბაქოს აეროპორტში აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრემიერი იაგუბ ეიუბოვი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სამირ შარიფოვი დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში იგეგმება სახელმწიფოთა მეთაურების ერთობლივი განცხადების მიღება, ასევე მთავრობათაშორისი და სხვა დოკუმენტების ხელმოწერა.

მედიის ცნობით, ვიზიტის დასასრულს ილჰამ ალიევი რუსეთის პრეზიდენტის პატივსაცემად სახელმწიფო მიღებას გამართავს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანში ბოლოს 2018 წელს იმყოფებოდა.

,,მექსიკა აშშ-თან დიპლომატიური ომის ახალ ფაზაში შედის” – დავით ქართველიშვილი

მექსიკა აშშ-თან დიპლომატიური ომის ახალ ფაზაში შედის – ამჯერად, ჩვენთვის ძალზე კარგად ნაცნობი სცენარით, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

დავით ქართველიშვილი აშშ-მექსიკის პოლიტიკურ ურთიერთობას მიმოიხილავს და პარალელს საქართველოსთან ავლებს.

მისი თქმით, არის თუ არა მსგავსება საქართველოსა და ბაიდენის ადმინისტრაციასა და აშშ-მექსიკას ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს შორის, მკითხველმა თავად უნდა განსაჯოს, ხოლო სჭირდება თუ არა ამ არაჯანსაღ მდგომარეობას გადატვირთვა, რიტორიკულ შეკითხვად უნდა დარჩეს.

„საქართველოში დიდი ხანია „ფაქტზე“ გვყავს გამოჭერილი იგივე USAID თუ NED ოპოზიციური პარტიებისა და მათთან აფილირებული ენჯეო-სექტორის ანტისახელისუფლებო დაფინანსებაში. იმავე ბრალდებებს ვაშინგტონს უყენებს მეხიკო, კერძოდ – USAID-ის, ფორდისა და როკფელერის ფონდების მიმართ, რომლებიც ანტისამთავრობო პროცესების გაღვივების მიზნით აფინანსებენ ათობით ოპოზიციურ „ენჯეო“-ორგანიზაციებს. მექსიკა მკაცრად ითხოვს ბაიდენის ადმინისტრაციისაგან შეწყვიტოს თავისი უხეში ჩარევა ქვეყნის საშინაო საქმეებში.

ეს უკვე მერამდენე მწვავე შეტევაა აშშ-ს წინააღმდეგ მექსიკის ხელისუფლების სათავეში მყოფი მემარცხენე პოლიტიკური ძალების მხრიდან. ჯერ კიდევ ლოპეს ობრადორის პრეზიდენტობის დროს მექსიკამ შეწყვიტა ამერიკასთან სამხედრო კოოპერაცია, დახურა თავისი საჰაერო სივრცე აშშ-ს სამხედრო ავიაციისა და სადაზვერვო დრონებისთვის. ამას მოჰყვა მექსიკის გადაწყვეტილება – უარი თქვას ამერიკული გენმოდიფიცირებული ხორბლის იმპორტზე, რამაც მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ადგილობრივ ფერმერებს. „საკონტროლო გასროლის“ ტოლფასი იყო ამერიკაში საფერმერო მეურნეობებისთვის განკუთვნილი სარწყავი წყლის მიწოდების შეწყვეტა.

მეხიკო ასევე უარს აცხადებს ბაიდენის ადმინისტრაციისათვის აშშ-ს სამხრეთში საიმიგრაციო კრიზისის გადალახვაში დახმარების გაწევაზე. მექსიკა მკაცრად ითხოვს ამერიკისგან ვენესუელასა და კუბას წინააღმდეგ შემოღებული სანქციების მოხსნას. მექსიკის ესოდენ პრინციპული და შემტევი პოლიტიკა იმდენად პოპულარულია ქვეყანაში, რომ ლოპეს ობრადორის გუნდის წევრმა, ახალმა პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა, ხმათა 60% აიღო. ეს ხმები მან აიღო ამერიკის მიერ დაფინანსებული ოპოზიციური ენჯეო-სექტორის ანტისახელისუფლებო კურსის მკვეთრი გააქტიურების მიუხედავად.

