Home Blog Page 10

არანაირი საკომისიო – უმარტივესად გადაიხადეთ ამანათის ტრანსპორტირების თანხა თიბისის მობაილბანკიდან

12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა.

ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზიდის საიტიდან ან მობაილბანკიდან იხდით. თუ გადამზიდის საიტზე ბარათის მონაცემების ხელით შეყვანა გიწევთ, თიბისი ამ პროცესს უმარტივეს საქმედ გიქცევთ.

როგორია გადახდის პროცესი თიბისის მობაილბანკში:

  • კომუნალურების გვერდიდან ირჩევთ ამანათებს და ფოსტას;
  • მონიშნავთ სასურველ გადამზიდს;
  • შეიყვანთ აბონენტის ნომერს და დაამატებთ შაბლონში, რომ მომავალში მარტივად შეძლოთ გადახდა;
  • გადახედავთ დეტალებს და დაადასტურებთ გადარიცხვას.

ამ სიახლის პარალელურად, 12 მარტიდან 12 აპრილის ჩათვლით, ამანათის ტრანსპორტირების თანხის გადახდას ყოველგვარი საკომისიოს გარეშე შეძლებთ.

ხომ შეიძლება “დიფ სთეითის” ეგიდით მსოფლიოში განვითარებულ ამა თუ იმ სიმახინჯეს და დანაშაულს თბილისური აგენტურა ან გაემიჯნოს, ან “თანაზიარებისაგან” თავი შეიკავოს, მაგრამ “ნურას უკაცრავად” – დავით ქართველიშვილი

პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სირიაში განვითარებული მოვლენებს და მსოფლიო ლიდერების გამოხმაურებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით,  ევრობიუროკრატების დუმილის ფონზე, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადება ძალიან მკაფიო იყო.

“”დიფ სთეითის” ევროსაბჭოთა კავშირის ფლანგზე – მოსალოდნელი და სამარისებური სიჩუმეა, როგორც ჩანს “ჩემს შვილს როგორ მოვაჭრი თავს” პრინციპიდან გამომდინარე”- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ სწორედ საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღიარეს სირიის ტერორისტ-ხელისუფლება და მისცეს მას ლეგიტიმაცია

. დავით ქართველიშვილის თქმით, სირიის ხელისუფლების ქებაში ევროპელ ლიდერებს, ქართველი რადიკალებიც შეუერთდნენ და ახლა ისინიც  ამ სისხლიანი დანაშაულის თანამონაწილეები არიან.

“მას შემდეგ, რაც 2025 წლის 9 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მკაფიო განცხადება გააკეთა სირიის ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც მან დაგმო რადიკალური ისლამისტი ტერორისტების მოქმედებები, რომლებიც დასავლეთ სირიაში

მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებში

არიან ჩართული – ევრობიუროკრატ “კრავთა დუმილი” ჯერ კიდევ გრძელდება. ამ დუმილის ფონზე, მარკო რუბიომ ცალსახად ხაზი გაუსვა, რომ აშშ მხარს უჭერს ქვეყნის რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებს, მათ შორის ქრისტიანულ, დრუზულ, ალავიტურ და ქურთულ თემებს. სახელმწიფო მდივანმა ასევე მოუწოდა სირიის დროებით ხელისუფლებას, რომ დამნაშავეები დროულად მიეცნენ პასუხისგებაში.

მაგრამ, სწორედ, რომ “დიფ სთეითის

” ევროსაბჭოთა კავშირის ფლანგზე – მოსალოდნელი და სამარისებური სიჩუმეა, როგორც ჩანს “ჩემს შვილს როგორ მოვაჭრი თავს” პრინციპიდან გამომდინარე. ეს ხომ გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადასცეს სირიის ტერორისტ-ხელისუფლებას ერთგვარი “აგრემანი”, აღიარება და მათი შემდგომი მოქმედებებისთვის სრული “კარტ-ბლანში”. ეს ხომ ჩვენი ლაქია-მარიონეტები შეუერთდნენ სირიის ახალი ხელისუფლების ქება-დიდებას და

ვერც ისინი, ვერც მათი ბრიუსელის აგენტოკრატები ვეღარ შეძლებენ ამ სისხლიანი დანაშაულის თანამონაწილეობის ლაქის ჩამოშორებას.

