Home Blog Page 10

პარტიამ  “გახარია – საქართველოსთვის” საარჩევნო სიას ზვიად ძიძიგური და დიმიტრი ცქიტიშვილი შეუერთდნენ

პარტიამ “გახარია – საქართველოსთვის” 2024 წლის საარჩევნო სია წარადგინა.

“გახარია საქართველოსთვის” საპარლამენტო სია პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ წარადგინა.

სიის პირველ ნომრად, პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარია დასახელდა.

ამასთან, დღევანდელ პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ პარტია “გახარია საქართველოსთვის” “კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე, ზვიად ძიძიგურიდიმიტრი ცქიტიშვილი შეუერთდნენ/

“გახარია საქართველოსთვის” საპარლამენტო სიის პირველი 29 წარმომადგენელია:

გიორგი გახარია;

ნათია მეზვრიშვილი;

დიმიტრი ცქიტიშვილი;

კახაბერ ქემოკლიძე;

ზვიად ძიძიგური;

ზაზა თავაძე;

ანა ბუჩუკური;

ბერდია სიჭინავა;

როინ ქოჩორაშვილი;

ბექა ლილუაშვილი;

თეონა აქუბარდია;

ლევან გოგიჩაიშვილი;

გიგა ფარულავა;

გელა აბულაძე;

შალვა კერესელიძე;

თამარ ხვედელიანი;

ელგუჯა ხოკრიშვილი;

ვიკა ფილფანი;

კახა ნურალიძე;

სოფო ხორგუანი;

ჯემალ ანანიძე;

რუსუდან თევზაძე;

ქეთევან ბაკარაძე;

მალხაზ თორია;

ვატო ფაჩულია;

ერეკლე დუმბაძე;

სალომე კობალაძე;

გოჩა ტყეშელაშვილი;

აკაკი გვიანიძე;

ამასთან, დღევანელ ღონისიებაზე პარტიამ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა, რომელიც „სოციალურ-ეკონომიკურ მიმართულებას, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობას, საგარეო და უსაფრთხო პოლიტიკას, მშვიდობიან დეოკუპაციას მოიცავს“.

„ძლიერ საქართველოსთან“ ერთად ვიდგები, მაგრამ არა როგორც დეპუტატი”- გიორგი მარგველაშვილი

ჩემი ადგილი, როგორც ერთი ქართველის, რომელსაც უნდა, რომ სამშობლოს ემსახუროს, აქ არის, ამ გაერთიანებაში, „ძლიერ საქართველოში“. ბევრი მიზეზი მაქვს ამის სათქმელად. ერთი მიზეზი არის ის, რასაც დიდი ხანია, ელოდა ქართველი ამომრჩეველი, რომ შევქმნათ რეალობა, რომელიც ორი წარსული პოლიტიკური ძალისგან განსხვავებულია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გორში განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ „ძლიერ საქართველოს“ შეუერთდა.

მისივე თქმით, „ძლიერ საქართველოსთან“ ერთად ბოლომდე იბრძოლებს, თუმცა საკუთარ თავს კანონშემოქმედებით საქმიანობაში ვერ ხედავს.

„პირადად ჩემ თავს კანონშემოქმედად არ მივიჩნევ, არ ვარ მე ეგ ტიპი. ყველა თავის ბუნებრივ სანგართან უნდა დადგეს ამ ბრძოლაში. მე, კანონთან მიმართებაში თუ მკითხავთ, უფრო ვეტოები მეხერხება, გაცხრილვა შემიძლია. შესაბამისად, მე ვიქნები ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად ჩართული. მომავალშიც ერთად ვიდგებით საქართველოს დასაბრუნებლად და ასაშენებლად, მაგრამ არა როგორც დეპუტატი. ვგრძნობ გამარჯვების ემოციას, არა წარმატების, არამედ – გამარჯვების. გამარჯვება არის საბოლოო, რითაც საბოლოოდ გადავტეხთ ამ მოღალატეობას“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს უმაღლეს ტრიბუნას დაიკავებს და მსოფლიოს ლიდერებს სიტყვით მიმართავს

რამდენიმე საათში პრემიერი ირაკლი კობახიძე გაეროს უმაღლეს ტრიბუნას დაიკავებს და მსოფლიოს ლიდერებს სიტყვით მიმართავს.

პრემიერი ყურადღებას გაამახვილებს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებსა და გამოწვევებზე. მანამდე, კი ირაკლი კობახიძე უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე გამოვა სიტყვით. ღია დისკუსია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას ეძღვნება.

ცესკომ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი

26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას ცესკოს პრესსამსახური ავრცელებს.

ღონისძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა წარმომადგენლების პროფესიული და ეთიკური ნორმების დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მხარეთა შეთანხმება 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის ქცევის (ეთიკის) კოდექსით განსაზღვრულ დებულებებზე. მისი თქმით, დოკუმენტი კარგ საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება და ხელს უწყობს არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებას.

