ნორვეგიამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა, – ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გაჰრ სტიორემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„აღიარების გარეშე ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა არ იქნება“, – განაცხადა იონას გაჰრ სტიორემ.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ძალაში 28 მაისს შევა.
Politico-ს ცნობით, მოსალოდნელია, რომ დღეს პალესტინის სახელმწიფოს კიდევ ორი ევროპული სახელმწიფო, ესპანეთი და ირლანდია აღიარებს.