ხანდახან ფიქრობ, ხომ შეიძლება “დიფ სთეითი” ეგიდით მსოფლიოში განვითარებულ ამა თუ იმ სიმახინჯეს და დანაშაულს, თბილისური აგენტურა ან გაემიჯნოს, ან “თანაზიარებისაგან” თავი შეიკავოს, ან პაუზა გააკეთოს თავის მსჯელობასა თუ განცხადებაში – “ნურას უკაცრავად”. ყველგან და ყოველთვის მოწინავე

პოზიციებზე არიან: იქნება ეს უკრაინის კატასტროფა თუ “ჰეროდეს” ტრადიციებში სირიელ ბავშვთა ამოხოცვა. “ჰეროდიაანთ” სალომეამ ოღონდ რაიმე ფორმით დააფიქსიროს საკუთარი “ლეგიტიმურობა” და სისხლისმსმელი ტერორისტებისთვისაც არ დაიშურებს თავის “საპრეზიდენტო” ამბორს. სწორედ ურსულა ფონ დერ “ბაიდენთან” ერთად დღეს თქვენი ხელებიც იდაყვამდე სისხლშია და თქვენ ამ სისხლს ვერ ჩამოირეცხავთ,”-წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

უკრაინაში მიმდინარე ომი სერიოზული გამოწვევაა მთელი ევროპისთვის- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი სერიოზული გამოწვევაა მთელი ევროპისთვის. ამის შესახებ მაკრონმა მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას მაკრონმა აღნიშნა, რომ სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში არის სერიოზული გამოწვევა ევროპისთვის და გამოყო მოლდოვა, რომელიც რუსული საფრთხის წინა ხაზზე იმყოფება და რომლის საჰაერო სივრცეც რეგულარულად ირღვევა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე დაგმო რუსეთის მხრიდან სულ უფრო აშკარა დესტაბილიზაციის მცდელობები მოლდოვაში და მის დემოკრატიულ ინსტიტუტებში.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა, რათა გავზარდოთ მოლდოვის მდგრადობა უცხოური ჩარევის მიმართ“, – განაცხადა მაკრონმა.

ილონ მასკი აცხადებს, რომ X-ზე კიბერშეტევა უკრაინის ტერიტორიაზე შექმნილი IP მისამართებით განხორციელდა

ილონ მასკი აცხადებს, რომ სოციალურ ქსელ X-ზე კიბერშეტევა უკრაინის ტერიტორიაზე შექმნილი IP მისამართებით განხორციელდა. ამის შესახებ მასკმა „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, ზუსტად რა მოხდა, მაგრამ მასიური კიბერთავდასხმა განხორციელდა X-ზე სისტემის მწყობრიდან გამოყვანის მიზნით, უკრაინის ტერიტორიაზე შექმნილი IP მისამართებით“, – აღნიშნა მასკმა.

სოციალური ქსელი „იქსი“ (X) გუშინ შეფერხებით მუშაობდა. დილის 06:00 საათზე პრობლემის შესახებ 20 500-ზე მეტმა მომხმარებელმა განაცხადა, ხოლო დილის 10:00 საათზე თითქმის 40 000 მომხმარებელმა განაცხადა გათიშვების შესახებ.

11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნებისმიერი საქმე, დღეს, კმაყოფილებასთან ერთად სარგებელსაც მოგიტანთ, ხოლო თუ პრობლემების მოსაგვარებლად ახლობლებს, ან კოლეგებს დაიხმართ, გაცილებით მეტს მიიღებთ, ვიდრე ელოდით.

კურო

დაბნეულობა და გადაღლილობა ნეგატიურად აისახება თქვენს საქმიანობასა და ქმედებებში, რაც, სავარაუდოდ, ირგვლივ მყოფთა დაპირისპირების და გაუგებრობების მიზეზი გახდება. აკონტროლეთ ემოციები.

ტყუპები

შეგიძლიათ, დღეს ნამდვილად იამაყოთ საკუთარი თავით,  არ დაგჭირდებათ, მოძებნოთ რაიმე უნივერსალური გასაღები ყველას გულის მოსაგებად. დღეს, ყველაფერი გამოგივათ.

კირჩხიბი

დღეს, დიდი ალბათობით, იოლად შემოიკრებთ თანამოაზრეებს. თქვენი ენთუზიაზმი და დამაჯერებელი საუბარი, ხალისიანი განწყობა და ენერგიულობა ადვილად განაწყობს ყველას თქვენთან სათანამშრომლოდ.

