ოპოზიციის წარმომადგენლებმა საერთო განცხადება გაავრცელეს

27
spot_img

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა საერთო განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საზოგადოებას დღეს, 17:00 საათზე აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ ვაგრძელებთ თქვენი ხმის გაჟღერებას პარლამენტში, ძვირფასო მოქალაქეებო და გამოვიყენებთ მშვიდობიანი პროტესტის ყველა ფორმას. თქვენთან ერთად. ხელისუფლების დრო ამოიწურა. ცვლილებების დროა“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ოპოზიციონერები ამბობენ, რომ გამჭვირვალობის კანონის გაწვევასთან ერთად, მათ ერთ-ერთ მთავარ მიზანს ხელისუფლების ცვლილებაც წარმოადგენს.