ნორვეგია უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შეძენისთვის 150 მილიონ ევროს გამოყოფს

37
spot_img

ნორვეგია უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შეძენისთვის 150 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ განაცხადა.

“უკრაინას ძალიან სჭირდება დიდი რაოდენობით საარტილერიო ჭურვები, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის აგრესიულ ომს. ნორვეგია ეხმარება უკრაინას საარტილერიო ჭურვებით როგორც საკუთარი მარაგებიდან, ასევე პირდაპირ მრეწველობიდან. დღეს გადავწყვიტეთ 1.6 მილიარდ ნორვეგიულ კრონამდე [დაახლოებით 150 მილიონი ევრო] შევიტანოთ ჩეხეთის რესპუბლიკის ეგიდით არსებულ ინიციატივაში, რათა რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ უკრაინას ძალიან საჭირო საარტილერიო ჭურვები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნორვეგიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღინიშნება, რომ ნორვეგიის წვლილი ინიციატივის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს.

ცნობისთვის, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენაზე ჩეხეთის ინიციატივას აქამდე შეუერთდნენ კანადა, დანია და რიგი ქვეყნები, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინეს. მოგვიანებით ინიციატივას საჯაროდ შეუერთდნენ ნიდერლანდები (250 მილიონი ევრო), ბელგია (200 მილიონი ევრო) და საფრანგეთი.