მექსიკას ასევე არ პატიებენ მის თანდათანობით გადაწყობას ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკაში უკვე მილიარდობით დოლარის ინვესტიციები განახორციელა. არის თუ არა მსგავსება საქართველოსა და ბაიდენის ადმინისტრაციასა და აშშ-მექსიკას ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს შორის, თავად განსაჯეთ. სჭირდება თუ არა ამ არაჯანსაღ მდგომარეობას გადატვირთვა, რიტორიკულ შეკითხვად დავტოვოთ“, – წერს დავით ქართველიშვილი.

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით , მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესით დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახური ალექსანდრე ლუკაშენკოს პასუხობს

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური არ აფიქსირებს უკრაინის საზღვართან ბელარუსის ჯარების აღჭურვილობისა და პერსონალის რაოდენობის ზრდას , – ასე ეხმაურება უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის პრესსპიკერი, პოლკოვნიკი ანდრეი დემჩენკო ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებას, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ უკრაინასთან საზღვარზე ქვეყნის არმიის თითქმის მესამედი განათავსა.

ანდრეი დემჩენკოს თქმით, ლუკაშენკო აგრძელებს საინფორმაციო სიტუაციის ესკალაციას აგრესიული განცხადებებით, რომლებიც რეალობას არ შეესაბამება.

„ბელარუსის რესპუბლიკის საზღვარზე ვითარება უცვლელია. როგორც ვხედავთ, არ იცვლება ლუკაშენკოს რიტორიკაც, რომელიც მუდმივად ამძაფრებს სიტუაციას რეგულარული პერიოდულობით, ტერორისტული ქვეყნის საამებლად“, – აცხადებს ანდრეი დემჩენკო.

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებამ უკრაინასთან საზღვარზე ბელარუსის არმიის თითქმის მესამედი განათავსა.

აზერბაიჯანმა საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაცია „ბრიქსში“ გაწევრიანების სურვილი გამოთქვა

აზერბაიჯანმა საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაცია „ბრიქსში“ გაწევრიანების სურვილი გამოთქვა, – ამის შესახებ რუსეთში აზერბაიჯანის ელჩმა, ფოლად ბულბულოღლიმ განაცხადა.

„ბრიქსში“ გაწევრიანების მსურველთა დიდი რიგია. აზერბაიჯანმა ასეთი სურვილი მართლაც გამოთქვა. ჩვენ ვილაპარაკეთ ამაზე ჩვენს რუს კოლეგებთან, მაგრამ ესეც პროცესი და სამუშაო საკითხია“, – აღნიშნა აზერბაიჯანელმა დიპლომატმა კითხვაზე პასუხად, აქვს თუ არა ბაქოს ასოციაციაში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურად წარდგენილი განცხადება.

აღსანიშნავია, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანში ჩავა და ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართავს მოლაპარაკებებს.

„ბრიქსი“ დაარსდა 2006 წელს ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის და ჩინეთის მიერ, ხოლო სამხრეთ აფრიკა შეუერთდა 2011 წელს. 2024 წლის პირველ იანვარს ჯგუფის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია. წელს ასოციაციას რუსეთი თავმჯდომარეობს. მთავარი ღონისძიება იქნება ორგანიზაციის სამიტი ყაზანში 22-დან 24 ოქტომბრამდე.

„კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“-ს „რესპუბლიკური პარტია“ და ორგანიზაცია „აქტივისტები მომავლისთვის“ ოფიციალურად შეუერთდნენ

„კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“-ს „რესპუბლიკური პარტია“ და ორგანიზაცია „აქტივისტები მომავლისთვის“ დღეიდან ოფიციალურად შეუერთდნენ.

როგორც ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოთხი ნომრით პროფესიონალიზმსა და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ პოლიტიკას მოიტანს.

„მიხარია რომ „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით ვდგავარ აქ, ისეთ ადამიანებთან ერთად, რომელთა ბრძოლაც, უშიშრობაც ნანახი აქვს მთელ საქართველოს. მაქვს პატივი, ვიყო იმ ადამიანებთან ერთად, რომელთა იმედიც მექნება ყოველთვის, წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდეგ. მთავარი კითხვა, რომელიც დღეს ისმის საზოგადოებაში, როგორ უნდა მართოს ქვეყანა ოპოზიციამ, რომელიც მოიპოვებს უმრავლესობას 26 ოქტომბერს? ამაზე პასუხი მარტივია – პროფესიონალიზმი, ადამიანის უფლებებზე ორიენტირება და პროგრესი, რომელიც კოალიცია 4-ს სურს, მოიტანოს“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.