“ოპოზიციის პრობლემა არა ალიანსებსა და ლიდერებში, არამედ მათ ფილოსოფიაშია” – შალვა პაპუაშვილი

271
spot_img

ოპოზიციის პრობლემა არა ალიანსებსა და ლიდერებში, არამედ მათ ფილოსოფიაშია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითიც გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „გამარჯვების პლატფორმის“ საარჩევნო კამპანიას გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს.

მისივე თქმით, მათ ხალხი ქვეყნის მართვის მანდატს არასოდეს არ მისცემს.

„მათი არჩევანია, ხელმძღვანელობითი სტრუქტურა როგორი იქნება, მაგრამ ოპოზიციის პრობლემა არა სტრუქტურებში, დასახელებებში, ალიანსებსა და ლიდერებში, არამედ მათ ფილოსოფიაშია. ეს დამკვიდრებულია იმაზე, რაც მათ აქვთ გამოცდილება ხელისუფლებიდან, კორუფციისა და ძალადობის სისტემის შექმნა. მათ ამის იქით არაფერი შეუძლიათ. შესაბამისად, ვხედავთ, რომ ისინი არიან ძალადობაზე აწყობილი. ეს იქნება ფიზიკური თუ სიტყვიერი ძალადობა. მათ ყველა ქმედებას თან ეს დასდევს. ამიტომაც, მათ ხალხი ქვეყნის მართვის მანდატს არასოდეს არ მისცემს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.