ქცევის (ეთიკის) კოდექსზე ხელმოწერით მხარეები გამოხატავენ ურყევ ნებას იხელმძღვანელონ პოლიტიკური ინტერესებისგან გამიჯვნის და საჯარო ინტერესების უზენაესობის პრინციპით, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვის პრინციპით კეთილსინდისიერად აღასრულონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები, იმოქმედონ პროფესიული ცოდნის, გამოცდილების შესაბამისად და საკუთარი ქცევით უზრუნველყონ მაღალი ეთიკური პრინციპების დემონსტრირება და დაცვა.

ქცევის (ეთიკის) კოდექსზე ხელის მოწერის შესაძლებლობა აქვთ იმ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებს წარმომადგენლებს, რომლებსაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად არიან ცესკოში რეგისტრირებულნი. თუმცა დოკუმენტებზე ხელმოწერა ღიაა და რეგისტრაციის შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ ყველა მსურველს ექნება საშუალება შეუერთდეს მას.

კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ გიორგი მარგველაშვილი შეუერთდა

კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი შეუერთდა.

ამის შესახებ გორში მიმდინარე საარჩევნო შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

„ამ გაერთიანებას უერთდება სერიოზული მხარდამჭერი, ადამიანი, რომელიც არასდროს წასულა კომპრომისზე, ადამიანი, რომელიც ორივე ხელისუფლების დროს იყო პრაქტიკულად ოპოზიციაში. ადამიანი, რომელიც არის პატრიოტი, უკომპრომისო მებრძოლი თავისუფალი და ძლიერი საქართველოსთვის“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ საარჩევნო შეხვედრაზე.

ზელენსკისთან შეხვედრაზე აშშ-ის კონგრესის სპიკერმაც უარი განაცხადა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი თქვა. ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ უკრაინული ბიურო ავრცელებს.

„არ მგონია, რომ ხუთშაბათს ჩვენ ქალაქში ვიყოთ. ჩვენი სხდომების დღის წესრიგი შეიცვალა. ყველაფერი მიმდინარე საკითხებზეა დამოკიდებული. მექსიკური ყურის სანაპიროს ქარიშხალი უახლოვდება. ამის გამო ბევრი ჩვენგანი მიდის, ადამიანები სახლში ბრუნდებიან, ამიტომ არ ვარ დარწმუნებული“, – ციტირებს „ამერიკის ხმა“ ჯონსონს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ზელენსკისთან დაგეგმილი შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა გააუქმა.

აშშ-ს საელჩო განმარტავს, რატომ გაუუქმდა ირაკლი კობახიძეს ჯო ბაიდენთან მიღებაზე მიწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განმარტავს, რატომ გაუუქმდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მიღებაზე მიწვევა.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გაგზავნილ პასუხშია ნათქვამი, მოწვევის გაუქმების მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ანტიდემოკრატიული ქმედებებით, დეზინფორმაციითა და აშშ-ისა და დასავლეთის მიერ ნეგატიური რიტორიკით შეშფოთება გახდა.

„ბაიდენის ადმინისტრაციამ გაეროს ასამბლეის ფარგლებში ყოველწლიურ მიღებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევა გააუქმა და უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრაზე, რისი მიზეზიც გახდა მზარდი შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის მიმართ ნეგატიური რიტორიკის მიმართ“, – აცხადებენ საელჩოში.

აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ მოსმენა გადაიდო

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ მოსმენა გადაიდო.

შესაბამისი ინფორმაცია კომიტეტის გვერდზე გავრცელდა. ამ დროისთვის უცნობია, როდის გაიმართება მოსმენა.

ორპარტიული კანონპროექტი აშშ-ის სენატორმა, ბენ კარდინმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯინ შაჰინმა, სენატორებმა ჯიმ რიშმა, პიტ რიკეტსმა, კრის კუნსმა და ლინდსი გრემმა წარადგინეს. აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ცნობით, კანონპროექტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებისა და წევრებისთვის. დოკუმენტი მოიცავს ახალ სანქციებს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინფორმაციით, ამავდროულად, „კანონპროექტი განამტკიცებს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისადმი“.

აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ მოსმენა გადაიდო

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ მოსმენა გადაიდო.

შესაბამისი ინფორმაცია კომიტეტის გვერდზე გავრცელდა. ამ დროისთვის უცნობია, როდის გაიმართება მოსმენა.

ორპარტიული კანონპროექტი აშშ-ის სენატორმა, ბენ კარდინმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯინ შაჰინმა, სენატორებმა ჯიმ რიშმა, პიტ რიკეტსმა, კრის კუნსმა და ლინდსი გრემმა წარადგინეს. აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ცნობით, კანონპროექტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებისა და წევრებისთვის. დოკუმენტი მოიცავს ახალ სანქციებს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინფორმაციით, ამავდროულად, „კანონპროექტი განამტკიცებს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისადმი“.

