ომისა და ღალატის პარტიას საქართველოში წარმატების შანსი არასდროს ჰქონია და არც არასდროს ექნება – შალვა პაპუაშვილი

8
spot_img

ომისა და ღალატის პარტიას საქართველოში წარმატების შანსი არასდროს ჰქონია და არც არასდროს ექნება, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით „ომის ქარტიით“ ნათელი გახდა ორჯონიკიძეების სია, რომელთა ერთადერთი მიზანიც არის საქართველო ვასალურ სახელმწიფოდ აქციონ.

„მათი გაგებით, საქართველო ნიშნავს ისეთ სახელმწიფოს, რომელიც დამოკიდებული იქნება უცხო ქვეყნების განცხადებებზე, გადაწყვეტილებებზე და ანგარიშს ჩააბარებს არა ქართველ ხალხს, არამედ უცხო ქვეყნის მინისტრებს, მოადგილეებსა და ბიუროკრატებს. ვნახეთ რა არის მათი წარმოდგენა ევროპულ საქართველოსთან დაკავშირებით. ეს არის ტერორი, ზიზღი – ევროპა, როგორიც იყო 100 წლის წინ, 30-იან წლებში. საერთო ჯამში, ოპოზიციისა და „ენჯეოების“ ამ სიმბიოზმა იმდენი იარა ევროპისკენ, რომ ბოლოს მეოცე საუკუნის 30-იანი წლების ევროპაში ჩააღწია და გვაჩვენებს იმ სტილს, რომელიც ისტორიიდან გვახსოვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, 2012 წლამდე სწორედ ასეთ ევროპაში ცხოვრობდა საქართველო, ევროპა და ამერიკა კი იმ პოლიტიკურ რეჟიმს დემოკრატიისა და რეფორმების ერთ-ერთ წამყვან ხელისუფლებად მოიხსენიებდნენ.