თავი 1. ტერორიზმის ისტორია
1. პირველი ტერაქტი თბილისში
როცა განრისხებულ დემეტრე მეფეს ამბავი მოუტანეს, რომ თბილისის ყადის მკვლელი, იბრაჰიმ დანგანი, რომელმაც საჯაროდ მოკლა თბილისის მუსულმანთა მთავარი მოსამართლე, “არწივის ბუდის” ალამუტის მმართველის მუჰამედ იბნ ბუზურგ – უმიდის გამოგზავნილი ასასინი იყო, რომელსაც ყადის მოკვლის შემდეგ არც კი უცდია გაქცევა, კარგა ხნით ჩაფიქრდა!
თბილისის ყადი ცნობილი იყო თავისი სიმკაცრით და მან სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, რამდენიმე მუსლიმანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა რითაც ძალიან გააღიზიანა ასასინთა წინამძღოლი.
დემეტრემ იცოდა, რომ ერთის მხრივ, ასასინების მტრად მოკიდება ძალიან სახიფათო იყო! მეორეს მხრივ კი, 1139 წელი იდგა, სულ 17 წელი იყო გასული, რაც მისმა დიდმა მამამ დავითმა შემდგომში აღმაშენებლად წოდებულმა არაბი ამირას გამგებლობაში მყოფი თბილისი მის დიდ სამეფოს შემოუერთა!
თბილისი მუსლიმანური ქალაქი იყო და მისი მუსლიმური მოსახლეობა ელოდა მეფის გადაწყვეტილებას!
მის დიდ მამას ამას ვერავინ გაუბედავდა! მას გაუბედეს! ამიტომ ის მართალი და მკაცრი უნდა ყოფილიყო, როგორც მახვილი!
ეს საქართველოში განხორციელებული პირველი ტერაქტია, რომლის შესახებაც ამბავი სპარსელმა ებრაული წარმოშობის ჟამთააღმწერელმა რაშიდ ად-დინმა, ამასთან ერთად ხულაგიუდების იმპერიის მმართველთა პირველმა ვეზირმა მის, „ჯამი ათ-თავარიხი“ – „ისტორიათა კრებულში“ შემოგვინახა. მადლობა მას! აბა, ჩვენ ქართველებს წერა ყოველთვის გვეზარებოდა!
ასასინები პირველი ტერორისტები იყვნენ ვინც ტერორი სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანეს! მათ “სიკვდილის ანგელოზებს” ეძახდნენ!
სახელი ასასინი (აშაშინი) მომდინარეობს სიტყვა ჰაშიშიდან, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ “სიკვდილის ანგელოზები”, რომელთაც დათესეს შიში მთელს ცენტრალურ აზიაში ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილო აფრიკაში, კავკასიასა და ევროპაში ჰაშიშის მომხმარებლები იყვნენ! ჰაშიშის მოხმარების უფლება მხოლოდ ასასინთა მაღალი იერარქიის წევრებს ჰქონდათ!
ასასინთა ალამუტის სახელმწიფო არ გამოირჩეოდა არც სიმდიდრით და არც ურიცხვი ჯარით! მეტიც, ალამუტის ლეგენდარულმა მმართველმა ჰასან იბნ საბახმა შექმნა ფაქტობრივად კომუნა, სადაც საზოგადოების მაღალი და დაბალი ფენების წარმომადგენლები ერთნაირად ცხოვრობდნენ! მან აკრძალა ყოველგვარი ფუფუნების საგნები, დროსტარება და ამ წესების დამრღვევებს დამრღვევებს სიკვდილით სჯიდნენ!
მიუხედავად ასეთი სიმკაცრისა, იბნ საბახი იწვევდა მეცნიერებს, ალქიმიკოსებს, ექიმებს და საყოველთაოდ განთქმული იყო ალამუტის ბიბლიოთეკა!
რეალურად მან შექმნა საბჭოთა კავშირის შექმნამდე 800 წლით ადრე პირველი უტოპიური “სოციალისტური სახელმწიფო” და ეტყობა, ასეთი სახელმწიფოს არსებობას სჭირდება სისასტიკე, სისხლი და ტერორი!
პირველი ცნობილი ტერაქტი, რომელიც იბნ საბახის დროს მოხდა იყო, სელჩუკთა დიდი ვაზირის მკვლელობა, რომელმაც აწამებინა სუნიტი მუეძინის მკვლელი ასასინი მოძღვრები, შემდეგ კი ბრძანა ქალაქის ქუჩებში ეთრიათ ცხენებზე გამობმული მათი გვამები!