ლომი

ნუ გადაიტვირთებით და ნუ წამოიწყებთ რაიმე ახალს, დაეხმარეთ, ვინც ამას საჭიროებს, მაგრამ თავი შეიკავეთ სერიოზული საკითხების გადაწყვეტისა და ინიციატივის გამოჩენისგან.

ქალწული

მოულოდნელობებმა შეიძლება, შეცვალოს თქვენი დღის განრიგი, დაირღვეს ჩვეული საქმიანი რიტმი, თუმცა, ეს შექმნილი გარემოება ახალ შესაძლებლობებს და გზას გამოაჩენს, რომელიც მეტად მიგაახლოებთ მიზანთან.

სასწორი

შანსი გაქვთ, გაიცნოთ და დაუახლოვდეთ მეტად საჭირო გავლენიან ადამიანებს, დაუგეგმავი და მოულოდნელი შეხვედრები დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე , ბევრ რამეს ახლებურად, სხვა თვალით შეხედავთ.

მორიელი

ეს დღე ხელს შეუწყობს მოლაპარაკებებს, კონფლიქტების მოგვარებას, ახალი პარტნიორების მოზიდვას და რთული საკითხების წარმატებით გადაწყვეტას. ირგვლივ მყოფთა სიმპათიას და კეთილგანწყობას მარტივად მოიპოვებთ.

მშვილდოსანი

დღეს, თქვენთვის შეუძლებელი არაფერია, არ არსებობს წინააღმდეგობა, რომელიც პრობლემას შეგიქმნით, არ არსებობს საზღვრები, რომლებიც შეგაჩერებთ და ფრთხილად იყოს ის, ვინც დაგიპირისპირდება.

თხის რქა

მნიშნელოვანია, თვალი ადევნოთ მოვლენებს და ფეხი აუწყოთ ცვლილებებს, გაქვთ შანსები, დრო თქვენი წინსვლისთვის გამოიყენოთ, მაგრამ სიზარმაცით შეიძლება, შანსი ხელიდან გაუშვათ.

მერწყული

დღეს, შეძლებთ, მოიცალოთ თქვენთვის, სამყაროს თითქოს პირველად დაინახავთ მთელი თავისი დიდებულებით და საოცრებებით. მოსალოდნელია, მნიშვნელოვანი გარდატეხა.

თევზები

მოულოდნელობებს ელოდეთ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, ეს შეიძლება იყოს ნეგატიური ცვლილებაც და პოზიტიურიც. შეიძლება, იპოვოთ რაღაც თანხა, ან პირიქით. ზოგადად, სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსებთან.

ტემპერატურა 21 გრადუსამდე აიწევს

11 მარტს საქართველოს ყველა ქალაქში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე მაღალი  ტემპერატურა, 21 გრადუსი რუსთავში და თბილისშია მოსალოდნელი. 

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

გაგრა +18 – მზიანი 

სოხუმი +19 – მზიანი 

ზუგდიდი +22 – უმეტესად ღრუბლიანი

მესტია +12 – უმეტესად ღრუბლიანი

ფოთი +18 – უმეტესად ღრუბლიანი

ბათუმი +18 – მზიანი 

ოზურგეთი +21 – მზიანი 

ქუთაისი +22 – მზიანი 

ამბროლაური +18 – მზიანი 

ახალციხე +14 – მზიანი 

ბორჯომი +13 – მზიანი 

ბაკურიანი +10 – უმეტესად მზიანი 

გორი +19 – მზიანი 

ცხინვალი +16 – უმეტესად მზიანი 

სტეფანწმინდა +6 – უმეტესად მზიანი 

გუდაური +5 – უმეტესად მზიანი 

თელავი +19 – მზიანი 

რუსთავი +21 – მზიანი 

თბილისი +21 – მზიანი 

მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების საკითხი, შესაძლოა, საუდის არაბეთში მოლაპარაკებების დროს მოგვარდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, მისთვის დაუჯერებელი იყო ის, რაც 28 თებერვალს თეთრ სახლში მოხდა. ჟურნალისტმა რუბიოს ჰკითხა, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 28 თებერვალს ოვალურ კაბინეტში მომხდარი შელაპარაკების შესახებ.

