“ოპოზიცია ახალი „თეთრი ლაქის“ გაჩენას ლამობს ანტიკორუფციული სამსახურის გარშემო” – ირაკლი ქადაგიშვილი

34
spot_img

ოპოზიცია ახალი „თეთრი ლაქის“ გაჩენას ლამობს ანტიკორუფციული სამსახურის გარშემო, – ამის შესახებ „ქრონიკას“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

დეპუტატმა ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონებში შედის.

„პარლამენტის ჩართულობას ვზრდით და მათ შორის ამ [ანტიკორუფციული] სამსახურის ხელმძღვანელის იმუნიტეტს ვამაღლებთ. ამ თანამდებობის პირების დაკავებაზე და შემდგომ უკვე უფლებამოსილების შეჩერებაზე საჭირო ხდება პარლამენტის თანხმობა. გამომდინარე აქედან, შინაარსობრივად ორივე სამსახური [„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ ] და ორივე პოზიცია გამართულია. რაც შეეხება იმას, რომ ანტიკორუფციულთან დაკავშირებით ითხოვენ პარლამენტის ჩართულობას, რომ პარლამენტი ნიშნავდეს [ხელმძღვანელს], აქ მივლენ ისევ იმ დილემამდე, რასაც ჰქვია ოპოზიციის გადაწყვეტილების გარეშე გადაწყვეტილების მიუღებლობა. ოპოზიცია ამ შემთხვევაში ახალი „თეთრი ლაქის“ გაჩენას ლამობს ანტიკორუფციული სამსახურის გარშემო“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.