,, ომს არავისთან ვაპირებ ეს არის ჩემი შეხედულება”- მამა პეტრე კოლხი

92
spot_img

„არავისთან ომს არ ვაპირებ. ეს არის ჩემი შეხედულება. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ომს არ ვაპირებ. თუმცა, ზღვაში წვეთია რასაც მე ვამბობ და რაც სინამდვილეში მაწუხებს და რაც საზოგადოებას აწუხებს“ – აცხადებს მამა პეტრე კოლხი.

მამაოს თქმით, მას გარკვეული „სქრინებიც“ კი გაუგზავნეს.

„ამ ბოლო დროს, მიჭირს რეალობასთან შეგუება, რომ ზედმეტი არ წამომცდეს. ვცდილობ განვერდო სიტუაციას, თუმცა, მარტო განრიდება გამოსავალი არ არის. ერთ მშევნიერ დღეს, ეს ყველაფერი დაგროვდება და შეიძლება უფრო ერთად აფეთქდეს. არც გაქცევას ვაპირებ და არც ბრძოლას. ზოგჯერ გაჩუმებაც მიჭირს. იმის მეოთხედსაც არ ვსაუბრობ, რაზეც უნდა ვისაუბრო. საუბარია ბევრ უსამართლობაზე ეკლესიის წიაღში. გამომიგზავნეს ვიღაცის მიმოწერები და ე.წ. სქრინები. ვიღაცა ვიღაცას პირობას აძლებდა რომ ჩემნაირი ეკლესიისთვის შეუფერებელ პირს განმკვეთავდნენ. მათი მოსაწონი თუ არ ვარ, ეს ჩემთვის კომპლიმენტია“ – აცხადებს მამა პეტრე.