Home Blog Page 10

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ჩემს აღფრთოვანებას იწვევს, საღი აზრისა და პრაგმატიზმის გამო-ჯეფრი საქსი

საქართველოს მოქმედი მთავრობა ჩემში აღფრთოვანებას იწვევს, მისი საღი აზრისა და პრაგმატიზმის გამო. ახლა ჩემი ძალიან ღრმა სკეპტიციზმი ეხება აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებს, იმიტომ რომ ისინი თამაშებს თამაშობენ, ან შესაძლოა შეერთებული შტატები და ევროპა მათ გეოპოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, რომლებიც აზერბაიჯანისა და სომხეთის ინტერესებს არ შეესაბამება – განაცხადა ამერიკელმა პროფესორმა ჯეფრი საქსმა.

მისი თქმით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დიდი ხნის პრაქტიკაა რუსეთის ირგვლივ საქმეებში ჩარევა და ახლა ის ასევე ირანის სამეზობლოში იჭრება.

„სწორედ ეს ხდება ახლა და ეს ძალიან სახიფათოა. ე.წ. დასავლეთი კი მოდის და ზღაპრებს უყვება ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა უკრაინა. უფრო სწორად, მან გადააგდო მთავრობა უკრაინაში, რათა შესაძლებლობა ჰქონოდა ზღაპრები მოეყოლა რეჟიმისთვის, რომელიც 2014 წლის თებერვალში მოიყვანა ხელისუფლებაში. ის მღერის ზღაპარს: „ჩვენ გადაგარჩენთ“. მე კი სამხრეთ კავკასიაში მეგობრებს ვეუბნები – რუკას შეხედეთ. შეერთებულ შტატები არ ზრუნავს სამხრეთ კავკასიაზე. ისინი თამაშობენ. ფრთხილად იყავით. ბრიუსელი აბსოლუტურად არაკომპეტენტურია და სასარგებლოს ვერაფერს აკეთებს. ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, ევროკავშირის დიდი გულშემატკივარი ვიყავი, მაგრამ ევროკავშირს სამხრეთ კავკასიაში არაფერი ესაქმება. ეს ხომ ევროპა არ არის“, – ამბობს საქსი.

თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული აგროლაბი-სანდოობა, როგორც ინოვაცია

2019 წელს, როდესაც „GITA”-მ და მსოფლიო ბანკმა საგრანტო განაცხადების მიღება დაიწყეს, მარიამ სოლომნიშვილს საფიქრალი გაუჩნდა: რა უნდა ყოფილიყო ინოვაციური კომპონენტი, რაც მას გამარჯვებაში დაეხმარებოდა?!

ასე გაჩნდა აგროლაბი- ლაბორატორია, რომელიც ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ანალიზზეა კონცენტრირებული. ინოვაციური კი მოდელია, სადაც მომხმარებელი  ლაბორატორიის ვებ-გვერდზე რეგისტრირდება, ონლაინ კაბინეტს ქმნის, სახლიდან გაუსვლელად ახერხებს შედეგის ნახვას, სერტიფიკატის ჩამოტვირთვას, კურიერის გამოძახებას და მენეჯერთან კონტაქტსაც კი.

ლაბორატორიამ თიბისი დაჯილდოების მთავარი ჯილდო მიიღო რეგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ის იმ ადამიანებმა შექმნეს, რომლებიც წლების განმავლობაში საქმიანობდნენ ღვინის წარმოებაში.

„კახეთი ქართული ღვინის წარმოების აკვანია. ნებისმიერი მეურნეობისთვის კი ლაბორატორიული ანალიზი აუცილებელია. ჩვენი სერვისზე მოთხოვნა ტექნოლოგიური პროცესის თანმდევი ნაწილია: ყურძნის მარცვლის შემოწმებიდან, ღვინის ჩამოსხმის მომენტამდე. საკუთარი გამოცდილებიდან მივხვდი, რომ რეგიონს სჭირდებოდა თანამედროვე, სანდო ლაბორატორია“, – გვიხსნის მარიამ სოლომნიშვილი.

საქართველოში თითქმის ყველამ იცის, როგორ მზადდება ღვინო. ან ჰგონია, რომ იცის. ვენახის გაშენება, რთველი, ქვევრში ღვინის დაყენება – ამ ყველაფერს ქართული ღვინის კულტურად მივიჩნევთ. მაგრამ ამ ტრადიციას, განსაკუთრებით მაშინ, როცა პროდუქტი ბაზარზე უნდა გავიდეს, სტანდარტებიც ახლავს, ლაბორატორიული ანალიზებიც და საერთაშორისო ნორმებიც.  აგროლაბი და მისი დამფუძნებელი, მოწმეა თუ როგორ იცვლება ადამიანების აღქმა და ინფორმირებულობის დონე.

“ათწლეულების განმავლობაში ღვინის დაყენების პროცესი პირად გამოცდილებაზე იყო მინდობილი.  ტექნოლოგიების განვითარებამ და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობამ ბევრი სტერეოტიპი დაანგრია, საკუთარი შრომის დაფასებაც ვისწავლეთ. დღეს ლაბორატორიული ანალიზით ის ადამიანებიც ინტერესდებიან, რომლებიც ღვინოს საკუთარი მოხმარებისთვის აყენებენ. ბუნებრივიცაა, რადგან სურთ რომ შრომამ ხარისხიანი ნაყოფიც გამოიღოს”, -ამბობს მარიამი.

2023 წლის პირველი იანვრიდან ალკოჰოლური სასმელების ნებისმიერი მწარმოებელი ან რეალიზატორი, თუნდაც ადგილობრივი ბაზრისთვის, ვალდებულია ჰქონდეს შესაბამისობის სერტიფიკატი.

“თიბისის ჯილდოს მიღება გუნდისთვის მოულოდნელობაც იყო და დიდი მოტივაციაც. როცა განაცხადი შევავსეთ, მოლოდინი არ გვქონია. უბრალოდ, გვინდოდა გვეცადა. ისეთი გამოხმაურება  ჰქონდა გამარჯვებას, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით თუ რა საჭირო და მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ. მცირე მარნებმაც მოგვწერეს.თურმე არ იცოდნენ, რომ მსგავსი სერვისი კახეთშიც არსებობდა”, – გვიყვება ყვება მარიამი.

აგროლაბი არა მხოლოდ უკვე არსებულ მომხმარებლებზე ფიქრობს, არამედ ახალი შესაძლებლობების განვითარებაზეც მუშაობს,  მათ შორის ნიადაგის ანალიზზეც.

“დღევანდელ რეალობაში ფერმერები ხშირად სპონტანურად იღებენ გადაწყვეტილებებს – მაღაზიიდან იღებენ სასუქსა და ქიმიურ საშუალებებს, რომლებიც შეიძლება საერთოდ არ შეესაბამებოდეს კონკრეტულ არეალს. ნიადაგის ანალიზი კი შესაძლებელს გახდის მიზნობრივ გამოყენებას, რაც საბოლოო შედეგზეც იმოქმედებს“, -გვიხსნის მარიამი.

აგროლაბის გუნდმა კარგად იცის, რომ ინოვაცია მხოლოდ თანამედროვე ტექნიკაში არ გამოიხატება, აქ ცდილობენ შექმნან მექანიზმი, რომელიც სხვასაც დაეხმარება.

(R)

სამხრეთ კავკასია ათწლეულების განმავლობაში სათამაშო მოედანია. ფრთხილად იყავით -ჯეფრი საქსი

სამხრეთ კავკასია ევროპაც კი არაა. კავკასიონი არის ევროპასა და აზიას შორის საზღვარი. ამიტომ, ფრთხილად იყავით, რომ არ გახდეთ თამაშის მსხვერპლი, – ასე მიმართა ამერიკელმა პროფესორმა ჯეფრი საქსმა სამხრეთ კავკასიას. ის საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ურჩევს, ყურადღება ახლო სამეზობლოზე გადაიტანონ.

„მიაქციეთ ყურადღება თქვენს მეზობლებს – რუსეთს, თურქეთს, ირანს, საუდის არაბეთსა და სხვებს. ეს არის მნიშვნელოვანი თქვენთვის. ნუ იჯერებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, მით უმეტეს დონალდ ტრამპის დროს, დაგეხმარებათ თქვენს მეზობლებთან ბრძოლაში. კარგით რა. სერიოზულ პრობლემებში გაგხვევენ.

ბრიუსელის შესაძლებლობები ამ მხრივ გასაოცარია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ბრიუსელი აშშ-ის ვასალია. ბრიუსელი რეალურად ევროპული ინტერესების წარმომადგენელი არაა. ის არის აშშ-ს ინტერესების წარმომადგენელი. ამიტომ არის, რომ ნატო და ევროკომისია ერთად არიან იქ. ისინი თამაშობენ თამაშებს. სამხრეთ კავკასია ათწლეულების განმავლობაში სათამაშო მოედანია“, – განაცხადა საქსმა.

მან 2008 წელს, ნიუ-იორკში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა გაიხსენა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს აშშ-ის მარიონეტი უწოდა.

„2008 წელს ნიუ-იორკში, როგორც საგარეო ურთიერთობებში საბჭოს წევრი, საქართველოს მაშინდელი ლიდერის სააკაშვილის გამოსვლაზე დამპატიჟეს. სააკაშვილი აშშ-ის მარიონეტი იყო. ის ჯორჯ სოროსისგან იღებდა ფულს. აშშ-ის აბსოლუტურ მორჩილებაში იყო. წავედი ამ გამოსვლაზე.

