Home Blog Page 10

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს „MEGOBARI აქტს“ განიხილავს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დღეს „MEGOBARI აქტს“ განიხილავენ, – ინფორმაციას წარმომადგენელთა პალატა ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარ აქტს“ მხარი მიმდინარე წლის 27 მარტს დაუჭირა.

კანონპროექტი, სახელწოდებით „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან [დემოკრატიული პარტია], კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან [რესპუბლიკური პარტია] და კონგრესმენ მარკ უიზისთან [დემოკრატიული პარტია] ერთად. კონგრესმენების განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და სხვა საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.

რუსეთს უკრაინის ნაწილი არ სჭირდება, მას მთელი უკრაინა სურს – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთის დათმობა მთელი უკრაინის ანექსიაზე უარის თქმაა.

NBC News-თან ინტერვიუში მას ჰკითხეს, თუ რაზე მოუწევდა თავად მოსკოვს დათმობა, რადგან არსებობს მრავალი ინფორმაცია, რომ უკრაინას მოუწევს თავისი ტერიტორიის ნაწილის დათმობა. პასუხად, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთს „მოუწევს მთელი უკრაინის დათმობა“:

„იმიტომ, რომ რუსეთს მთელი უკრაინა სურს. და რომ არა ჩემი ჩარევა, ისინი ახლა მთელი უკრაინისთვის იბრძოლებდნენ. რუსეთს ის ნაწილი არ სჭირდება, რაც ახლა აქვს. რუსეთს მთელი უკრაინა სურს. და მე რომ არა, ისინი გააგრძელებდნენ“, – თქვა ტრამპმა.

მისი თქმით, ევროპელმა ლიდერებმა მას არაერთხელ სთხოვეს პუტინთან დარეკვა, რადგან ის მათ ზარებს არ პასუხობდა.

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრანაციონალისტმა კანდიდატმა გაიმარჯვა

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, ჯორჯე სიმიონმა გაიმარჯვა. ხმების 99.6%-ის დათვლის შემდეგ, სიმიონმა 40.6% მიიღო. მეორე ადგილზეა ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი ხმების 21%-ით.

რადგან ვერ ცერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო, პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები ერთმანეთს არჩევნების მეორე ტურში 18 მაისს დაუპირისპირდებიან.

„ეს მხოლოდ არჩევნებში გამარჯვება კი არა, რუმინული ღირსების გამარჯვებაა. ეს იმ ადამიანების გამარჯვებაა, ვისაც არ დაუკარგავს იმედი და ვისაც კვლავ სჯერა თავისუფალი, დაფასებული და სუვერენული რუმინეთის“, – განაცხადა სიმიონმა.

პოლიტიკური მკვლევარების აზრით, სიმიონის გამარჯვებამ შესაძლოა, რუმინეთი საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციოს და შეამციროს ინვესტიციები. ჯორჯე სიმიონი ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, კრიტიკულად არის განწყობილი ევროკავშირის მიმართ და აცხადებს, რომ იზიარებს აშშ-ის პრეზიდენტის „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი“ მოძრაობის იდეებს.

შეგახსენებთ, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის ნოემბერშიც ჩატარდა. მაშინ არჩევნებში დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

5 მაისს ქუთაისში დღისით +20 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ.

ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმშიც წვიმიანი დღე იქნება, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც იწვიმებს. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +20, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიანი დღეა სოხუმშიც. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც წვიმას ვარაუდობენ, დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში იწვიმებს. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც წვიმა იქნება. +19 იქნება დღისით, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც იწვიმებს, დღისით +21 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სავარაუდოდ წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება.

ომალოში წვიმას ამინდს ელოდებიან, დღისით +13, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ნალექიანი დღეა. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმარი, იოსებ გორგაძე გარდაიცვალა

გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა “ვივამედში” დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმარი, იოსებ გორგაძე გარდაიცვალა. 

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, გორგაძე კლინიკაში გლდანის მე-8 დაწესებულებიდან სასტიკად ნაცემი 30 იანვარს მოათავსეს.

