ოპოზიციური დღის წესრიგი საზღვრებს გარედან იგეგმება -ზურაბ ქადაგიძე

27
spot_img

“თებერვალიო, იუნკრების ხსოვნა და ოკუპაციაო – მუხლები გადაიტყავეს ხოხვით ამ უსამშობლოებმა და სინამდვილეში, არანაირი განსხვავებაა ფილიპე მახარაძესა და ამათ შორის,“- წერს სოციალურ ქსელში  „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

ქადაგიძის თქმით, მსოფლიოში არ მოიძებნება ანალოგი და რა არის ამაზე დიდი სირცხვილი, რომ თავმოყვარე პოლიტიკოსი ფულად დახმარებას იღებდეს უცხო ქვეყნისგან.

„მსოფლიოში არ მოიძებნება ანალოგი და რა არის ამაზე დიდი სირცხვილი, რომ თავმოყვარე პოლიტიკოსი ფულად დახმარებას იღებდეს უცხო ქვეყნისგან?! ამიტომაცაა ქართული ოპოზიციის 90% კომპრომეტირებული და სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებელი. ამიტომაცაა, რომ ოპოზიციური დღის წესრიგი, საზღვრებს გარედან იგეგმება და შესაბამისად, რადიკალიზმი და პოლარიზაციაც ჩვენი ოპოზიციის პატრონების ნება-სურვილს შეესაბამება. თებერვალიო, იუნკრების ხსოვნა და ოკუპაციაო – მუხლები გადაიტყავეს ხოხვით ამ უსამშობლოებმა და სინამდვილეში, არანაირი განსხვავებაა ფილიპე მახარაძესა და ამათ შორის,“ – წერს ქადაგიძე.