გაიხსენეთ “ჰამასი”, “ჰეზბოლა” და “ალ-ყაიდა” და მათი ლიდერები… მაშინაც ცხრა საუკუნის წინ საკუთარი სახლის სახურავზე ავიდა იბნ საბახი და დასჭექა – “ამ შაითანის მკვლელობა დაგიმკვიდრებთ ზეციურ ნეტარებას!”
არ გაგონებთ დღევანდელი ისლამური ტერორისტული ორგანიზაციების პირობას, რომ ურჯულოთა მკვლელები, სამოთხეს დაიმკვიდრებენ?!
ჯერ კიდევ საკუთარი სახლის სახურავზე იდგა იბნ საბახი, როცა ახალგაზრდა კაცი მუხლებზე დაეცა და შესთხოვა, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად მიეცა მისთვის ამ განაჩენის ასრულების ნება!
არ გაგახსენათ, ჩვენი თანამედროვე “შაჰიდის ქამრიანები”?!
მიიღო რა ნება აღესრულებინა განაჩენი, ეს ახალგაზრდა კაცი გაემგზავრა სელჩუკთა დედაქალაქში. მასთან ერთად, მაგრამ მისგან დამოუკიდებლად სელჩუკთა დედაქალაქში აღმოჩნდნენ სხვა ასასინებიც. თავად ახალგაზრდა კაცი როგორღაც შეიპარა დიდი ვეზირის ბაღში. მას თან ჰქონდა შხამით მოწამლული დანა და როცა ვეზირი მცველებთან ერთად ბაღში გამოვიდა ის საფარიდან გამოვარდა და მოულოდნელად დაესხა თავს ვეზირს და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა!
თავად ასასინ-“ტერორისტს” გაქცევა არც უცდია. ის ადგილზე აკუწეს დიდი ვეზირის მცველებმა, თუმცა, ვეზირის სასახლეში შემოიჭრნენ სხვა ასასინები და დახოცეს სასახლის მკვიდრნი და ცეცხლი წაუკიდეს თავად სასახლეს!
ბუ ტახირ არანი – დაიმახსოვრეთ ეს სახელი! ასე ერქვა იმ პირველ ტერორისტს, რომლის სახელიც ისტორიამ შემოგვინახა.
სელჩუკთა დიდი ვეზირის მკვლელობა უცბად მოედო არა მხოლოდ სელჩუკთა სამეფოს , არამედ მთელ ახლო აღმოსავლეთის სამეფოებს, მაგრამ ეს არ იყო მთავარი! მთავარი ის იყო, რომ იბნ საბახი მიხვდა, მას არ დასჭირდებოდა დიდი არმიის შენახვა იმისთვის, რომ მთელს სამეზობლოში და მის მიღმა საზარელი შიში დაეთესა.
მას სჭირდებოდა “სპეცსამსახური”… ყველაფერზე წამსვლელი ასასინები და ინფორმაცია.
მან შექმნა ტერორისტული ორგანიზაციების მოქმედების პირველი მეთოდიკა, რომლის თანამედროვე ვარიანტებზე კიდევ მექნება საუბარი:
– ასასინები კი არ ეპარებოდნენ და სადღაც ბნელ კუთხეში კი არ კლავდნენ მსხვერპლს, არამედ, ხალხში შიშის დასათესად, სახალხოდ, უამრავი ადამიანის თვალწინ!
– ხალხში შიშის დასათესად ისინი არასდროს წამლავდნენ მსხვერპლს. ისინი როგორც წესი კლავდნენ მხოლოდ და მხოლოდ ცივი იარაღით!
ასასინები იყოფოდნენ ორ ნაწილად მკვლელებად და დამკვირვებლებად! პირველნი, როგორც წესი განწირულნი იყვნენ, მაგრამ მეორენი აბარებდნენ ანგარიშს ალამუტის მმართველს თუ როგორ იქნა განაჩენი სისრულეში მოყვანილი!
აღწერილია ერთადერთი შემთხვევა, როცა ეგვიპტის ხალიფის მკვლელობისას მკვლელმა ვერ მოახერხა ხალიფას მოკვლა და საქმეში ჩაერივნენ დამკვირვებელი ფადიები და სიცოცხლე მოუსწრაფეს უბედურ ხალიფას!