„ეს არ იყო ისე, როგორც უნდა წასულიყო. ჩვენ გვქონდა საუბარი მათ მოსვლამდე. ავუხსენით ჩვენი პოზიცია. ჩვენ ნამდვილად გვსურდა მოლაპარაკებების დაწყება. გაოგნებული ვიყავი, როცა ეს ხდებოდა, რადგან ყველაფერი სრულიად საპირისპიროდ წავიდა იმისგან, რაზეც წინასწარ ვსაუბრობდით. ვერ ვიჯერებდი, რასაც ვხედავდი. ვფიქრობდი, ეს რეალური ვერ იქნება, მაგრამ იყო“, – თქვა რუბიომ.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს თეთრ სახლში უკრაინისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შელაპარაკება მოხდა. ინციდენტის შემდეგ აშშ-მა უკრაინას შეუჩერა სამხედრო დახმარება და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება. ასევე, 11 მარტს საუდის არაბეთში მოლაპარაკებები გაიმართება ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის. ეს იქნება პირველი ოფიციალური შეხვედრა, რომელიც ოვალურ კაბინეტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაიმართება.

,,ანაკლიის პორტის გარშემო „ქართული ოცნება“ „პროპაგანდისტულ ტყუილს“ ავრცელებს”- მამუკა ხაზარაძე 

საერთაშორისო არბიტრაჟის მომსახურებაში 600.000 დოლარი გადაიხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა, სადაც ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები არიან და არა მამუკა ხაზარაძემ , – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პორტის გარშემო „ქართული ოცნება“ „პროპაგანდისტულ ტყუილს“ ავრცელებს.

ამასთან, ხაზარაძე ინტერესდება, რატომ დასჭირდა „ოცნებას“ საკითხის ახლა წამოწევა, როცა მომსახურების თანხა „წინა წელს იქნა გადახდილი”.

მამუკა ხაზარაძე ითხოვს “ქართულმა ოცნებამ” გაასაჯაროოს “რამდენი ათეული მილიონი ლარი – გადასახადის გადამხდელთა და ბიუჯეტის თანხა” დახარჯა “ანაკლიის გაჩერებაში”, ამავე არბიტრაჟის მიმდინარეობის დროს მიღებულ იურიდიულ მომსახურებაში.

“ქართული ოცნების” მორიგი პროპაგანდისტული ტყუილი მათ მიერ გაჩერებული ანაკლიის პროექტის გარშემო.

საერთაშორისო არბიტრაჟის მომსახურებაში 600.000 დოლარი გადაიხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა, სადაც ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები არიან და არა მამუკა ხაზარაძემ.

ახლა “ქართულმა ოცნებამ” უნდა გაასაჯაროოს, რამდენი ათეული მილიონი ლარი, ანუ, გადასახადის გადამხდელთა და ბიუჯეტის თანხა დახარჯა ანაკლიის გაჩერებაში, ამავე არბიტრაჟის მიმდინარეობის დროს მიღებულ იურიდიულ მომსახურებაში.

მარტივად ვიტყვი, რაც იყო:

  • არბიტრაჟმათქვა, რომხელისუფლებამოიქცაყაჩაღურადდაესმეორემხარემიცოდა, შესაბამისად, პასუხისმგებლობამასზეა, რომრუსულმთავრობასთანაფორმებდაკონტრაქტს.
  • “ანაკლიას” რომ წაეგო, მაშინ მას არბიტრაჟი დააკისრებდა მილიონების გადახდას სახელმწიფოს სასარგებლოდ (გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯების ჩათვლით)
  • ესრომჯარიმაიყოს, გადახდილიიქნებოდაბიუჯეტისსასარგებლოდ. თუესასეა, წარმოადგინონშესაბამისიმტკიცებულება.

ეს იყო მომსახურების მოსაკრებელი, ისეთივე, როგორც ქართულ სასამართლოებში იხდის ჩვენი ყველა მოქალაქე.

აქვე შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა გააჩერა ანაკლიის პროექტი, რომელიც 2020-ში უკვე მზად იქნებოდა პირველი გემის მისაღებად.

ასევე “ქართულმა ოცნებამ” 80 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ამერიკული და ევროპული კომპანიების ინვესტიციის კონფისკაცია მოახდინა.

