,,უცხოელი პარტნიორების ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება გახარიასა და „ლელოზე“- ნინო წილოსანი

12
spot_img

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ხუთიანი“ ძალიან წაგებიანი ბრენდინგია, ამიტომ ის სრულად უნდა აღიგავოს პოლიტიკური ველიდან, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„ნაციონალური მოძრაობა“, ფაქტობრივად, სრულად უნდა აღიგავოს ამ ველიდან იმიტომ, რომ ძალიან წაგებიანი ბრენდინგია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ხუთიანი“, რომელსაც თავადვე ძალიან ხშირად შეეცადნენ, რომ გარკვეულწილად ამ სიმბოლოებისთვის აერიდებინათ თავი, მაგრამ წარმოუდგენელი გახდა იმიტომ, რომ ადამიანები ხომ ერთი და იგივე ტრიალებენ ამ პარტიებში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება გახარიასა და ლელოზე“, – განაცხადა წილოსანმა.

მისი თქმით, ქართველი ხალხის დაკვეთა არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაქრეს პოლიტიკური ველიდან და „ქართული ოცნება“ არის ამ დაკვეთის შემსრულებელი, რადგან მანდატი აქვს ქართველი ხალხისგან მინიჭებული.

„რაც მთავარია ძალიან კარგი სიმპტომი და სწორი სიგნალი მიიღო ამ ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებით მათმა უცხოელმა პატრონებმა იმიტომ, რომ უკვე გარდაუვალია „ნაციონალური მოძრაობის“ გაქრობა ამ ველიდან და ბარემ მათივე საკუთარი ხელითვე გააკეთებენ ამ გაქრობას. ისინი გადავლენ რაღაც სხვა ფორმასა და სხვა რეალობაში. მათ უკვე აქვთ შექმნილი რაღაც ალტერნატიული რეალობა, რითაც საკუთარ თავს და საკუთარ ამომრჩეველს არწმუნებენ“, – აღნიშნა წილოსანმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ ამ პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ იღებენ დავალებებს და თავიანთი ხელით მიჰყავთ „ნაციონალური მოძრაობა“ თვითლიკვიდაციისკენ.

„ფაქტობრივად, თავადვე ჩამოშორდებიან ამ პროცესით პოლიტიკურ ველს, თუმცა ამ პოლიტიკურ ველს უთმობენ შინაარსით იგივე, იდენტურ „ნაციონალურ მოძრაობას“ იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბევრი სხვა დანაშაულის მიღმა ქართული საზოგადოებისთვის არის პოლიტიკური პარტია სავსე ლიდერებით, რომლებიც პირდაპირ იღებენ დირექტივებს გარედან და მზად არიან ომშიც კი შეიტყუონ ქვეყანა და საომარი სიტუაციაც კი არ აარიდონ საკუთარ ქვეყანას, თუ ეს გარედან იქნება ნაკარნახები“, – განაცხადა წილოსანმა.