“ოლიგარქების სიხარბემ, სამყაროს უსაფრთხო განვითარებას შეუქმნა საფრთხე”- კოტე კემულარია

771
spot_img

“ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ყიფიანის დისტანცირება “ოცნებისაგან”, კობახიძის სიტყვებით კი, თავად ივანიშვილისგან, სავარაუდოდ უკავშირდება შვეიცარიულ ბანკთან-“კრედი სვისთან” ურთიერთობას.

ამ ბანკმა უთხრა უარი საკუთარი ფულის გატანაზე ივანიშვილს. მოტივად დაასახელა ევროპარლამენტის რეზოლუცია ბიძინას რუს ოლიგარქად მოხსენიების შესახებ. ბიძინას ადვოკატებმა აირჩიეს არასწორი გზა. მათ მიერ გასაჯაროებული ინფორმაციით, ჯამში თითქმის მილიარ დნახევარი ნაღდი ფული გაუყინა კრედი სვისმა ბიძინას. ადვოკატებმა პრესის მეშვეობით სცადეს შვეიცარიის მთავრობაზე შეტევა, რამაც არავითარი შედეგი არ გამოიღო.

წესით, გამოცდილ იურისტებს უნდა სცოდნოდათ, რომ კრედიტ სვისი, შვეიცარიის იდენტობის ტოლფასი ინსტიტუტი იყო, და ხელისუფლება მთლიანად იყო ჩართული მის პრობლემებში.

მილიარდერი რომ ხარ და ბანკი რომ უკანასკნელ საცხოვრებელ ფართს ართმევს იმ საკუთარ თანამოქალაქეს “ასწავლი”— ბანკთან მუშაობა ისწავლეთ, ან იურისტი აიყვანეთო, იმდენი უნდა იცოდე, რა მდგომარეობაშია ის ფინანსური გიგანტი, სადაც მილიარდ ნახევარ დოლარს ინახავ. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, საქმიანი წრეებისთვის კარგად იყო ცნობილი “გლობალურ ფინანსურ ცენტრად” გამოცხადებული კრედიტ სვისის სერიოზული პრობლემები, გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით, ამ ბანკთან ურთიერთობდნენ: ნიგერიელი დიქტატორები, იაპონელი იაკუძები, ბულგარელი ნარკომოვაჭრეები, ახალგამოჩეკილი პოსტსაბჭოთა ოლიგარქები და ა.შ.

ამაზე მუდმივად წერდა მედია, მიმდინარეობდა ჟურნალისტური გამოძიებები, ხელისუფლების რეაქცია კი არ იყო. შავი ფულით გამდიდრებული ადამიანები, გადასახადების გადაუხდელობით მოგებას დახარბებულები, რისკავდნენ და ბოლო დრომდე განაგრძობდნენ ამ ბანკთან ურთიერთობას.

დღეს ეს “ყველაზე მთავარი და საიმედო ბანკი” აღარ არსებობს!!!!!!

შვეიცარიის მთავრობამ, უკვე ძალიან შეშინებულმა, “კრედი სვისის” კრახის მასშტაბებით, მარტის ბოლოს, ამ ბანკის აქციები აყიდინა მის მთავარ კონკურენტს—UBS ბანკს, სასაცილო ფასად—3.3 მილიარდ დოლარად.

ამ ბანკს მარტო ბიძინას მილიარდნახევარი ჰქონდა “შეხრამუნებული”, სხვა კლიენტები კი 15, 9, 7 და 4.5 მილიარდებს ედავებიან. მხოლოდ 2022 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ბანკიდან კლიენტების მიერ 88 მილიარდი დოლარი იყო გატანილი.

UBS ბანკს შვეიცარიის მთავრობამ მისცა დაცვის გარანტიები. მათ შორის, ასი მილიარდი დოლარის სახელმწიფო კრედიტის მიცემის გარანტია. თუმცა, ძალიან საეჭვოა, რომ შვეიცარიის მთავრობამ ბიძინას “ვალის” გადახდაზე იზრუნოს, ისევე როგორც სხვა საეჭვო მევალეების დაუბრუნებელ თანხებზე.

ეს ანადგურებს შვეიცარიის, როგორც “საიმედო ფინანსური სამოთხის” იმიჯს, მაგრამ ამას უკვე აღარავინ ნაღვლობს.

ოლიგარქების დაუოკებელმა სწრაფვამ იოლი მოგებისადმი, გადასახადების დამალვის საბანკო პირამიდებმა, არამარტო კრედი სვისს, სხვა ცნობილ საბანკო გიგანტებს-გერმანულ “დოიჩე ბანკს”, ამერიკულ “სილიკონ ველის” და ა.შ. შეუქმნეს სერიოზული პრობლემები. ბოლოს, კი, თავად ოლიგარქები აღმოჩნდნენ დარტყმის ქვეშ.

ოლიგარქების სიხარბემ, სამყაროს უსაფრთხო განვითარებას შეუქმნა საფრთხე. შედეგად გამოცხადდა დეოლიგარქიზაცია, რამაც გარყვნილი საბანკო გიგანტები შეარყია და ოლიგარქების ეპოქის დასასრულის წამ ზომიც ჩართო”,- წერს სოციალურ ქსელში კოტე კემულარია.