ომი ყოველთვის დამარცხებაა, ომი არ შეიძლება გაგრძელდეს -რომის პაპი

25
spot_img

რომის პაპი ფრანცისკე უკრაინასა და პალესტინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის მოწოდებით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ომის გაგრძელება ყოველთვის დამარცხებაა.

რომის პაპის თქმით, უკრაინისა და წმინდა მიწის, პალესტინისა და ისრაელის ხალხი დღეს ძალიან იტანჯებიან ომის საშინელებების გამო.

“არასდროს დაგვავიწყდეს, რომ ომი ყოველთვის დამარცხებაა. ომი არ შეიძლება გაგრძელდეს. ჩვენ ყველა ღონე უნდა გამოვიყენოთ ომის დასასრულებლად მოლაპარაკებისთვის”, – დასძინა მან.