“ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ნებისმიერი აქტივობა როგორ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად?!” – დარჩიაშვილი

15
spot_img

წარმოგიდგენიათ რას მეკითხებით? არ გაგცემთ პასუხს, რასაც თქვენ მეკითხებით არასერიოზულია – ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ნებისმიერი აქტივობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინირებული არ არის, როგორ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად?! – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას: „მიაჩნია თუ არა მას ლეგიტიმურად რუსეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები“.

მისივე მტკიცებით, ისინი აგრძელებენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვას.

„მოგიწოდებთ გაეცნოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას და იქ მთლიანად ამოიკითხავთ ჩვენს პოზიციას, ამ თემასთან დაკავშირებით.

ის, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული, ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას შესაძლებლობა არ აქვს მართოს პროცესები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ მიმდინარე ნებისმიერი აქტივობა არის პასუხისმგებლობა ადგილზე ეფექტური ძალის განმახორციელებელი ასე ვთქვათ, პასუხისმგებელი ქვეყნის მხრიდან, ეს ცალსახაა, ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ძალიან ბევრი გამოხმაურებები ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტს მხარდამჭერი იყო. ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო პარტნიორი იყოს ამ პროცესში ჩვენი მხარდამჭერი. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვას. ერთი მხრივ, ჩვენ ვაგრძელებთ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც არის მთავარი ქვაკუთხედი იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდეს და ამ მიმართულებით ჩვენ მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ეს არის“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.