„წუხელ, დაახლოებით, 22:00 საათზე, ოჯახს შეატყობინეს, რომ გარდაიცვალა იმ დაზიანებებით, რა დაზიანებებითაც ის გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გადაიყვანეს. დაახლოებით, 3 თვე იბრძოლა სიცოცხლის გადარჩენისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გამოძიებას დღემდე არანაირი შედეგი არ დაუდია, ბრალდებული არავინაა და მიუხედავად მძიმე დაზიანებებისა, იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო ნაწილმა გამძიებს სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. ვინაიდან გარდაცვალების ფაქტი დადგა, ახლა გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო“, – აცხადებს ადვოკატი.

ღურწკაიას თქმით, პაციენტი ციხეში სასისკვდილოდ სცემეს და აწამეს. თუ ვისი მხრიდან განხორციელდა ძალადობა, პატიმრების, თუ იქ მომუშავე თანამშრომლების, ეს ადვოკატისთვის უცნობია.

ღურწკაიას თქმით, გორგაძეს სახის ძვლები ჰქონდა დალეწილი, უფრო კონკრეტულად, ადვოკატის განმარტებით, პატიმარს სახის არეში დაახლოებით, 30-მდე მოტეხილობა და ასევე ტვინის შეშუპება ჰქონდა.

შესაძლოა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა მხარეებს შორის ძლიერი სიძულვილის გამო შეუძლებელი აღმოჩნდეს -დონალდ ტრამპი

J

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა მხარეებს შორის ძლიერი სიძულვილის გამო შეუძლებელი შეიძლება აღმოჩნდეს.

ეს განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა NBC News-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმებასთან ახლოს იყო ერთ მხარესთან, მაგრამ მეორესთან – არა. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია რომელ მხარესთან ვერ მიაღწია შეთანხმებას, რუსეთთან თუ უკრაინასთან.

„ძალიან ახლოს ვიყავი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან ერთ მხარესთან. მაგრამ არა მეორესთან. ახლა არ დავაკონკრეტებ რომელთან, ეს მძიმე სამუშაოა. იყო მომენტები, როდესაც ახლოს ვიყავი იმ აზრთან რომ უარი მეთქვა შუამავლის როლზე, რომ მეთქვა კარგი, გააგრძელეთ სისულელე და გააგრძელეთ ომი. მაგრამ ამის ფონზეც რაღაც პოზიტიურიც ხდება. ამასთან შესაძლოა, ზავი შეუძლებელი იყოს… რომ იცოდეთ, ამ ორ კაცს, ზელენსკისა და პუტინს შორის, აგრეთვე, ზოგიერთ ჯარისკაცს შორის არსებობს უზარმაზარი სიძულვილი. გენერლებს შორის. ისინი, სამი წელია, სასტიკად ომობენ“, – განაცხადა ტრამპმა.

თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება – ცნობილია, წყალმომარაგების აღდგენის გრაფიკი

კომპანია GWP-ის ინფორმაციით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ მიეწოდება. მათივე ცნობით, წყალმომარაგების აღდგენის გრაფიკი ქუჩების მიხედვით ასეთია:

საბურთალო, გიორგი მიროტაძის ქ. N15 ა-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 5/4/2025 19:15-დან 5/5/2025 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ბოჭორიშვილის, კოსტავას 75-ს კორპუსებს, მიროტაძის ქუჩას და სააკაძის I გასავალს;

სამგორი, ვარკეთილი 3, 4 მკ-რ. N409-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 5/4/2025 17:45-დან 5/5/2025 04:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ვარკეთილი 3, 4 მკ-რ. N410-N425 (ყველა ნომერს) ნაზი შამანურის ქუჩას;

ნაძალადევი, ზღვის უბანი, 11 მკ-რ 2 კვ. N34-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების გამო, წყალმომარაგება შეწყდა ავარიულად. წყალმომარაგება აღდგება 05/05 01:00 მდე. წყალმომარაგება შეუწყდება: ზღვის უბანი, 11 მკ-რ 1 კვ, N7, 7ა, 8, 9, 10, 11, 12, 12ა, 13, 14, 15, 15ა, 16, 16ა, 16ბ, 20, “ა” და “ბ” კორპუსებს გოჩა ჩოგოვაძის ქუჩას. ზღვის უბნის 11 მ/რ 2 კვ 22, 23, 33, 37, 40, 40ა,40ბ;