სიმართლე გითხრათ, მეგონა გიჟი იყო. მან თქვა: „საქართველო არის ევროპის შუაგული“, „საქართველო იქნება ნატოს საკვანძო წევრი“, „საქართველო ევროპაშია“. ხალხმა ნიუ-იორკში აპლოდისმენტებით მიიღო, მე კი ოთახიდან გავედი, დავურეკე ჩემს ცოლს და, ვუთხარი: „ეს კაცი გიჟია. ქვეყანას დაკარგავს. ეს სიგიჟეა.“ რამდენიმე კვირაში კი ომი დაიწყო.

იცით, ეს ძალიან ნათელია. ნუ გახდებით თამაშის მსხვერპლი. ნუ იქნებით აშშ-ს ფულის ხელში. ნუ იქნებით აშშ-ს არასამთავრობო ორგანიზაციების (რომლებიც არ არიან არასამთავრობოები) ხელში. ეს არაა არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს არის სახელმწიფო ორგანიზაციები. მე ამას 40 წელია ვუყურებ. სწორედ ამიტომ, როცა საქართველომ თქვა: „თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ და გვითხრათ ვინ გაფინანსებთ“, ვინ გაცოფდა? დამფინანსებლები. „თქვენ გამოგვააშკარავებთ. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ცნობილი გახდეს ეს ფული ვაშინგტონიდან მოდის. ეს თამაშია“.

ნუღარ იქნებით თამაშში, გთხოვთ. მე მიყვარს სამხრეთ კავკასია. რა მშვენიერი რეგიონია. რა დიდი ისტორია, კულტურა, ღირსშესანიშნაობები. ფენომენალური ტურიზმი, საჭმელი – ყველაფერი. მაგრამ ნუ გახდებით უკრაინის მსგავსი. ასე მარტივადაა ყველაფერი. და თუ ღმერთი გწამთ, ნუ გახდებით აზერბაიჯანის მსგავსი. ნუ ჩაებმებით ახლო აღმოსავლეთის ომებში. ნუ გახდებით გენოციდის მონაწილე ღაზაში. ნუ ჩაებმებით მხოლოდ იმიტომ, რომ ისრაელმა მოგაწოდათ უსაფრთხოების სისტემებზე. ღმერთო ჩემო, ეს არ არის სამხრეთ კავკასიის მომავალი“, – აღნიშნა საქსმა.

გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს შეეძლებათ, 5 სექტემბრამდე ID ბარათი შეღავათიან ფასად აიღონ

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის დღეიდან პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე შეღავათიან ფასად გაცემის აქციას აცხადებს, რომელიც 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.

უწყების ცნობით, საბუთი მე-10 სამუშაო დღეს ნახევარ ფასად გაიცემა, ხოლო დოკუმენტისთვის საჭირო ფოტოსურათი უფასო იქნება.

სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, აქციის მიზანია მოქალაქეების ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფა და საარჩევნო სიების სრულყოფა.

პირადობის ელექტრონულ მოწმობას ნახევარ ფასად მიიღებენ:

„სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც არასდროს აუღიათ პირადობის ელექტრონული მოწმობა; სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან მიმდინარე წლის 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს; მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს; მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მათზე გაცემული არ არის პირადობის ელექტრონული მოწმობა.

აქციის ფარგლებში პირადობის ელექტრონული მოწმობა მე-10 სამუშაო დღეს გაიცემა ნახევარ ფასად, ხოლო დოკუმენტისთვის საჭირო ფოტოსურათი უფასო იქნება.

ID ბარათზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში“, – ნათქვამია სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ დავიცვათ თავი მოგზაურთა დიარეისგან: პრაქტიკული რჩევები და ეფექტური საშუალებები

როგორც არ უნდა გვინდოდეს დროის შეჩერება ან გახანგრძლივება, ზაფხულის სეზონი თანდათან იწურება, რასაც ცოტა სენტიმენტალური განწყობაც ახლავს თან. თუმცა, სანამ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით, სასწავლო წელი დაიწყება ან სამსახურის ახალი პროექტები შეგვახსენებს თავს, ყველანი ვცდილობთ, რომ ზაფხულის ბოლო პერიოდში დაუვიწყარი მოგონებები შევუქმნათ საკუთარ თავს.

აგვისტო არის თვე, როცა შეგვიძლია ცხოვრების ტემპი შევანელოთ და შვებულებით, მოგზაურობით ან უბრალოდ ქალაქგარეთ დასვენებით სრულად დავტკბეთ. ეს არის პერიოდი, როდესაც შეგვიძლია ჩვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად გავატაროთ მეტი დრო, მაგალითად, მოვაწყოთ პიკნიკი, წავიდეთ ლაშქრობაში, სამოგზაუროდ, მეგობრებთან ერთად საქართველოს ზღვისპირა ქალაქებს ვესტუმროთ ან მთიანი ბუნებით დავტკბეთ.

