ომის დაწყების შემდეგ პირველად აშშ-მა მსხვილ რუს ბიზნესმენს სანქციები მოუხსნა

73
spot_img

ომის დაწყების შემდეგ პირველად აშშ-მა მსხვილ რუს ბიზნესმენს სანქციები მოუხსნა – აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ცნობით, სასანქციო სიიდან ჯგუფ IBS-ის თანადამფუძნელის, ანატოლი კარაჩინსკის სახელია ამოღებული.

სანქციების მოხსნის მიზეზი უწყებაში არ განუმარტავთ.

კარაჩინსკი სასანქციო სიაში როგორც ბანკ „ოტკრიტიეს“ დამკვირვებელთა საბჭოს წევრი, 2022 წლის აპრილში მოხვდა. რამდენიმე დღეში კარაჩინსკიმ დაკავებული თანამდებობა დატოვა, შემდეგ კი კომპანია IBS-ში საკუთარი წილი გაყიდა.

2021 წელს კარაჩინსკი 800 მილიონი დოლარის ოდენობის ქონებით რუსეთის უმდიდრესი ადამიანების სიაში 149-ე ადგილს იკავებდა. კარაჩინსკი უკრაინის სასანქციო სიაშიც მოხვდა, ხოლო ევროკავშირს მის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია.