“ოცნებას” უკვე ხელი აქვს მოწერილი საქართველოს ღალატზე -პაატა ბურჭულაძე

47
spot_img

„ოცნებას“ უკვე ხელი აქვს მოწერილი საქართველოს ღალატზე, – ამის შესახებ ოპერის მომღერალმა, პაატა ბურჭულაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ყველა ერთად უნდა იყოს.

“ჩვენ ვერავინ ვერ მოგვერევა, არც ეს უსაქმურები, არც ეს მოღალატეები. ვერავინ ვერ მოგვერევა, სანამ ერთად ვართ. სანამ გვაქვს რწმენა იმისა, რომ საქართველო უნდა იყოს თავისუფალი და უნდა იყოს ევროპული. მინდა ერთი რამ ვუთხრა საზოგადოებას – ამ “ოცნებასთან” საუბარს და დებატებში შესვლას აზრი არ აქვს. დღეს ყველანი უმტკიცებდა მას რატომ არის ეს კანონი რუსული და ყველაზე იყო პასუხი – კი, მაგრამ რატომ არის? მათ უკვე ხელი აქვთ მოწერილი საქართველოს ღალატზე. ჩვენ უკან არ დავიხევთ, ამიტომ, ვიყოთ ერთად. ერთმანეთს ჩავჭიდოთ ხელი, ჩვენი ძალა ერთობაშია და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დიდება საქართველოს და დიდება გმირებს”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.