„ოცნება“ იტყუება, თითქოს ოპოზიციამ რაღაც რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, ეს არ იყო რეზოლუცია” – თინა ბოკუჩავა

37
spot_img

ეს რეზოლუცია არ იყო – „ოცნება“ იტყუება, როდესაც ამბობს, თითქოს ევრონესტის დელეგაციის წევრებმა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას,

რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრების შესახებ შემუშავებულ საგანგებო რეზოლუციის პროექტს ოთხმა ოპოზიციონერმა მხარი არ დაუჭირა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს ევროპარლამენტის წევრებმა და ევრონესტის დელეგაციის წევრებმა.

როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, დამატებით განმარტებას თავად ევრონესტის დელეგაციის წევრები გააკეთებენ.

“შემიძლია, დადასტურებულად გითხრათ, რომ ივანიშვილის პარტიის წევრები მორიგ ჯერზე ავრცელებენ ტყუილს და დეზინფორმაციას. დამატებით განმარტებას თავად დელეგაციის წევრები გააკეთებენ: ანა წითლიძე, გიორგი ბოტკოველი, გიორგი ვაშაძე, თამარ კორძაია. ეს რეზოლუცია არ იყო. “ოცნება” იტყუება, როდესაც ამბობს, თითქოს რაღაც რეზოლუციას არ დაუჭირეს მხარი ამ ადამიანებმა. ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია. ბოჭორიშვილის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს ევროპარლამენტის წევრებმა და ევრონესტის დელეგაციის წევრებმა ანტიევროპული ნაბიჯების გამო, რომელსაც ივანიშვილის პარტიის წევრები ყოველდღიურად დგამენ ჩვენს ქვეყანაში,” – განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრების შესახებ საგანგებო რეზოლუციის პროექტი შემუშავდა, რომლის ინიცირებასაც ოპოზიციის ოთხმა წევრმა მხარი არ დაუჭირა.

მისივე თქმით, რეზოლუციის პროექტის ინიცირებას მხარი არც უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებმა დაუჭირეს.