ბათუმში, 30 ივნისს დაგეგმილი ნუცა ბუზალაძის კონცერტი გაუქმდა. ამის შესახებ ნათქვამია კლუბ “სფეროს” განცხადებაში, სადაც კონცერტი უნდა გამართულიყო.
როგორც განცხადებაშია განმარტებული, ეს ნუცა ბუზალაძის და კლუბის ადმინისტრაციის ერთობლივი განცხადებაა.
“მოგესალმებით! როგორც ცნობილია 30 ივნისს კლუბ „სფერო“-ში დაგეგმილი იყო გრანდიოზული გახსნითი ღონისძიება, სადაც სოლო კონცერტს გამართავდა ნუცა ბუზალაძე ბენდ ნიუტონთან ერთად.
ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, კლუბი “სფერო”-ს ადმინისტრაცია საჭიროდ თვლის გაცნობოთ ჩვენი და ნუცა ბუზალაძის ერთობლივი გადაწყვეტილება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის ორმხრივი.
30 ივნისს დაგეგმილი კონცერტი ამ ეტაპზე გაუქმებულია.
ნუცა მკაფიოდ აფიქსირებს რუსეთის მიმართ თავის პოზიციას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთი ოკუპანტია! სწორედ ამიტომ რუსეთიდან მიღებულ საკონცერტო შემოთავაზებებზე დიდი ხანია უარს ამბობს.
უახლოეს დღეებში ნუცას დაგეგმილი აქვს ამერიკული ტურნე, რომლის შესახებ დეტალებს მსმენელისთვის სიურპრიზად ტოვებს. კლუბი “სფერო“ წარმატებებს უსურვებს მას. ნუცა მზად არის უახლოეს თვეებში “სფერო“-ში გამართოს სოლო კონცერტი.
კლუბი “სფერო“ ზაფხულის განმავლობაში ბევრ ღონისძიებას და სიურპრიზს გპირდებათ. ჩვენთვის თითოეული მომხმარებლის აზრი მნიშვნელოვანია” – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
https://www.facebook.com/spherebatumi/posts/126580853796487?ref=embed_post