ახლა კითხვა ისმის – შვიდ წელიწადში ანაკლიის გაჩერების შემდეგ, რატომ ვერ იპოვეს ინვესტორი და რატომ ვერ ააშენეს ანაკლიის პორტი?

და ბოლოს, რატომ დასჭირდა ოცნებას ამ საკითხის ახლა წამოწევა, როცა ეს მომსახურების თანხა წინა წელს იქნა გადახდილი?“, – წერს ხაზარაძე.

,,თუ პრეზიდენტმა ტრამპმა მოახერხა „დიფ სთეითის“ დამარცხება, ეს უთუოდ აისახება საქართველოზე”- მამუკა მდინარაძე

დღეს ჩვენი ქვეყანა, საქართველო აშშ-სთვის არის ტესტი „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში და თუ პრეზიდენტმა ტრამპმა და ახალმა ადმინისტრაციამ მოახერხა „დიფ სთეითის“ დამარცხება, ეს უთუოდ, პირველ რიგში, აისახება საქართველოზე, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

მან აღნიშნა, რომ ამ თემაზე დღეს საკმაოდ ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა. მდინარაძის თქმით, თუ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლის ნიშნები იქნება, პირველ რიგში, ეს საქართველოს შეეხება.

„საქართველოზე წინ არც ერთი ქვეყანა არ დგას ამ მიმართულებით. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, რამხელა ზეწოლა იყო საქართველოზე, რამხელა ზეწოლაა დღესაც. მიუხედავად, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისა და ახალი პრეზიდენტის იმ რიტორიკისა, რომელიც ერთი ერთში ჩვენსას ემთხვევა და ეს ძალიან გვიხარია, მაგრამ თუკი „დიფ სთეითის“ დამარცხების ნიშნები, ელემენტარული მაინც გაჩნდება, ამას პირველ რიგში, ქართველები და ჩვენი ქვეყანა იგრძნობს საკუთარ თავზე და საერთაშორისო საზოგადოებაც ამას კარგად დაინახავს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „Deep State-ის რებრენდინგისა და მოდერნიზაციის შემდეგ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოსა და მისი ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ კიდევ უფრო გახშირდება თავდასხმები და გამუდმებული მცდელობა, რომ ეროვნული ხელისუფლება აგენტურით შეიცვალოს“.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ წარადგინა ახალი აპლიკაცია, რომელიც უკანონო მიგრანტებს „თვითდეპორტაციის“ საშუალებას მისცემს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ წარადგინა ახალი აპლიკაცია, რომელიც აშშ-ში უკანონოდ მყოფ მიგრანტებს, დაკავებისა და დეპორტაციის ნაცვლად, „თვითდეპორტაციის“ საშუალებას მისცემს.

აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სააგენტოს აპლიკაცია CBP Home შესთავაზებს ადამიანებს არჩევანს, რომ გამოხატონ „წასვლის განზრახვა“.

„CBP Home აპლიკაცია უცხოელებს აძლევს შესაძლებლობას, წავიდნენ ახლავე და თვითდეპორტირდნენ, რათა შეინარჩუნონ შესაძლებლობა, მომავალში ლეგალურად დაბრუნდნენ და იცხოვრონ ამერიკული ოცნებით. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ჩვენ ვიპოვით მათ და ისინი ვეღარასდროს დაბრუნდებიან აშშ-ში“, – განაცხადა აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა.

CBP Home შეცვლის აპლიკაციას, რომელიც ცნობილი იყო როგორც CBP One და რომელიც ბაიდენის პრეზიდენტობის დროს შეიქმნა. ბაიდენის პრეზიდენტობის დროს აპლიკაცია მოიცავდა ფუნქციას, რომელიც საშუალებას აძლევდა მექსიკაში მყოფ დაახლოებით მილიონამდე მიგრანტს, დაეგეგმათ შეხვედრა, რათა მოეთხოვათ აშშ-ში ლეგალურად შესვლა. რესპუბლიკელებმა გააკრიტიკეს ბაიდენის პროგრამა, რადგან, მათი თქმით, ის ხელს უწყობდა მასობრივ მიგრაციას შეერთებულ შტატებში და არასათანადოდ ამოწმებდა მიგრანტებს. ტრამპმა CBP One თანამდებობის დაკავებიდან რამდენიმე საათში გააუქმა.