 რა ეღირება დოლარი და ევრო 26 სექტემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7269 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7269 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7266 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0498 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0347ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0151 ლარი შეადგინა.

“სულ რომ ბაიდენი ჩამოვიდეს საქართველოში და პირდაპირ ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, ამ რადიკალურ ოპოზიციას არაფერი ეშველება”- კახა კალაძე

რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი სიურპრიზი ბევრი იქნება, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევის გაუქმებას.

როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ ხელისუფლებამ თავისი ქვეყნის ეროვნული ინტერესები დაიცვა.

„რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი სიურპრიზები ბევრი იქნება. ბევრი არასწორი განცხადება იქნება, როდესაც თეთრზე შავს გვეუბნებიან, ბევრი იქნება თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა. ასე რომ, მოულოდნელი არაფერია. უბრალოდ გასაკვირია ჯერ მოწვევა, შემდეგ კი გაუქმება. ეს, რა თქმა უნდა, იმ კამპანიის ნაწილია, რომელსაც ვხედავთ ბოლო წლების და თვეების განმავლობაში. ამას აქვს ერთი მარტივი ახსნა – საქართველომ დაიცვა საკუთარი ქვეყნის, ხალხის და ეროვნული ინტერესები და ეს პოლიტიკა და დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენ ვერ შეგვაშინებს ვერანაირი მუქარა, იმიტომ რომ ვაკეთებთ სწორ და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ქართულ საქმეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებების და განცხადებების ფონზე, არის თუ არა ბუნებრივი აშშ-ის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, მერი პასუხობს:

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ასეთ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ, რაც უფრო მოუახლოვდება არჩევნების თარიღი. დღეს ოპოზიცია არ არსებობს ქვეყანაში, არჩევნებს ატარებენ უცხოური ძალები, ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობა აქვთ. პირდაპირ საელჩოებში იგეგმება სხვადასხვა კამპანიები, თუ რა როგორ უნდა გაკეთდეს. დააკვირდით ოპოზიციურ რადიკალურ სპექტრს, ხალხს კი არ ესაუბრებიან, ისინი საარჩევნო კამპანიას ატარებენ საელჩოებში, უცხოელებისთვის. ამ ქვეყნის მომავალს და ბედს წყვეტს ქართველი ხალხი. ჩაბარდა წარსულს ის დრო, როდესაც გარედან მოდიოდა მითითებები, თუ როგორ უნდა ემოქმედა ხელისუფლებას. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხალხის მითითებებით. ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ინტერესს. საქართველოში მეორე ფრონტი არ და ვერ იქნება, ისევ და ისევ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და ქვეყანა არ შეუერთდება სანქციებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიღებაზე მოწვევა ჯერ გამოიგზავნა, შემდეგ კი მიიღეს გაუქმების გადაწყვეტილება, რათა „რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა და სულ ღაფავს, როგორმე ამ ქმედებებით დაეხმარონ“.

„ერთ რამეს გეტყვით, სულ რომ ბაიდენი ჩამოვიდეს საქართველოში და პირდაპირ ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, ამ რადიკალურ ოპოზიციას არაფერი ეშველება,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, საქართველოს 2024 წელს რეგიონში ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ექნება-ვახტანგ ცინცაძე

აზიის განვითარების ბანკმა სექტემბრის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – განახლებული პროგნოზის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2024 წელს 7% იქნება, როცა წინა – აპრილის პროგნოზი 5%-ს შეადგენდა. აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის მდგრადი ზრდა 2025 წელსაც შენარჩუნდება და 5.5%-ს გაუტოლდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე აზიის განვითარების ბანკის მიმოხილვის ორ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას – საქართველოს რეგიონის ქვეყნებთან შედარებით 2024 წელს  ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი  მაჩვენებელი ექნება და მეორე – წინა პროგნოზთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მეტადაა გაზრდილი.
„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმოხილვის თანახმად, საქართველოში ინფლაციის პროგნოზი შემცირების მიმართულებით გადაიხედა და საშუალოდ 2.5%-ს შეადგენს. ასევე აზიის განვითარების ბანკი ყურადღებას ამახვილებს სწრაფი ეკონომიკური ზრდის შედეგად შემცირებულ უმუშევრობაზე – 2024 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებლებით ის ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული  და 13.7%-ს შეადგენს”, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.
აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა არა მხოლოდ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის, არამედ აღმოსავლეთ აზიის, სამხრეთ აზიის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორისაც. ამასთან, ვახტანგ ცინცაძე მთავრობის ეკონომიკური გუნდის პოზიტიურ მოლოდინებზე საუბრობს – რომ საქართველოში სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია  მომავალ თვეებშიც გაგრძელდება და იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ.
„როგორც მოგეხსენებათ, წელს პირველი შვიდი თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა 9.7%-ს შეადგენს და ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული ტემპი მომავალ თვეებშიც შენარჩუნდება”, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.