“ოპოზიცია შეეცდება ქვეყნის რეალური პროგრესისთვის ხელისშემშლელი ფაქტორები გააჩინოს”

72
spot_img

ძალზე შთამბეჭდავია მონაცემები, რომელსაც პრემიერის ანგარიში მოიცავს – ოპოზიცია შეეცდება ქვეყნის რეალური პროგრესისთვის ხელისშემშლელი ფაქტორები გააჩინოს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციისგან დღეს პრემიერ-მინისტრის მოსმენაზე დესტრუქციას ელოდება.

„ძალზე შთამბეჭდავია მონაცემები, რომელსაც მოიცავს ანგარიში. შესრულებულია რასაკვირველია, მაღალ დონეზე და მე მოლოდინი და ინტერესი მაქვს, რომ საუბარი იყოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ. რაც საგანგებოდ უნდა აღინიშნოს არის ის, რომ ანგარიშში ნაჩვენებია ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობა. თუმცა, მოლოდინი მაქვს, რომ ოპოზიცია შეეცდება ქვეყნის რეალური პროგრესისთვის ხელისშემშლელი ფაქტორები გააჩინოს და ამის სიმულაცია გამოხატონ, დესტრუქციული როლი ითამაშონ. ისინი ცდილობენ არა გარემოებებიდან გამომდინარე გააკეთონ დასკვნები, არამედ უსაფუძვლო დასკვნები შესთავაზონ საზოგადოებას, შეეცდებიან ქვეყნის ყველა წარმატებიდან ყურადღება გადაიტანონ საკითხებზე, რომელთა მიმართებაშიც მათ შეუძლიათ დესტრუქციული მუხტის გაზრდა“, – განაცხადა სარჯველაძემ.