ასასინების ტერორმა მოიცვა თითქმის მთელი მაშინდელი მსოფლიო! მათ საკუთარი სისხლიანი კვალი დატოვეს პარიზსა და მილანში, კაიროსა და მარსელში, ისფაჰანსა და სამარყანდში, იერუსალიმსა და ბაღდადში, კონსტანტინოპოლსა და რომში…
როგორც გითხარით, მათ საკუთარი სისხლიანი კვალი დატოვეს თბილისშიც!
ასასინების გასაოცარ მოხერხებულობაზე, გაბედულებაზე, სისასტიკეზე ლეგენდების დიდი ნაწილის რეალობის დასადასტურებლად ისიც კმარა, რომ მათი მსხვერპლი შეიქნა 8 სახელმწიფოს მეთაური და სხვადასხვა სახელმწიფოს რამდენიმე ასეული სახელმწიფო პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელი…
ფანატიზმი
როცა 1194 წელს, საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა ჰენრიხ III -მ ჯვაროსნული ლაშქრობიდან წამოსული, მის სამეფოში ინკოგნიტოდ შემოპარული ინგლისის ყველაზე პოპულარული და ყველაზე სულელი რაინდი მეფე რიჩარდ ლომგული ჯერ დაატყვევა და შემდეგ დიდი გამოსასყიდის 150 000 მარკის, ფასად, რაც ინგლისის სამეფო კარის ორის წლის შემოსავალს წარმოადგენდა ტყვეობიდან გაათავისუფლა, მაგრამ მისი ვასალობა აჰკიდა;
1194 წელს როცა დაიბადა ფრიდრიხ I ბარბაროსას შვილიშვილი, არამხოლოდ საღვთო რომის იმპერიის, არამედ შუასაუკუნეების ევროპის და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი იმპერატორი ფრიდრიხ II, “გონთა მპყრობელი”, პოეტი, ფილოსოფოსი, ადრეული რენესანსის შემოქმედი, ჯვაროსანი მეომარი, იერუსალიმის მეფე, რომელიც ისე დაუპირისპირდა რომის პაპებს, რომ ეკლესიიდან ერთხელ განკვეთა არ აკმარეს, სამჯერ განკვეთეს, “ანტიქრისტედ” მონათლეს… მოკლედ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში…
1194 წელს, როცა თამარ მეფესა და დავით სოსლანს შეეძინათ, ქალიშვილი რუსუდანი, რომელზეც არაფერს არც კარგსა და არც ცუდს ვიტყვი, რადგან მაინც თამარის შვილი იყო…
1194 წელს უცნაური და სასტიკი სანახაობის მოწმე გახდა ალამუტის ციხეში იერუსალიმის მეფე ანრი შამპანელი.
ის ალამუტის მმართველთან ან მოსალაპარაკებლად იყო ჩასული! საქმე იმაშია, რომ ჯვაროსნებსაც და ალამუტის მმართველებსაც ერთნაირად არ მოსწონდათ სუნიტი სელჩუკები და არ მოსწონდათ ეგვიპტის, სირიის, ლეგენდარული სუნიტი სულთანის სალახ ად დინის ( სალადინის) გაძლიერება…
ალამუტის მმართველი და ანრი შამპანელი ქუჩაში, სეირნობდნენ, როცა ანრიმ შენიშნა მაღალი კოშკის თეთრი სამოსით მოსილი რამდენიმე კაცი შენიშნა. ალამუტის მმართველმა კითხა ჯვაროსანთა გრაფს, რამდენად ერთგული იყვნენ მისი ქვეშევრდომები და ისე რომ პასუხს არც დალოდებია ხელი აიქნია და მაშინვე იმ კოშკზე მდგომმა ადამიანები იქიდან ჩამოხტნენ!
ისევ გავიხსენოთ, “შაჰიდის ქამრიანი” ტერორისტები და ალამუტის ლეგენდარული მმართველის იბნ საბახის სიტყვები “ტერაქტისას” მოკლული ასასინის მიერ “ზეციური ნეტარების დამკვიდრების” შესახებ და კარგად მივხვდებით რა საფრთხის წინაშე დგას თანამედროვე მსოფლიო საზოგადოება და რატომ არის ესოდენ რთული მუსლიმანური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.
გაგრძელება იქნება (ტერორის მიზნები)
სოციალური ქსელი -ბესიკ ლაგვილავა