“ოდნავადაც რომ იყოს ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა, ჩვენი მხარდაჭერა ნებისმიერ შემთხვევაში იქნება” – ფრიდონ ინჯია

35
spot_img

ჩვენი მხარდაჭერა იქნება ნებისმიერ შემთხვევაში, ოდნავადაც რომ იყოს ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა, – ამის შესახებ “ევროპელი სოციალისტების” დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ “ქართული ოცნების” ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც “ოჯახურ ღირებულებათა შესახებ” საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს.

მისივე თქმით, ფსევდოლიბერალური პროპაგანდა ჩვენი ქვეყნის იდენტობასა და ტრადიციებს ეწინააღმდეგება.

“მსოფლიოში სხვადასხვა ფსევდოლიბერალურ ძალებს ეს გამოაქვთ პირველ “პლანზე” და ეს ჩვენ ადათ-წესს და იდენტობას ეწინააღმდეგება. წერტილი უნდა დაესვას ამას ჩვენ ქვეყანაში. პროპაგანდა, შეკრებები, სახელმძღვანელოებში, წიგნებში, ირიბად თუ პირდაპირ – ეწინააღმდეგება ჩვენი ხალხის ინტერესებს”, – განაცხადა ინჯიამ.