აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. დეპუტატებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს კანონპროექტს „ვალუტის რეგულირებისა და ვალუტის კონტროლის შესახებ“, რომელიც ოფიციალურ ვალუტად რუსული რუბლის შემოღებას ითვალისწინებს, ყველა სხვა ვალუტა კი კლასიფიცირებული იქნება, როგორც – უცხოური. გარდა ამისა, საკანონმდებლო დონეზე შემოდის ცნება „რეზიდენტი“ და „არარეზიდენტი“.
„ეხო კავკაზას“ ცნობით, დოკუმენტს მხარი 26-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 2 წავიდა.
აღსანიშნავია, რომ „ეროვნული ბანკის“ ე.წ. თავმჯდომარე ბესლან ბარათელია. რომელსაც დოკუმეტთან დაკავშირებით კომენტარი ჰქონდა, სხდომაზე ავადმყოფობის მიზეზით არ გამოცხადებულა.