აგვისტო ის თვეა, რომლისგანაც, თითქოს, მაქსიმუმს მოვითხოვთ, გვსურს სრულყოფილად შევიგრძნოთ სილაღე, თავისუფლება და ბედნიერება. ასეთ განსაკუთრებულ პერიოში, კარგად გვესმის რაოდენ მნშვნელოვანია, რომ მცირე დისკომფორტმაც კი არ შეგვიშალოს ხელი დაგეგმილი თუ დაუგეგმავი თავგადასავლების განხორციელაბში. თუმცა, ნანატრი შვებულების დროს, ხშირია შემთხვევები, როდესაც განსხვავებული რეალობის წინაშე ვდგებით.

დასვენების პერიოდში, როცა ქალაქგარეთ ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავდივართ, ვხვდებით ჩვენთვის ახალ გარემოში. უცხო კლიმატი, ეგზოტიკური კერძები, ჰაერისა და წყლს ცვლილება, რომელსაც ხშირად სუფთა წყლის პრობლემაც ემატება, შესაძლოა ჩვენი ორგანიზმისთვის სტრესული აღმოჩნდეს. ამ ფაქტორების გამო ხშირად ვითარდება საკმაოდ გავრცელებული პრობლემა, რომელიც მოგზაურთა დიარის სახელით არის ცნობილი.

მოგზაურთა დიარეის ყველაზე გავრცელებული მიზეზი, ნაწლავური მიკრობიოტის ცვლილებასთან ერთად, დაბინძურებული საკვები და წყალია. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს არასათანადო ჰიგიენაც, განსაკუთრებით ხელების დაბანის გარეშე საკვების მიღება, რაც ხშირად უყურადღებოდ გვრჩება მოგზაურობისას. რისკს ზრდის უმი ან თერმულად არასაკმარისად დამუშავებული საკვებიც, მაგალითად, გაურეცხავი ხილი და ბოსტნეული. მოგზაურთა დიარეის შემთხვევათა დიდი ნაწილი დაკავშირებულია ადგილობრივი წყლის მოხმარებასთან, მაგალითად, ონკანის წყალი, ჭის წყალი ან ადგილობრივი წყლით მომზადებული სხვადასხვა გამაგრილებელი სასმელი შესაძლოა შეუმჩნეველი საფრთხის წყარო აღმოჩნდეს.

მოგზაურთა დიარეა, როგორც წესი, უეცრად იწყება. მას თან ახლავს საკმაოდ უსიამოვნო სიმპტომები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, გულისრევა, საერთო სისუსტე და ზოგჯერ ტემპერატურის მატება. ეს სიმპტომები ხშირად გვაიძულებს შევცვალოთ გეგმები და უარი ვთქვათ სხვადასხვა აქტივობაზე, რასაც შვებულების დროს გულმოდგინეთ ვგეგმავდით. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც დიარეა ხანმოკლეა, ხშირი დეფეკაცია, შებერილობა ან ხმაური საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ რადიკალურად შეიცვალოს ჩვენი დღის გეგმები. სწორედ ასეთ დროს მნიშვნელოვანია ეფექტური და უსაფრთხო საშუალება, რომელიც სწრაფად შეაჩერებს დიარეას და აღადგენს ნაწლავური მიკროფლორის დარღვეულ ბალანსს. ამ მიზანს იდეალურად პასუხობს გერმანული წარმოების ბუნებრივი პრობიოტიკის შემცველი პროდუქტი კოლერინი, რომელიც ეხმარება კუჭ-ნაწლავის სისტემას ნორმალური ფუნქციონირების სწრაფად აღდგენაში.

კოლერინის 1 კაფსული შეიცავს 250 მგ თერმოფილურ საფუარს – ბულარდის საქარომიცეტს, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის შენარჩუნებას და ახდენს დიარეის სწრაფ კუპირებას. კოლერინი თანაბრად ეფექტურია როგორც ანტიბიოტიკოთერაპიით გამოწვეული დიარეის, ასევე ვირუსული თუ ბაქტერიული წარმოშობის ფაღარათის შემთხვევაშიც. კოლერინი იდეალურია როგორც მწვავე მდგომარეობისას, ისე პროფილაქტიკის მიზნით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვგეგმავთ ქალაქგარეთ გასვლას ან მოგზაურობას.

ამასთან, კოლერინი შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებშიც, რომლებიც განსაკუთრებულად მგრძნობიარეები არიან ახალ გარემო პირობებთან ადაპტაციის პროცესში და მეტად მოწყვლადნი დიარეის მიმართ.

