,, ოპოზიციას აქვს გეგმა, რომ მოახდინოს სახელმწიფო გადატრიალება აქციების მეშვეობით”- ამირან სალუქვაძე 

8
spot_img

კრიზისი გვაქვს ოპოზიციაში, გვაქვს დაბალი პოლიტიკური კულტურის კრიზისი, სანამ ეს არ გამოსწორდება და დამარცხებული ვერ მიეჩვევა იმას, რომ თავისი დავები გადაწყვიტოს სასამართლოში და მიეჩვიოს წაგებულის აღიარებას და მილოცვას, მანამდე ვიქნებით ასე, – განაცხადა ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.

მისი თქმით, ოპოზიციას აქვს გეგმა, რომ მოახდინოს სახელმწიფო გადატრიალება აქციების მეშვეობით, რაც განუხორციელებელია, ვინაიდან რადიკალებს საკუთარი ამომრჩეველიც კი აღარ ენდობა.

„ჩვენ ვიხილეთ აქციების მთელი სერიები, ვიხილეთ საკმაოდ სერიოზული ძალების ჩართვა, იქიდან გამომდინარე, რომ სამი წამყვანი ქვეყნის პირველი პირები ბრიფინგს ატარებენ საქართველოსთან მიმართებაში, შემდეგ აქ ჩამოდიან ევროპელი პოლიტიკოსები და ოპოზიციური აქციის ტრიბუნაზე ადიან, იქიდან განცხადებებს აკეთებენ და ა.შ. ვიღაცას რაღაცის იმედი ჰქონდა, რომ ის რაც არ გამოვიდა არჩევნებით, შეეცადონ სხვა გზით. ოღონდ ამ სხვა გზას ჰქვია, როგორც მინიმუმ სახელმწიფოს საბოტაჟირება, რასაც ახლა ცდილობენ. და მაქსიმუმ, რაც აქვთ ახლა გულში ჩადებული, სახელმწიფო გადატრიალება აქციების მეშვეობით, ეს კანონით ისჯება, ერთიც და მეორეც. არ იმუშავებს ეს სცენარი, იქიდან გამომდინარე, რომ მათ ამომრჩეველსაც კი არ სჯერა მათი“, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.