“ოპოზიცია ისევ ცდილობს, რომ სასამართლო სისტემა ხელში ჩაიგდოს” – ნინო წილოსანი

32
spot_img

ოპოზიცია ისევ ცდილობს, მიუხედავად მათი ხელისუფლებაში არ ყოფნისა, სასამართლო სისტემა ხელში ჩაიგდოს, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

„ამ პროცესში უცხოელი ექსპერტების შემოყვანა, თითქოს სრული არაკვალიფიციურობა სჭირს მოსამართლეებს, რა თქმა უნდა ქვეყნის დისკრედიტაციაა. სამწუხაროდ, ამის ფონზე ოპოზიცია კიდევ აცხადებს, რომ რაღაც დოზით ქვეყნის სასარგებლო რჩევებს გვაძლევენ“, – აღნიშნა წილოსანმა.

ე.წ. ვეტინგის სისტემას, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაააქტიურა, ოპოზიციის სრული მხარდაჭერაც არ აქვს. „ქართული ოცნების“ გარდა, სხვა მოწინააღმდეგე პოლიტიკური ჯგუფებიც თანხმდებიან, რომ მიზანი სასამართლო სისტემის დამორჩილებაა, რაც წინა ხელისუფლების პერიოდის მსგავსად აღარ უნდა განმეორდეს. მმართველი გუნდის პოზიცია ე.წ. ვეტინგის სისტემაზე მკაცრი და პრინციპული უარია.