მამუკა მდინარაძე: მომავალი თაობების გადარჩენისთვის ჩვენ ვაპირებთ ეს საკითხი – ანტინარკოტიკული რეფორმა, ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ვაქციოთ განსაკუთრებულ ეროვნულ პრიორიტეტად

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობასთან ერთად შევიმუშავეთ ანტინარკოტიკული რეფორმა. ასევე, განსაკუთრებული მადლიერებით უნდა აღინიშნოს, რომ ანტინარკოტიკული და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი არის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი“.

მან ასევე რეფორმის საკანონმდებლო მიმართულების ძირითად საკითხებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ცვლილებები, გამკაცრების მიმართულებით, შეეხება სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის სხვა შესაბამის ნორმებსაც“.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი კერძო სექტორის წარმომადგენლებს მიმართავს, რომ გაიზიარონ ეს მიდგომები და სახელმწიფოს ამოუდგნენ გვერდში ანტინარკოტიკული კამპანიის წარმოებაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში.

„მინდა გაგაცნოთ რეფორმის საკანონმდებლო მიმართულების ძირითადი საკითხები:

1. ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორებისთვის არა თუ განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება.

2. „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება და მოწესრიგდება მათთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები, კერძოდ, განისაზღვრება თუ ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. ამასთანავე, დადგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. დაიხვეწება საკანონმდებლო ჩარჩო, რითაც შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორისთვის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობი პირისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა.

3. 2025 წლის პირველი ივნისიდან – იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას სამი წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ხუთი წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

ცვლილებები, გამკაცრების მიმართულებით, შეეხება სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის სხვა შესაბამის ნორმებსაც.
აქვე, მივმართავთ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ გაიზიარონ ეს მიდგომები და სახელმწიფოს ამოუდგნენ გვერდში ანტინარკოტიკული კამპანიის წარმოებაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში.
მომავალი თაობების გადარჩენისთვის ჩვენ ვაპირებთ ეს საკითხი – ანტინარკოტიკული რეფორმა, ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ვაქციოთ განსაკუთრებულ ეროვნულ პრიორიტეტად!“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

,,სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, ახალი არჩევნების მოსამზადებლად საერთო საკოორდინაციო ფრონტი შეიქმნას”- თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ახალი არჩევნების მოსამზადებლად „საერთო საკოორდინაციო ფრონტი“ შეიქმნება.

გარდა ამისა, როგორც ჩერგოლეიშვილმა სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, 31 მარტისთვის სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ამზადებს.

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, რომ ახალი არჩევნების მოსამზადებლად შეიქმნას საერთო საკოორდინაციო ფრონტი, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს მოიცავს, არამედ სამოქალაქო და საპროტესტო ნაწილს – ამაზე მუშაობს.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი 31 მარტისთვის აქციას ამზადებს, ამაზე ჩვენი მოსაზრებები გავცვალეთ.

გარდა ამისა, გავიარეთ ყველა საკითხი, რაც ახალი არჩევნების მომზადებას უკავშირდება, მათ შორის, არის: პოლიტიკური პატიმრები, საკანონმდებლო ბაზა – ის, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ შემდგომ ნორმალური არჩევნები ჩავატაროთ – ამ საკითხებზე ვისაუბრეთ. მთავარი არის ის, რომ ჩვენი ფოკუსი რჩება ახალ არჩევნებზე, მგონია, რომ ახალ არჩევნებს მივაღწევთ“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

კითხვაზე, მიიღებენ თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი და ამის განხილვაც კი ცუდად იმოქმედებს საპროტესტო განწყობაზე. მისივე თქმით, „ეს არის სიგიჟე“.

„სრულ უაზრობად მივიჩნევთ იმის გამოცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობა, როდესაც ახალ საპარლამენტო არჩევნებს ვამზადებთ. მართლა შესაძლებელია ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა თუ ჩვენ შევძელით და ამ კრიზისმა შინაარსი შეიძინა, რაც საპროტესტო მოთხოვნას აქვს. თუ ჩვენ თვითონ დავიწყეთ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი, ცუდად იმოქმედებს საპროტესტო განწყობაზე. ეს არის სიგიჟე. ჩვენ არ შეგვიქმნია კრიზისი. კრიზისი შექმნა პროტესტმა, რომელიც ქუჩაში დგას. მათი დაკვეთა არ არის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და განხილვაც კი“,- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.