,,ოპოზიციონერები იმაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უკეთესად გალანძღავს „ოცნებას“- სანდრო რაქვიაშვილი

152
spot_img

„გამარჯვების პლატფორმა“ უიმედო კოალიციაა, უიმედო კოალიციები კი, ხშირად იშლება“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ოპოზიციონერები იმაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უკეთესად გალანძღავს „ოცნებას“ და მათ მხარდამჭერებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის დიდი სპექტრი რასაც აკეთებს, არის მეორე ადგილზე თამაში, რომ სხვა ოპოზიციური ძალები ჩაძირონ. თვითონ ვერ მოიგებენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ბევრი პარლამენტარი ეყოლებათ. სუფთა ტექნიკურად რომ შეხედოთ, „ოცნების“ დამარცხება ხომ ნიშნავს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველი უნდა წაართვა და თუ გადახედავთ „ნაციონალურ მოძრაობას“, ან გიორგი ვაშაძის პარტიას, ან მის ყოფილ თანაგუნდელებს, რომლებშიც მათ შორის, ჩემი ყოფილი თანაგუნდელიც არის, ისინი მხოლოდ იმაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უკეთესად გალანძღავს „ქართულ ოცნებას“ და მათ მხარდამჭერებს.

როცა იწყებენ ხოლმე ინტერვიუს, შეიძლება, პარტიები იმით დაალაგო, რომ სავალდებულო სიტყვები აქვთ; უნდა თქვან: „ბიძინა ივანიშვილი“, „რეჟიმი“, „რუსული“. მერე შეიძლება, ამის გარდა არაფერი არ თქვან, მაგრამ ამით ხომ „ოცნების“ ამომრჩეველს ვერ წამოიყვან?

არა მარტო „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ზოგადად რომ გადავხედოთ, თუნდაც „ლელო“ ავიღოთ, ეს ხომ იდეებისგან აბსოლუტურად დაცლილი პარტიაა? ნებისმიერი თემა აიღეთ და მარტივ კითხვაზე, რა უნდა, „ნაცმოძრაობას“ რომ ჰკითხო, ვერ გიპასუხებს. „გამარჯვების პლატფორმა“ უიდეო კოალიციაა, უიდეო კოალიციები კი, ხშირად იშლება“, – აცხადებს სანდრო რაქვიაშვილი.