მთაწმინდა, დაბა შინდისი, მ. ნაკაშიძის ქ. N1-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 5/4/2025 16:20 დან 5/5/2025 04:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ნაკაშიძის ქუჩას კოჯრის გზატკეცილს, ჭავჭავაძის 1-33 ყველას, ჭავჭავაძის 1 – 2 შესახვევი, 09 აპრილის ქუჩა, მეზურნიშვილის ქუჩა, ე. ჭავჭავაძე, ბარათაშვილი შესახვევებით ლორთქიფანიძე, მასვეტაშვილი, ფაზისი კოლხეთის ქუჩები ჯავახიშვილის ქ 2-20;

ნაძალადევი, ზღვის უბანი, 11 მკ-რ 2 კვ. N34-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 5/4/2025 14:50-დან 5/5/2025 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ზღვის უბნის 11 მ/რ 2 კვ. 20, 21, 22ა, 22ბ, 23ა, 23ბ, 24, 25, 26, 27, 28, 28ა, 29, 30, 32, 32ა, 33ა, 36, 36ა, 38, 39 კორპ;

წყნეთი, (წყნ),სოფ. ახალდაბა N1-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 5/4/2025 14:20-დან 5/4/2025 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სოფ. ახალდაბა;

სამგორი, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქ. N6-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 5/4/2025 14:00-დან 5/5/2025 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ვარკეთილი 3 ის I მიკრორაიონს სრულად, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა, სუხიშვილის, კოტეტიშვილის და კუპრაძის ქუჩებს.ჯავახეთის ქ. 68 ვარკეთილის 2 მიკროს 2 -10 კენებიც და ლუწებიც;

ნაძალადევი, დეპოს ქ. N5-ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 5/4/2025 13:30-დან 5/4/2025 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: წმინდა მელქისედეკი, საყვირი, დეპო, კავთისხევი, სვანეთი, ხევსურეთი, ლეჩხუმის ქუჩებს.

ისანი, ოდისეი დიმიტრიადის ქ. N2-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 5/4/2025 12:30-დან 5/4/2025 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ნავთლუღის ქუჩა N1-N15 (კენტები) , ოდისეი დიმიტრიადის (ყოფილი კახეთის შესახვევი), კონტროლის პალატას;

საბურთალო, სოფ.დიღომი, დ. სარაჯიშვილის ქ. N28-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 5/4/2025 11:50-დან 5/4/2025 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დიდგორი და დავით სარაჯიშვილის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, თევდორე ტირონის, ზაქარია სარაჯიშვილის, ალექსანდრე ვაჩეიშვილის, დავით მარინაშვილის ქუჩებს.

გლდანი, ბარისახოს ქ. N18-ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 5/4/2025 11:45-დან 5/4/2025 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მანაგაძის, ბიჭვინთის, სკოლის, ბარისახოს და ხანძთელის ქუჩებს.

გლდანი, გლდანის მასივი, 5 მკ-რ, N19 ა-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 5/4/2025 11:15-დან 5/4/2025 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გლდანის მასივი, 5 მკ-რ, N19ა, N20.

,,ჩეხური ინიციატივის“ ფარგლებში უკრაინისთვის ჭურვების მიწოდება 2026 წლამდე იგეგმება”- ჩეხეთის პრეზიდენტი

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი აცხადებს, რომ „ჩეხური ინიციატივის“ ფარგლებში უკრაინისთვის ჭურვების მიწოდება 2026 წლამდე იგეგმება.

ჩეხეთის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ მიმდინარე წელს „ჩეხური ინიციატივის“ ფარგლებში უკრაინისთვის 1,8 მილიონი საარტილერიო ჭურვის გადაცემას გეგმავენ.

პაველის თქმით, თუ საბრძოლო მოქმედებები შეჩერდება, უკრაინა შეძლებს ამ ჭურვებით თავისი მარაგების შევსებას.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ საარტილერიო ინიციატივა და უკრაინისთვის საკმარისი რაოდენობის ჭურვების მიწოდების შესაძლებლობა არის ერთ-ერთი პირობა, რომელიც რუსეთს მიიყვანს იმ აზრამდე, რომ ამ ომის გაგრძელებას აზრი არ აქვს“, – აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

პირად ცხოვრებაში, სასიამოვნო ცვლილებების ალბათობაა, მიენდეთ გულს და შესაძლოა, თქვენს გატაცებას ნაყოფიერი დასასრული ჰქონდეს.

კურო

კარგია, თუ დღეს ეცდებით, განაწყენებული ადამიანები შემოირიგოთ. შეცვალეთ გარემო, ატმოსფერო თქვენს ირგვლივ, ეს აუცილებლად დაგიფასდებათ, ბევრი რამ თქვენზეა დამოკიდებული.

ტყუპები

პირად საკითხებთან დაკავშირებით, შესაძლოა, მეტად სერიოზული გადაწყვეტილების მიღებამ მოგიწიოთ, ან გადაწყვიტოთ, რომ წინ უკეთესი პერსპექტივები გექნებათ და წერტილი დაუსვათ ახლანდელ ურთიერთობას.

კირჩხიბი

მოულოდნელად შესაძლოა, ჰორიზონტზე გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თქვენში დიდ ინტერესს იწვევდა, ასევე, შესაძლოა, აღმოაჩინოთ რომ მასთან საერთო ინტერესებიც გაერთიანებთ.

ლომი

მეტად დაისვენეთ და შეეცადეთ, გამხიარულდეთ. იურთიერთეთ სასიამოვნო და უფროს ადამიანებთან, გამოიყენეთ მათი ცოდნა და გამოცდილება.

ქალწული

პირადი და სოციალური ცხოვრება მეტად საინტერესო და მაცდურია, მაგრამ ნუ დაივიწყებთ თქვენს ახლობელ ადამიანებს. სიყვარულის მაძიებლებისთვის კი ახალი ნაცნობობა შესაძლოა, საინტერესოდ განვითარდეს.

სასწორი

სიმშვიდე და წესრიგი თქვენი განწყობის მამოძრავებელი ძალაა, არის ალბათობა, დაინტერესდნენ თქვენი პერსონით. თუ მეწყვილე არ გყავთ, ამ დღეს კარგი შანსი გეძლევათ.

მორიელი

ნუ გასცემთ ისეთ დაპირებებს, რომელსაც ვერ შეასრულებთ, ნუ აუბნევთ გზას სხვებს, მეტი სიცხადე შეიტანეთ თქვენს სურვილებში.

მშვილდოსანი

ეს დღე ხელს უწყობს ახალ ნაცნობობას, გამონახეთ დრო რაიმე სიახლისთვის, გახალისდით, აიმაღლეთ გუნება-განწყობა.

თხის რქა

პირად საქმეებში წარმატებების ალბათობა მატულობს, ელოდეთ მეგობრების თანადგომას, ვარსკვლავების რჩევა – თქვენს პირად ცხოვრებასა და საიდუმლოებებში ნუ ჩარევთ ახალ ნაცნობებს.

მერწყული

სიფრთხილე გამოიჩინეთ ახალ ნაცნობებთან და იზრუნეთ თქვენს ირგვლივ კომფორტული გარემოს შექმნაზე.

თევზები

უფრო მეტი სასიკეთო საქმეების გაკეთებას შეძლებთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. თქვენი მოპოვებული ინფორმაციითა და ძალისხმევით შეძლებთ უსიამოვნო მოვლენების აღკვეთას. იზრუნეთ საკუთარ თავზეც.

,,9 მაისს პროვოკაციებია მოსალოდნელი და უცხოელმა ლიდერებმა, რომლებიც მოსკოვს ეწვევიან, შესაძლოა, ეს საკუთარ თავზე გამოსცადონ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთისგან 9 მაისს პროვოკაციებია მოსალოდნელი. ზელენსკის თქმით, უცხოელმა ლიდერებმა, რომლებიც მოსკოვს ეწვევიან, შესაძლოა, ეს საკუთარ თავზე გამოსცადონ.

