გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ვლადიმირ პუტინს რუსეთის პრეზიდენტად „ხელახლა არჩევას“ არ მიულოცავს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.
გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, კრისტიანე ჰოფმანმა აღნიშნა, რომ ეს არ იყო დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები.
“ეს არ იყო დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები. რუსეთი ახლა დიქტატურაა და მას ავტორიტარულად მართავს ვლადიმირ პუტინი”, – აღნიშნა გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ.