„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი არანაირად არ თრგუნავს და არ არღვევს სექსუალური უმცირესობების უფლებებს – ვოლსკი

16
spot_img

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტს ითვალისწინებს, გია ვოლსკიმ შეაფასა. საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის განმარტებით, ლგბტ თემის პროპაგანდა ქვეყანაში დაპირისპირებებს წარმოშობს. მისივე განცხადებით, კანონპროექტის მიღების შემდეგ სექსუალური უმცირესობების უფლებები კვლავ დაცული იქნება.

„ეს არის თემა, რომელიც უკავშირდება ეროვნულ უსაფრთხოებას, ვინაიდან აქ არის ლაპარაკი იმ რესურსზე, რამაც საქართველო მოიყვანა დღემდე ამ ისტორიული ქარცეცხლისა და ქარტეხილების მიუხედავად. ეს არანაირად არ თრგუნავს და არ არღვევს სექსუალური უმცირესობების უფლებებს. თავად თემა, ამის პროპაგანდა წარმოშობს საზოგადოებაში ისეთ დაპირისპირებებს, რომელსაც შეიძლება ძალიან ცუდი განვითარება მოჰყვეს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მომდევნო კვირაში პარლამენტში ბიუროზე გავა, რის შემდეგაც საკითხზე კომიტეტებში იმსჯელებენ.