ომი არ უნდა შეწყდეს, ვიდრე ყველა მიზანი არ შესრულდება, ამას ვეუბნები როგორც მტრებს, ასევე მეგობრებს -ბენიამინ ნეთანიაჰუ

44
spot_img

ომი არ უნდა შეწყდეს, ვიდრე ყველა მიზანი არ შესრულდება, ამას ვეუბნები როგორც მტრებს, ასევე მეგობრებს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ომის მიზნებია: „ჰამასის“ განადგურება, მძევლების დაბრუნება და ღაზის მხრიდან ისრაელის მიმართ საფრთხეების განეიტრალება.

„ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ეს არის ყველა ჩვენგანის ვალდებულება. მე ვთავაზობ „ჰეზბოლას“, ისწავლოს ის, რაც „ჰამასმა“ უკვე ისწავლა ბოლო თვეებში: არც ერთ ტერორისტს არ აქვს იმუნიტეტი. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და ჩრდილოეთის მცხოვრებლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ საკუთარ სახლებში. ეს არის ეროვნული მიზანი, რომელსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ და მის მისაღწევად პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ. თუ შეგვიძლია, ამას დიპლომატიური გზებით გავაკეთებთ, თუ არა, სხვანაირად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.