კოლერინის მიღების წესი და დოზირება განისაზღვრება ასაკის და დიარეის სიმძიმის მიხედვით. კოლერინი 0-1 წლამდე ბავშვებში მიიღება დღეში 2-ჯერ ½ (ნახევარი) კაფსულა, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით, ხოლო მიღება უნდა მოხდეს ჭამის დროს ან მის შემდეგ. 1-3 წლის ბავშვებში რეკომენდებულია დღეში 2-ჯერ 1 კაფსულის მიღება. ბავშვებში 3 წლის ასაკიდან და ზრდასრულებში მიიღება 1 ან 2 კაფსულა დღეში 2-ჯერ, სიმპტომების სიმძიმის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ მცირე ასაკის ბავშვებსა და გაძნელებული ყლაპვის მქონე პაციენტებში დასაშვებია კაფსულის შიგთავსის გახსნა მცირე ოდენობით ცივ ან ოდნავ თბილ წვენში ან საჭმელში. კოლერინის მიღება არ შეიძლება ცხელი ან ალკოჰოლური სასმელით.

კოლერინი ის დამხმარე საშუალებაა, რომელიც ნამდვილად ღირს, რომ მუდამ თან გქონდეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა გზაში ხართ ან ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ. ხშირად არა მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვიზრუნოთ, არამედ მათზეც, ვინც ჩვენს გვერდით არიან და ვისთან ერთადაც ვიზიარებთ ცხოვრების ბედნიერი მომენტებს. ამიტომაც, კოლერინი თქვენი სამოგზაურო აფთიაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი კომპონენტია.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ.ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +16, +21°, დღისით +26, +31°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +25, +30°; მაღალ მთაში ღამით +10, +15°, დღისით +20, +25°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +17, +22°, დღისით +30, +35°; მთაში ღამით +12, +17°, დღისით +26, +31°; მაღალ მთაში ღამით +8, +13°, დღისით +20, +25°.

თბილისში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის ბოლოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +21°, დღისით +34°.

სოხუმი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით+22°.
გაგრა – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +23°.
ოჩამჩირე – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით+21°.
ბათუმი– დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით+22°.
ქობულეთი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით+23°.
ხულო – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25, ღამით+17°.
ქუთაისი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით+22°.
ჭიათურა – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით+20°.
ამბროლაური – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29, ღამით+19°.
ცაგერი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30, ღამით+19°.
ონი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28, ღამით+17°.
მესტია – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24, ღამით+14°.
გორი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის ბოლოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით+18°.
ახალგორი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით+17°.
ჯავა – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27, ღამით +16°.
ცხინვალი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით+17°.
სტეფანწმინდა – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით+15°.
გუდაური – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21, ღამით+11°.
თიანეთი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29, ღამით+17°.
ახალციხე – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30, ღამით +17°.
ბორჯომი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31, ღამით+19°.
ბაკურიანი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25, ღამით+12°.
თელავი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32, ღამით +20°.
ყვარელი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით+21°.
საგარეჯო – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით+21°.
სიღნაღი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით+22°.
დედოფლისწყარო – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით +20°.
ლაგოდეხი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით+22°.

ვეტერანთა კლინიკურმა ჰოსპიტალმა დაბა მანგლისში მცხოვრები ვეტერანების, მათი ოჯახის წევრების და ადგილობრივი მოსახლეობისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სამხედრო მედიცინის დღესთან დაკავშირებით, ვ.სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის მედპერსონალმა დაბა მანგლისში მცხოვრები ომის ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის საქველმოქმედი სამედიცინო აქცია ჩაატარა.

ჰოსპიტლის მოძრავი ამბულატორიის საშუალებით, კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა, რომელთა შორის იყვნენ თერაპევტი, კარდიოლოგი,ზოგადი ქირურქი, ოფთალმოლოგი, დერმატოლოგი, 70-მდე ბენეფიციარს უსასყიდლოდ გაუწია სამედიცინო მომსახურება; ჩატარდა, ასევე, ლაბორატორიული კვლევები, ექოსკოპია და ელექტროკარდიოგრაფია. განხორციელდა 280 სამედიცინო ვიზიტი;

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი, ამურ რევიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქვემო ქართლში, ნიკოლოზ კობახიძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური.

აღსანიშნავია, რომ ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის მოძრავი ამბულატორია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ჩართულობით, ვ. სანიკიძის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს _TIKA-ს მხარდაჭერით, მიმდინარე წლის ივნისში გადაეცა; ჰოსპიტალმა, უფასო სამედიცინო აქცია, მოძრავი ამბულატორიით, პირველად, სწორედ მანგლისში ჩაატარა და სამხედრო მედიცინის დღეს მიუძღვნა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის თანამშრომლები, საქართველოს ვეტერანები პროფესიულ დღეს ულოცავენ სამხედრო ექიმებს, მედპერსონალს, რომელთა ძალისხმევა და ღვაწლი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში შეუფასებელია.

ინფორმაციისთვის, ჩვენს ქვეყანაში, სამხედრო მედიცინის დღე, 11 აგვისტოს აღინიშნება. 1992 წლის 11 აგვისტოს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ახალციხის გარნიზონის სამხედრო ჰოსპიტალი, რუსეთის შეიარაღებული ძალებიდან, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გადმოეცა და ეს დღე, საქართველოში, სამხედრო მედიცინის დღედ იქცა.

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს შეიძლება საკუთარ თავში ჩაკეტვის ან წარსულის ვირტუალურ სამყაროში გადანაცვლების სურვილი გაგიჩნდეთ. ასევე, შეიძლება კინოს, კომპიუტერული თამაშების ან მუსიკის სამყარომ გაგიტაცოთ და ახლობლებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. ყველაზე მთავარია, რომ ნეგატიური განცდების მორევში არ ჩაიძიროთ და ფარული შიშების ტყვედ არ იქცეთ.

კურო

ეს დღე საქმის კეთებისკენ არ განაწყობს — პირიქით, შეიძლება არაფრის კეთების სურვილი გააჩინოს და გააძლიეროს. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეები გელით. ოჯახური და მეგობრული კავშირები გაძლიერდება და ახალ სიმაღლეებს მიაღწევს. თუ ვინმე თქვენს ცხოვრებაში ჩარევას და თქვენით მანიპულირებას ცდილობს, უნდა მიახვედროთ, რომ მიზანს ვერასოდეს მიაღწევს.

ტყუპები

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ძველი ილუზიების აყოლამ შეიძლება მძიმე შეცდომა დაგაშვებინოთ. ხელსაყრელი გარემოებების შემთხვევაში მოსალოდნელია მატერიალური სარგებელი. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საბუთების გაფორმება და გაგზავნა, მნიშვნელოვანი შეხვედრები და გასაუბრებები სამომავლოდ გადადოთ. ამ დღეს მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც სიხარულს და სიამოვნებას მოგანიჭებთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ბედისგან სასიამოვნო საჩუქარს მიიღებთ, თუმცა ყველაზე დიდი წარმატება პირად ცხოვრებაში, ხელოვნების, კულტურისა და მუსიკის სფეროებში გელით. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც წარსულში რომანტიკული გრძნობა გაკავშირებდათ. გააგრძელებთ თუ არა ურთიერთობას, ეს თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა ეცადეთ, ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ. შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი სარისკო საქმიანობაში ჩათრევა შეძლოს ფრთხილად იყავით, რომ მოვლენები თქვენ საწინააღმდეგოდ არ განვითარდეს.

ლომი

ეს დღე არახელსაყრელია საკუთარი მოსაზრებების საჯაროდ დემონსტრირებისთვის, ამიტომ ჯობია მნიშვნელოვანი შეხვედრა ან მოლაპარაკება არ გამართოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე შინაგან განცდებს და ცხოვრების ემოციურ ან სულიერ მხარეს დაუთმოთ. გახსოვდეთ, რომ ძველი გამოცდილება ახალი შეცდომებისგან დაგიცავთ. კარგი იქნება, თუკი ემოციურ განტვირთვას მოახერხებთ და დღეს კამათის გარეშე გაატარებთ.

ქალწული

ვარსკვლავები ემოციური და სულიერი ჰარმონიის, ოჯახური, სასიყვარულო და მეგობრული კავშირების მნიშვნელობას გახსენებენ. ყველაფერი ეს საერთო საიდუმლოსთან ერთად შეიძლება საჭირო ადამიანებთან კავშირის დამყარებაში დაგეხმაროთ. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში ახლობელი ადამიანი დახმარებისთვის მოგმართავთ. მისი პრობლემის მოგვარება დიდ დროს წაგართმევთ, მაგრამ უარი არ უნდა უთხრათ.

სასწორი

არახელსაყრელი დღეა აქტიური ურთიერთობისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სახელმწიფო უწყებებთან ოფიციალური კავშირები შეზღუდოთ და მთელი ყურადღება მიმდინარე საქმეების დასრულებისკენ გადაიტანოთ. გამორიცხული არ არის, რომ პროფესიულ საკითხებთან დაკავშირებით ხელმძღვანელთან ან კოლეგებთან მცირე უთანხმოება მოგივიდეთ.

