„რუსულმა ოცნებამ“ და რუსმა ფეოდალმა ჩიგოგიძემ გადაწყვიტა, ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სკვერი ადგილობრივებს წაართვას. ამოიღეთ ხმა, ნურაფრის გეშინიათ და ნუ ჩურჩულებთ, რომ რაღაცები არ მოგწონთ. ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომ ამ რუსებმა და ლაჩრებმა შეგვაშინონ. თითოეულ თქვენგანთან ვიქნები, ვისაც დასჭირდება, ჩვენ ერთ გუნდად მოვალთ და დავიცავთ თითოეული თქვენგანის ინტერესს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჩოხატაურში განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ჩოხატაურში მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს და როგორც თავად ამბობენ, დუმბაძის სახელობის სკვერის გასხვისებასთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თუ საჭირო გახდება, აღნიშნულ სკვერს ფიზიკურად დაიცავენ.
“გაკადნიერდნენ და ნოდარ დუმბაძის სახელი რომ ჰქვია სკვერს, იქ გადაწყვიტა ჩიგოგიძემ კიდევ დამატებით ჯიბეები გაისქელოს. გუშინ, ჩვენ ყველამ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ლიდერებს როგორ დაესხნენ თავს და ფიზიკურად როგორც გაუსწორდნენ. ლაჩარი, „ჩმორი“ ხალხი, რომელიც რამდენიმე ადამიანს მიუვარდა და მათ შორის ქალბატონებს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ეს „ჩმორები“ და „ბანძები“ დღეს დამალულები არიან. ამ ფლაერებს, სადაც რუსი ჩიგოგიძე, ჩოხატაურის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე არიან, აუცილებლად დავარიგებთ ჩოხატაურში, ამ სკვერში, სადაც ვდგავართ, რომელიც ნოდარ დუმბაძის სახელობისაა და აუცილებლად დავიცავთ, თუ მშენებლობას დაიწყებენ, ფიზიკურადაც მოგვიწევს ამის დაცვა. ყველამ კარგად უნდა იცოდეს და მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, ჩოხატაურელებს, გურულებს, ყველას აბსოლუტურად – ჩემო მეგობრებო, ნურაფრის გეშინიათ, ნუ გეშინიათ ამ „ჩმორების“ და ამ ლაჩრების. სად არიან ახლა, გუშინ რომ კუნთებზე იყურებოდნენ, გადახედეთ აბა, რამდენი ვართ ჩვენ და როგორ იმალებიან დღეს. დარწმუნებული ვარ, რომ ვერც გაბედავენ და ვერც გამოჩნდებიან. თითოეულ მოქალაქეს მინდა ვუთხრა, არამარტო ჩვენს ადგილობრივ პარტიულ ლიდერებს, თითოეული თქვენგანის ინტერესს დავიცავ, ჩასასვლელი სადაც ვიქნები, ყველგან ერთ გუნდად მოვალთ და დაგიცავთ თითოეულ თქვენგანს. ჩოხატაურელებს მოვუწოდებ, ამოიღეთ ხმა, ნურაფრის ეშინიათ და ნუ ჩურჩულებთ, რომ რაღაცები არ მოგწონთ. ხმამაღლა თქვით, ამ „ბანძებს“ ნუ დააჩმორებინებთ თავს. არ ვართ ჩვენ ის ხალხი, რომ რუსებმა, ლაჩრებმა და მართლა „ჩმორებმა“ შეგვაშინონ. ამოიღეთ ხმა! თითოეულ თქვენგანთან ვიქნები, ყველა რაიონში, ქალაქში, სოფელში, თითოეულ ოჯახში, ვისაც დასჭირდება, ჩვენ ერთ გუნდად მოვალთ და დავიცავთ თითოეული თქვენგანის ინტერესს”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გუშინ ჩოხატაურში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე სავარაუდო თავდამსხმელების დაკავებასაც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ აღნიშნული ქმედება ფორმალურია და დაკავებულებს მალე გაათავისუფლებენ.