ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა

98
spot_img

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა. წილოსანმა, რომელსაც პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა, პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე ირაკლი ჩიქოვანი შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან პარლამენტის სპიკერატში სულ ოთხი ვიცე-სპიკერია. ესენი არიან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა. ასევე პარლამენტის ვიცე-სპიკერები არიან უმრავლესობის დეპუტატები: – არჩილ თალაკვაძე, გიორგი კახიანი და ნინო წილოსანი.

რაც შეეხება ოპოზიციას, იმის მიუხედავად, რომ რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის სპიკერატში ოპოზიციისთვის სამი ვიცე-სპიკერის პოსტია განსაზღვრული, პარლამენტს ოპოზიციის კვოტით მხოლოდ ერთი ვიცე-სპიკერი – “ევროპელ სოციალისტი” დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე ჰყავს არჩეული. გასულ წელს ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ასარჩევად ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარუდგინა, თუმცა უმრავლესობა ბეჟაშვილის არჩევის საკითხს მხარს არ უჭერს.

პარლამენტში ოპოზიციის ორი ვიცე-სპიკერის პოსტი ვაკანტურია.