რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები, – ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
„10:00 საათზე რუსებმა ბოგოდუხოვსკის რაიონში, ზოლოჩოვში, ავტომობილს და კერძო სახლს დაარტყეს. დაბომბვის შედეგად ავტომობილში მყოფი ორი პირი დაიღუპა“, – განაცხადა ოლეგ სინეგუბოვმა.
ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, ხარკოვის ოლქის დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 წლის ბიჭი.