მორიელი

შრომისმოყვარე მორიელებს იღბალი გაუღიმებთ – სასიამოვნო საჩუქარი, გულუხვი ავანსი ან წარმატებული შენაძენი გელით. მალე თქვენს ცხოვრებაში ახალი შესაძლებლობების დრო დადგება, რაც დიდ ენერგიას მოითხოვს. ეცადეთ, ეს დღე დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის გამოიყენოთ. შეიძლება, დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლისა და მომრიგებლის როლი შეასრულოთ. ოჯახის უფროსი წევრის რჩევა ჩანაფიქრის ასრულებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

სახლთან, მემკვიდრეობასთან და ოჯახურ საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებში მოვლენები თქვენთვის სასარგებლოდ განვითარდება. ფინანსური საკითხების გადაჭრა შესაძლებელია კოლექტიური სახსრებით, კრედიტით, შემოწირულებით ან ქველმოქმედებით. ეს დღე დაგეხმარებათ, რომ ნათესაური მიჯაჭვულობა გააძლიეროთ. თუ მოინდომებთ, საინტერესო ნაცნობობას ხანგრძლივი ურთიერთობა მოჰყვება.

თხის რქა

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დააფასოთ სხვა ადამიანებთან ჰარმონიული კავშირები, რომლებიც დაფუძნებულია სიყვარულზე, პატივისცემაზე, გემოვნების მსგავსებაზე, ნათესაურ ან სულიერ კავშირებზე. თხის რქები, რომლებსაც ასეთი გარემო აქვთ, ნებისმიერ სიტუაციაში დამატებით უპირატესობას მიიღებენ. ეცადეთ, დასვენების დრო გამონახოთ, რადგან წინ რთული და საპასუხისმგებლო დღეები გელით.

მერწყული

ამ დღეს ფინანსურ საქმეებში მოვლენები თქვენთვის სასარგებლოდ განვითარდება. არსებობს დამატებითი შემოსავლის პოვნის, ხელსაყრელი შენაძენის ან პრესტიჟული მომსახურების მიღების შანსი. მეტი დრო დაუთმეთ საქმეს, რომელიც სიხარულს და სიამოვნებას განიჭებთ. დღის მეორე ნახევარში ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ, რომ ბოლო დღეების დაძაბულობისგან გათავისუფლდეთ.

თევზები

ეს დღე თევზებს საშუალებას აძლევს, დრო კარგად გაატარონ და შემოქმედებითი, სულიერი და ემოციური საჭიროებები დაიკმაყოფილონ. არაფრისმომცემი კამათის ნაცვლად, უმჯობესია, ენერგია საყვარელი საქმის კეთებაში დახარჯოთ – დღეს შეიძლება რაღაც ღირებული შექმნათ.

სენატორი ლინდსი გრემი – რუსეთსა და უკრაინას ომის დასასრულებლად გარკვეული ტერიტორიების გაცვლა მოუწევთ

რუსეთსა და უკრაინას ომის დასასრულებლად გარკვეული ტერიტორიების გაცვლა მოუწევთ, – ამის შესახებ სენატორმა ლინდსი გრემმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მინდა, გულწრფელი ვიყო, უკრაინა ყველა რუსის გამოსახლებას არ აპირებს და რუსეთი კიევში არ მიდის, ამიტომ საბოლოოდ მიწების გაცვლა მოხდება“, – განაცხადა გრემმა.

ამასთან, სენატორმა გრემმა აღნიშნა, რომ მიწების გაცვლა მხოლოდ „მას შემდეგ მოხდება, რაც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები ექნება, რათა რუსეთმა ეს ხელახლა არ გააკეთოს“.

ჟურნალისტის კითხვაზე, სწორია თუ არა ტრამპის მხრიდან ალასკაზე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გამართვა, გრემმა განაცხადა, რომ ის ძალიან კმაყოფილია დაგეგმილი შეხვედრით და იმედი აქვს, რომ შეხვედრაში უკრაინის პრეზიდენტიც მიიღებს მონაწილეობას.

„ომის დასრულება მოლაპარაკებების გარეშე შეუძლებელია. იმედი მაქვს, რომ ზელენსკი პროცესის ნაწილი იქნება. ამას თეთრ სახლს მივანდობ“, – განაცხადა გრემმა.

,,არ ვფიქრობ, ალასკის სამიტამდერომ ზელენსკისა და პუტინს შეხვედრა პროდუქტიული იქნება”- ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ის არ ფიქრობს, რომ ზელენსკისა და პუტინს შეხვედრა ალასკის სამიტამდე პროდუქტიული იქნება, – ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ უკეთესი იქნებოდა, ტრამპთან შეხვედრამდე პუტინი ზელენსკის შეხვედროდა, ვენსმა უპასუხა, რომ ასე არ ფიქრობს.

„არ მგონია, რომ ეს პროდუქტიული იყოს. ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი უნდა იყოს ის, ვინც ამ ორს გააერთიანებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვესაუბრებით უკრაინელებს, მე ვესაუბრე უკრაინელებს დღეს დილით, მარკო რუბიო ბევრჯერ ესაუბრა მათ, ჩვენ ამ დიალოგს შევინარჩუნებთ, მაგრამ, ფუნდამენტურად, სწორედ აქ უნდა აიძულოს ტრამპმა პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი ზელენსკი, რომ რეალურად დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა გადაჭრან თავიანთი უთანხმოებები“, – აღნიშნა ვენსმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტრამპსა და პუტინს შორის მომავალ შეხვედრას დიპლომატიურ გარღვევად მიიჩნევს.

„ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ის არასდროს დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან ზელენსკისთან ერთად, ახლა ეს უნდა შეიცვალოს, ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, სადაც ვცდილობთ, გავარკვიოთ, გულწრფელად რომ ვთქვათ, როდის შეუძლია, ამ სამ ლიდერს დასხდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და განიხილოს ამ კონფლიქტის დასრულება“, – აღნიშნა ვენსმა.

ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გზით მიღწეული შეთანხმება, სავარაუდოდ, არცერთ მხარეს არ დააკმაყოფილებს და ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება, სავარაუდოდ, მოსკოვსა და კიევს „უკმაყოფილოს“ დატოვებს. ვენსის თქმით, აშშ ისეთი შეთანხმების მიღწევას ისახავს მიზნად, რომელიც ორივე ქვეყანას შეეფერება.

„ეს არავის გაახარებს. როგორც რუსები, ასევე უკრაინელები, სავარაუდოდ, საბოლოო ჯამში, უკმაყოფილოები იქნებიან ამით“,- განაცხადა ვენსმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში.

ჩინეთში, “ჩიკუნგუნიას” ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის გაფრთხილება გამოსცა

ჩინეთში, “ჩიკუნგუნიას” ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო, რომელიც კოღოებს გადააქვთ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა, მოგზაურებისთვის გაფრთხილება გამოსცა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს. 

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის გაფრთხილება გუანდუნგის პროვინციაზეა ფოკუსირებული, სადაც, ჩინეთის ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, 2025 წლის ივნისიდან, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 7 000-ს გადააჭარბა.

მედიის ცნობით, გუანდუნგის პროვინციაში აფეთქება მუსონურ წყალდიდობას უკავშირდება, რამაც “ჩიკუნგუნიას” ვირუსის გამავრცელებელი კოღოებისთვის გამრავლების  იდეალური პირობები შექმნა.

გამაფრთხილებელ განცხადებაში, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ხელმისაწვდომია და რეკომენდებულია მოგზაურებისთვის.

მასაჩუსეტსის შტატში, South Shore Health-ის ინფექციური დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელმა, დოქტორმა ტოდ ელერინმა, ABC News-ს განუცხადა, რომ რეგიონში მოგზაურებმა “აუცილებლად უნდა მიიღონ სიფრთხილის ზომები” დაავადებისგან თავის დასაცავად.

,,თბილისი კიევის კონკრეტულ ნაბიჯს ელოდება” – გურამ მაჭარაშვილი ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფ ნასამართლევ უკრაინელებზე

თბილისი კიევის კონკრეტულ ნაბიჯს ელოდება. როდის დატოვებს საქართველოს საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე 87 პირი, ისევ უცნობია. საქართველო, უკრაინისგან ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი მოქალაქეების დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს და უარს ამბობს, “დარიალის” სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოუშვას მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული პირები.

თბილისმა კიევს უკვე შესთავაზა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხო გაყვანის მექანიზმები ჰაერით და ზღვით. თუმცა უკრაინული მხარე ბოლო განცხადებაში მხოლოდ იმას ამბობს, რომ ტრანზიტზე მუშაობს. ვიდრე პროცესი ჭიანურდება, საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ ამბობს, რომ არ აპირებს ქვეყნის უსაფრთხოება და მართლწესრიგი საფრთხის ქვეშ დააყენოს.

“ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში, სახელმწიფო უსაფრთხოება არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი. რა თქმა უნდა, საქართველოშიც ასეა. მათ შორის, საზღვრების კონტროლი. ნებისმიერი ქვეყნიდან, ეს იქნება უკრაინის სახელმწიფო, რუსეთის ფედერაცია, გერმანიის თუ ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეების შემოსვლა, ბუნებრივია, კონტროლდება საქართველოს შესაბამისი უწყებების მხრიდან. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები არიან, ამ შემთხვევაში, საზღვართან. უწყების მიერ არსებობს შესაბამისი ინფორმაციები, რომლებიც საჭიროებს გადამოწმებას. ამიტომ, ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული ტიპის მანიპულაციები უკვე მოძველებული მეთოდებია. ნებისმიერი ქვეყნიდან, ეს იქნება უკრაინა თუ სხვა, ნებისმიერი ტიპის მოქალაქეზე ხდება ინფორმაციის შესწავლა და აქედან გამომდინარე ხდება გადაწყვეტილების მიღება”, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა.