ოდესაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

48
spot_img

ოდესაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი 70-ს აღემატება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რეგიონში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული. ოდესის დაბომბვის ფაქტს ღამის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ ტერორისტი სახელმწიფოს თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება.

16 მარტი ოდესაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

დაღუპულთა შორის მედიკოსი და მაშველია. ისინი აფეთქების შემდეგ სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ, როდესაც კიდევ ერთი დარტყმა განხორციელდა.

უკრაინის პროკურატურის ცნობით, სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანებულია სახლები, ტექნიკური მომსახურების სადგური, გაზსადენი და ორი სახანძრო-სამაშველო მანქანა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, საოკუპაციო ძალებმა ოდესაზე ისკანდერის რაკეტებით მიიტანეს იერიში.