აღნიშნულის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთში, ქვეყნის პრეზიდენტთან, პეტრ პაველთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„სამწუხაროდ, ჩვენ გვესმის, ვინ არიან ეს მეზობლები – რუსეთი. და რაზე არიან მზად რადიკალური პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად, პირველ რიგში თავიანთ ქვეყანაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთის მიერ გამოცხადებული აღდგომის „ცეცხლის შეწყვეტის“ დროსაც კი, მათ 100-ზე მეტი შეტევა განახორციელეს.

„ნდობა არ არსებობს, პროვოკაციები შეიძლება, იყოს. მაგრამ ეს რუსებზეა დამოკიდებული. თუ ვინმე მათ კიდევ ენდობა, დაე, საკუთარ თავზე გამოსცადონ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკი „შერიგების“ თაობაზე პუტინის განცხადებას გამოეხმაურა

უკრაინას რუსეთთან ხანგრძლივი ომი არ სურს. უფრო მეტიც, დღეს უკვე გვაქვს ყველა ინსტრუმენტი, რომ ეს სწრაფად დავასრულოთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კერძოდ, ზელენსკიმ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, თუ როგორ ეხმაურება კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „უკრაინასთან შერიგება გარდაუვალია“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მოკავშირეების მხარდაჭერის გარეშე არ დარჩება.

„ჩემი აზრით, თუ უკრაინა ძლიერი იქნება, ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდება. ყველა ინსტრუმენტი, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატებისა და ჩვენი ევროპელი კოლეგების ხელშია. ამერიკასა და ევროპას შორის ალიანსის შენარჩუნება ნომერ პირველი ამოცანაა. აიძულონ რუსეთი, დათანხმდეს სრულ, უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. უფრო მეტიც, ეს წინადადება შეერთებულმა შტატებმა წამოაყენა და ჩვენ მას მხარი დავუჭირეთ. ესეც პრიორიტეტული ამოცანაა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ დასძინა, რომ უკრაინა 2025 წლის ბოლომდე 3 მილიონ ჭურვს მიიღებს. მისი თქმით, რუსებმა ეს უნდა იცოდნენ.

„ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს ხანგრძლივი ომი სურს, ჩვენ მისი დასრულება გვინდა. ყველა ომი მთავრდება, ნებისმიერ შემთხვევაში, რაშიც დარწმუნებული ვარ, ომი დასრულდება, ისევე, როგორც  ხანგრძლივი დიქტატორული რეჟიმები მთავრდებიან ყოველთვის, როგორც მთავრდება ნებისმიერი იმპერიის სიცოცხლე, რომელიც უბრალოდ ომის პრინციპებზეა აგებული, ადამიანების, მათი უფლებების უპატივცემულობის პრინციპებზე“, – ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს მას ბირთვული იარაღის გამოყენების საჭიროება არ ჰქონდა. მისივე თქმით, „უკრაინასთან შერიგება გარდაუვალია, ეს დროის საკითხია“.

პუტინმა აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, „სურდათ რუსეთის პროვოცირება“, რათა უკრაინაში ბირთვული იარაღი გამოეყენებინა. კრემლის ლიდერის თქმით, „იმედი აქვს“, რომ ამის საჭიროება არ იქნება.

,,მე ვიქნები პრეზიდენტი ორი ვადით” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში მკაფიოდ მიანიშნა, რომ მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ თეთრ სახლს დატოვებს.

ტრამპმა ასევე ხაზი გაუსვა რესპუბლიკური პარტიიდან რამდენიმე კანდიდატს, რომლებიც, მისი თქმით, შეძლებენ კენჭისყრას, მას შემდეგ, რაც ის რესპუბლიკური პარტიის არჩეული ლიდერის თანამდებობას დაასრულებს.

მან ახსენა არა მხოლოდ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, არამედ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომელიც მისი მეორე ადმინისტრაციის ცენტრალურ ფიგურად იქცა.

„მე რვა წლით პრეზიდენტი ვიქნები, მე ვიქნები პრეზიდენტი ორი ვადით. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა ტრამპმა.