ნიუ იორკის მეტროში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

79
spot_img

ნიუ-იორკის მეტროში მატარებელი რელსებიდან გადავიდა მას შემდეგ, რაც მას დაბალი სიჩქარით მოძრავი მეორე მატარებელს შეეჯახა. როგორც Associated Press წერს, შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შემთხვევა შუადღეს, პიკის საათში მოხდა.

„მატარებელს, რომელშიც დაახლოებით 300 მგზავრი იმყოფებოდა, შეეჯახა ტექნიკური ჯგუფის მატარებელი, რომელშიც მეტროპოლიტენის თანამშრომლები, სულ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა“, – აცხადებენ ნიუ იორკის პოლიციაში.

ქალაქის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან ნაწილობრივ გადასულია.

ოფიციალური პირების თქმით, ამ ეტაპზე ტექნიკური გაუმართაობის ნიშნები არ იკვეთება და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი ადამიანურ შეცდომას.